სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არასწორი პოლიტიკის შედეგია, რომ 90-იან წლებში სამოქალაქო ომი გვქონდა, ტერიტორიები დავკარგეთ, შემდეგ შეცდომა 2008 წელს გავიმეორეთ, როცა თავიდან ვერ იქნა აცილებული უმძიმესი პროვოკაცია" - პრემიერი
"არასწორი პოლიტიკის შედეგია, რომ 90-იან წლებში სამოქალაქო ომი გვქონდა, ტერიტორიები დავკარგეთ, შემდეგ შეცდომა 2008 წელს გავიმეორეთ, როცა თავიდან ვერ იქნა აცილებული უმძიმესი პროვოკაცია" - პრემიერი

ჩვე­ნი არას­წო­რი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გი არის ის, რომ 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბა, სა­მო­ქა­ლა­ქო ომი, ძმა­თა­შო­რის მკვლე­ლო­ბა გვქონ­და. შემ­დეგ შეც­დო­მა 2008 წელს გა­ვი­მე­ო­რეთ, რო­დე­საც ვერ იქნა თა­ვი­დან აცი­ლე­ბუ­ლი უმ­ძი­მე­სი პრო­ვო­კა­ცია, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა ჩვე­ნი სა­კუ­თა­რი ის­ტო­რი­უ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცია და ე.წ. აღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კა“, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ­მა ირაკ­ლი-ღა­რი­ბაშ­ვილ­მა შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის 10-წლი­ა­ნი სტრა­ტე­გი­ის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პრე­მი­ე­რი აღ­ნიშ­ნავს, ოკუ­პა­ცია ქვეყ­ნის უმ­თავ­რე­სი გა­მოწ­ვე­ვაა და თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი უნდა იყოს.

„ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის სა­კი­თხე­ბია. ოკუ­პა­ცია, რო­მე­ლიც უმ­თავ­რე­სი გა­მოწ­ვე­ვაა. ძა­ლი­ან ბევ­რი სა­უ­ბა­რი გვეს­მის, არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის­გან, პო­ლი­ტი­კო­სის­გან. ჩვენ ჩვე­ნი მხრივ, მივ­ყვე­ბით თან­მიმ­დევ­რულ პრაგ­მა­ტულ და მშვი­დო­ბი­ან პო­ლი­ტი­კას. რა თქმა უნდა, თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი ნა­ბი­ჯი შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი უნდა იყოს.

ძა­ლი­ან კარ­გად გვეს­მის, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი შეც­დო­მა იქნა დაშ­ვე­ბუ­ლი. გუ­ლახ­დი­ლად ვი­სა­უბ­როთ, რომ და­წყე­ბუ­ლი ჩვე­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი­დან ძა­ლი­ან ბევ­რი შეც­დო­მა და­ვუშ­ვით.

ჩვე­ნი არას­წო­რი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გი არის ის, რომ 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბა, სა­მო­ქა­ლა­ქო ომი, ძმა­თა­შო­რის მკვლე­ლო­ბა გვქონ­და. დრო­ე­ბით ტე­რი­ტო­რი­ე­ბი დავ­კარ­გეთ, შემ­დეგ შეც­დო­მა 2008 წელს გა­ვი­მე­ო­რეთ, რო­დე­საც ვერ იქნა თა­ვი­დან აცი­ლე­ბუ­ლი უმ­ძი­მე­სი პრო­ვო­კა­ცია, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა ჩვე­ნი სა­კუ­თა­რი ის­ტო­რი­უ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცია და ე.წ. აღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ წა­მო­ი­წყო. ჩვე­ნი მთავ­რო­ბა წარ­მა­ტე­ბით უმკლავ­დე­ბა აღ­ნიშ­ნულ გა­მოწ­ვე­ვას, არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვე­ნი დიპ­ლო­მა­ტე­ბის მიერ გა­წე­ულ ძა­ლის­ხმე­ვას, ეს გა­მოწ­ვე­ვა პრობ­ლე­მად რჩე­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს პრე­მი­ე­რი.

მისი თქმით, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან ნაკ­ლე­ბად ის­მის რე­ა­ლუ­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი და ხედ­ვე­ბი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის სა­კი­თხზე.

„ჩვენ ერთი რამ უნდა შე­ვახ­სე­ნოთ ერ­თმა­ნეთს, თუ რო­გორ სა­ქარ­თვე­ლოს ვუ­ტო­ვებთ ჩვენს შვი­ლებს; ვუს­მენთ რა პო­ლი­ტი­კო­სებს, სამ­წუ­ხა­როდ, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სულ უფრო და უფრო ნაკ­ლე­ბი გვეს­მის რე­ა­ლუ­რი ხედ­ვე­ბის, რე­ა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის, შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბის, გა­მო­სავ­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას. ამ დროს ეს უნდა იყოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი სა­კი­თხი სხვა გა­მოწ­ვე­ვებ­თან ერ­თად, რო­გო­რიც არის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის მძი­მე სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, უმუ­შევ­რო­ბა, სი­ღა­რი­ბე, კო­ვიდ პან­დე­მია და უამ­რა­ვი სხვა. ჩვენ და­ვი­სა­ხეთ მიზ­ნად, რომ ეტა­პობ­რი­ვად, თან­მიმ­დევ­რუ­ლად, ჩვე­ნი პრაგ­მა­ტუ­ლი, მშვი­დო­ბი­ა­ნი პო­ლი­ტი­კით ეს სა­კი­თხე­ბი გა­და­იჭ­რას. ამას სჭირ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გე­ბის ჩვე­ნე­ბა და დე­მონ­სტრი­რე­ბა. და­მე­თან­ხმე­ბით, რომ მხო­ლოდ სა­უ­ბა­რი საკ­მა­რი­სი არ არის. ჩვენ პო­ლი­ტი­კო­სებ­მა ძა­ლი­ან ბევ­რი შე­იძ­ლე­ბა ვი­სა­უბ­როთ, ბევ­რჯერ შე­იძ­ლე­ბა მო­ვუ­წო­დოთ პო­ლი­ტი­კო­სებს, აფხაზ და ოს ძმებს, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი უნდა ვაჩ­ვე­ნოთ. რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ასე­თი კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯი, თუ არა ის, რომ ჯერ შიგ­ნით კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ერ­თო­ბა ვაჩ­ვე­ნოთ? ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა არის ერ­თო­ბა და მო­დით, გუ­ლახ­დი­ლად ვთქვათ, ყო­ველ­თვის იყო ერ­თო­ბა ქარ­თვე­ლე­ბის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა. მა­შინ, როცა ვი­ყა­ვით გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, ერ­თი­ა­ნი და ძლი­ე­რი, ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
17

100%

ისევ წარსულიი
1

ეს ვიცით,,,თქვენ ის თქვით 2012-ის დაპირებების შესრულებას რომელი წლიდან იწყებთ>>>

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"არასწორი პოლიტიკის შედეგია, რომ 90-იან წლებში სამოქალაქო ომი გვქონდა, ტერიტორიები დავკარგეთ, შემდეგ შეცდომა 2008 წელს გავიმეორეთ, როცა თავიდან ვერ იქნა აცილებული უმძიმესი პროვოკაცია" - პრემიერი

"არასწორი პოლიტიკის შედეგია, რომ 90-იან წლებში სამოქალაქო ომი გვქონდა, ტერიტორიები დავკარგეთ, შემდეგ შეცდომა 2008 წელს გავიმეორეთ, როცა თავიდან ვერ იქნა აცილებული უმძიმესი პროვოკაცია" - პრემიერი

ჩვენი არასწორი პოლიტიკის შედეგი არის ის, რომ 90-იანი წლების დასაწყისში სამოქალაქო დაპირისპირება, სამოქალაქო ომი, ძმათაშორის მკვლელობა გვქონდა. შემდეგ შეცდომა 2008 წელს გავიმეორეთ, როდესაც ვერ იქნა თავიდან აცილებული უმძიმესი პროვოკაცია, რამაც განაპირობა ჩვენი საკუთარი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია და ე.წ. აღიარების პოლიტიკა“, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი-ღარიბაშვილმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის 10-წლიანი სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, ოკუპაცია ქვეყნის უმთავრესი გამოწვევაა და თითოეული ნაბიჯი შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს.

„ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა ტერიტორიული მთლიანობის საკითხებია. ოკუპაცია, რომელიც უმთავრესი გამოწვევაა. ძალიან ბევრი საუბარი გვესმის, არაერთი ადამიანისგან, პოლიტიკოსისგან. ჩვენ ჩვენი მხრივ, მივყვებით თანმიმდევრულ პრაგმატულ და მშვიდობიან პოლიტიკას. რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი ნაბიჯი შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს.

ძალიან კარგად გვესმის, რომ ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული. გულახდილად ვისაუბროთ, რომ დაწყებული ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღეებიდან ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით.

ჩვენი არასწორი პოლიტიკის შედეგი არის ის, რომ 90-იანი წლების დასაწყისში სამოქალაქო დაპირისპირება, სამოქალაქო ომი, ძმათაშორის მკვლელობა გვქონდა. დროებით ტერიტორიები დავკარგეთ, შემდეგ შეცდომა 2008 წელს გავიმეორეთ, როდესაც ვერ იქნა თავიდან აცილებული უმძიმესი პროვოკაცია, რამაც განაპირობა ჩვენი საკუთარი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია და ე.წ. აღიარების პოლიტიკა, რომელიც რუსეთის ფედერაციამ წამოიწყო. ჩვენი მთავრობა წარმატებით უმკლავდება აღნიშნულ გამოწვევას, არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით ჩვენი დიპლომატების მიერ გაწეულ ძალისხმევას, ეს გამოწვევა პრობლემად რჩება“, - აღნიშნავს პრემიერი.

მისი თქმით, პოლიტიკოსებისგან ნაკლებად ისმის რეალური შემოთავაზებები და ხედვები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე.

„ჩვენ ერთი რამ უნდა შევახსენოთ ერთმანეთს, თუ როგორ საქართველოს ვუტოვებთ ჩვენს შვილებს; ვუსმენთ რა პოლიტიკოსებს, სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ სულ უფრო და უფრო ნაკლები გვესმის რეალური ხედვების, რეალური გადაწყვეტილებების, შემოთავაზებების, გამოსავლის შესახებ, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ამ დროს ეს უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხი სხვა გამოწვევებთან ერთად, როგორიც არის ჩვენი მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობა, სიღარიბე, კოვიდ პანდემია და უამრავი სხვა. ჩვენ დავისახეთ მიზნად, რომ ეტაპობრივად, თანმიმდევრულად, ჩვენი პრაგმატული, მშვიდობიანი პოლიტიკით ეს საკითხები გადაიჭრას. ამას სჭირდება კონკრეტული შედეგების ჩვენება და დემონსტრირება. დამეთანხმებით, რომ მხოლოდ საუბარი საკმარისი არ არის. ჩვენ პოლიტიკოსებმა ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ, ბევრჯერ შეიძლება მოვუწოდოთ პოლიტიკოსებს, აფხაზ და ოს ძმებს, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა ვაჩვენოთ. რა შეიძლება იყოს ასეთი კონკრეტული ნაბიჯი, თუ არა ის, რომ ჯერ შიგნით კონტროლირებად ტერიტორიაზე და ჩვენს საზოგადოებაში ერთობა ვაჩვენოთ? ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ერთობა და მოდით, გულახდილად ვთქვათ, ყოველთვის იყო ერთობა ქართველების მთავარი გამოწვევა. მაშინ, როცა ვიყავით გაერთიანებული, ერთიანი და ძლიერი, ჩვენი საქართველო ყოველთვის წარმატებული იყო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.