საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე  კურსდამთავრებულებს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე  კურსდამთავრებულებს ულოცავს

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი და­ვით გურ­გე­ნი­ძე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის, მა­გის­ტრა­ტუ­რი­სა და დოქ­ტო­რან­ტუ­რის 2021 წლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს მი­მარ­თავს და სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბას ულო­ცავს. ინ­ფორ­მა­ცი­ას სტუ-ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

„ძვირ­ფა­სო კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბო, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის, პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­ხე­ლით, გი­ლო­ცავთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბას.

თქვენ მი­ი­ღეთ გა­ნათ­ლე­ბა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის ერთ-ერთ უძ­ვე­ლეს უმაღ­ლეს სა­ინ­ჟინ­რო-ტექ­ნო­ლო­გი­ურ სკო­ლა­ში, რო­მელ­მაც სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე არა­ერ­თი გა­მო­ჩე­ნი­ლი მეც­ნი­ე­რი, ინ­ჟი­ნერ-ტექ­ნო­ლო­გი და მკვლე­ვა­რი აღ­ზარ­და. თქვენ მათი სა­ხე­ლო­ვა­ნი გზის გამ­გრძე­ლებ­ლე­ბი ხართ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბი ასე­ვე ია­მა­ყე­ბენ თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბით.

სამ­წუ­ხა­როა, რომ კო­ვიდ­პან­დე­მი­ის გამო უჩ­ვე­უ­ლო ვი­თა­რე­ბა­ში მოგ­ვი­წია სას­წავ­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თვა - თქვენ ბო­ლომ­დე ვერ გა­ნი­ცა­დეთ სტუ­დენ­ტუ­რი წლე­ბის სი­ლა­ღე, ჩვენ კი დაგ­ვაკ­ლდა თქვენ­თან პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბის სით­ბო. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ერ­თად შევ­ძე­ლით დაგ­ვეძ­ლია ყვე­ლა სირ­თუ­ლე და თქვე­ნი მო­მა­ვა­ლი მიღ­წე­ვე­ბის­თვის მყა­რი სა­ფუძ­ვლის შექ­მნა.

ბედ­ნი­ე­რე­ბას გი­სურ­ვებთ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში და იმე­დი გვაქვს, რომ იქ­ნე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი, რო­გორც პრო­ფე­სი­ულ, ასე­ვე, სა­ხელ­მწი­ფო თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ღე­ბულ ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას კი ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს აღმშე­ნებ­ლო­ბას მო­ახ­მართ.

არ გემ­შვი­დო­ბე­ბით. გვჯე­რა, რომ გაგ­რძელ­დე­ბა თქვე­ნი მჭიდ­რო კავ­ში­რი მშობ­ლი­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან. მრა­ვა­ლი თქვენ­გა­ნი აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს უნი­ვერ­სი­ტე­ტის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბა­ში და ღირ­სე­უ­ლად გა­აგ­რძე­ლებს უფ­რო­სი თა­ო­ბე­ბის შექ­მნილ ტრა­დი­ცი­ებს. გვჯე­რა, ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით შევ­ძლებთ ახა­ლი გა­მოწ­ვე­ბის გამ­კლა­ვე­ბას და ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მრა­ვა­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის მი­მარ­თვა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე  კურსდამთავრებულებს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე  კურსდამთავრებულებს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 2021 წლის კურსდამთავრებულებს მიმართავს და სწავლის დასრულებას ულოცავს. ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

„ძვირფასო კურსდამთავრებულებო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის სახელით, გილოცავთ უნივერსიტეტში სწავლის დასრულებას.

თქვენ მიიღეთ განათლება სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ უძველეს უმაღლეს საინჟინრო-ტექნოლოგიურ სკოლაში, რომელმაც საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე არაერთი გამოჩენილი მეცნიერი, ინჟინერ-ტექნოლოგი და მკვლევარი აღზარდა. თქვენ მათი სახელოვანი გზის გამგრძელებლები ხართ და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი მომავალი თაობები ასევე იამაყებენ თქვენი წარმატებით.

სამწუხაროა, რომ კოვიდპანდემიის გამო უჩვეულო ვითარებაში მოგვიწია სასწავლო პროცესის წარმართვა - თქვენ ბოლომდე ვერ განიცადეთ სტუდენტური წლების სილაღე, ჩვენ კი დაგვაკლდა თქვენთან პირადი ურთიერთობის სითბო. მიუხედავად ამისა, ერთად შევძელით დაგვეძლია ყველა სირთულე და თქვენი მომავალი მიღწევებისთვის მყარი საფუძვლის შექმნა.

ბედნიერებას გისურვებთ პირად ცხოვრებაში და იმედი გვაქვს, რომ იქნებით წარმატებული, როგორც პროფესიულ, ასევე, სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას კი ჩვენი სამშობლოს აღმშენებლობას მოახმართ.

არ გემშვიდობებით. გვჯერა, რომ გაგრძელდება თქვენი მჭიდრო კავშირი მშობლიურ უნივერსიტეტთან. მრავალი თქვენგანი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს უნივერსიტეტის შემდგომ განვითარებაში და ღირსეულად გააგრძელებს უფროსი თაობების შექმნილ ტრადიციებს. გვჯერა, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ახალი გამოწვების გამკლავებას და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მრავალი პროექტის განხორციელებას“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მიმართვაში.