მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაჰათმა განდის ძეგლს სათვალე მოპარეს - მერის კომენტარი
მაჰათმა განდის ძეგლს სათვალე მოპარეს - მერის კომენტარი

ვარ­კე­თილ­ში მდე­ბა­რე სკვერ­ში, მა­ჰათ­მა გან­დის ძეგლს სათ­ვა­ლე მო­პა­რეს. ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მან დე­და­ქა­ლაქ­ში ვან­და­ლიზ­მის ფაქ­ტებ­ზე ისა­უბ­რა. რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ვან­და­ლიზ­მის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბი, ხში­რად მო­ზარ­დე­ბი არი­ან.

„რო­გორც იცით 10 ივ­ლისს, ვარ­კე­თილ­ში მდე­ბა­რე სკვერ­ში მა­ჰათ­მა გან­დის ძეგლი გა­იხ­სნა, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ, უკვე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია. ძეგლს სათ­ვა­ლე მო­პა­რეს. ქა­ლაქ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია ვან­და­ლიზ­მის სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ცუ­დია, იმი­ტომ, რომ ის რა­საც ვა­კე­თებთ, მა­გა­ლი­თად ახალ სკვე­რებს, პარ­კებს და სხვა­დას­ხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებს, ისევ და ისევ ამ ქა­ლაქ­ში მცხოვ­რე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, ჩვე­ნი შვი­ლე­ბის და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის­თვის კეთ­დე­ბა და ნამ­დვი­ლად გულ­და­სა­წყვე­ტია, რო­დე­საც ასეთ ფაქ­ტებს ვხვდე­ბით და საკ­მა­ოდ მრავ­ლად.

არის ფაქ­ტე­ბი, რო­მელ­თა ჩა­მოთ­ვლა­საც ახლა არ და­ვი­წყებ. რთუ­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­ა­ფა­სო და კი­დევ უფრო რთუ­ლია იმ ყვე­ლაფ­რის გა­აზ­რე­ბა, რომ ხში­რად ვან­და­ლიზმს მო­ზარ­დე­ბი სჩა­დი­ან, მათ აგ­რე­სი­ულ ქცე­ვას - ვან­და­ლიზმს კი უფ­რო­სე­ბი მშვი­დად ადევ­ნე­ბენ თვალ­ყურს, რაც ძა­ლი­ან მძი­მეა და მინ­და ყვე­ლას ვთხო­ვო, რომ გვერ­დში დაგ­ვიდ­გნენ. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. კი­დევ ერთხელ მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ რაც ქა­ლაქ­ში კეთ­დე­ბა, კეთ­დე­ბა ჩვე­ნი შვი­ლე­ბი­სათ­ვის და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის­თვის, ეს ქა­ლა­ქი ხომ ყვე­ლა­სია და მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა შე­ვე­ცა­დოთ, რომ მო­ვუ­ა­როთ და მო­ვუფრ­თხილ­დეთ გა­კე­თე­ბულს, რათა შემ­დგომ ჩვენ­მა შვი­ლებ­მა და მო­მა­ვალ­მა თა­ო­ბამ გა­მო­ი­ყე­ნოს“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
0

ისე, რა უნდა განდის ძეგლს ვარკეთილში?

მოქანდაკე.
1

მაჰათმა განდის ძეგლს რომ დაუდგავ მა აბა რა რეაქცია ექნებათ. დაუდგით მრგვალად მოხარშული იმერული წვრილფეხება დედალის ძეგლი, რაც იმას დამსახურება აქვს ქართველი ხალხის წინაშე ვინ შეეხება.

ავტორი:

მაჰათმა განდის ძეგლს სათვალე მოპარეს - მერის კომენტარი

მაჰათმა განდის ძეგლს სათვალე მოპარეს - მერის კომენტარი

ვარკეთილში მდებარე სკვერში, მაჰათმა განდის ძეგლს სათვალე მოპარეს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან დედაქალაქში ვანდალიზმის ფაქტებზე ისაუბრა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ვანდალიზმის ჩამდენი პირები, ხშირად მოზარდები არიან.

„როგორც იცით 10 ივლისს, ვარკეთილში მდებარე სკვერში მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა, რომელიც სამწუხაროდ, უკვე დაზიანებულია. ძეგლს სათვალე მოპარეს. ქალაქში დაფიქსირებულია ვანდალიზმის სამწუხარო ფაქტები, რომელიც ძალიან ცუდია, იმიტომ, რომ ის რასაც ვაკეთებთ, მაგალითად ახალ სკვერებს, პარკებს და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ისევ და ისევ ამ ქალაქში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ჩვენი შვილების და მომავალი თაობისთვის კეთდება და ნამდვილად გულდასაწყვეტია, როდესაც ასეთ ფაქტებს ვხვდებით და საკმაოდ მრავლად.

არის ფაქტები, რომელთა ჩამოთვლასაც ახლა არ დავიწყებ. რთულია ეს ყველაფერი შეაფასო და კიდევ უფრო რთულია იმ ყველაფრის გააზრება, რომ ხშირად ვანდალიზმს მოზარდები სჩადიან, მათ აგრესიულ ქცევას - ვანდალიზმს კი უფროსები მშვიდად ადევნებენ თვალყურს, რაც ძალიან მძიმეა და მინდა ყველას ვთხოვო, რომ გვერდში დაგვიდგნენ. ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი შვილებისათვის და მომავალი თაობისთვის, ეს ქალაქი ხომ ყველასია და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ მოვუაროთ და მოვუფრთხილდეთ გაკეთებულს, რათა შემდგომ ჩვენმა შვილებმა და მომავალმა თაობამ გამოიყენოს“, - განაცხადა კალაძემ.