პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამას ჩემს ძმას უნდა ვუმადლოდე" - ტოკიოს ოლიმპიადის ტრიუმფატორი ძიუდოისტი და-ძმა და მათი წარმატების გზა
"ამას ჩემს ძმას უნდა ვუმადლოდე" - ტოკიოს ოლიმპიადის ტრიუმფატორი ძიუდოისტი და-ძმა და მათი წარმატების გზა

ტო­კი­ოს 2020 წლის ოლიმ­პი­ა­და­ზე და­პი­რის­პი­რე­ბა ძი­უ­დო­ში სავ­სე იყო უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტით. ჩვენ­თვის და­უ­ვი­წყა­რი და ემო­ცი­უ­რი გა­მოდ­გა ლაშა ბე­ქა­უ­რის ოქ­როს, გუ­რამ თუ­შიშ­ვი­ლის, ლაშა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლის და ვაჟა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ვერ­ცხლის მედ­ლე­ბი, თუმ­ცა ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტე­ბის გარ­და, სხვა ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მაც დაგ­ვა­მახ­სოვ­რეს თავი. ზო­გი­ერ­თმა მათ­გან­მა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ას­პა­რე­ზო­ბით, ზოგ­მაც უც­ნა­უ­რი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით, ასე­ვე ოჯა­ხუ­რი ტრი­უმ­ფით.

იყო სკან­და­ლე­ბიც, მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ალ­ჟი­რელ­მა სპორ­ტსმენ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და, რად­გა­ნაც მისი პო­ტენ­ცი­უ­რი მე­ტო­ქე ის­რა­ე­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო. კო­რე­ელ­მა გო­გო­ნამ კი იმი­სათ­ვის, რომ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში "ჩა­ტე­უ­ლი­ყო", თმა გა­და­ი­პარ­სა.

გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ია­პო­ნე­ლი და-ძმა, ძი­უ­დო­ის­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც ოქ­როს მედ­ლე­ბი 30 წუ­თის სხვა­ო­ბით მო­ი­გეს.

თავ­და­პირ­ვე­ლად ოქრო 21 წლის გო­გო­ნამ, უტა აბემ აიღო, რო­მე­ლიც 52კგ-მდე წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში ას­პა­რე­ზობ­და. მან ფრან­გი ამან­დინ ბი­უ­შა­რი და­ა­მარ­ცხა. ორი ორ­თა­ბძო­ლის შემ­დეგ კი, ტა­ტამ­ზე უტას ძმა, 23 წლის ხი­ფუ­მე აბე გა­მო­ვი­და და 66 კმ-მდე წო­ნა­ში ჩვე­ნე­ბუ­რი ვაჟა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და­ა­მარ­ცხა.

ეს იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა ძი­უ­დო­ში ტო­კი­ოს 2020 წლის ოლიმ­პი­ა­და­ზე. ვაჟა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ღირ­სე­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა ის ტა­შით და­ა­ჯილ­დო­ვა. და­პი­რის­პი­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ხი­ფუ­მე აბე ვა­ჟას­თან, რო­გორც ღირ­სე­ულ მე­ტო­ქეს­თან მი­ვი­და და ხელი ჩა­მო­არ­თვა.

  • და-ძმა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ას­პა­რე­ზო­ბის შე­სა­ხებ

"ჩემ­მა დამ პირ­ველ­მა მო­ი­გო ოქრო, მაგ­რამ ამის გამო არა­ნა­ი­რი წნე­ხი არ მიგ­რძვნია. ჩემს გა­მარ­ჯვე­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი!“, - თქვა ხი­ფუ­მი აბემ ბრძო­ლის შემ­დეგ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

"ბუ­დო­კა­ნი“ ძი­უ­დოს­თვის სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლია, ძა­ლი­ან მინ­დო­და ტა­ტა­მი­დან ამა­ყი და თა­ვა­წე­უ­ლი წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. და ეს გა­ვა­კე­თე კი­დეც. ჩემი ოც­ნე­ბა ახდა. ახლა რაც ჩემს თავს ხდე­ბა, ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტია.

როცა მკი­თხეს, რა იყო უფრო რთუ­ლი - ჩემი ჭი­და­ო­ბა, თუ ჩემი ძმის ჭი­და­ო­ბის ყუ­რე­ბა, ალ­ბათ, ჩემს ჭი­და­ო­ბას ვი­ტყო­დი. ფი­ნალ­ში ორი რამ იყო გა­დამ­წყვე­ტი - მოთ­მე­ნა და შეც­დო­მის არ დაშ­ვე­ბა. ორი­ვე გა­მო­მი­ვი­და და ამი­ტომ მო­ვი­გე", - ამ­ბობს უტა აბე.

ეს არ იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა დამ და ძმამ დიდ ტურ­ნირ­ზე ერ­თსა და იმა­ვე დღეს გა­ი­მარ­ჯვეს. პირ­ვე­ლად მათ ეს 2018 წელს, ბა­ქო­ში, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე შეძ­ლეს. 2019 წელს ტო­კი­ო­ში, უტამ ოქ­რომ­დე მი­აღ­წია, ხი­ფუ­მე კი ½ ფი­ნალ­ში შე­ა­ჩე­რეს.

  • ბავ­შვო­ბა

ხე­ფუ­მი და უტა ერთ უბ­რა­ლო ია­პო­ნურ ოჯახ­ში გა­ი­ზარ­დნენ. მათ უფ­რო­სი ძმაც ჰყავთ, რო­მე­ლიც თა­ვა­დაც ძი­უ­დო­თი იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი, საკ­მა­ოდ დიდ იმე­დებს იძ­ლე­ო­და, თუმ­ცა ერთხელ წყალ­ბურ­თი ნახა და იმის შემ­დეგ სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­ში გა­და­ვი­და.

უმ­ცროს დას ძი­უ­დო­ზე სი­ა­რუ­ლი ძმებ­მა შთა­ა­გო­ნეს. გო­გო­ნას თქმით, მა­მას უნ­დო­და, რომ მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში ევლო, ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დაკ­ვრა ეს­წავ­ლა. მი­უ­ხე­და­ვად გა­დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი­სა, მა­მის სურ­ვი­ლი შე­ას­რუ­ლა, თუმ­ცა ძი­უ­დოს სიყ­ვა­რუ­ლი უზარ­მა­ზა­რი აღ­მოჩ­ნდა.

გო­გო­ნას ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა ჭი­და­ო­ბა. თა­ნაც, უტა ხე­დავ­და, რომ მის ძმას, ხი­ფუ­მის შრო­მა ფას­დე­ბო­და და პა­ტარ-პა­ტა­რა, მაგ­რამ რე­გუ­ლა­რულ წარ­მა­ტე­ბებს აღ­წევ­და. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში სპორ­ტის მი­მართ ინ­ტე­რე­სი და­კარ­გა, მაგ­რამ თა­ნა­ტოლ ნამე ნა­ბეკ­რუ­ის­თან მარ­ცხმა უსას­რუ­ლო მო­ტი­ვა­ცია მის­ცა.

  • ბრძო­ლის სტი­ლი

ხი­ფუ­მი და უტა რა­დი­კა­ლუ­რად შემ­ტე­ვი სტი­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ისი­ნი ჭი­და­ო­ბის პირ­ვე­ლი­ვე წა­მე­ბი­დან იპო­ნით გა­მარ­ჯვე­ბა­ზე იწყე­ბენ ნა­დი­რო­ბას. უტას თქმით, მისი სტი­ლი "70%-ით ძმის გავ­ლე­ნით ჩა­მო­ყა­ლიბ­და“. "ჩემს ძმას უნდა ვუ­მად­ლო­დე. ის რომ არა, არც ვიცი, რო­დეს­მე ძი­უ­დო­თი თუ დავ­კავ­დე­ბო­დი“, - ამ­ბობს უტა აბე.

ხი­ფუ­მის ოლიმ­პი­ურ ოქ­როს­თან ერ­თად ორი გა­მარ­ჯვე­ბა აქვს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში, "დიდი სლე­მის“ ტურ­ნი­რი 9-ჯერ მო­ი­გო, ასე­ვე, 2015 წელს ტაშ­კენ­ტის "გრან-პრის" მფლო­ბე­ლიც გახ­და.

უტამ კი ორ­ჯერ იზე­ი­მა მსოფ­ლიო პირ­ვე­ლო­ბა, 6-ჯერ და­ე­უფ­ლა "დიდი სლე­მის“ ტურ­ნირს, 3 "გრან-პრის“ მო­უ­ყა­რა თავი. თა­ნაც, პირ­ვე­ლი "გრან-პრი“ 16 წლის ასაკ­ში მო­ი­გო - რაც სარ­ე­კორ­დო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბუჯანგა
2

წყლის პოლო სად ნახა?

llcl
6

ძმა თუ წინააღმდეგი არ იქნებოდა დას ვეჭიდავებოდი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"ამას ჩემს ძმას უნდა ვუმადლოდე" - ტოკიოს ოლიმპიადის ტრიუმფატორი ძიუდოისტი და-ძმა და მათი წარმატების გზა

"ამას ჩემს ძმას უნდა ვუმადლოდე" - ტოკიოს ოლიმპიადის ტრიუმფატორი ძიუდოისტი და-ძმა და მათი წარმატების გზა

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დაპირისპირება ძიუდოში სავსე იყო უამრავი საინტერესო მომენტით. ჩვენთვის დაუვიწყარი და ემოციური გამოდგა ლაშა ბექაურის ოქროს, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის და ვაჟა მარგველაშვილის ვერცხლის მედლები, თუმცა ქართველი ძიუდოისტების გარდა, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმაც დაგვამახსოვრეს თავი. ზოგიერთმა მათგანმა წარმატებული ასპარეზობით, ზოგმაც უცნაური და მოულოდნელი გადაწყვეტილებებით, ასევე ოჯახური ტრიუმფით.

იყო სკანდალებიც, მაგალითად, როდესაც ალჟირელმა სპორტსმენმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რადგანაც მისი პოტენციური მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი იყო. კორეელმა გოგონამ კი იმისათვის, რომ წონით კატეგორიაში "ჩატეულიყო", თმა გადაიპარსა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია იაპონელი და-ძმა, ძიუდოისტები, რომლებმაც ოქროს მედლები 30 წუთის სხვაობით მოიგეს.

თავდაპირველად ოქრო 21 წლის გოგონამ, უტა აბემ აიღო, რომელიც 52კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მან ფრანგი ამანდინ ბიუშარი დაამარცხა. ორი ორთაბძოლის შემდეგ კი, ტატამზე უტას ძმა, 23 წლის ხიფუმე აბე გამოვიდა და 66 კმ-მდე წონაში ჩვენებური ვაჟა მარგველაშვილი დაამარცხა.

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დაპირისპირება ძიუდოში ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე. ვაჟა მარგველაშვილის ღირსეული წინააღმდეგობით აღფრთოვანებულმა მაყურებელმა ის ტაშით დააჯილდოვა. დაპირისპირების დასრულების შემდეგ, ხიფუმე აბე ვაჟასთან, როგორც ღირსეულ მეტოქესთან მივიდა და ხელი ჩამოართვა.

  • და-ძმა წარმატებული ასპარეზობის შესახებ

"ჩემმა დამ პირველმა მოიგო ოქრო, მაგრამ ამის გამო არანაირი წნეხი არ მიგრძვნია. ჩემს გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი!“, - თქვა ხიფუმი აბემ ბრძოლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

"ბუდოკანი“ ძიუდოსთვის საუკეთესო ადგილია, ძალიან მინდოდა ტატამიდან ამაყი და თავაწეული წამოვსულიყავი. და ეს გავაკეთე კიდეც. ჩემი ოცნება ახდა. ახლა რაც ჩემს თავს ხდება, ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია.

როცა მკითხეს, რა იყო უფრო რთული - ჩემი ჭიდაობა, თუ ჩემი ძმის ჭიდაობის ყურება, ალბათ, ჩემს ჭიდაობას ვიტყოდი. ფინალში ორი რამ იყო გადამწყვეტი - მოთმენა და შეცდომის არ დაშვება. ორივე გამომივიდა და ამიტომ მოვიგე", - ამბობს უტა აბე.

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა დამ და ძმამ დიდ ტურნირზე ერთსა და იმავე დღეს გაიმარჯვეს. პირველად მათ ეს 2018 წელს, ბაქოში, მსოფლიო ჩემპიონატზე შეძლეს. 2019 წელს ტოკიოში, უტამ ოქრომდე მიაღწია, ხიფუმე კი ½ ფინალში შეაჩერეს.

  • ბავშვობა

ხეფუმი და უტა ერთ უბრალო იაპონურ ოჯახში გაიზარდნენ. მათ უფროსი ძმაც ჰყავთ, რომელიც თავადაც ძიუდოთი იყო გატაცებული, საკმაოდ დიდ იმედებს იძლეოდა, თუმცა ერთხელ წყალბურთი ნახა და იმის შემდეგ სპორტის ამ სახეობაში გადავიდა.

უმცროს დას ძიუდოზე სიარული ძმებმა შთააგონეს. გოგონას თქმით, მამას უნდოდა, რომ მუსიკალურ სკოლაში ევლო, ფორტეპიანოზე დაკვრა ესწავლა. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, მამის სურვილი შეასრულა, თუმცა ძიუდოს სიყვარული უზარმაზარი აღმოჩნდა.

გოგონას ძალიან მოეწონა ჭიდაობა. თანაც, უტა ხედავდა, რომ მის ძმას, ხიფუმის შრომა ფასდებოდა და პატარ-პატარა, მაგრამ რეგულარულ წარმატებებს აღწევდა. საინტერესოა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში სპორტის მიმართ ინტერესი დაკარგა, მაგრამ თანატოლ ნამე ნაბეკრუისთან მარცხმა უსასრულო მოტივაცია მისცა.

  • ბრძოლის სტილი

ხიფუმი და უტა რადიკალურად შემტევი სტილით გამოირჩევიან. ისინი ჭიდაობის პირველივე წამებიდან იპონით გამარჯვებაზე იწყებენ ნადირობას. უტას თქმით, მისი სტილი "70%-ით ძმის გავლენით ჩამოყალიბდა“. "ჩემს ძმას უნდა ვუმადლოდე. ის რომ არა, არც ვიცი, როდესმე ძიუდოთი თუ დავკავდებოდი“, - ამბობს უტა აბე.

ხიფუმის ოლიმპიურ ოქროსთან ერთად ორი გამარჯვება აქვს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, "დიდი სლემის“ ტურნირი 9-ჯერ მოიგო, ასევე, 2015 წელს ტაშკენტის "გრან-პრის" მფლობელიც გახდა.

უტამ კი ორჯერ იზეიმა მსოფლიო პირველობა, 6-ჯერ დაეუფლა "დიდი სლემის“ ტურნირს, 3 "გრან-პრის“ მოუყარა თავი. თანაც, პირველი "გრან-პრი“ 16 წლის ასაკში მოიგო - რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

ავტორი: ანრი კურტანიძე