ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრს, მძლეოსან ბენიკ აბრამიანს შეჯიბრების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე აკრძალული პრეპარატის კვალი აღმოუჩინეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი განცხადებას ავრცელებს.
"სეოკ-ის განმარტება
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრს, მძლეოსან ბენიკ აბრამიანს, შეჯიბრების წინ ჩატარებული დოპინგ ტესტის შედეგად აღმოუჩინეს აკრძალული პრეპარატის კვალი.
დადგენილი წესის შესაბამისად, აბრამიანი მოხსნილია ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან.მის შემდგომ სპორტულ კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებს მოგვიანებით განიხილავენ შესაბამისი სპორტული ორგანიზაციები.
აქვე გაცნობებთ, რომ ტოკიოში გამომგზავრებამდე უკლებლივ ყველა ლიცენზიანტმა სპორტსმენმა, მათ შორის ბენიკ აბრამიანმა გაიარა დოპინგ-კონტროლი", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ალბათ ძალიან ძლიერი არის და ყველას მოუგებდა,ამის შეეშინდათ. მეორეც ოლიმპიური ლიცენზია როგორ მოიპოვა. ყველა შეჯიბრების წინ გადიან დოპინგ შემოწმებას. შეიძლება ეს აკლიმატიზაციის ბრალიც იყოს.საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა აუცილებლად უნდა გააპროტესტოს და ყველას დაანახოს რომ ჩვენი სპორცმენები სუფთა და პატიოსან ბრძოლაში აღწევენ წარმატებებს. ჩვენს სპოტცმენს კი ვუსურვებ გამძლეობას.გამაგრდი და ყველაფერი კარგად იქნება.
ალალი იყოს ჩვენი ბიუჯეტიდან მილიონი ბექაურზე და სხვა პრიზიორებზე, ღმერთმა გვიმრავლოს კიდევ! მაგრამ ესეთ სახეობებში, სადაც ოცეულში მოხვედრის თეორიული შანსიც რომ არ არსებობს, მძლეოსნები, მოცურავეები და ესეთები, რატომ უნდა გაიწიოს ხარჯი ვერ ვხვდები, თუ არის 18-22 წლის სპორტსმენი და მოიპოვა ლიცენზია კიდევ ჯანდაბას, პერსპექტიული ეთქმის, მაგრამ 36 წლის სომეხს რომ წაიყვან, აგერ ბატონო შედეგი-სირცხვილი