სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქი ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართავს და ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემას სთხოვს
პატრიარქი ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართავს და ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემას სთხოვს

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს წე­რი­ლით მი­მარ­თავს და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მობ­რძა­ნე­ბუ­ლი ან­ჩის­ხა­ტის ეკ­ლე­სი­ის­თვის გა­და­ცე­მას სთხოვს.

წე­რილ­ში ნათ­ქვა­მია, რომ სა­პატ­რი­არ­ქო აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს უკვე დიდი ხა­ნია აყე­ნებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­შე, მზა­ო­ბა ყო­ველ­თვის იყო, თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სიწ­მინ­დის დაც­ვი­სა და მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბი­სათ­ვის სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბის შექ­მნას ითხოვ­და.

პატ­რი­არ­ქი თა­ვის წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად, გერ­მა­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის მიერ მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით დამ­ზად­და და ან­ჩის­ხა­ტის ტა­ძარ­ში და­მონ­ტაჟ­და ხა­ტის ჩა­საბ­რძა­ნე­ბე­ლი კი­ო­ტი, ამას­თა­ნა­ვე, სიწ­მინ­დის დაც­ვის მიზ­ნით ჩა­ტარ­და სხვა სა­ჭი­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბიც.

"ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, მო­გე­სალ­მე­ბით ქრის­ტეს­მი­ე­რი სიყ­ვა­რუ­ლით და მოგ­მარ­თავთ ჩვენ­თვის მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხის გამო.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ღვთის გან­გე­ბით, ჩა­მობ­რძან­და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სამ­ყა­როს გა­მორ­ჩე­უ­ლი სიწ­მინ­დე, მა­ცხოვ­რის ხელ­თუქ­მნე­ლი ხატი, ან­ჩის­ხა­ტად - "პირი ღვთი­სად“ წო­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­შია და­ცუ­ლი.

ჩვენ დიდი ხა­ნია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­შე ვა­ყე­ნებთ სა­კითხს ეკ­ლე­სი­ის­თვის მისი გად­მო­ცე­მის თა­ო­ბა­ზე: მზა­ო­ბა ყო­ველ­თვის იყო, მაგ­რამ ითხოვ­დნენ, რომ სიწ­მინ­დის დაც­ვი­სა და მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბი­სათ­ვის სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბი შექ­მნი­ლი­ყო.

ან­ჩის­ხა­ტის დაბ­რუ­ნე­ბის სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუფ­მა (ხელ­მძღვა­ნე­ლი: ბა­ტო­ნი ზაზა ნა­ნო­ბაშ­ვი­ლი) ამ მხრივ დიდი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ა­ტა­რა, რის შე­დე­გა­დაც გერ­მა­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის მიერ მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით დამ­ზად­და და ან­ჩის­ხა­ტის ტა­ძარ­ში და­მონ­ტაჟ­და ხა­ტის ჩა­საბ­რძა­ნე­ბე­ლი კი­ო­ტი, ჩა­ტარ­და სხვა სა­მუ­შა­ო­ე­ბიც.

მოგ­მარ­თავთ თხოვ­ნით, გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ ჩვე­ნი ხალ­ხი­სათ­ვის ამ უდი­დე­სი სიწ­მინ­დის სა­ეკ­ლე­სიო სივ­რცე­ში ყოფ­ნი­სა და მის წი­ნა­შე მუდ­მი­ვი ლოც­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბა და გად­მოს­ცეთ იგი სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას ან­ჩის­ხა­ტის ტა­ძარ­ში და­საბ­რძა­ნებ­ლად.

ვი­მე­დოვ­ნებთ, მის დაც­ვას ერ­თობ­ლი­ვად უზ­რუნ­ველ­ვყოფთ, რაც სა­ხელ­მწი­ფო­სა და ეკ­ლე­სი­ის ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის ერთ-ერთ მა­გა­ლი­თად შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს.

სა­გუ­ლის­ხმოა ის ფაქ­ტიც, რომ წელს აღ­ვნიშ­ნავთ ამ ტაძ­რის აგე­ბი­დან 1500 წლის­თავს და თქვენ მიერ გა­ცე­მუ­ლი ნე­ბარ­თვა ხა­ტის ეკ­ლე­სი­ა­ში გან­თავ­სე­ბა­ზე იქ­ნე­ბა სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უდი­დე­სი სა­ჩუ­ქა­რი.

ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ და გა­გა­ხა­როთ!“- ნათ­ქვა­მია პატ­რი­არ­ქის წე­რილ­ში.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
10
ხალხს ვაქცინაციისკენ მოუწონდე შე ფარისეველო თვეში 1000 ადამიანს ვკარგავთ
rasa
3

თუ ეკლსიას ექნება თანამედროვე პირობები რომ უძველესი ხატი არ გაფუჭდეს - მაშინ რა უნდა იყოს პრობლემა? მაგრამ ჩვენი ეკლესიის არაკომპეტენტური სამღვდელოების ხელში ბევრი ძველქართული ძეგლი, ფრესკა თუ ხატი განადგურდა, არასათანადო მოვლის გამო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

პატრიარქი ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართავს და ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემას სთხოვს

პატრიარქი ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართავს და ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემას სთხოვს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართავს და საქართველოში ჩამობრძანებული ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემას სთხოვს.

წერილში ნათქვამია, რომ საპატრიარქო აღნიშნულ საკითხს უკვე დიდი ხანია აყენებს ხელისუფლების წინაშე, მზაობა ყოველთვის იყო, თუმცა ხელისუფლება სიწმინდის დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის სათანადო პირობების შექმნას ითხოვდა.

პატრიარქი თავის წერილში აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მოთხოვნის შესაბამისად, გერმანული კომპანიის მიერ მაღალი ტექნოლოგიებით დამზადდა და ანჩისხატის ტაძარში დამონტაჟდა ხატის ჩასაბრძანებელი კიოტი, ამასთანავე, სიწმინდის დაცვის მიზნით ჩატარდა სხვა საჭირო სამუშაოებიც.

"ბატონო ირაკლი, მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და მოგმართავთ ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გამო.

მოგეხსენებათ, საქართველოში, ღვთის განგებით, ჩამობრძანდა ქრისტიანული სამყაროს გამორჩეული სიწმინდე, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ანჩისხატად - "პირი ღვთისად“ წოდებული, რომელიც ამჟამად ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

ჩვენ დიდი ხანია ხელისუფლების წინაშე ვაყენებთ საკითხს ეკლესიისთვის მისი გადმოცემის თაობაზე: მზაობა ყოველთვის იყო, მაგრამ ითხოვდნენ, რომ სიწმინდის დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის სათანადო პირობები შექმნილიყო.

ანჩისხატის დაბრუნების საინიციატივო ჯგუფმა (ხელმძღვანელი: ბატონი ზაზა ნანობაშვილი) ამ მხრივ დიდი სამუშაოები ჩაატარა, რის შედეგადაც გერმანული კომპანიის მიერ მაღალი ტექნოლოგიებით დამზადდა და ანჩისხატის ტაძარში დამონტაჟდა ხატის ჩასაბრძანებელი კიოტი, ჩატარდა სხვა სამუშაოებიც.

მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ ჩვენი ხალხისათვის ამ უდიდესი სიწმინდის საეკლესიო სივრცეში ყოფნისა და მის წინაშე მუდმივი ლოცვის მნიშვნელობა და გადმოსცეთ იგი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ანჩისხატის ტაძარში დასაბრძანებლად.

ვიმედოვნებთ, მის დაცვას ერთობლივად უზრუნველვყოფთ, რაც სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთთანამშრომლობის ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება იქცეს.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ წელს აღვნიშნავთ ამ ტაძრის აგებიდან 1500 წლისთავს და თქვენ მიერ გაცემული ნებართვა ხატის ეკლესიაში განთავსებაზე იქნება საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული უდიდესი საჩუქარი.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!“- ნათქვამია პატრიარქის წერილში.