სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედგაცრუებულნი ვართ მოვლენების ასე განვითარებით - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უკან დაიხიონ" - კონგრესმენები "ოცნების" გადაწყვეტილებას ეხმაურებიან
"იმედგაცრუებულნი ვართ მოვლენების ასე განვითარებით - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უკან დაიხიონ" - კონგრესმენები "ოცნების" გადაწყვეტილებას ეხმაურებიან

ჩვენ იმედ­გაც­რუ­ე­ბულ­ნი ვართ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოვ­ლე­ნე­ბის ასე გან­ვი­თა­რე­ბით - მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა მხა­რეს, ერ­თად იმუ­შა­ონ დე­მოკ­რა­ტი­ის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად და არა მისი დან­გრე­ვის­თვის , - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნე­ბი ადამ კინ­ზინ­გე­რი და ჯერი კო­ნო­ლი ერ­თობ­ლივ წე­რილ­ში აცხა­დე­ბენ, რი­თაც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბი­დან გას­ვლას ეხ­მი­ა­ნე­ბი­ან.

რო­გორც წე­რილ­შია ნათ­ქვა­მი, მათ, ვი­საც ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის მარ­ცხის ნახ­ვა სურს, გამ­ბე­და­ო­ბა ემა­ტე­ბათ, როცა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი უკან იხე­ვენ, ერ­თმა­ნე­თის­კენ თითს იშ­ვე­რენ და ავ­რცე­ლე­ბენ კონ­სპი­რა­ცი­ებს.

„სი­ახ­ლე, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, გავა 19 აპ­რი­ლის სა­პარ­ლა­მენ­ტო შე­თან­ხმე­ბი­დან, სამ­წუ­ხა­როდ ხაზს უს­ვამს სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის არ­სე­ბულ მიმ­დი­ნა­რე გა­მოწ­ვე­ვებს. ჩვენ იმედ­გაც­რუ­ე­ბულ­ნი ვართ მოვ­ლე­ნე­ბის ასე გან­ვი­თა­რე­ბით და ასე­ვე, რო­გორც ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის უა­რით შე­ერ­თე­ბოდ­ნენ შე­თან­ხმე­ბას, ასე­ვე თბი­ლის­ში პო­ლი­ტი­კის ზო­გა­დი პო­ლა­რი­ზა­ცი­ით.

ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა მხა­რეს, რომ უკან და­ი­ხი­ონ, ხე­ლახ­ლა გა­და­ა­ფა­სონ მათი პრი­ო­რი­ტეტ­ბი და ერ­თად იმუ­შა­ონ სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად და არა - მისი დან­გრე­ვის­თვის.

მხო­ლოდ სა­კა­ნონ­მდებ­ლო პრო­ცე­სის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა გა­და­იჭ­რას მმარ­თვე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რთუ­ლი სა­კი­თხე­ბი. მათ, ვი­საც ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის მარ­ცხის ნახ­ვა სურს, გამ­ბე­და­ო­ბა ემა­ტე­ბათ, როცა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი უკან იხე­ვენ, ერ­თმა­ნე­თის­კენ თითს იშ­ვე­რენ და ავ­რცე­ლე­ბენ კონ­სპი­რა­ცი­ებს. ჩვენ მზად ვართ ხელი შე­გი­წყოთ სა­დაც შეგ­ვიძ­ლია, რათა სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ი­სად­მი ნდო­ბის აღ­დგე­ნას და­ვეხ­მა­როთ“, - ნათ­ქვა­მია კონ­ზინ­გე­რი­სა და კო­ნო­ლის ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვარი
3

ეტყობა ესენი თეა წულუკიანს ჯერ არ იცნობენ, ჰოო და პასუხს რო გასცემს მერე გაიგებენ ვინ არის. 

საშველი
7

არა შეშფოთებას

ავტორი:

"იმედგაცრუებულნი ვართ მოვლენების ასე განვითარებით - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უკან დაიხიონ" - კონგრესმენები "ოცნების" გადაწყვეტილებას ეხმაურებიან

"იმედგაცრუებულნი ვართ მოვლენების ასე განვითარებით - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უკან დაიხიონ" - კონგრესმენები "ოცნების" გადაწყვეტილებას ეხმაურებიან

ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ საქართველოში მოვლენების ასე განვითარებით - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ერთად იმუშაონ დემოკრატიის გასაძლიერებლად და არა მისი დანგრევისთვის , - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენები ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი ერთობლივ წერილში აცხადებენ, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას ეხმიანებიან.

როგორც წერილშია ნათქვამი, მათ, ვისაც ქართული დემოკრატიის მარცხის ნახვა სურს, გამბედაობა ემატებათ, როცა პოლიტიკოსები უკან იხევენ, ერთმანეთისკენ თითს იშვერენ და ავრცელებენ კონსპირაციებს.

„სიახლე, რომ „ქართული ოცნება“, გავა 19 აპრილის საპარლამენტო შეთანხმებიდან, სამწუხაროდ ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიისთვის არსებულ მიმდინარე გამოწვევებს. ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ მოვლენების ასე განვითარებით და ასევე, როგორც ოპოზიციური პარტიების უარით შეერთებოდნენ შეთანხმებას, ასევე თბილისში პოლიტიკის ზოგადი პოლარიზაციით.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ უკან დაიხიონ, ხელახლა გადააფასონ მათი პრიორიტეტბი და ერთად იმუშაონ საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად და არა - მისი დანგრევისთვის.

მხოლოდ საკანონმდებლო პროცესის საშუალებით შეიძლება გადაიჭრას მმართველობასთან დაკავშირებული რთული საკითხები. მათ, ვისაც ქართული დემოკრატიის მარცხის ნახვა სურს, გამბედაობა ემატებათ, როცა პოლიტიკოსები უკან იხევენ, ერთმანეთისკენ თითს იშვერენ და ავრცელებენ კონსპირაციებს. ჩვენ მზად ვართ ხელი შეგიწყოთ სადაც შეგვიძლია, რათა საქართველოს დემოკრატიისადმი ნდობის აღდგენას დავეხმაროთ“, - ნათქვამია კონზინგერისა და კონოლის ერთობლივ განცხადებაში.