სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ყანჩელის დაბადების დღე ბათუმის მუსიკალურ ცენტრში აღინიშნება
გია ყანჩელის დაბადების დღე ბათუმის მუსიკალურ ცენტრში აღინიშნება

გია ყან­ჩე­ლის და­ბა­დე­ბის დღე ბა­თუ­მის მუ­სი­კა­ლურ ცენ­ტრში აღი­ნიშ­ნე­ბა.

„10 აგ­ვის­ტოს­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვემ­ზა­დე­ბო­დით ხოლ­მე გია ყან­ჩე­ლის სი­ცო­ცხლე­ში, ერთხელ კარ­ლო-ვი­ვარ­ში ჩა­ვა­კი­თხეთ. სა­ღა­მომ­დე არ გა­მოვ­ჩნდით, უკვე ნერ­ვი­უ­ლობ­და, არც ერ­თმა რომ არ მი­ვუ­ლო­ცეთ ტე­ლე­ფო­ნით და სა­ღა­მოს მო­უ­ლოდ­ნე­ლად რეს­ტო­რან­ში და­ვა­დე­ქით თავ­ზე. შარ­შან ეს თა­რი­ღი "უღ­რან ტყე­ში" აღ­ვნიშ­ნეთ. წელს ჩვენს მოძ­რავ ფეს­ტი­ვალს ბა­ტო­ნი გიას სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მო­ე­ბით ბა­თუ­მი მას­პინ­ძლობს. 9, 10 და 12 აგ­ვის­ტოს“, - აღ­ნიშ­ნავს პრო­დი­უ­სე­რი თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძე.

კონ­ცეპტ Art-ის მოძ­რა­ვი ფეს­ტი­ვა­ლი CA Goes To გია ყან­ჩე­ლის და­ბა­დე­ბის დღეს ბა­თუ­მის მუ­სი­კა­ლურ ცენ­ტრში აღ­ნიშ­ნავს. ეს თა­რი­ღი იმ მუ­სი­კო­სებ­თან ერ­თად აღი­ნიშ­ნე­ბა, ვის­თა­ნაც გია ყან­ჩელს მე­გობ­რო­ბა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­და. ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რელ მე­ლო­დი­ებს შე­ას­რუ­ლე­ბენ: ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი, ქე­თე­ვან ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი, ლე­ვან დე­ი­სა­ძე, ზაზა ცერ­ცვა­ძე. მა­ესტროს ცნო­ბილ პი­ე­სებს პრო­ექ­ტი­დან "წე­რი­ლე­ბი მე­გობ­რებს" მა­ყუ­რე­ბე­ლი გი­ორ­გი ცა­გა­რე­ლი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის შეს­რუ­ლე­ბით მო­ის­მენს. დი­რი­ჟო­რი და მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი - ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი. სა­ღა­მოს სპე­ცი­ა­ლუ­რი სტუ­მა­რია - ბექა გო­ჩი­აშ­ვი­ლი.

ფეს­ტი­ვა­ლი ბა­თუ­მის მე­რი­ის მხარ­და­ჭე­რით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. გე­ნე­რა­ლუ­რი პარტნი­ო­რი - სმარტ კა­პი­ტალ ჯგუ­ფი. სა­ინ­ფორ­მა­ციო მხარ­დამ­ჭე­რე­ბი: ჰოლ­დინ­გი „ფორ­ტუ­ნა“, მე­დია პა­ლიტ­რა, AT.GE სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი 118-08.

**
0

რა უტიფრობაა, ერთს მოგიწოდებენ და მეორეს აკეთებენ!!! იქნებ ჯერ ცოცხლებზე გეზრუნათ. ამ უაზროდ გაფლანგული თანხებით ხომ ამ დროს ყველასთვის მნიშვნელოვანს, მეტს თუ არა და ერთ ხელოვნური სუნთქვის აპარატს შემატებდით ქვეყანას. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

გია ყანჩელის დაბადების დღე ბათუმის მუსიკალურ ცენტრში აღინიშნება

გია ყანჩელის დაბადების დღე ბათუმის მუსიკალურ ცენტრში აღინიშნება

გია ყანჩელის დაბადების დღე ბათუმის მუსიკალურ ცენტრში აღინიშნება.

„10 აგვისტოსთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით ხოლმე გია ყანჩელის სიცოცხლეში, ერთხელ კარლო-ვივარში ჩავაკითხეთ. საღამომდე არ გამოვჩნდით, უკვე ნერვიულობდა, არც ერთმა რომ არ მივულოცეთ ტელეფონით და საღამოს მოულოდნელად რესტორანში დავადექით თავზე. შარშან ეს თარიღი "უღრან ტყეში" აღვნიშნეთ. წელს ჩვენს მოძრავ ფესტივალს ბატონი გიას საიუბილეო საღამოებით ბათუმი მასპინძლობს. 9, 10 და 12 აგვისტოს“, - აღნიშნავს პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე.

კონცეპტ Art-ის მოძრავი ფესტივალი CA Goes To გია ყანჩელის დაბადების დღეს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში აღნიშნავს. ეს თარიღი იმ მუსიკოსებთან ერთად აღინიშნება, ვისთანაც გია ყანჩელს მეგობრობა და შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებდა. ყველასათვის საყვარელ მელოდიებს შეასრულებენ: ლიზა ბაგრატიონი, ქეთევან ქართველიშვილი, ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე. მაესტროს ცნობილ პიესებს პროექტიდან "წერილები მეგობრებს" მაყურებელი გიორგი ცაგარელისა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შესრულებით მოისმენს. დირიჟორი და მუსიკალური ხელმძღვანელი - ნიკოლოზ რაჭველი. საღამოს სპეციალური სტუმარია - ბექა გოჩიაშვილი.

ფესტივალი ბათუმის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. გენერალური პარტნიორი - სმარტ კაპიტალ ჯგუფი. საინფორმაციო მხარდამჭერები: ჰოლდინგი „ფორტუნა“, მედია პალიტრა, AT.GE საინფორმაციო ცენტრი 118-08.