პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღამით ცეცხლის ალყაში მოქცეული ცხოველების განწირული ხმები ისმოდა... თვალწინ აპოკალიფსის სცენა იყო" - ანტალიაში მცხოვრები ქართველები უმძიმეს ვითარებაზე
"ღამით ცეცხლის ალყაში მოქცეული ცხოველების განწირული ხმები ისმოდა... თვალწინ აპოკალიფსის სცენა იყო" - ანტალიაში მცხოვრები ქართველები უმძიმეს ვითარებაზე

"რა­საც ვუ­ყუ­რებ­დი ეს იყო ჯო­ჯო­ხე­თი... დი­ლა­ო­ბით ყველ­გან ფერ­ფლი გვხდე­ბო­და. ღამ-ღა­მო­ბით ცე­ცხლის ალ­ყა­ში მოქ­ცე­უ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის გან­წი­რუ­ლი ხმე­ბი ის­მო­და. ყვე­ლა­ზე ცუდი ის იყო, რომ არ ვი­ცო­დით, ხვალ რა იქ­ნე­ბო­და. ადა­მი­ა­ნე­ბი სამ­შვი­დო­ბოს გა­მოგ­ვიყ­ვა­ნეს, მაგ­რამ ცხო­ვე­ლე­ბის დარ­დი ვი­ღას ჰქონ­და.

ვიცი, ძა­ლი­ან ბევ­რი ქვე­ყა­ნა გვეხ­მა­რე­ბა სა­ხან­ძრო თვითმფრი­ნა­ვე­ბით, მაგ­რამ რამ­დე­ნად დრო­უ­ლი იქ­ნე­ბა მათი დახ­მა­რე­ბა, ხან­ძარ­მა შთან­თქა აქა­უ­რო­ბა" - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ან­ტა­ლი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ნანა დარ­ბა­ი­ძე, რო­მე­ლიც ხან­ძრის ზო­ნი­დან, კა­ჩარ­ლა­რის პრო­ვინ­ცი­ი­დან რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სხვა ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან ერ­თად გა­მო­იყ­ვა­ნეს.

თურ­ქეთ­ში პირ­ვე­ლი ხან­ძრის კერა 28 ივ­ლისს და­ფიქ­სირ­და. მას შემ­დეგ, ქვე­ყა­ნა, უკვე არა­ერ­თი ქვეყ­ნის სა­ხან­ძრო თვითმფრი­ნა­ვებ­თან ერ­თად ებ­რძვის მას­შტა­ბურ ცე­ცხლს, თუმ­ცა, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, "ხან­ძა­რი გაქ­ცე­უ­ლია" და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მისი კონ­ტროლს ვერ ახერ­ხებს.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსხვერ­პლი 10-მდე გა­ი­ზარ­და, მათ შო­რის ორი მე­ხან­ძრეა. თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ადა­მი­ა­ნუ­რი მსხვერ­პლი ბევ­რად მე­ტია.

ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლია 2 000-მდე ტუ­რის­ტი. გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ათა­სო­ბით ჰა ტყის მა­სი­ვი, დამ­წვა­რია შე­ნო­ნე­ბია, ფერ­მე­ბი, ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი, თხი­ლის პლან­ტა­ცი­ე­ბი, მარ­ცვე­უ­ლი კულ­ტუ­რა... ამ­ჟა­მად გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე ვი­თა­რე­ბაა ან­ტა­ლი­ა­ში, მუ­გ­ლუ­ში, ის­პარტსა და დე­ნიზლში.

"ად­გი­ლობ­რივ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში იმის მე­სა­მედს არ ამ­ბო­ბენ, რაც ხდე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი ტუ­რის­ტე­ბის მშვი­დო­ბით გა­მოყ­ვა­ნაა, რა­საც სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რე­ბი აკე­თე­ბენ, ამა­სო­ბა­ში კი, ცე­ცხლი ძლი­ერ­დე­ბა. ასე ხდე­ბა ერთი კვი­რაა. გა­სა­გე­ბია, რომ ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე უმ­თავ­რე­სია, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სოა, რა პა­სუ­ხი აქვს, ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, თუ რა­ტომ არ გა­მო­იყ­ვა­ნა თა­ვად ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ხან­ძრო თვითმფრი­ნა­ვე­ბი, იქამ­დე, ვიდ­რე ქვე­ყა­ნა ცე­ცხლი არ გა­ეხ­ვა... ერთი ვერ­სი­ით, ეს სა­ბო­ტა­ჟია და ამის უკან "ქურ­თე­ბის მუ­შა­თა პარ­ტია" დგას, მაგ­რამ თუ ასე იყო, უფრო აქ­ტი­უ­რად არ უნდა ემოქ­მე­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა? ხომ იცოდ­ნენ, რომ ისი­ნი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად იმოქ­მე­დებ­დნენ? ამ კი­თხვებს პა­სუ­ხის სჭირ­დე­ბა" - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი აქ­ტი­ვის­ტი მუ­ზე­ი­ან ჩა­ლა­რი.

კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლის, ემა ტა­ბა­ღუ­ას თქმით, ან­ტა­ლი­ის ის სო­ფე­ლი, სა­დაც ის ცხოვ­რობ­და და მუ­შა­ობ­და აღარ არ­სე­ბობს.

- ის კად­რე­ბი არას­დროს და­მა­ვი­წყფ­დე­ბა, მოვ­დი­ო­დით და ცე­ცხლი ფეხ­და­ფეხ მოგ­ვყვე­ბო­და. ჰა­ე­რი ისე­დაც გა­ხუ­რე­ბუ­ლი იყო და ისე­თი ძლი­ე­რი ცხე­ლი ქარი უბე­რავ­და, მე­გო­ნა, ფილ­ტვე­ბი გა­მი­ჩერ­დე­ბო­და... 100-მდე სახ­ლი და­იწ­ვა, სახ­ლი, კი არა, სა­სახ­ლე­ე­ბი. იქა­უ­რო­ბა სა­მო­თხე იყო და ახლა გზა­დაგ­ზა ჩონ­ჩხად ქცე­უ­ლი ნა­სახ­ლა­რე­ბი გვხვდე­ბო­და.

ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი, რო­მე­ლიც პატ­რო­ნებ­მა ვერ გა­მო­ი­ყავ­ნეს, ქუ­ჩა­ში ეყარ­ნენ. პა­ტა­რა ცხო­ვე­ლე­ბი - ბა­ჭი­ე­ბი, ძაღ­ლე­ბი, კუ­ე­ბი, რა­საც ვნა­ხუ­ლობ­დით, სველ ტან­საც­მელ­ში ვახ­ვევ­დით და მოგ­ვყავ­და სამ­შვი­დო­ბომ­დე, მაგ­რამ ეს არ იყო საკ­მა­რი­სი. სა­მაშ­ვე­ლოს მან­ქა­ნის მძღო­ლე­ბი გვიბ­რაზ­დე­ბოდ­ნენ, რა დროს ეს არის, სრუ­ლი ევა­კუ­ა­ცი­აა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და ისევ ცე­ცხლში უნდა შევ­ბრუნ­დე­თო. ყო­ვე­ლი წუთი ძვირ­ფა­სი იყო... ის დღე­ე­ბი არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. თით­ქოს ჩემს თვალ­წინ აპო­კა­ლიფ­სის სცე­ნა იყო... რო­დე­საც სა­მაშ­ვე­ლო ნა­ვებ­ში ჩაგ­ვსხეს, მხო­ლოდ მა­შინ და­ვი­ჯე­რე, რომ გა­დავ­რჩით.

- ხან­ძრის კე­რე­ბის არ შემ­ცირ­და?

- ამ­ბო­ბენ, რომ უმ­ნიშ­ვნე­ლოდ შემ­ცირ­და. თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ძა­ლი­ან დათ­რგუ­ნუ­ლია. ქუ­ჩა­ში დაბ­ნე­უ­ლი ტურსტე­ბი და­დი­ან, ვერ გა­და­უ­წყვე­ტი­ათ წა­ვიდ­ნენ თუ დარ­ჩნენ.

ფო­ტო­ე­ბი: REUTERS, Aljazeera, BBC

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტალინი
1

ზოგადად თურქეთი დასაშლელია, არა უბედურებებით. აიასოფიას შეურცხყოფა უბედურება იყო მათთვის..

Naka
1

ვუთანაგრძნობ თურქეთს ეს ნამდვილი ჯოჯოხეთია ადამიანები სახლები ცხოველები ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ღამით ცეცხლის ალყაში მოქცეული ცხოველების განწირული ხმები ისმოდა... თვალწინ აპოკალიფსის სცენა იყო" - ანტალიაში მცხოვრები ქართველები უმძიმეს ვითარებაზე

"ღამით ცეცხლის ალყაში მოქცეული ცხოველების განწირული ხმები ისმოდა... თვალწინ აპოკალიფსის სცენა იყო" - ანტალიაში მცხოვრები ქართველები უმძიმეს ვითარებაზე

"რასაც ვუყურებდი ეს იყო ჯოჯოხეთი... დილაობით ყველგან ფერფლი გვხდებოდა. ღამ-ღამობით ცეცხლის ალყაში მოქცეული ცხოველების განწირული ხმები ისმოდა. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ არ ვიცოდით, ხვალ რა იქნებოდა. ადამიანები სამშვიდობოს გამოგვიყვანეს, მაგრამ ცხოველების დარდი ვიღას ჰქონდა.

ვიცი, ძალიან ბევრი ქვეყანა გვეხმარება სახანძრო თვითმფრინავებით, მაგრამ რამდენად დროული იქნება მათი დახმარება, ხანძარმა შთანთქა აქაურობა" - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ანტალიაში მცხოვრები ქართველი ნანა დარბაიძე, რომელიც ხანძრის ზონიდან, კაჩარლარის პროვინციიდან რამდენიმე დღის წინ, სხვა ადგილობრივებთან ერთად გამოიყვანეს.

თურქეთში პირველი ხანძრის კერა 28 ივლისს დაფიქსირდა. მას შემდეგ, ქვეყანა, უკვე არაერთი ქვეყნის სახანძრო თვითმფრინავებთან ერთად ებრძვის მასშტაბურ ცეცხლს, თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, "ხანძარი გაქცეულია" და ხელისუფლება მისი კონტროლს ვერ ახერხებს.

ოფიციალური ინფორმაციით, მსხვერპლი 10-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი მეხანძრეა. თუმცა, ადგილობრივების ოფიციალურ ქსელებში წერენ, რომ სინამდვილეში ადამიანური მსხვერპლი ბევრად მეტია.

ევაკუირებულია 2 000-მდე ტურისტი. განადგურებულია ათასობით ჰა ტყის მასივი, დამწვარია შენონებია, ფერმები, შინაური ცხოველი, თხილის პლანტაციები, მარცვეული კულტურა... ამჟამად განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ანტალიაში, მუგლუში, ისპარტსა და დენიზლში.

"ადგილობრივ ტელევიზიებში იმის მესამედს არ ამბობენ, რაც ხდება. ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტი ტურისტების მშვიდობით გამოყვანაა, რასაც სამაშველო სამსახურები აკეთებენ, ამასობაში კი, ცეცხლი ძლიერდება. ასე ხდება ერთი კვირაა. გასაგებია, რომ ადამიანის სიცოცხლე უმთავრესია, მაგრამ საინტერესოა, რა პასუხი აქვს, ჩვენს ხელისუფლებაზე, თუ რატომ არ გამოიყვანა თავად ადგილობრივი სახანძრო თვითმფრინავები, იქამდე, ვიდრე ქვეყანა ცეცხლი არ გაეხვა... ერთი ვერსიით, ეს საბოტაჟია და ამის უკან "ქურთების მუშათა პარტია" დგას, მაგრამ თუ ასე იყო, უფრო აქტიურად არ უნდა ემოქმედა ხელისუფლება? ხომ იცოდნენ, რომ ისინი ორგანიზებულად იმოქმედებდნენ? ამ კითხვებს პასუხის სჭირდება" - წერს ადგილობრივი აქტივისტი მუზეიან ჩალარი.

კიდევ ერთი ქართველის, ემა ტაბაღუას თქმით, ანტალიის ის სოფელი, სადაც ის ცხოვრობდა და მუშაობდა აღარ არსებობს.

- ის კადრები არასდროს დამავიწყფდება, მოვდიოდით და ცეცხლი ფეხდაფეხ მოგვყვებოდა. ჰაერი ისედაც გახურებული იყო და ისეთი ძლიერი ცხელი ქარი უბერავდა, მეგონა, ფილტვები გამიჩერდებოდა... 100-მდე სახლი დაიწვა, სახლი, კი არა, სასახლეები. იქაურობა სამოთხე იყო და ახლა გზადაგზა ჩონჩხად ქცეული ნასახლარები გვხვდებოდა.

შინაური ცხოველები, რომელიც პატრონებმა ვერ გამოიყავნეს, ქუჩაში ეყარნენ. პატარა ცხოველები - ბაჭიები, ძაღლები, კუები, რასაც ვნახულობდით, სველ ტანსაცმელში ვახვევდით და მოგვყავდა სამშვიდობომდე, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. სამაშველოს მანქანის მძღოლები გვიბრაზდებოდნენ, რა დროს ეს არის, სრული ევაკუაციაა გამოცხადებული და ისევ ცეცხლში უნდა შევბრუნდეთო. ყოველი წუთი ძვირფასი იყო... ის დღეები არასდროს დამავიწყდება. თითქოს ჩემს თვალწინ აპოკალიფსის სცენა იყო... როდესაც სამაშველო ნავებში ჩაგვსხეს, მხოლოდ მაშინ დავიჯერე, რომ გადავრჩით.

- ხანძრის კერების არ შემცირდა?

- ამბობენ, რომ უმნიშვნელოდ შემცირდა. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან დათრგუნულია. ქუჩაში დაბნეული ტურსტები დადიან, ვერ გადაუწყვეტიათ წავიდნენ თუ დარჩნენ.

ფოტოები: REUTERS, Aljazeera, BBC