საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"34 კოვიდ-სიკვდილი ერთ დღეში წარმოუდგენლად მაღალი ციფრია... უახლოესი თვეები, სამწუხაროდ, უარესი იქნება" - რას წერს ნანა გეგეჭკორი?
"34 კოვიდ-სიკვდილი ერთ დღეში წარმოუდგენლად მაღალი ციფრია... უახლოესი თვეები, სამწუხაროდ, უარესი იქნება" - რას წერს ნანა გეგეჭკორი?

ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ექი­მი ნანა გე­გეჭ­კო­რი სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დელ კო­ვიდსტა­ტის­ტი­კა­ზე წერს და ამ­ბობს, რომ 34 გარ­დაც­ვლი­ლი ერთ დღე­ში წარ­მო­უდ­გენ­ლად მა­ღა­ლი ციფ­რია.

ის ყვე­ლას ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­დებს და ამ­ბობს, რომ აც­რილ და აუც­რელ ადა­მი­ა­ნებს შო­რის გარ­თუ­ლე­ბე­ბი­სა და სიკ­ვდი­ლის რის­კი დრა­მა­ტუ­ლად გან­სხვავ­დე­ბა.

"34 კო­ვიდ-სიკ­ვდი­ლი ერთ დღე­ში წარ­მო­უდ­გენ­ლად მა­ღა­ლი ციფ­რია. უახ­ლო­ე­სი თვე­ე­ბი სამ­წუ­ხა­როდ უა­რე­სი იქ­ნე­ბა. ასეთ რთულ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ პი­რო­ბებ­ში დიდი თავ­ყრი­ლო­ბე­ბი და პრე­ვენ­ცი­ის წე­სე­ბის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფა მკვლე­ლო­ბა­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბაა. და­ი­ცა­ვით თავი სა­ნამ სიკ­ვდილ­მა არ მო­გა­კი­თხათ. არა­ვი­ნაა სამ­წუ­ხა­როდ და­ზღვე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდეს უმ­ძი­მე­სად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი რის­კის ფაქ­ტო­რე­ბის არ არ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­შიც...

ჩვე­ნი ჰოს­პიტ­ლის ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის კო­ვიდ ნა­წი­ლი ისევ აქ­ტი­უ­რად იკ­რებს ძა­ლას. ყუ­რა­დღე­ბით ჩავ­ყე­ვი პა­ცი­ენ­ტე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ფილს და მათი აბ­სო­ლი­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა აუც­რე­ლია.

აც­რილ და აუც­რელ ადა­მი­ა­ნებს შო­რის გარ­თუ­ლე­ბე­ბი­სა და სიკ­ვდი­ლის რის­კი დრა­მა­ტუ­ლად გან­სხვავ­დე­ბა ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ. ვაქ­ცი­ნა­ცია იცავს სიკ­ვდი­ლის­გან!" - წერს ნანა გე­გეჭ­კო­რი.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს ინ­ფი­ცი­რე­ბის რე­კორ­დუ­ლად მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ფიქ­სირ­და. დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ჩა­ტარ­და 43 932 ტეს­ტი, გა­მოვ­ლინ­და ინ­ფი­ცი­რე­ბის 4 827 ახა­ლი შემ­თხვე­ვა, გა­მო­ჯან­მრთელ­და 1 895 პირი, და­დე­ბი­თო­ბის დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არის 10.99 %.

ბოლო 24 სა­ათ­ში ვირუ­სის­გან გა­მო­ჯან­მრთელ­და 1 895 პირი, ხოლო ჯამ­ში გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და 388 893-მდე.

ბოლო 24 სა­ათ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის 34 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე ვირუსს ჯამ­ში 5 910 პირი ემსხვერ­პლა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
3

ციფრი და რიცხვი ვერ გაურჩევიათ

ს. მ.
3

საინტერესოა ვაქციანცია იცავს და მეტი ინფიცირდება, ვაქცინირებულებს მიხედვა აქვთ ალბათ მეტიც, რომ რეკლამა გამართლდეს. წამალი სად არის , რომელიც წინა წელსაც აღიარა ჯანმომ , მაგრამ ჩუმად , და აფრიკის ქვეყნებში მსხვერპლი ნაკლებია, ჩვენთვის კი ვაქციანაციაა საჭირო, რომ ბევრი ფული გაკეთდეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"34 კოვიდ-სიკვდილი ერთ დღეში წარმოუდგენლად მაღალი ციფრია... უახლოესი თვეები, სამწუხაროდ, უარესი იქნება" - რას წერს ნანა გეგეჭკორი?

"34 კოვიდ-სიკვდილი ერთ დღეში წარმოუდგენლად მაღალი ციფრია... უახლოესი თვეები, სამწუხაროდ, უარესი იქნება" - რას წერს ნანა გეგეჭკორი?

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი საქართველოს დღევანდელ კოვიდსტატისტიკაზე წერს და ამბობს, რომ 34 გარდაცვლილი ერთ დღეში წარმოუდგენლად მაღალი ციფრია.

ის ყველას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ აცრილ და აუცრელ ადამიანებს შორის გართულებებისა და სიკვდილის რისკი დრამატულად განსხვავდება.

"34 კოვიდ-სიკვდილი ერთ დღეში წარმოუდგენლად მაღალი ციფრია. უახლოესი თვეები სამწუხაროდ უარესი იქნება. ასეთ რთულ ეპიდემიოლოგიურ პირობებში დიდი თავყრილობები და პრევენციის წესების უგულვებელყოფა მკვლელობაში თანამონაწილეობაა. დაიცავით თავი სანამ სიკვდილმა არ მოგაკითხათ. არავინაა სამწუხაროდ დაზღვეული აღმოჩნდეს უმძიმესად დაავადებული რისკის ფაქტორების არ არსებობის პირობებშიც...

ჩვენი ჰოსპიტლის ინტენსიური თერაპიის განყოფილების კოვიდ ნაწილი ისევ აქტიურად იკრებს ძალას. ყურადღებით ჩავყევი პაციენტების ვაქცინაციის პროფილს და მათი აბსოლიტური უმრავლესობა აუცრელია.

აცრილ და აუცრელ ადამიანებს შორის გართულებებისა და სიკვდილის რისკი დრამატულად განსხვავდება ვაქცინირებულების სასარგებლოდ. ვაქცინაცია იცავს სიკვდილისგან!" - წერს ნანა გეგეჭკორი.

ცნობისთვის, საქართველოში დღეს ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 43 932 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 895 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 895 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 388 893-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 910 პირი ემსხვერპლა.