მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მელბურნელი მასწავლებელი თბილისში, სეირნობის დროს მოკლეს...  კეთილი, უანგარო ადამიანი იყო" - რას წერს ავსტრალიური მედია შანაი ბრუკის გარდაცვალებაზე
"მელბურნელი მასწავლებელი თბილისში, სეირნობის დროს მოკლეს...  კეთილი, უანგარო ადამიანი იყო" - რას წერს ავსტრალიური მედია შანაი ბრუკის გარდაცვალებაზე

ავ­სტრა­ლი­ურ მა­ს­მე­დი­ა­ში საკ­მა­ოდ ფარ­თოდ შუქ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქის, მელ­ბურ­ნე­ლი ქა­ლის, შა­ნაი ბრუ­კის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი.

გა­ზე­თი "სიდ­ნეი მორ­ნინგ ჰე­რალ­დი“ (Sydney Morning Herald) აქ­ვეყ­ნებს პუბ­ლი­კა­ცი­ას სა­თა­უ­რით, "სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მელ­ბურ­ნე­ლი ქა­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილს ეძებს“, რო­მელ­შიც შა­ნაი ბრუ­კის (იგი­ვე შა­ნაი ედ­ვარდსის) ტრა­გი­კუ­ლი სიკ­ვდი­ლის გა­რე­მო­ე­ბე­ბია გად­მო­ცე­მუ­ლი.

ავ­ტო­რი, აღ­ნიშ­ნავს რა თბი­ლის­ში, მთაწ­მინ­დის პარკში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქტს, იმოწ­მებს სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მად, "სა­მი­ნის­ტრო და პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ მკვლე­ლის გა­მო­სავ­ლე­ნად, უკვე გვაქვს ზო­გი­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცია სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვის შე­სა­ხებ“.

პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში ასე­ვე ცი­ტი­რე­ბუ­ლია შა­ნაი ბრუ­კის - მე­გობ­რე­ბის გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი:

"არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სათ­ნო ქალი იყო, მხი­ა­რუ­ლი... ყო­ველ­თვის მზად იყო სა­მოგ­ზა­უ­როდ, თავ­გა­და­სავ­ლე­ბი­სათ­ვის“, - წერს ერთი.

"არ მჯე­რა, რომ ისეთ სამ­ყა­რო­ში ვცხოვ­რობთ, სა­დაც მსგავ­სი რამ შე­იძ­ლე­ბა უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნის მი­მართ მოხ­დეს. შა­ნაი ერთ-ერთი უან­გა­რო, კე­თი­ლი და მე­გობ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, ვი­საც კი მე შევ­ხვედ­რი­ვარ“, - წერს მე­ო­რე.

თბი­ლის­ში უკვე ჩა­ვი­და წარ­მო­მად­გე­ნე­ლი თურ­ქეთ­ში არ­სე­ბუ­ლი ავ­სტრა­ლი­ის სა­ელ­ჩო­დან. მას კავ­ში­რი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, ოჯახს კი სა­კონ­სუ­ლო დახ­მა­რე­ბას უწევს. "ავ­სტრა­ლი­ის მთავ­რო­ბა ღრმა მწუ­ხა­რე­ბა­სა და თა­ნაგ­რძნო­ბას გა­მო­ხა­ტავს ავ­სტრა­ლი­ე­ლი ქა­ლის ოჯა­ხის მი­მართ. სიკ­ვდი­ლის გა­რე­მო­ე­ბებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იძი­ებს“, - ცი­ტი­რე­ბუ­ლია სტა­ტი­ა­ში ავ­სტრა­ლი­ის სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გენ­ლის ნათ­ქვა­მი (წყა­რო).

ამა­ვე თე­მა­ზე მა­სა­ლე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა მელ­ბურ­ნის გა­ზეთ The Herald Sun-ში სა­თა­უ­რით "მელ­ბურ­ნე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, შა­ნაი ბრუ­კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს, შემ­დეგ კი მოკ­ლეს“, გა­ზეთ The Australian-ში - "ინ­გლი­სუ­რი ენის მელ­ბურ­ნელ მას­წავ­ლე­ბელ ქალს გა­სე­ირ­ნე­ბის დროს თავს და­ესხნენ და მოკ­ლეს“; ბრი­ტა­ნულ The Guardian-ში - "სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბი­ლის­ში ავ­სტრა­ლი­ე­ლი ქალი გა­სე­ირ­ნე­ბის დროს მოკ­ლეს."

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკი
7

თბილისში სეინობისთვის კი არა, ტყეში ღამე ხეტიალის დროს.

123
2

რამდენი ჩვენი მოქალაქე მოკლეს უცხოეთში მართლა მხეცებმა

ავტორი:

"მელბურნელი მასწავლებელი თბილისში, სეირნობის დროს მოკლეს...  კეთილი, უანგარო ადამიანი იყო" - რას წერს ავსტრალიური მედია შანაი ბრუკის გარდაცვალებაზე

"მელბურნელი მასწავლებელი თბილისში, სეირნობის დროს მოკლეს...  კეთილი, უანგარო ადამიანი იყო" - რას წერს ავსტრალიური მედია შანაი ბრუკის გარდაცვალებაზე

ავსტრალიურ მასმედიაში საკმაოდ ფართოდ შუქდება საქართველოში ავსტრალიის მოქალაქის, მელბურნელი ქალის, შანაი ბრუკის გარდაცვალების ამბავი.

გაზეთი "სიდნეი მორნინგ ჰერალდი“ (Sydney Morning Herald) აქვეყნებს პუბლიკაციას სათაურით, "საქართველოს ხელისუფლება მელბურნელი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეძებს“, რომელშიც შანაი ბრუკის (იგივე შანაი ედვარდსის) ტრაგიკული სიკვდილის გარემოებებია გადმოცემული.

ავტორი, აღნიშნავს რა თბილისში, მთაწმინდის პარკში მომხდარი მკვლელობის ფაქტს, იმოწმებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებას, რომლის თანახმად, "სამინისტრო და პოლიციის თანამშრომლები ყველაფერს აკეთებენ მკვლელის გამოსავლენად, უკვე გვაქვს ზოგიერთი ინფორმაცია სავარაუდო დამნაშავის შესახებ“.

პუბლიკაციაში ასევე ციტირებულია შანაი ბრუკის - მეგობრების გამონათქვამები:

"არაჩვეულებრივი სათნო ქალი იყო, მხიარული... ყოველთვის მზად იყო სამოგზაუროდ, თავგადასავლებისათვის“, - წერს ერთი.

"არ მჯერა, რომ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც მსგავსი რამ შეიძლება უდანაშაულო ადამიანის მიმართ მოხდეს. შანაი ერთ-ერთი უანგარო, კეთილი და მეგობრული ადამიანი იყო, ვისაც კი მე შევხვედრივარ“, - წერს მეორე.

თბილისში უკვე ჩავიდა წარმომადგენელი თურქეთში არსებული ავსტრალიის საელჩოდან. მას კავშირი აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან, ოჯახს კი საკონსულო დახმარებას უწევს. "ავსტრალიის მთავრობა ღრმა მწუხარებასა და თანაგრძნობას გამოხატავს ავსტრალიელი ქალის ოჯახის მიმართ. სიკვდილის გარემოებებს საქართველოს ხელისუფლება იძიებს“, - ციტირებულია სტატიაში ავსტრალიის საელჩოს წარმომადგენლის ნათქვამი (წყარო).

ამავე თემაზე მასალები გამოქვეყნდა მელბურნის გაზეთ The Herald Sun-ში სათაურით "მელბურნელი მასწავლებელი, შანაი ბრუკი საქართველოში ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი მოკლეს“, გაზეთ The Australian-ში - "ინგლისური ენის მელბურნელ მასწავლებელ ქალს გასეირნების დროს თავს დაესხნენ და მოკლეს“; ბრიტანულ The Guardian-ში - "საქართველოში, თბილისში ავსტრალიელი ქალი გასეირნების დროს მოკლეს."

ავტორი: სიმონ კილაძე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"