მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვენო აღმატებულება, ბატონო პრეზიდენტო! მოგმართავთ თქვენ, თქვენი დახმარების იმედით..." - ირმა ინაშვილი ვლადიმერ პუტინს წერილით მიმართავს
"თქვენო აღმატებულება, ბატონო პრეზიდენტო! მოგმართავთ თქვენ, თქვენი დახმარების იმედით..." - ირმა ინაშვილი ვლადიმერ პუტინს წერილით მიმართავს

"პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ ლი­დე­რი ირმა ინაშ­ვი­ლი რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინს წე­რი­ლით მი­მარ­თავს.

წე­რილ­ში ინაშ­ვი­ლი რუ­სეთ­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს, აცხა­დებს, რომ ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის გან­წყო­ბა, თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში მხო­ლოდ ილუ­ზი­ას ქმნის.

"თქვე­ნო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბა, ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო! აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­რი­ლის ავ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ვის­წრაფ­ვით შე­ვი­ტა­ნოთ ჩვე­ნი წვლი­ლი ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის საქ­მე­ში, ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით "დი­ა­ლო­გის ჯგუ­ფის“ ფორ­მი­რე­ბა­ში რუს და ქარ­თველ დე­პუ­ტა­ტებს შო­რის, ასე­ვე "ვე­ნის ფორ­მა­ტის“ შექ­მნა­ში ქარ­თვე­ლი, რუსი, ევ­რო­პე­ლი და ამე­რი­კე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

"დი­ა­ლო­გის ჯგუ­ფის“ და "ვე­ნის ფორ­მა­ტის“ ფორ­მატ­ში შე­მუ­შავ­და სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის კონ­ცეფ­ცია და 2020 წლის 1-ელი მარ­ტი­დან 2020 წლის 15 ოქ­ტომ­ბრამ­დე, ანუ 7.5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტარ­და აუ­დი­ო­გა­მო­კი­თხვა სამ­ხედ­რო ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის შე­სა­ხებ. იმ ფაქ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთე­ლი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­ჩევ­ნებ­ში 2.15 მი­ლი­ონ ადა­მი­ან­ზე მეტს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია, ჩა­წე­რი­ლია 900 ათა­სი რეს­პონ­დენ­ტი, რო­მელ­თა­გან 69.4 %-მა მხა­რი და­უ­ჭი­რა სამ­ხედ­რო ნე­იტ­რა­ლი­ტეტს! ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 1.2 მი­ლი­ონ­ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა შე­ავ­სო გა­მო­კი­თხვა და 69.7 %-მა მხა­რი და­უ­ჭი­რა ნე­იტ­რა­ლი­ტეტს, 75.8%-მა გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი რუ­სეთ­თან დი­ა­ლო­გის შე­სა­ხებ! სა­ქარ­თვე­ლოს პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­მა, რო­დე­საც ამ მას­შტა­ბუ­რი გა­მო­კი­თხვის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო, გა­მო­იკ­ვლია აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი და მო­ი­თხო­ვა მათ­გან გა­მო­სა­კი­თხი ფურ­ცლე­ბი­დან სა­ხე­ლე­ბი­სა და გვა­რე­ბის და სხვა მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის ამო­ღე­ბა და წაშ­ლა. წაშ­ლი­ლი სა­ხე­ლე­ბი­სა და გვა­რე­ბის 900 ათა­სი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რის ასლი გა­და­ე­ცა ეუ­თოს მი­სი­ას, ნა­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას, ამე­რი­კის, ევ­რო­კავ­ში­რის, საფ­რან­გე­თის, გერ­მა­ნი­ის, დიდი ბრი­ტა­ნე­თის, იტა­ლი­ის, ავ­სტრი­ის და სხვა ქვეყ­ნე­ბის სა­ელ­ჩო­ებს. გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა 2020 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, რაც დრო­ში და­ემ­თხვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს“, - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

პარ­ტი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ არა­ვინ და­ეჭ­ვე­ბუ­ლა ამ ჩა­ნა­წე­რე­ბის და გა­მო­კი­თხვის ფურ­ცლე­ბის ნამ­დვი­ლო­ბა­ში და არა­ვის გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბია გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბი.

"თუმ­ცა, ნაც­ვლად გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბის გან­ხილ­ვი­სა, მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ და პარ­ტი­ებ­მა, რომ­ლე­ბიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არი­ან ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან, ასე­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა, რომ­ლე­ბიც ფი­ნანსდე­ბი­ან და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის­გან, შე­თან­ხმე­ბუ­ლად და სა­ჯა­როდ და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს გა­მო­კი­თხვის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი - და­ვით თარ­ხან-მო­უ­რა­ვი და ირმა ინაშ­ვი­ლი იმა­ში, რომ ისი­ნი არი­ან კრემ­ლის აგენ­ტე­ბი და პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან გა­მო­კი­თხვის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის და­კა­ვე­ბა მო­ი­თხო­ვეს, მო­ახ­დი­ნეს სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი ფეიკ-დო­კუ­მენ­ტე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა, რომ­ლებ­მაც, თით­ქოს­და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი­სა და "გრუ“-დან გა­მო­ჟო­ნა. ამას­თან, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ გა­ნა­ცხა­და, რომ "რუ­სუ­ლი შე­მად­გე­ნე­ლი“ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში აღარ უნდა იყოს, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე კი იმე­ო­რებ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლომ აშშ-ს პო­ზი­ცი­ით უნდა იხელ­მძღვა­ნე­ლოს. მოყ­ვა­ნი­ლი დე­ტა­ლე­ბი აშ­კა­რა დე­მონ­სტრა­ცი­აა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის გან­წყო­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სურ­ვი­ლი პო­ლა­რუ­ლად ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გოა და ჩვენ წუ­ხი­ლით ვახ­დენთ კონ­სტა­ტა­ცი­ას, რომ მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი და სა­ჯა­რო მო­წო­დე­ბე­ბი­სა ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის­კენ, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქმნის ილუ­ზი­ას იმის სურ­ვი­ლი­სა, რომ სურს რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბა, რე­ა­ლუ­რად კი ცდი­ლო­ბენ ძირ­ში­ვე მოკ­ვე­თონ ნე­ბის­მი­ე­რი მცდე­ლო­ბა ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კუ­თხით და მი­ი­ღონ: "მო­რი­გი ქუ­ლე­ბი“ და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის წი­ნა­შე. ჩვენ ასე­ვე მწუ­ხა­რე­ბით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ "დი­ა­ლო­გის ჯგუ­ფის“ და "ვე­ნის ფორ­მა­ტის“ მუ­შა­ო­ბა, ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო დუ­მას­თან, ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს­თან და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან კონ­ტაქ­ტე­ბი ამ დრო­ის­თვის სრუ­ლად გა­ყი­ნუ­ლია და ეს სწო­რე­დაც რომ არ შე­დის სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებ­ში.

ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, მოგ­მარ­თავთ თქვენ თქვე­ნი დახ­მა­რე­ბის იმე­დით ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­ნახ­ლე­ბის სა­კი­თხში სა­ხელ­მწი­ფო დუ­მას­თან, ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს­თან და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან.

თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა უკი­დუ­რე­სად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ასე­ვე, ერ­თი­ა­ნი მე­დი­ის, კულ­ტუ­რუ­ლი და სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში, რაც მთლი­ა­ნო­ბა­ში ხელს შე­უ­წყობს იმის შეგ­ნე­ბას, რომ ერ­თა­დერ­თი სწო­რი გზა არის ღია და მე­გობ­რუ­ლი ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აშე­ნე­ბა მხა­რე­თა ინ­ტე­რე­სე­ბის რე­ა­ლუ­რი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე“, - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

მკითხველის კომენტარები / 151 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
natia
4

რა იყო ირმა მთელი ფული დახარჯე რაც გამოგიგზავნა? თუმცა ისე გაძვირდა ცხოვრება მესმის შენი

ლია
0

ქალბატონ ირამ ინაშვილს ქართველმა ხალხმა როდის მიანიჭა დესპანის უფლება პუტინსა და ქართველ ხალხს შორის რაღაც არ მახსენდება..... და რატომ აზკევს ბევრის უფლებას თავს მეფეა......ეს შეეძლე მხოლოდ მეფეებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"თქვენო აღმატებულება, ბატონო პრეზიდენტო! მოგმართავთ თქვენ, თქვენი დახმარების იმედით..." - ირმა ინაშვილი ვლადიმერ პუტინს წერილით მიმართავს

"თქვენო აღმატებულება, ბატონო პრეზიდენტო! მოგმართავთ თქვენ, თქვენი დახმარების იმედით..." - ირმა ინაშვილი ვლადიმერ პუტინს წერილით მიმართავს

"პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წერილით მიმართავს.

წერილში ინაშვილი რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების აღდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს, აცხადებს, რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის განწყობა, თუმცა ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებასთან მიმართებაში მხოლოდ ილუზიას ქმნის.

"თქვენო აღმატებულება, ბატონო პრეზიდენტო! აღნიშნული წერილის ავტორები, რომლებიც ვისწრაფვით შევიტანოთ ჩვენი წვლილი ორმხრივი ურთიერთობების საქმეში, ვმონაწილეობდით "დიალოგის ჯგუფის“ ფორმირებაში რუს და ქართველ დეპუტატებს შორის, ასევე "ვენის ფორმატის“ შექმნაში ქართველი, რუსი, ევროპელი და ამერიკელი ექსპერტების მონაწილეობით.

"დიალოგის ჯგუფის“ და "ვენის ფორმატის“ ფორმატში შემუშავდა საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის კონცეფცია და 2020 წლის 1-ელი მარტიდან 2020 წლის 15 ოქტომბრამდე, ანუ 7.5 თვის განმავლობაში, საქართველოში ჩატარდა აუდიოგამოკითხვა სამხედრო ნეიტრალიტეტის შესახებ. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთელი ისტორიის განმავლობაში არჩევნებში 2.15 მილიონ ადამიანზე მეტს მონაწილეობა არ მიუღია, ჩაწერილია 900 ათასი რესპონდენტი, რომელთაგან 69.4 %-მა მხარი დაუჭირა სამხედრო ნეიტრალიტეტს! ამის პარალელურად, წლის განმავლობაში 1.2 მილიონზე მეტმა ადამიანმა შეავსო გამოკითხვა და 69.7 %-მა მხარი დაუჭირა ნეიტრალიტეტს, 75.8%-მა გამოთქვა სურვილი რუსეთთან დიალოგის შესახებ! საქართველოს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის სამსახურმა, როდესაც ამ მასშტაბური გამოკითხვის შესახებ შეიტყო, გამოიკვლია აუდიოჩანაწერები და მოითხოვა მათგან გამოსაკითხი ფურცლებიდან სახელებისა და გვარების და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ამოღება და წაშლა. წაშლილი სახელებისა და გვარების 900 ათასი აუდიოჩანაწერის ასლი გადაეცა ეუთოს მისიას, ნატოს წარმომადგენლობას, ამერიკის, ევროკავშირის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ავსტრიის და სხვა ქვეყნების საელჩოებს. გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა 2020 წლის ოქტომბერში, რაც დროში დაემთხვა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს“, - ნათქვამია წერილში.

პარტიაში აცხადებენ, რომ არავინ დაეჭვებულა ამ ჩანაწერების და გამოკითხვის ფურცლების ნამდვილობაში და არავის გაუპროტესტებია გამოკითხვის შედეგები.

"თუმცა, ნაცვლად გამოკითხვის შედეგების განხილვისა, მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ“ და პარტიებმა, რომლებიც გაერთიანებული არიან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც ფინანსდებიან დასავლელი პარტნიორებისგან, შეთანხმებულად და საჯაროდ დაადანაშაულეს გამოკითხვის ინიციატორები - დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი იმაში, რომ ისინი არიან კრემლის აგენტები და პროკურატურისგან გამოკითხვის ორგანიზატორების დაკავება მოითხოვეს, მოახდინეს სრულიად გაუგებარი ფეიკ-დოკუმენტების დემონსტრირება, რომლებმაც, თითქოსდა რუსეთის პრეზიდენტისა და "გრუ“-დან გამოჟონა. ამასთან, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ "რუსული შემადგენელი“ საქართველოს პარლამენტში აღარ უნდა იყოს, პარლამენტის თავმჯდომარე კი იმეორებდა, რომ საქართველომ აშშ-ს პოზიციით უნდა იხელმძღვანელოს. მოყვანილი დეტალები აშკარა დემონსტრაციაა, რომ საქართველოს მოსახლეობის განწყობა და ხელისუფლების სურვილი პოლარულად ურთიერთსაწინააღმდეგოა და ჩვენ წუხილით ვახდენთ კონსტატაციას, რომ მიუხედავად ჩვენი მრავალრიცხოვანი და საჯარო მოწოდებებისა ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ, საქართველოს ხელისუფლება ქმნის ილუზიას იმის სურვილისა, რომ სურს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება, რეალურად კი ცდილობენ ძირშივე მოკვეთონ ნებისმიერი მცდელობა ორმხრივი ურთიერთობების კუთხით და მიიღონ: "მორიგი ქულები“ დასავლელი პარტნიორების წინაშე. ჩვენ ასევე მწუხარებით აღვნიშნავთ, რომ "დიალოგის ჯგუფის“ და "ვენის ფორმატის“ მუშაობა, ასევე სახელმწიფო დუმასთან, ფედერაციის საბჭოსთან და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კონტაქტები ამ დროისთვის სრულად გაყინულია და ეს სწორედაც რომ არ შედის საქართველოს ინტერესებში.

ბატონო პრეზიდენტო, მოგმართავთ თქვენ თქვენი დახმარების იმედით ჩვენი თანამშრომლობის განახლების საკითხში სახელმწიფო დუმასთან, ფედერაციის საბჭოსთან და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.

თქვენი დახმარება უკიდურესად აუცილებელია ასევე, ერთიანი მედიის, კულტურული და სოციალური პროექტების ორგანიზებაში, რაც მთლიანობაში ხელს შეუწყობს იმის შეგნებას, რომ ერთადერთი სწორი გზა არის ღია და მეგობრული ორმხრივი ურთიერთობების აშენება მხარეთა ინტერესების რეალური გათვალისწინების საფუძველზე“, - ნათქვამია წერილში.