პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ირენა და მისი კოლეგები ყუთებში, კალათებსა და კარტოფილის ტომრებშიც კი ათავსებდნენ..." - უცნობი გმირი, რომელმაც 2 500-ზე მეტი ებრაელი ბავშვი გადაარჩინა
"ირენა და მისი კოლეგები ყუთებში, კალათებსა და კარტოფილის ტომრებშიც კი ათავსებდნენ..." - უცნობი გმირი, რომელმაც 2 500-ზე მეტი ებრაელი ბავშვი გადაარჩინა

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი და ჰო­ლო­კოს­ტი კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე მო­ნაკ­ვე­თია, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც დღე­საც ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ. ჰო­ლო­კოსტს 6 მი­ლი­ო­ნამ­დე ებ­რა­ე­ლის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა.

ნა­ცის­ტე­ბის მიერ და­პყრო­ბილ ევ­რო­პულ ქვეყ­ნებს არ შეს­წევ­დათ ძალა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­ე­წი­ათ ჰიტ­ლე­რის ბრძა­ნე­ბის­თვის. თუმ­ცა იყ­ვნენ რი­გი­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ებ­რა­ე­ლე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად სა­კუ­თარ სი­ცო­ცხლეს რის­კის ქვეშ აგ­დებ­დნენ.

ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია გერ­მა­ნე­ლი მე­წარ­მის ოს­კარ შინდლე­რის გმი­რო­ბის ამ­ბა­ვი, რო­მელ­მაც 1 000-ზე მეტი ებ­რა­ე­ლი სიკ­ვდი­ლის­გან იხ­სნა. თუმ­ცა, ცო­ტამ თუ იცის ირე­ნა სენდლე­რის გმი­რო­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც ნა­ცის­ტე­ბის მიერ და­პყრო­ბილ პო­ლო­ნეთ­ში 2 500-ზე მეტი ებ­რა­ე­ლი ბავ­შვი გა­და­არ­ჩი­ნა!

ებ­რა­ე­ლი ოჯა­ხე­ბის დახ­მა­რე­ბა

ირე­ნა სენდლე­რი 1910 წელს ვარ­შა­ვა­ში და­ი­ბა­და. მა­მა­მი­სი ექი­მი იყო, რო­მე­ლიც უფა­სოდ მკურ­ნა­ლობ­და მათ, ვი­საც სხვა ექი­მე­ბი უარს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, ებ­რა­უ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის გამო.

რო­დე­საც ირე­ნა 7 წლის იყო, მა­მა­მისს პა­ცი­ენ­ტის­გან ტიფი გა­და­ე­დო და გარ­და­იც­ვა­ლა. ექი­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ებ­რა­ულ­მა თემ­მა მის ოჯახს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნა და ეს ირე­ნამ სა­მუ­და­მო და­ი­მახ­სოვ­რა.

ჯერ კი­დევ 1939 წელს, მა­შინ რო­დე­საც ფა­შის­ტე­ბი თავს და­ესხნენ პო­ლო­ნეთს სენდლე­რი დახ­მა­რე­ბას უწევ­და ებ­რა­ე­ლებს. თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად მან შექ­მნა 3000-მდე ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტი, რათა დახ­მა­რე­ბო­და ებ­რა­ელ ოჯა­ხებს. ორი წლის მან­ძილ­ზე, მას ფა­რუ­ლად მიჰ­ქონ­და საკ­ვე­ბი, წამ­ლე­ბი და ფული ებ­რა­ულ გე­ტო­ში.

„ჟე­გო­ტა­ში“ გა­წევ­რი­ა­ნე­ბა და ბავ­შვე­ბის გა­მოყ­ვა­ნა გე­ტო­დან

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის პო­ლო­ნე­თის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია „ჟე­გო­ტას“ (ებ­რა­ელ­თა დახ­მა­რე­ბის საბ­ჭო) შე­უ­ერ­თდა, რომ­ლის მი­ზა­ნიც პო­ლო­ნე­თის ნა­ცის­ტე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ებ­რა­ე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა იყო.

1943 წლის აგ­ვის­ტო­ში სენდლერ­მა ჩა­ი­ბა­რა ჟე­გო­ტას ბავ­შვთა სექ­ცია. სენდლერს რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის წარ­მო­მად­გე­ნელს ვარ­შა­ვის გე­ტო­ში შეს­ვლის სპე­ცი­ა­ლუ­რი უფ­ლე­ბა ჰქონ­და, სა­დაც ავად­მყო­ფებს ტი­ფის სიმპტო­მებ­ზე სინ­ჯავ­და. ამ ვი­ზი­ტე­ბის დროს სენდლე­რი ებ­რა­ე­ლე­ბის მი­მართ სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნით თან ატა­რებ­და და­ვი­თის ვარ­სკვლავს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

"ირენა და მისი კოლეგები ყუთებში, კალათებსა და კარტოფილის ტომრებშიც კი ათავსებდნენ..." - უცნობი გმირი, რომელმაც 2 500-ზე მეტი ებრაელი ბავშვი გადაარჩინა

"ირენა და მისი კოლეგები ყუთებში, კალათებსა და კარტოფილის ტომრებშიც კი ათავსებდნენ..." - უცნობი გმირი, რომელმაც 2 500-ზე მეტი ებრაელი ბავშვი გადაარჩინა

მეორე მსოფლიო ომი და ჰოლოკოსტი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მონაკვეთია, რომლის შესახებაც დღესაც ბევრს საუბრობენ. ჰოლოკოსტს 6 მილიონამდე ებრაელის სიცოცხლე შეეწირა.

ნაცისტების მიერ დაპყრობილ ევროპულ ქვეყნებს არ შესწევდათ ძალა წინააღმდეგობა გაეწიათ ჰიტლერის ბრძანებისთვის. თუმცა იყვნენ რიგითი ადამიანები, რომლებიც ებრაელების გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აგდებდნენ.

ყველასთვის ცნობილია გერმანელი მეწარმის ოსკარ შინდლერის გმირობის ამბავი, რომელმაც 1 000-ზე მეტი ებრაელი სიკვდილისგან იხსნა. თუმცა, ცოტამ თუ იცის ირენა სენდლერის გმირობის შესახებ, რომელმაც ნაცისტების მიერ დაპყრობილ პოლონეთში 2 500-ზე მეტი ებრაელი ბავშვი გადაარჩინა!

ებრაელი ოჯახების დახმარება

ირენა სენდლერი 1910 წელს ვარშავაში დაიბადა. მამამისი ექიმი იყო, რომელიც უფასოდ მკურნალობდა მათ, ვისაც სხვა ექიმები უარს ეუბნებოდნენ, ებრაული წარმომავლობის გამო.

როდესაც ირენა 7 წლის იყო, მამამისს პაციენტისგან ტიფი გადაედო და გარდაიცვალა. ექიმის გარდაცვალების შემდეგ, ებრაულმა თემმა მის ოჯახს მატერიალური დახმარება აღმოუჩინა და ეს ირენამ სამუდამო დაიმახსოვრა.

ჯერ კიდევ 1939 წელს, მაშინ როდესაც ფაშისტები თავს დაესხნენ პოლონეთს სენდლერი დახმარებას უწევდა ებრაელებს. თანამშრომლებთან ერთად მან შექმნა 3000-მდე ყალბი დოკუმენტი, რათა დახმარებოდა ებრაელ ოჯახებს. ორი წლის მანძილზე, მას ფარულად მიჰქონდა საკვები, წამლები და ფული ებრაულ გეტოში.

„ჟეგოტაში“ გაწევრიანება და ბავშვების გამოყვანა გეტოდან

მოგვიანებით ის პოლონეთის წინააღმდეგობის ორგანიზაცია „ჟეგოტას“ (ებრაელთა დახმარების საბჭო) შეუერთდა, რომლის მიზანიც პოლონეთის ნაცისტებისგან გათავისუფლება და ებრაელების დახმარება იყო.

1943 წლის აგვისტოში სენდლერმა ჩაიბარა ჟეგოტას ბავშვთა სექცია. სენდლერს როგორც სოციალური უზრუნველყოფის წარმომადგენელს ვარშავის გეტოში შესვლის სპეციალური უფლება ჰქონდა, სადაც ავადმყოფებს ტიფის სიმპტომებზე სინჯავდა. ამ ვიზიტების დროს სენდლერი ებრაელების მიმართ სოლიდარობის ნიშნით თან ატარებდა დავითის ვარსკვლავს...წაიკითხეთ სრულად