პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გლდანის ციხეში, რომელიც წამების სიმბოლო იყო, დღეს პატიმრები არიან დასაქმებული და მოჰყავთ ჟოლო" - რატი ბრეგაძე
"გლდანის ციხეში, რომელიც წამების სიმბოლო იყო, დღეს პატიმრები არიან დასაქმებული და მოჰყავთ ჟოლო" - რატი ბრეგაძე

დღეს ცი­ხეს მარ­თავს ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცია, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა, რატი ბრე­გა­ძემ გა­ნა­ცხა­და. მან ასე­ვე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა რუს­თა­ვის პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

„რაც შე­ე­ხე­ბა რუს­თა­ვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მომ­ხდარ ფაქტს, პირ­ველ რიგ­ში, მინ­და მი­ვუ­სამ­ძიმ­რო გა­დაც­ვლი­ლის ოჯახს. მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მელ­საც აწარ­მო­ებს ნე­იტ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი - სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სი­მარ­თლე აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა დად­გე­ნი­ლი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე იქ­ნე­ბა სა­თა­ნა­დო წე­სით დას­ჯი­ლი. თუკი ვინ­მე არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სი­მარ­თლის დად­გე­ნა­ში, პირ­ველ რიგ­ში, ეს ვართ ჩვენ“, - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

მი­სი­ვე თქმით, მომ­ხდარ ფაქტს ის პი­რა­დად, ად­გილ­ზე­ვე გა­ეც­ნო.

„ჩვე­ნი მხრი­დან მათ აქვთ მაქ­სი­მა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა და თუ იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი, მზად ვართ, რომ გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის და­უ­ზი­ა­ნებ­ლად გა­ვა­სა­ჯა­რო­ოთ ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა მა­სა­ლა“, - გა­ნა­ცხა­და ბრე­გა­ძემ.

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ ცი­ხე­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა საგ­რძნობ­ლად გა­მოს­წორ­და.

„2012 წლამ­დე ჩვენს ცი­ხე­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა იხი­ლა მთელ­მა მსოფ­ლი­ომ. მას შემ­დეგ გა­ტარ­და ძა­ლი­ან ბევ­რი რე­ფორ­მა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე. 2012 წლის შემ­დეგ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში არ შე­სუ­ლა არ­ცერ­თი სა­ჩი­ვა­რი, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და ცი­ხე­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მა­გა­ლი­თად, გლ­და­ნის ცი­ხე­ში, რო­მე­ლიც წა­მე­ბის სიმ­ბო­ლო იყო, დღეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლი და აქვთ შე­მო­სა­ვა­ლი. მათ მოჰ­ყავთ ჟოლო, რომ­ლის შე­ძე­ნაც სხვა­დას­ხვა მა­ღა­ზი­ა­ში არის შე­საძ­ლე­ბე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა.

ჯერ კი­დევ რჩე­ბა გა­მოწ­ვე­ვად საბ­ჭო­თა კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც რჩე­ბა ჩვენს დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს 10-წლი­ა­ნი გეგ­მის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მმარ­თვე­ლი ძა­ლის მი­ზა­ნი უნდა იყოს საბ­ჭო­თა მემ­კვიდ­რე­ო­ბის სრუ­ლად ჩა­ნაც­ვლე­ბა და ევ­რო­პულ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან სრულ ჰარ­მო­ნი­ა­ში მოქ­ცე­ვა.

ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ასე­ვე ისა­უბ­რა პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე.

„ძა­ლი­ან მოკ­ლედ ვი­ტყვი, რომ 2012 წელს, რო­დე­საც ჩვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვე­დით, ჩვე­ნი მთავ­რო­ბის გა­მოწ­ვე­ვა იყო ცი­ხე­ებ­ში წა­მე­ბა, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა, რაც იყო ყო­ველ­დღი­უ­რი პრაქ­ტი­კა და ცხოვ­რე­ბა ცი­ხე­ებ­ში, რაც ჩვენ 2012 წელს, მოს­ვლის­თა­ნა­ვე და­ვას­რუ­ლეთ. დღეს გვაქვს მარ­თლაც სა­ნი­მუ­შო, სა­მა­გა­ლი­თო ვი­თა­რე­ბა ცი­ხე­ებ­ში. მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით და ევ­რო­პის მას­შტა­ბით ერთ-ერთი მო­წი­ნა­ვე ვართ“, - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
? ? ?
0

პოლიტიკურ თაღლითს ანტონის როგორ შეიძლება ადამიანი რომ ენდოს?

ნინი
1

სიმამრიჩის მინისტრთა კაბინეტი :))) ეხლა იქ ვინც კაი ბიჭი ზის ჟოლო მოჰყავს? :))))) ხმამაღლა ვხარხარებ:)))) 

ავტორი:

"გლდანის ციხეში, რომელიც წამების სიმბოლო იყო, დღეს პატიმრები არიან დასაქმებული და მოჰყავთ ჟოლო" - რატი ბრეგაძე

"გლდანის ციხეში, რომელიც წამების სიმბოლო იყო, დღეს პატიმრები არიან დასაქმებული და მოჰყავთ ჟოლო" - რატი ბრეგაძე

დღეს ციხეს მართავს ციხის ადმინისტრაცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. მან ასევე კომენტარი გააკეთა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება რუსთავის დაწესებულებაში მომხდარ ფაქტს, პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო გადაცვლილის ოჯახს. მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც აწარმოებს ნეიტრალური ინსტიტუტი - სახელმწიფო ინსპექტორი და დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე აუცილებლად იქნება დადგენილი. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ ყველა დამნაშავე იქნება სათანადო წესით დასჯილი. თუკი ვინმე არის დაინტერესებული სიმართლის დადგენაში, პირველ რიგში, ეს ვართ ჩვენ“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, მომხდარ ფაქტს ის პირადად, ადგილზევე გაეცნო.

„ჩვენი მხრიდან მათ აქვთ მაქსიმალური მხარდაჭერა და თუ იქნება საზოგადოების ინტერესი, მზად ვართ, რომ გამოძიების ინტერესების დაუზიანებლად გავასაჯაროოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა მასალა“, - განაცხადა ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრი ასევე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ციხეებში არსებული მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორდა.

„2012 წლამდე ჩვენს ციხეებში არსებული მდგომარეობა იხილა მთელმა მსოფლიომ. მას შემდეგ გატარდა ძალიან ბევრი რეფორმა, რომელიც მიმართულია ადამიანის უფლებების დაცვაზე. 2012 წლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში არ შესულა არცერთი საჩივარი, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა ციხეში ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. მაგალითად, გლდანის ციხეში, რომელიც წამების სიმბოლო იყო, დღეს ადამიანები არიან დასაქმებული და აქვთ შემოსავალი. მათ მოჰყავთ ჟოლო, რომლის შეძენაც სხვადასხვა მაღაზიაში არის შესაძლებელი“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ჯერ კიდევ რჩება გამოწვევად საბჭოთა კანონმდებლობა, რომელიც რჩება ჩვენს დღევანდელ რეალობაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი ძალის მიზანი უნდა იყოს საბჭოთა მემკვიდრეობის სრულად ჩანაცვლება და ევროპულ კანონმდებლობასთან სრულ ჰარმონიაში მოქცევა.

ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე.

„ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ 2012 წელს, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენი მთავრობის გამოწვევა იყო ციხეებში წამება, არაადამიანური მოპყრობა, რაც იყო ყოველდღიური პრაქტიკა და ცხოვრება ციხეებში, რაც ჩვენ 2012 წელს, მოსვლისთანავე დავასრულეთ. დღეს გვაქვს მართლაც სანიმუშო, სამაგალითო ვითარება ციხეებში. მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავე ვართ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.