პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვნახეთ ჩაფლავებული აქციები - შეგვიძლია ცოცხალი ჯაჭვის შექმნაში დავეხმაროთ, რადგან მათდა სამწუხაროდ, გუშინ ეს ვერ გახდა შესაძლებელი" - თეა წულუკიანი ხელოვნების მუზეუმზე
"ვნახეთ ჩაფლავებული აქციები - შეგვიძლია ცოცხალი ჯაჭვის შექმნაში დავეხმაროთ, რადგან მათდა სამწუხაროდ, გუშინ ეს ვერ გახდა შესაძლებელი" - თეა წულუკიანი ხელოვნების მუზეუმზე

ჩვენ გუ­შინ ვნა­ხეთ ჩაფ­ლა­ვე­ბუ­ლი აქ­ცი­ე­ბი. ვნა­ხეთ, რომ ვე­რა­ვი­თა­რი სარ­წმუ­ნო არ­გუ­მენ­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ ადა­მი­ა­ნებ­მა ვერ მი­ა­წო­დეს. სამ­წუ­ხა­როა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის­თვის სა­ჭირ­ბო­რო­ტო თე­მას კვლავ არ და­გი­დევს პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცია და ამ თე­მის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბა­საც, რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან არას­წო­რი და მა­ხინ­ჯი ფორ­მით ცდი­ლობს, - ამის შე­სა­ხებ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მის გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა.

მან ასე­ვე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ე.წ. ცო­ცხა­ლი ჯაჭ­ვის შექ­მნის მიზ­ნით დახ­მა­რე­ბა შეს­თა­ვა­ზა.

„თუ მო­მა­ვალ­ში და­ა­პი­რე­ბენ ჯაჭ­ვის შექ­მნას, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია მათ და­ვეხ­მა­როთ, ჯაჭ­ვის რგო­ლე­ბად ვი­მუ­შა­ოთ, რაკი ჯაჭ­ვის შექ­მნაც ვერ გახ­და გუ­შინ შე­საძ­ლე­ბე­ლი მათ­და სამ­წუ­ხა­როდ. რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თონ საქ­მეს, (იმი­ტომ, რომ რაც ჩვენ ვი­ხი­ლეთ გუ­შინ ქუ­ჩა­ში, ეს არ იყო საქ­მე) კი­დევ ერთხელ მინ­და გა­ვი­მე­ო­რო ჩვე­ნი ურ­ყე­ვი პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც არის სა­მი­ნის­ტრო­სა და მთავ­რო­ბის ურ­ყე­ვი პო­ზი­ცია. შალ­ვა ამი­რა­ნაშ­ვი­ლის მუ­ზე­უ­მი ბოლო 15-20 წლის მან­ძილ­ზე, მე არ მო­მე­რი­დე­ბა, კი­დევ ერთხელ გა­მო­ვი­ყე­ნებ ამ სი­ტყვას, გა­მო­ი­შიგ­ნა და ჩვენ გაჩ­ვე­ნებთ ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცი­ის შე­დე­გებს, რო­მე­ლიც სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს დას­რულ­დე­ბა. ხან­და­ხან მიჩ­ნდე­ბა გან­ცდა, რომ იმ თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან ბევ­რს ყვი­რი­ან, აქვთ გარ­კვე­უ­ლი ში­შე­ბი, იმი­ტომ, რომ ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცია არ არის მარ­ტი­ვი პრო­ცე­სი. სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს ჩვენ ამ ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცი­ის შე­დე­გებს წარ­მო­გიდ­გენთ თქვენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას, სწო­რედ ეს არის ჩვე­ნი გამჭვირ­ვა­ლო­ბა და გამჭვირ­ვა­ლო­ბის მა­გა­ლი­თი. ეს მუ­ზე­უ­მი, ათე­უ­ლი წლე­ბი თუ არა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ბა­ტო­ნი და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძის მმარ­თვე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში იყო გა­მოწ­ვე­ვა და დღე­საც არის. ჩვენ ვმუ­შა­ობთ ერ­თად იმის­თვის, რომ ეს გა­მოწ­ვე­ვა დავძლი­ოთ“, - აღ­ნიშ­ნა კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა.

მისი თქმით, ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს მუ­ზე­უ­მი მუდ­მი­ვად იყო და­ხუ­რუ­ლი, დღეს ის ღიაა, გამჭვირ­ვა­ლეა და ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი ყვე­ლა ფონდში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ამას­თან, მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, რომ მუ­ზე­უ­მი­დან არის გა­ტა­ნი­ლი არა­ერ­თი ექ­სპო­ნა­ტი და ამ ექ­სპო­ნა­ტე­ბის სა­ხე­ლო­ბი­თი სია და­ი­დე­ბა სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს, მა­ნამ­დე კი, მი­ნის­ტრის თქმით, გა­სა­გე­ბია, რომ „ვი­ღა­ცებს ყვი­რი­ლი მო­უნ­დე­ბათ“.

„მუ­ზე­უ­მის შე­ნო­ბა უნდა აღ­დგეს. ამას დას­ჭირ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მი­ლი­ო­ნი ლარი. ჩვენ გვაქვს მთავ­რო­ბის შიგ­ნით დის­კუ­სია ამის შე­სა­ხებ და სა­ბი­უ­ჯე­ტო ასიგ­ნე­ბებ­ში გა­ი­სად ეს უკვე აი­სა­ხე­ბა, მაგ­რამ სა­ნამ თან­ხა აი­სა­ხე­ბა, ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან დიდი შრო­მა გა­სა­წე­ვი. კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ნა­წი­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორ უნდა აღ­დგეს ეს შე­ნო­ბა, სა­ჭი­როა პრო­ექ­ტი. ამის თა­ო­ბა­ზე უკვე მუ­შა­ობს ძეგლ­თა დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს კონ­სტრუქ­ტო­რი ბა­ტო­ნი გიგ­ლა ჭა­ნუყ­ვა­ძე. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მუ­ზე­უ­მო საქ­მეს, ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე გია მარ­სა­გიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც და­ნა­ნე­ბით უნდა ვთქვა, რომ აზრს არც კი ეკი­თხე­ბოდ­ნენ, ისე მარ­თავ­დნენ ფონ­დის უფ­რო­სე­ბი ამ მუ­ზე­უმს. მინ­და მათ მო­ვუ­წო­დო, რომ ბა­ტო­ნი გიას კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბას ენ­დონ იმი­ტომ, რომ მისი კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა არ დგე­ბა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ არა­ვის მიერ. ასე­ვე ჩვენ გვყავს მუ­ზე­უ­მის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მე­ნე­ჯე­რი. მუ­ზე­უმს აქამ­დე კომ­პე­ტენ­ტუ­რი მე­ნე­ჯე­რი არ ჰყო­ლია და ეს გახ­ლავთ ბა­ტო­ნი ნიკა ახალ­ბე­დაშ­ვი­ლი. ამას­თან, ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი, ვინც მა­ნამ­დე მუ­შა­ობ­და, რჩე­ბა ად­გილ­ზე. ვი­საც უნდა შრო­მა, შრო­მობს. ვი­საც ყვი­რი­ლი უნდა, ყვი­რის, მაგ­რამ ვინც ყვი­რის, მა­საც მო­უ­წევს მუ­შა­ო­ბა იმი­ტომ, რომ ფონ­დებ­ში არის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა და ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცი­ის შე­დე­გე­ბი ამას აჩ­ვე­ნებს“, - გა­ნა­ცხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

მისი თქმით, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო კონ­სულ­ტა­ცი­ებს სა­პატ­რი­არ­ქოს­თან მარ­თავს.

„ჩვენ ეკ­ლე­სი­ას­თან ვა­წარ­მო­ეთ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და შევ­თან­ხმდით, რომ შე­ნო­ბა რომ აღ­დგეს, რა თქმა უნდა, მძი­მე ფი­ზი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი იქ­ნე­ბა გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი და ექ­სპო­ნა­ტებ­მა დრო­ე­ბით უნდა და­ტო­ვონ ეს ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბა, სა­ნამ უკან დაბ­რუნ­დე­ბა. შე­ირ­ჩა ორი სივ­რცე, ერთი გახ­ლავთ ჯა­ნა­ში­ას მუ­ზე­უ­მის უკვე მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ცა­ვი, ფონდსა­ცა­ვი და სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე, რო­მე­ლიც, რა თქმა უნდა, მთელ მუ­ზე­უმს ვერ და­ი­ტევს და და­ი­ტევს მხო­ლოდ ნა­წილს. მე­ო­რე სივ­რცე კი არის შალ­ვა ამი­რა­ნაშ­ვი­ლის მუ­ზე­უ­მის უკა­ნა კორ­პუ­სი, რო­მე­ლიც ამ ფონ­დებს სრუ­ლად და­ი­ტევს. ეს ორი ალ­ტერ­ნა­ტი­ვაა დრო­ე­ბი­თი სივ­რცე­ე­ბის­თვის, რო­მელ­ზეც ჩვენ კი­დევ ერთხელ ვიმ­სჯე­ლებთ სა­პატ­რი­არ­ქოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბით ისე, რო­გორც ეს ძეგლის­თვის, ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის­თვის და ქვეყ­ნის­თვის იქ­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო“, - გა­ნა­ცხა­და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უმცირესობა!
2

ივანიშვილმა ითაღლითა პროპორციულით,მისმა შეგირდმა და მისმა გუნდმა ითაღლითა 43% ით,თანაც დასავლეთის თვალში.აბა საქართველოში ჩადენილ თქვენს თაღლითობებს ვინ დათვლის? ჰოდა შენც მაგათი გუნდის წევრი ხარ და სხვაგვარად არ გძალუძს! კი ხართ აწი საგრძნობ უმცირესობაში და დიდი ალბათობით ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაირკვევა როგორი პატიოსანნი იყავით ქვეყნის წინაშე.

fddddee
4

უსინდისო,ამან კულტურის რა იცის...თაყაიშვილი საფლავში გადაბრუნდება...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ვნახეთ ჩაფლავებული აქციები - შეგვიძლია ცოცხალი ჯაჭვის შექმნაში დავეხმაროთ, რადგან მათდა სამწუხაროდ, გუშინ ეს ვერ გახდა შესაძლებელი" - თეა წულუკიანი ხელოვნების მუზეუმზე

"ვნახეთ ჩაფლავებული აქციები - შეგვიძლია ცოცხალი ჯაჭვის შექმნაში დავეხმაროთ, რადგან მათდა სამწუხაროდ, გუშინ ეს ვერ გახდა შესაძლებელი" - თეა წულუკიანი ხელოვნების მუზეუმზე

ჩვენ გუშინ ვნახეთ ჩაფლავებული აქციები. ვნახეთ, რომ ვერავითარი სარწმუნო არგუმენტი საზოგადოებას ამ ადამიანებმა ვერ მიაწოდეს. სამწუხაროა, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის საჭირბოროტო თემას კვლავ არ დაგიდევს პოლიტიკური ოპოზიცია და ამ თემის პოლიტიზირებასაც, რაც მთავარია, ძალიან არასწორი და მახინჯი ფორმით ცდილობს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ხელოვნების მუზეუმის გარშემო მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას აღნიშნა.

მან ასევე აქციის მონაწილეებს ე.წ. ცოცხალი ჯაჭვის შექმნის მიზნით დახმარება შესთავაზა.

„თუ მომავალში დააპირებენ ჯაჭვის შექმნას, ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ, ჯაჭვის რგოლებად ვიმუშაოთ, რაკი ჯაჭვის შექმნაც ვერ გახდა გუშინ შესაძლებელი მათდა სამწუხაროდ. რაც შეეხება თვითონ საქმეს, (იმიტომ, რომ რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ ქუჩაში, ეს არ იყო საქმე) კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ჩვენი ურყევი პოზიცია, რომელიც არის სამინისტროსა და მთავრობის ურყევი პოზიცია. შალვა ამირანაშვილის მუზეუმი ბოლო 15-20 წლის მანძილზე, მე არ მომერიდება, კიდევ ერთხელ გამოვიყენებ ამ სიტყვას, გამოიშიგნა და ჩვენ გაჩვენებთ ინვენტარიზაციის შედეგებს, რომელიც სექტემბრის ბოლოს დასრულდება. ხანდახან მიჩნდება განცდა, რომ იმ თანამშრომლებს, რომლებიც ძალიან ბევრს ყვირიან, აქვთ გარკვეული შიშები, იმიტომ, რომ ინვენტარიზაცია არ არის მარტივი პროცესი. სექტემბრის ბოლოს ჩვენ ამ ინვენტარიზაციის შედეგებს წარმოგიდგენთ თქვენ, საზოგადოებას, სწორედ ეს არის ჩვენი გამჭვირვალობა და გამჭვირვალობის მაგალითი. ეს მუზეუმი, ათეული წლები თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ბატონი დავით ლორთქიფანიძის მმართველობის პირობებში იყო გამოწვევა და დღესაც არის. ჩვენ ვმუშაობთ ერთად იმისთვის, რომ ეს გამოწვევა დავძლიოთ“, - აღნიშნა კულტურის მინისტრმა.

მისი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში ეს მუზეუმი მუდმივად იყო დახურული, დღეს ის ღიაა, გამჭვირვალეა და ინვენტარიზაციის პროცესი ყველა ფონდში მიმდინარეობს.

ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ მუზეუმიდან არის გატანილი არაერთი ექსპონატი და ამ ექსპონატების სახელობითი სია დაიდება სექტემბრის ბოლოს, მანამდე კი, მინისტრის თქმით, გასაგებია, რომ „ვიღაცებს ყვირილი მოუნდებათ“.

„მუზეუმის შენობა უნდა აღდგეს. ამას დასჭირდება რამდენიმე ათეული მილიონი ლარი. ჩვენ გვაქვს მთავრობის შიგნით დისკუსია ამის შესახებ და საბიუჯეტო ასიგნებებში გაისად ეს უკვე აისახება, მაგრამ სანამ თანხა აისახება, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შრომა გასაწევი. კონსტრუქციული ნაწილი მნიშვნელოვანია, როგორ უნდა აღდგეს ეს შენობა, საჭიროა პროექტი. ამის თაობაზე უკვე მუშაობს ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს კონსტრუქტორი ბატონი გიგლა ჭანუყვაძე. რაც შეეხება სამუზეუმო საქმეს, ამ პროცესში ჩართულია დირექტორის მოადგილე გია მარსაგიშვილი, რომელსაც დანანებით უნდა ვთქვა, რომ აზრს არც კი ეკითხებოდნენ, ისე მართავდნენ ფონდის უფროსები ამ მუზეუმს. მინდა მათ მოვუწოდო, რომ ბატონი გიას კომპეტენტურობას ენდონ იმიტომ, რომ მისი კომპეტენტურობა არ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ არავის მიერ. ასევე ჩვენ გვყავს მუზეუმის შესანიშნავი მენეჯერი. მუზეუმს აქამდე კომპეტენტური მენეჯერი არ ჰყოლია და ეს გახლავთ ბატონი ნიკა ახალბედაშვილი. ამასთან, ყველა თანამშრომელი, ვინც მანამდე მუშაობდა, რჩება ადგილზე. ვისაც უნდა შრომა, შრომობს. ვისაც ყვირილი უნდა, ყვირის, მაგრამ ვინც ყვირის, მასაც მოუწევს მუშაობა იმიტომ, რომ ფონდებში არის მძიმე მდგომარეობა და ინვენტარიზაციის შედეგები ამას აჩვენებს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, კულტურის სამინისტრო კონსულტაციებს საპატრიარქოსთან მართავს.

„ჩვენ ეკლესიასთან ვაწარმოეთ კონსულტაციები და შევთანხმდით, რომ შენობა რომ აღდგეს, რა თქმა უნდა, მძიმე ფიზიკური სამუშაოები იქნება განსახორციელებელი და ექსპონატებმა დროებით უნდა დატოვონ ეს ავარიული შენობა, სანამ უკან დაბრუნდება. შეირჩა ორი სივრცე, ერთი გახლავთ ჯანაშიას მუზეუმის უკვე მომზადებული საცავი, ფონდსაცავი და საგამოფენო სივრცე, რომელიც, რა თქმა უნდა, მთელ მუზეუმს ვერ დაიტევს და დაიტევს მხოლოდ ნაწილს. მეორე სივრცე კი არის შალვა ამირანაშვილის მუზეუმის უკანა კორპუსი, რომელიც ამ ფონდებს სრულად დაიტევს. ეს ორი ალტერნატივაა დროებითი სივრცეებისთვის, რომელზეც ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ საპატრიარქოს წარმომადგენლებთან და ჩამოვყალიბდებით ისე, როგორც ეს ძეგლისთვის, ფასეულობებისთვის და ქვეყნისთვის იქნება საუკეთესო“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა.