პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ ახალი თაობის Land Cruiser 300-ი ავტომოყვარულებს ზემო სვანეთში წარუდგინა
„ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ ახალი თაობის Land Cruiser 300-ი ავტომოყვარულებს ზემო სვანეთში წარუდგინა

„ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლის­მა“ ახა­ლი თა­ო­ბის Toyota Land Cruiser 300-ის პრე­ზენ­ტა­ცია ივ­ლი­სის ბოლო დღეს მეს­ტი­ა­ში, სას­ტუმ­რო „გის­ტო­ლას“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მარ­თა, ავ­ტო­მოყ­ვა­რუ­ლებ­სა და ჟურ­ნა­ლის­ტებს დე­ტა­ლუ­რად გა­აც­ნო ახა­ლი თა­ო­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლის შექ­მნის ის­ტო­რია და Land Cruiser-ის სა­მო­დე­ლო ხაზ­ში შე­ტა­ნი­ლი ის უპ­რე­ცე­დენ­ტო ცვლი­ლე­ბე­ბი, რაც ტექ­ნი­კურ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს, დი­ზა­ინ­სა თუ უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მებს მო­ი­ცავს.

პრე­ზენ­ტა­ცი­ის მომ­დევ­ნო დღეს გა­ი­მარ­თა Land Cruiser 300-ის ტესტ-დრა­ი­ვი, რომ­ლის დრო­საც ავ­ტო­მოყ­ვა­რუ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ, ტო­ი­ო­ტას უახ­ლე­სი მო­დე­ლის მძლავ­რი ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მო­ე­ცა­დათ და მისი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი ობი­ექ­ტუ­რად შე­ე­ფა­სე­ბი­ნათ.

რო­გორც „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლი­სის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ირაკ­ლი გურ­ჩი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, ახა­ლი Land Cruiser 300-ი ექ­სტე­რი­ე­რი­სა და ინ­ტე­რი­ე­რის დახ­ვე­წი­ლი დი­ზა­ი­ნით გა­მო­ირ­ჩე­ვა და ტო­ი­ო­ტას ამ უახ­ლე­სი მო­დე­ლის ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბა­სა და მაქ­სი­მა­ლურ სან­დო­ო­ბას უს­ვამს ხაზს.

„Land Cruiser 300-ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია ტო­ი­ო­ტას ხა­რის­ხი, გამ­ძლე­ო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა­დო­ბა, რო­გორც გზატ­კე­ცილ­ზე, ასე­ვე, რა­დი­კა­ლუ­რი უგ­ზო­ო­ბის პი­რო­ბებ­შიც. მას შე­უძ­ლია ყვე­ლა­ზე რთულ რე­ლი­ე­ფურ სა­ფარ­ზეც იდე­ა­ლუ­რი სი­ზუს­ტით იმოძ­რა­ოს. შე­სა­ბა­მი­სად, Land Cruiser 300-ით ნე­ბის­მი­ერ მარ­შრუტ­ზე მგზავ­რო­ბა გა­სა­ოც­რად მარ­ტი­ვი და კომ­ფორ­ტუ­ლია. ამა­ში ავ­ტო­მოყ­ვა­რუ­ლე­ბი თა­ვა­დაც დარ­წმუნ­დნენ ტესტ-დრა­ი­ვის პრო­ცეს­ში. აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია მისი კონ­სტრუქ­ცი­ის სიმ­ტკი­ცე და რთულ სა­ვალ პი­რო­ბებ­ზე ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი სის­ტე­მე­ბი, შე­ჯა­ხე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბის უახ­ლე­სი სის­ტე­მა, 2-ტურ­ბი­ნი­ა­ნი V6 ძრა­ვა, ახა­ლი 10-სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი ავ­ტო­მა­ტურ გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფი, ახა­ლი და­კი­დე­ბის სის­ტე­მა და მრა­ვა­ლი სხვა სი­ახ­ლე, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად გა­ა­ო­ცებს იმ მძღო­ლებს, რომ­ლე­ბიც Land Cruiser 300-ის სა­ჭეს მი­უს­ხდე­ბი­ან. იმე­დი გვაქვს, ჩვე­ნი მომ­ხმა­რე­ბე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად შე­აყ­ვა­რებს მას“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი გურ­ჩი­ან­მა.

„ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლი­სის“ გა­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა, ნინო გა­გუ­ამ ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა ტო­ი­ო­ტას ახალ კონ­ცეფ­ცი­ა­ზე, რი­თაც Land Cruiser 300-ი მთლი­ა­ნა­დაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი.

„ამ მო­დე­ლის ახა­ლი დი­ზა­ი­ნი სრულ თან­ხვედ­რა­შია სა­ინ­ჟინ­რო მიღ­წე­ვებ­თან და ღირ­სე­უ­ლად აგ­რძე­ლებს Land Cruiser-ის მემ­კვიდ­რე­ო­ბას. ამა­ვე დროს, Land Cruiser 300-ი გა­ჯე­რე­ბუ­ლია ტო­ი­ო­ტას ახა­ლი კონ­ცეფ­ცი­ით - ეს არის „ფუნ­ქცი­უ­რი სი­ლა­მა­ზე“. მისი ძლი­ე­რი, სუფ­თა ხა­ზე­ბი ყველ­გან­მავ­ლის ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბი­სა და დახ­ვე­წი­ლო­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბას ახ­დენს. სა­ლო­ნი აღ­ჭურ­ვი­ლია ინო­ვა­ცი­უ­რი სენ­სო­რუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბით, რაც მაქ­სი­მა­ლურ კომ­ფორ­ტს ქმნის ნე­ბის­მი­ერ ოფ-რო­უდ­ზე. ეს ტო­ი­ო­ტას პირ­ვე­ლი მო­დე­ლია, რო­მე­ლიც 3D Multi-Terrain Monitor-ით არის აღ­ჭურ­ვი­ლი. ეს მძღოლს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, რე­ა­ლურ დრო­ში თვა­ლი ადევ­ნოს გზის სა­ფარს, რო­გორც ავ­ტო­მო­ბი­ლის ქვეშ, ისე მის გარ­შე­მო და თვლე­ბის პო­ზი­ცი­აც და­ი­ნა­ხოს. ეს სის­ტე­მა ავ­ტო­მა­ტუ­რად აფა­სებს გზის სა­ფა­რის ხა­რისხს და ასე­ვე ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­და­დის მარ­თვის ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლურ რე­ჟიმ­ზე“, - აღ­ნიშ­ნა ნინო გა­გუ­ამ.

ჩვე­ნი ქვეყ­ნის მომ­ხმა­რებ­ლის­თვის ტო­ი­ო­ტას ახა­ლი თა­ო­ბის Land Cruiser 300-ი „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლი­სის“ შო­უ­რუმ­ში უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

ცნო­ბი­სათ­ვის, SUV კა­ტე­გო­რი­ა­ში ტო­ი­ო­ტას ფლაგ­მა­ნის - Land Cruiser 300-ის მსოფ­ლიო პრე­ზენ­ტა­ცია მიმ­დი­ნა­რე წლის 9 ივ­ნისს შედ­გა. ახა­ლი თა­ო­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლით ტო­ი­ო­ტა აგ­რძე­ლებს Land Cruiser-ის სა­მო­დე­ლო ხა­ზის მემ­კვიდ­რე­ო­ბას - „Land Cruiser-ი ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლამ­დე მი­გიყ­ვანს და შინ უსაფრ­თხოდ და­გაბ­რუ­ნებს“. სწო­რედ ამის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ მსოფ­ლი­ო­ში 10 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი Land Cruiser-ის სა­ჭეს მარ­თავს.

NS

ავტორი:

„ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ ახალი თაობის Land Cruiser 300-ი ავტომოყვარულებს ზემო სვანეთში წარუდგინა

„ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ ახალი თაობის Land Cruiser 300-ი ავტომოყვარულებს ზემო სვანეთში წარუდგინა

„ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ ახალი თაობის Toyota Land Cruiser 300-ის პრეზენტაცია ივლისის ბოლო დღეს მესტიაში, სასტუმრო „გისტოლას“ ტერიტორიაზე გამართა, ავტომოყვარულებსა და ჟურნალისტებს დეტალურად გააცნო ახალი თაობის ავტომობილის შექმნის ისტორია და Land Cruiser-ის სამოდელო ხაზში შეტანილი ის უპრეცედენტო ცვლილებები, რაც ტექნიკურ მახასიათებლებს, დიზაინსა თუ უსაფრთხოების სისტემებს მოიცავს.

პრეზენტაციის მომდევნო დღეს გაიმართა Land Cruiser 300-ის ტესტ-დრაივი, რომლის დროსაც ავტომოყვარულებს შესაძლებლობა მიეცათ, ტოიოტას უახლესი მოდელის მძლავრი ტექნიკური შესაძლებლობები გამოეცადათ და მისი უპირატესობები ობიექტურად შეეფასებინათ.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ დამფუძნებელმა ირაკლი გურჩიანმა აღნიშნა, ახალი Land Cruiser 300-ი ექსტერიერისა და ინტერიერის დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა და ტოიოტას ამ უახლესი მოდელის ძლევამოსილებასა და მაქსიმალურ სანდოობას უსვამს ხაზს.

„Land Cruiser 300-ში განსაკუთრებულად გაძლიერებულია ტოიოტას ხარისხი, გამძლეობა და უსაფრთხოება, გაუმჯობესებულია ავტომობილის მართვადობა, როგორც გზატკეცილზე, ასევე, რადიკალური უგზოობის პირობებშიც. მას შეუძლია ყველაზე რთულ რელიეფურ საფარზეც იდეალური სიზუსტით იმოძრაოს. შესაბამისად, Land Cruiser 300-ით ნებისმიერ მარშრუტზე მგზავრობა გასაოცრად მარტივი და კომფორტულია. ამაში ავტომოყვარულები თავადაც დარწმუნდნენ ტესტ-დრაივის პროცესში. აღნიშვნის ღირსია მისი კონსტრუქციის სიმტკიცე და რთულ სავალ პირობებზე ადაპტირებული უსაფრთხოების ინოვაციური სისტემები, შეჯახების თავიდან არიდების უახლესი სისტემა, 2-ტურბინიანი V6 ძრავა, ახალი 10-საფეხურიანი ავტომატურ გადაცემათა კოლოფი, ახალი დაკიდების სისტემა და მრავალი სხვა სიახლე, რომელიც მუდმივად გააოცებს იმ მძღოლებს, რომლებიც Land Cruiser 300-ის საჭეს მიუსხდებიან. იმედი გვაქვს, ჩვენი მომხმარებელი განსაკუთრებულად შეაყვარებს მას“, - განაცხადა ირაკლი გურჩიანმა.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გაგუამ ყურადღება გაამახვილა ტოიოტას ახალ კონცეფციაზე, რითაც Land Cruiser 300-ი მთლიანადაა გაჯერებული.

„ამ მოდელის ახალი დიზაინი სრულ თანხვედრაშია საინჟინრო მიღწევებთან და ღირსეულად აგრძელებს Land Cruiser-ის მემკვიდრეობას. ამავე დროს, Land Cruiser 300-ი გაჯერებულია ტოიოტას ახალი კონცეფციით - ეს არის „ფუნქციური სილამაზე“. მისი ძლიერი, სუფთა ხაზები ყველგანმავლის ძლევამოსილებისა და დახვეწილობის დემონსტრირებას ახდენს. სალონი აღჭურვილია ინოვაციური სენსორული მოწყობილობებით, რაც მაქსიმალურ კომფორტს ქმნის ნებისმიერ ოფ-როუდზე. ეს ტოიოტას პირველი მოდელია, რომელიც 3D Multi-Terrain Monitor-ით არის აღჭურვილი. ეს მძღოლს საშუალებას აძლევს, რეალურ დროში თვალი ადევნოს გზის საფარს, როგორც ავტომობილის ქვეშ, ისე მის გარშემო და თვლების პოზიციაც დაინახოს. ეს სისტემა ავტომატურად აფასებს გზის საფარის ხარისხს და ასევე ავტომატურად გადადის მართვის ყველაზე ოპტიმალურ რეჟიმზე“, - აღნიშნა ნინო გაგუამ.

ჩვენი ქვეყნის მომხმარებლისთვის ტოიოტას ახალი თაობის Land Cruiser 300-ი „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ შოურუმში უკვე ხელმისაწვდომია.

ცნობისათვის, SUV კატეგორიაში ტოიოტას ფლაგმანის - Land Cruiser 300-ის მსოფლიო პრეზენტაცია მიმდინარე წლის 9 ივნისს შედგა. ახალი თაობის ავტომობილით ტოიოტა აგრძელებს Land Cruiser-ის სამოდელო ხაზის მემკვიდრეობას - „Land Cruiser-ი ნებისმიერ ადგილამდე მიგიყვანს და შინ უსაფრთხოდ დაგაბრუნებს“. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ მსოფლიოში 10 მილიონზე მეტი ადამიანი Land Cruiser-ის საჭეს მართავს.

NS