პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორი მეგობარი სახელმწიფოს ლიდერი" ქსნის ერისთავების სასახლეში - ბჟანიას ვიზიტი ცხინვალში, აგვისტოს ომის მე-13 წლისთავზე და აფხაზების გამოხმაურებები
"ორი მეგობარი სახელმწიფოს ლიდერი" ქსნის ერისთავების სასახლეში - ბჟანიას ვიზიტი ცხინვალში, აგვისტოს ომის მე-13 წლისთავზე და აფხაზების გამოხმაურებები

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტი, ას­ლან ბჟა­ნია ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში გა­მარ­თულ "2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის მე-13 წლის­თა­ვი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე" იმ­ყო­ფე­ბო­და. ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვ­მა სტუ­მა­რი ცხინ­ვა­ლის გარ­და, ახალ­გორ­შიც ჩა­იყ­ვა­ნა, სა­დაც ქსნის ერის­თა­ვე­ბის სა­სახ­ლე და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა.

"ორი მე­გო­ბა­რი სა­ხელ­მწი­ფოს ლი­დერ­მა აფხა­ზუ­რი დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებ­თან ერ­თად, არ­მა­ზის წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სია და ის­ტო­რი­ულ- მხა­რეთმცოდ­ნე­ო­ბის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მი მო­ი­ნა­ხუ­ლეს. სტუმ­რებს ქსნის ერის­თა­ვე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე სა­სახ­ლის კომ­პლექსში ექ­სკურ­სია ჩა­უ­ტა­რეს და სა­სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე უამ­ბეს", - წერს ცხინ­ვა­ლის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის პრეს­სამ­სა­ხუ­რი.

ცხინ­ვა­ლის მე­დი­ის ცნო­ბით, "ბჟა­ნია მუ­ზე­უ­მის სი­ლა­მა­ზით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დარ­ჩა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის ქვეშ იყო. მან შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის წიგნ­ში ჩა­ნა­წე­რი გა­ა­კე­თა და მუ­ზე­უმს სწრა­ფად აღ­დგე­ნა უსურ­ვა", - წერს ოსუ­რი მე­დია.

სამ­ხრეთ ოსე­თი და აფხა­ზე­თი და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბად რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ სწო­რედ 2008 წლის აგ­ვის­ტოს სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის შემ­დეგ აღი­ა­რა. აგ­ვის­ტოს ომის წლის­თა­ვი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნი­ძი­ე­ბებ­ზე დე ფაქ­ტო ლი­დე­რებ­მა გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს 2008 წელს რუ­სე­თის მხრი­დან სამ­შვი­დო­ბო ძა­ლის­ხმე­ვა­სა და მის და­დე­ბით როლ­ზე.

რო­გორც "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა" წერ­და, ქსნის ერის­თა­ვე­ბის სა­სახ­ლე და მუ­ზე­უ­მი "ცხინ­ვა­ლის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში იქ­ნე­ბა". ე.წ. კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრ ჟანა ზა­სე­ე­ვას გან­ცხა­დე­ბით, "მუ­ზე­უ­მი გან­სა­კუთ­რე­ბულ ფა­სე­უ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს, რად­გან იქ ინა­ხე­ბა ოსე­ბის ის­ტო­რი­ის შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მა­სა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც და­მა­ტე­ბით შეს­წავ­ლას სა­ჭი­რო­ებს".

ის­ტო­რი­კოს ვლა­დი­მერ ღუ­ნაშ­ვი­ლის ცნო­ბით, რო­მე­ლიც მუ­ზე­უ­მის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რია, სა­სახ­ლე სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბაა.

"ჩემი ის­ტო­რი­ულ-იდე­ო­ლო­გი­უ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია მი­უ­ღე­ბე­ლი იყო დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის და ეს ბოლო წლე­ბის რეპ­რე­სი­ებ­შიც გა­მო­ი­ხა­ტა, - ამ­ბობს ქარ­თვე­ლი ის­ტო­რი­კო­სი "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან" სა­უ­ბარ­ში. - იქ ოსუ­რი და ალა­ნუ­რი არა­ფე­რია. ოსე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და ქსნის ხე­ო­ბა­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ 1737-38 წლებ­ში და ამას ოსი მეც­ნი­ე­რი ვასო აბა­ე­ვი წერს. აბა­ევ­ზე დიდი მეც­ნი­ე­რი მათ არ ჰყავთ. ამ პო­ზი­ცი­ის გამო, მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე და ჩემ­ზე ზე­წო­ლა გა­ნუ­წყვეტ­ლივ მიმ­დი­ნა­რე­ობს. დიდი წნე­ხის ქვეშ ვართ".

ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვალ­სა და აფხა­ზეთ­ში ბჟა­ნია-ბიბ­ლო­ვის შეხ­ვედ­რას გან­სხვა­ვე­ბუ­ლად შეხ­ვდნენ - ოსე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ აფხა­ზეთ­თან უფრო მეტი აქ­ტი­უ­რი კავ­ში­რე­ბი უნდა ჰქონ­დეთ: "ეს ურ­თი­ერ­თო­ბა ორი­ვეს­თვის სა­სარ­გებ­ლოა. ამი­ტომ, მხო­ლოდ დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე კი არა, სხვა მხრი­ვაც სა­ჭი­როა კონ­ტაქ­ტე­ბი, ეს იქ­ნე­ბა ერ­თობ­ლი­ვი ბიზ­ნე­სი, ეკო­ნო­მი­კუ­რი თუ სამ­ხედ­რო პრო­ექ­ტე­ბი და სხვა".

ამ მხრივ ცოტა სკეპ­ტი­კუ­რად არი­ან გან­წყო­ბი­ლი აფხა­ზე­ბი, ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ოსებს თა­ვი­ან­თი არ­ჩე­ვა­ნი გა­კე­თე­ბუ­ლი აქვთ: "თა­ვად რუ­სეთს არ უნდა, თო­რემ მზად არი­ან მას დღეს­ვე შე­უ­ერ­თდნენ. შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი სა­ერ­თო იდე­ის გარ­შე­მო ვერ გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან".

"ვინც არ იცის, ქსნის სა­ე­რის­თა­ვო ლე­ნინ­გორ­ში იმ­ყო­ფე­ბა, ეს რა­ი­ო­ნი კი 2008 წლის შემ­დეგ მი­ი­ერ­თა ცხინ­ვა­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და ოსე­ბით აქ­ტი­უ­რად და­სახ­ლე­ბუ­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა. და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი ვი­თა­რე­ბაა, რო­გორც გა­ლია აფხა­ზე­თის­თვის. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ იქ აფხა­ზურ კვალს თით­ქმის ვერ ვა­წყდე­ბით", - წერს თა­მა­რა წიშ­ბა.

"ბჟა­ნია, რაც დროს გა­დის, უფრო გვა­ახ­ლო­ვებს რუ­სეთ­თან. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ბჟა­ნია მოს­კოვ­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი მწვა­ვე პრობ­ლე­მე­ბის სა­კი­თხის გამო იმ­ყო­ფე­ბო­და. ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­არ­ხი Незыгарь იტყო­ბი­ნე­ბა, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, აფხა­ზეთ­ში სრუ­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი კა­ტას­ტრო­ფა ხდე­ბა. ტე­ლე­არ­ხის ცნო­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი იმ მი­ზე­რულ ფას­საც ვერ იხ­დი­ან, რაც დე­ნის ტა­რი­ფად გან­სა­ზღვრე­სო.

ბჟა­ნია აქ­ცენტს აკე­თებს კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტა­ზე, რომ­ლის ალაგმვას თურ­მე ვერ ახერ­ხე­ბენ, ენერ­გო­ინფრას­ტრუქ­ტუ­რის აღ­დგე­ნას კი 21 მი­ლი­არ­დი რუბ­ლი სჭირ­დე­ბა, ამის რე­სურ­სი კი არ გვაქ­ვსო. ერთი სი­ტყვით, ამ­ბობს, რომ უფრო ხელ­საყ­რე­ლი იქ­ნე­ბა, თუ აფხა­ზე­თის ენერ­გე­ტი­კა რუ­სე­თის კონ­ტროლ­ქვეშ გა­და­ვაო. დიახ, ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც ცხინ­ვალ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბით იწო­ნებ­და თავს, რუ­სეთ­ში გვე­ქა­ჩე­ბა. არა­ფერს ვი­ტყვი იმა­ზე, თუ რა ხდე­ბა ცხინ­ვალ­ში, ჩვენ მათ­თან შე­და­რე­ბით, გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა ვართ", - წერს კი­დევ ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ამ­რაზ ვო­უ­ბა.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beqa
0

უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო. რა არმანსკაია რის ოსეტინსკაია 864 წელს სად ბებიაჩემთან იყვნენ?? ვაი ბედკრულო საქართველო!!!! 2008-მდე მაინც იყო ახალგორი საქართველოს იურისდიქციაში. ესეც ჩააბარეს. არ დაილია საქრთველოში ყორღანაშვილები.

გიორგი
0

კარგია არა ქართველების კულტურული მემკვიდრეობის მითვისება და საკუთრად წარმოჩენა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ორი მეგობარი სახელმწიფოს ლიდერი" ქსნის ერისთავების სასახლეში - ბჟანიას ვიზიტი ცხინვალში, აგვისტოს ომის მე-13 წლისთავზე და აფხაზების გამოხმაურებები

"ორი მეგობარი სახელმწიფოს ლიდერი" ქსნის ერისთავების სასახლეში - ბჟანიას ვიზიტი ცხინვალში, აგვისტოს ომის მე-13 წლისთავზე და აფხაზების გამოხმაურებები

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ცხინვალის რეგიონში გამართულ "2008 წლის აგვისტოს ომის მე-13 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე" იმყოფებოდა. ანატოლი ბიბილოვმა სტუმარი ცხინვალის გარდა, ახალგორშიც ჩაიყვანა, სადაც ქსნის ერისთავების სასახლე დაათვალიერებინა.

"ორი მეგობარი სახელმწიფოს ლიდერმა აფხაზური დელეგაციის წევრებთან ერთად, არმაზის წმინდა გიორგის ეკლესია და ისტორიულ- მხარეთმცოდნეობის სახელმწიფო მუზეუმი მოინახულეს. სტუმრებს ქსნის ერისთავების ცხოვრებაზე სასახლის კომპლექსში ექსკურსია ჩაუტარეს და სასახლის მშენებლობაზე უამბეს", - წერს ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური.

ცხინვალის მედიის ცნობით, "ბჟანია მუზეუმის სილამაზით აღფრთოვანებული დარჩა და შთაბეჭდილების ქვეშ იყო. მან შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერი გააკეთა და მუზეუმს სწრაფად აღდგენა უსურვა", - წერს ოსური მედია.

სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად რუსეთის ფედერაციამ სწორედ 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შემდეგ აღიარა. აგვისტოს ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონიძიებებზე დე ფაქტო ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს 2008 წელს რუსეთის მხრიდან სამშვიდობო ძალისხმევასა და მის დადებით როლზე.

როგორც "რადიო თავისუფლება" წერდა, ქსნის ერისთავების სასახლე და მუზეუმი "ცხინვალის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება". ე.წ. კულტურის მინისტრ ჟანა ზასეევას განცხადებით, "მუზეუმი განსაკუთრებულ ფასეულობას წარმოადგენს, რადგან იქ ინახება ოსების ისტორიის შუა საუკუნეების მასალები, რომლებიც დამატებით შესწავლას საჭიროებს".

ისტორიკოს ვლადიმერ ღუნაშვილის ცნობით, რომელიც მუზეუმის ყოფილი დირექტორია, სასახლე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობაა.

"ჩემი ისტორიულ-იდეოლოგიურად განსხვავებული პოზიცია მიუღებელი იყო დე ფაქტო ხელისუფლებისთვის და ეს ბოლო წლების რეპრესიებშიც გამოიხატა, - ამბობს ქართველი ისტორიკოსი "რადიო თავისუფლებასთან" საუბარში. - იქ ოსური და ალანური არაფერია. ოსები საქართველოში და ქსნის ხეობაში ჩამოვიდნენ 1737-38 წლებში და ამას ოსი მეცნიერი ვასო აბაევი წერს. აბაევზე დიდი მეცნიერი მათ არ ჰყავთ. ამ პოზიციის გამო, მუზეუმის თანამშრომლებზე და ჩემზე ზეწოლა განუწყვეტლივ მიმდინარეობს. დიდი წნეხის ქვეშ ვართ".

ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში ბჟანია-ბიბლოვის შეხვედრას განსხვავებულად შეხვდნენ - ოსები მიიჩნევენ, რომ აფხაზეთთან უფრო მეტი აქტიური კავშირები უნდა ჰქონდეთ: "ეს ურთიერთობა ორივესთვის სასარგებლოა. ამიტომ, მხოლოდ დღესასწაულებზე კი არა, სხვა მხრივაც საჭიროა კონტაქტები, ეს იქნება ერთობლივი ბიზნესი, ეკონომიკური თუ სამხედრო პროექტები და სხვა".

ამ მხრივ ცოტა სკეპტიკურად არიან განწყობილი აფხაზები, ისინი მიიჩნევენ, რომ ოსებს თავიანთი არჩევანი გაკეთებული აქვთ: "თავად რუსეთს არ უნდა, თორემ მზად არიან მას დღესვე შეუერთდნენ. შესაბამისად, ისინი საერთო იდეის გარშემო ვერ გაერთიანდებიან".

"ვინც არ იცის, ქსნის საერისთავო ლენინგორში იმყოფება, ეს რაიონი კი 2008 წლის შემდეგ მიიერთა ცხინვალის ხელისუფლებამ და ოსებით აქტიურად დასახლებული არასდროს ყოფილა. დაახლოებით ისეთი ვითარებაა, როგორც გალია აფხაზეთისთვის. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ იქ აფხაზურ კვალს თითქმის ვერ ვაწყდებით", - წერს თამარა წიშბა.

"ბჟანია, რაც დროს გადის, უფრო გვაახლოვებს რუსეთთან. რამდენიმე დღის წინ ბჟანია მოსკოვში ელექტროენერგიის სფეროში არსებული მწვავე პრობლემების საკითხის გამო იმყოფებოდა. ამის შესახებ ტელეარხი Незыгарь იტყობინება, რომლის ცნობითაც, აფხაზეთში სრული ენერგეტიკული კატასტროფა ხდება. ტელეარხის ცნობით, ადგილობრივები იმ მიზერულ ფასსაც ვერ იხდიან, რაც დენის ტარიფად განსაზღვრესო.

ბჟანია აქცენტს აკეთებს კრიპტოვალუტაზე, რომლის ალაგმვას თურმე ვერ ახერხებენ, ენერგოინფრასტრუქტურის აღდგენას კი 21 მილიარდი რუბლი სჭირდება, ამის რესურსი კი არ გვაქვსო. ერთი სიტყვით, ამბობს, რომ უფრო ხელსაყრელი იქნება, თუ აფხაზეთის ენერგეტიკა რუსეთის კონტროლქვეშ გადავაო. დიახ, ჩვენი პრეზიდენტი, რომელიც ცხინვალში დამოუკიდებლობით იწონებდა თავს, რუსეთში გვექაჩება. არაფერს ვიტყვი იმაზე, თუ რა ხდება ცხინვალში, ჩვენ მათთან შედარებით, გაბრწყინებული ევროპული ქვეყანა ვართ", - წერს კიდევ ერთი ინტერნეტმომხმარებელი ამრაზ ვოუბა.