პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნების" ლიდერთა ქმედებები ემსგავსება "ნაცმოძრაობის" მიერ 2011-2012 წლებში ოპონენტების დევნის სასტიკ კამპანიას - გიგა ორკოდაშვილი გახარიას გუნდს უერთდება
"ოცნების" ლიდერთა ქმედებები ემსგავსება "ნაცმოძრაობის" მიერ 2011-2012 წლებში ოპონენტების დევნის სასტიკ კამპანიას - გიგა ორკოდაშვილი გახარიას გუნდს უერთდება

თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ გიგა ორ­კო­დაშ­ვილ­მა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ და­ტო­ვა და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გუნდს შე­უ­ერ­თდა. ამის შე­სა­ხებ ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

ორ­კო­დაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბის ქმე­დე­ბე­ბი „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რე­ბის მიერ 2011 - 2012 წლებ­ში წარ­მო­ე­ბულ პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის დევ­ნის სას­ტიკ კამ­პა­ნი­ას ემ­სგავ­სე­ბა.

„ძვირ­ფა­სო თე­ლა­ვე­ლე­ბო, მინ­და გა­გაც­ნოთ ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა ჩემი პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ რი­გე­ბის და­ტო­ვე­ბას.

თი­თო­ე­ულ თე­ლა­ველს, ვინც მე პი­რა­დად მიც­ნობს ან თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს მუ­შა­ო­ბას თვალ­ყურს ადევ­ნებს, კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბა, რომ ჩემი საკ­რე­ბუ­ლო­ში 4-წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ველ­თვის მზად ვი­ყა­ვი მო­სახ­ლე­ო­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სათ­ვის, მათ­გან წა­მო­სუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის მხარ­და­სა­ჭე­რად (გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით) და ყო­ველ­თვის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი თე­ლა­ვე­ლე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა­ზე.

ბოლო პე­რი­ოდ­ში კი ყვე­ლა­ნი ერ­თად ვაკ­ვირ­დე­ბით ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ტენ­დენ­ცი­ას, როცა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი ცდი­ლო­ბენ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნას მათ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სა­კი­თხე­ბი­დან, ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მებ­ზე და ძი­რი­თა­დად და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის “გა­შა­ვე­ბით“.

მა­შინ, რო­დე­საც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მძვინ­ვა­რებს პან­დე­მია და შე­დე­გად ქვე­ყა­ნა უამ­რა­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე იმ­ყო­ფე­ბა, და ეს ყვე­ლა­ფე­რი მწვა­ვედ აი­სა­ხე­ბა თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, ძა­ლი­ან და­სა­ნა­ნია, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბის ქმე­დე­ბე­ბი ემ­სგავ­სე­ბა „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რე­ბის მიერ 2011 - 2012 წლებ­ში წარ­მო­ე­ბულ პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის დევ­ნის სას­ტიკ კამ­პა­ნი­ას, ის რაც სამ­წუ­ხა­როდ, არ ეკად­რე­ბო­და ჩვენს ქვე­ყა­ნას და ის რაც სა­ბედ­ნი­ე­როდ ყვე­ლამ ერ­თად ჩა­ვა­ბა­რეთ წარ­სულს.

მე მსურს ჩემს თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად წარ­სულ­ში დაბ­რუ­ნე­ბის ნაც­ვლად, თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვი­მუ­შა­ვო ჩემი ქვეყ­ნის და ჩემი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის უკე­თე­სი ხვა­ლი­დე­ლი დღის შე­საქ­მენ­ლად. მსურს პრობ­ლე­მე­ბის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე გა­უ­თა­ვე­ბე­ლი სა­უბ­რი­სა და მათი სხვებ­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბის ნაც­ვლად, ჩემს თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან და თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ერ­თად აქ­ტი­უ­რად ვი­მუ­შა­ვო მათი გა­დაჭ­რის გზებ­ზე.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვტო­ვებ თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას, ასე­ვე ფრაქ­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ რი­გებს და ვუ­ერ­თდე­ბი გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გუნდს, პარ­ტი­ას „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“, რათა ამ პარ­ტი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ გუ­ლან­თე­ბულ და პრო­ფე­სი­ო­ნალ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად გა­ვაგ­რძე­ლო გან­ვი­თა­რე­ბის ის გზა, რომ­ლის გაგ­რძე­ლე­ბის შე­საძ­ლე­ბე­ლო­ბა­საც ვე­ღარ ვხე­დავ პარ­ტია „ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ ერ­თად.

აქვე მინ­და აუ­ცი­ლებ­ლად აღ­ვნიშ­ნო, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" არის ბევ­რი ღირ­სე­უ­ლი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სწორ გზას აირ­ჩე­ვენ. წინ ერ­თად ძლი­ე­რი #სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“, - წერს გიგა ორ­კო­დაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დუდუ
0

ოცნება რომ არ ყოფილიყო ვინ მიგასუნინებდა მანდ (გრცხვენოდეს)

-
0

ვინ არის ვის დაჰკარგვია. უტვინო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ოცნების" ლიდერთა ქმედებები ემსგავსება "ნაცმოძრაობის" მიერ 2011-2012 წლებში ოპონენტების დევნის სასტიკ კამპანიას - გიგა ორკოდაშვილი გახარიას გუნდს უერთდება

"ოცნების" ლიდერთა ქმედებები ემსგავსება "ნაცმოძრაობის" მიერ 2011-2012 წლებში ოპონენტების დევნის სასტიკ კამპანიას - გიგა ორკოდაშვილი გახარიას გუნდს უერთდება

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიგა ორკოდაშვილმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

ორკოდაშვილის განმარტებით, „ქართული ოცნების“ ლიდერების ქმედებები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ 2011 - 2012 წლებში წარმოებულ პოლიტიკური ოპონენტების დევნის სასტიკ კამპანიას ემსგავსება.

„ძვირფასო თელაველებო, მინდა გაგაცნოთ ჩემი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ჩემი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რიგების დატოვებას.

თითოეულ თელაველს, ვინც მე პირადად მიცნობს ან თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობას თვალყურს ადევნებს, კარგად მოეხსენება, რომ ჩემი საკრებულოში 4-წლიანი მუშაობის განმავლობაში, ყოველთვის მზად ვიყავი მოსახლეობასთან თანამშრომლობისათვის, მათგან წამოსული თითოეული ინიციატივის მხარდასაჭერად (განსაკუთრებით ახალგაზრდული მიმართულებით) და ყოველთვის ორიენტირებული ვიყავი თელაველების კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე.

ბოლო პერიოდში კი ყველანი ერთად ვაკვირდებით ძალიან სამწუხარო ტენდენციას, როცა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერები ცდილობენ ქვეყნის მოსახლეობის ყურადღების გადატანას მათთვის პრიორიტეტული საკითხებიდან, ნაკლებად მნიშვნელოვან თემებზე და ძირითადად დაკავებულები არიან პოლიტიკური ოპონენტების “გაშავებით“.

მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მძვინვარებს პანდემია და შედეგად ქვეყანა უამრავი მიმართულებით სერიოზული გამოწვევის წინაშე იმყოფება, და ეს ყველაფერი მწვავედ აისახება თითოეული მოქალაქის ფინანსურ მდგომარეობაზე, ძალიან დასანანია, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების ქმედებები ემსგავსება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ 2011 - 2012 წლებში წარმოებულ პოლიტიკური ოპონენტების დევნის სასტიკ კამპანიას, ის რაც სამწუხაროდ, არ ეკადრებოდა ჩვენს ქვეყანას და ის რაც საბედნიეროდ ყველამ ერთად ჩავაბარეთ წარსულს.

მე მსურს ჩემს თანამოაზრეებთან ერთად წარსულში დაბრუნების ნაცვლად, თავდაუზოგავად ვიმუშავო ჩემი ქვეყნის და ჩემი მუნიციპალიტეტის უკეთესი ხვალიდელი დღის შესაქმენლად. მსურს პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე გაუთავებელი საუბრისა და მათი სხვებზე გადაბრალების ნაცვლად, ჩემს თანაგუნდელებთან და თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან ერთად აქტიურად ვიმუშავო მათი გადაჭრის გზებზე.

აქედან გამომდინარე, ვტოვებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას, ასევე ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რიგებს და ვუერთდები გიორგი გახარიას გუნდს, პარტიას „საქართველოსთვის“, რათა ამ პარტიაში გაერთიანებულ გულანთებულ და პროფესიონალ ადამიანებთან ერთად გავაგრძელო განვითარების ის გზა, რომლის გაგრძელების შესაძლებელობასაც ვეღარ ვხედავ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ ერთად.

აქვე მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ "ქართულ ოცნებაში" არის ბევრი ღირსეული, პროფესიონალი ადამიანი, რომლებიც დარწმუნებული ვარ, სწორ გზას აირჩევენ. წინ ერთად ძლიერი #საქართველოსთვის“, - წერს გიგა ორკოდაშვილი.