კონფლიქტები
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლაშამ დარეკა და მითხრა, მამა, ყველა წვალება თვალწინ დამიდგა, როცა რუსი დავამარცხეო... ახლაც ბურანში ვარ" - როგორია გამარჯვების შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონის მამის ემოციები?
"ლაშამ დარეკა და მითხრა, მამა, ყველა წვალება თვალწინ დამიდგა, როცა რუსი დავამარცხეო... ახლაც ბურანში ვარ" - როგორია გამარჯვების შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონის მამის ემოციები?

ტო­კი­ოს 2020 წლის ოპ­ლიმ­პი­ა­და­ზე პირ­ვე­ლი ოქრო ჩვენს ქვე­ყა­ნას 21 წლის ლაშა ბე­ქა­ურ­მა მო­უ­ტა­ნა. ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი 90 კგ. წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში ას­პა­რე­ზობ­და. მან ფი­ნალ­ში გა­სას­ვლე­ლად რუ­სე­თის ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მი­ხე­ილ იგოლ­ნი­კო­ვი ვა­ზა­რით და­ა­მარ­ცხა. რუს­თან მო­პო­ვე­ბუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნო­ბის­თვის ბრძო­ლა ქარ­თველ ძი­უ­დო­ისტს გერ­მა­ნელ ედუ­არდ ტრი­პელ­თან მო­უ­წია და მე­ტო­ქის აქ­ტი­უ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ოქრო არ დათ­მო და ჩვენს ქვე­ყა­ნას უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლი მი­ა­ნი­ჭა.

ის მე­სა­მე კლა­სე­ლი ლაშა ბე­ქა­უ­რი, რო­მე­ლიც მა­მამ თა­ვი­ანთ სო­ფელ­ში, არ­ხი­ლოს­კა­ლო­ში კახა წიკ­ლა­ურ­თან ძი­უ­დო­ზე შე­იყ­ვა­ნა, დღეს ოლიმ­პი­უ­რი მედ­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და. AMBEBI.GE ლა­შას მა­მას, გელა ბე­ქა­ურს და­უ­კავ­შირ­და. მას ვთხო­ვეთ გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა შვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ემო­ცი­ე­ბი:

- ბა­ტო­ნო გელა, თა­ვის დრო­ზე, ლა­შას თქვენ გა­უკ­ვა­ლეთ გზა, თქვე­ნი სურ­ვი­ლი იყო მას ცხოვ­რე­ბა ძი­უ­დოს­თვის და­ე­კავ­ში­რე­ბი­ნა. ახლა, როცა ის ოლიმ­პი­ა­დის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და ჩემ­პი­ო­ნია, რას გრძნობთ? თუ ესა­უბ­რეთ ლა­შას?

- ჯერ ვერ გა­ვერ­კვიე ჩემს თავს რა ხდე­ბა, ბუ­რან­ში ვარ, დავ­დი­ვარ და სა­ხელს ვერ ვარ­ქმევ იმ ემო­ცი­ას, რა­საც ახლა გან­ვიც­დი, ნუთუ ეს გა­მარ­ჯვე­ბა ჩემს შვილს ეკუთ­ვნის? დაგ­ვი­რე­კა და ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლია, მი­თხრა, მამა, ყვე­ლა წვა­ლე­ბა და გან­ვლი­ლი გზა და­მიდ­გა თვალ­წინ, როცა რუსი და­ვა­მარ­ცხეო.

ლაშა ბე­ქა­უ­რი მშობ­ლებ­თან ერ­თად

ასევე დაგაინტერესებთ
17:54 / 28-07-2021

"წარმომიდგენია ჩემი ხალხი როგორი გახარებულია...ბოლომდე ვიბრძოლე ჩემი სამშობლოსთვის" - ლაშა ბექაურის პირველი კომენტარი ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ

19:45 / 28-07-2021

"ომში მაცილებ დეეო... გესახელებინოს სამშობლო დე!" - რას წერდა ლაშა ბექაურის დედა შვილის ოლიმპიადაზე გაცილებისას

20:30 / 28-07-2021

"სამ კვირაში მოვარჩინეთ..." - რას ამბობს ლაშა ბექაურის მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი, რომლის ფოტომ ოლიმპიადიდან სოცქსელი მოიცვა

21:12 / 28-07-2021

"ბევრჯერ ვარჯიშზე უჭმელი წავსულვარ... გირები რომ არ გვქონდა, ქვებით გვიწევდა ვარჯიში" - რას ჰყვება 21 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ბავშვობაზე

10:11 / 29-07-2021

"შებოჭილი პერშინის დანახვისას, გვეგონა, რომ იმ დღეს საქართველომ რუსეთს ომი მოუგო" - 2008 წელი, 13 აგვისტო: ისტორიული გამარჯვების ამბავი

- არ გქონ­დათ მო­ლო­დი­ნი, რომ გა­ი­მარ­ჯვებ­და?

- მას ჰქონ­და სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მა, რო­მე­ლიც ერთი თვის წინ მსოფ­ლი­ოს გუნ­დურ შე­ჯიბ­რე­ბა­ზე მი­ი­ღო, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას სჭირ­დე­ბო­და მი­ნი­მუმ 6 თვე. ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი მხა­რით ას­პა­რე­ზო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია. ექი­მე­ბი იმ­სა­ხუ­რე­ბენ გან­სა­კუთ­რე­ბულ მად­ლო­ბას. ზუ­რაბ კა­ხაბ­რიშ­ვილ­მა ყვე­ლა­ფე­რი იღო­ნა იმის­თვის, რომ ლა­შას შეძ­ლე­ბო­და შე­ჯიბრში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, წი­ნას­წარ იმა­ზე ფიქ­რი, რა შე­დეგს და­დებ­და, მი­ჭირ­და, თუმ­ცა ეჭვი არ მე­პა­რე­ბო­და, რომ სამ­შობ­ლოს გა­სა­ხა­რად თავს არ და­ზო­გავ­და.

- ფი­ნალს სად უყუ­რეთ?

- მე სა­ერ­თოდ მის შე­ჯიბ­რე­ბებს მარ­ტო ვუ­ყუ­რებ. დედა ტა­ძარ­ში და­დის სულ და ღმერ­თს ავედ­რებს მის თავს. ეკ­რა­ნი­დან არ შე­უძ­ლია თვა­ლი ადევ­ნოს, ნერ­ვი­უ­ლობს და გა­ნიც­დის. ლა­შა­საც ძა­ლი­ან სწამს ღმერ­თი და სულ ამ­ბობს, ჩემი გა­მარ­ჯვე­ბა მისი ნე­ბა­აო. ჩვენს ოჯახ­შიც ასე გვწამს, ვი­საც რო­გო­რი რწმე­ნა არ უნდა ჰქონ­დეს უფ­ლის. ჩვენ გვჯე­რა ღმერ­თის.

- ლა­შას პა­ტა­რა და­ი­კოს­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. რა რე­აქ­ცია ჰქონ­და ძმის გა­მარ­ჯვე­ბა­ზე თქვენს უმ­ცროს ქა­ლიშ­ვილს?

- რა თქმა უნდა, უყუ­რა, თურ­მე ეკ­რა­ნის­თვის უკოც­ნია, რომ გა­ი­მარ­ჯვა.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ძინ პინი
0

სასიხარულო ამბავია უბრალოდ მცირე შესწორებით სპორტს არ აქვს ეროვნება და პოლიტიკურ პროცესებში თუ არ ჩაერევა კარგი იქნება.... რა მნიშვნელობა აქვს რუსი, ფრანგი გერმანელი დაამარცხე?! იყავი და დარჩი შენი საქმის პროფესიონალი ასე უფრო მეტს გააკეთებ და უფრო დაფასებული იქნები... 

Status quo
0

დამპყრობელი რუსი ქართველისთვის საძულველი უნდა იყოს,ჭკუის კოლოფი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ლაშამ დარეკა და მითხრა, მამა, ყველა წვალება თვალწინ დამიდგა, როცა რუსი დავამარცხეო... ახლაც ბურანში ვარ" - როგორია გამარჯვების შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონის მამის ემოციები?

"ლაშამ დარეკა და მითხრა, მამა, ყველა წვალება თვალწინ დამიდგა, როცა რუსი დავამარცხეო... ახლაც ბურანში ვარ" - როგორია გამარჯვების შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონის მამის ემოციები?

ტოკიოს 2020 წლის ოპლიმპიადაზე პირველი ოქრო ჩვენს ქვეყანას 21 წლის ლაშა ბექაურმა მოუტანა. ქართველი ძიუდოისტი 90 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მან ფინალში გასასვლელად რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი მიხეილ იგოლნიკოვი ვაზარით დაამარცხა. რუსთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ოლიმპიური ჩემპიონობისთვის ბრძოლა ქართველ ძიუდოისტს გერმანელ ედუარდ ტრიპელთან მოუწია და მეტოქის აქტიური წინააღმდეგობის მიუხედავად, ოქრო არ დათმო და ჩვენს ქვეყანას უდიდესი სიხარული მიანიჭა.

ის მესამე კლასელი ლაშა ბექაური, რომელიც მამამ თავიანთ სოფელში, არხილოსკალოში კახა წიკლაურთან ძიუდოზე შეიყვანა, დღეს ოლიმპიური მედლის მფლობელი გახდა. AMBEBI.GE ლაშას მამას, გელა ბექაურს დაუკავშირდა. მას ვთხოვეთ გაეზიარებინა შვილის გამარჯვებით გამოწვეული ემოციები:

- ბატონო გელა, თავის დროზე, ლაშას თქვენ გაუკვალეთ გზა, თქვენი სურვილი იყო მას ცხოვრება ძიუდოსთვის დაეკავშირებინა. ახლა, როცა ის ოლიმპიადის გამარჯვებული და ჩემპიონია, რას გრძნობთ? თუ ესაუბრეთ ლაშას?

- ჯერ ვერ გავერკვიე ჩემს თავს რა ხდება, ბურანში ვარ, დავდივარ და სახელს ვერ ვარქმევ იმ ემოციას, რასაც ახლა განვიცდი, ნუთუ ეს გამარჯვება ჩემს შვილს ეკუთვნის? დაგვირეკა და ძალიან გახარებულია, მითხრა, მამა, ყველა წვალება და განვლილი გზა დამიდგა თვალწინ, როცა რუსი დავამარცხეო.

ლაშა ბექაური მშობლებთან ერთად

- არ გქონდათ მოლოდინი, რომ გაიმარჯვებდა?

- მას ჰქონდა სერიოზული ტრავმა, რომელიც ერთი თვის წინ მსოფლიოს გუნდურ შეჯიბრებაზე მიიღო, რეაბილიტაციას სჭირდებოდა მინიმუმ 6 თვე. ჩამოკიდებული მხარით ასპარეზობა ძალიან რთულია. ექიმები იმსახურებენ განსაკუთრებულ მადლობას. ზურაბ კახაბრიშვილმა ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ ლაშას შეძლებოდა შეჯიბრში მონაწილეობა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წინასწარ იმაზე ფიქრი, რა შედეგს დადებდა, მიჭირდა, თუმცა ეჭვი არ მეპარებოდა, რომ სამშობლოს გასახარად თავს არ დაზოგავდა.

- ფინალს სად უყურეთ?

- მე საერთოდ მის შეჯიბრებებს მარტო ვუყურებ. დედა ტაძარში დადის სულ და ღმერთს ავედრებს მის თავს. ეკრანიდან არ შეუძლია თვალი ადევნოს, ნერვიულობს და განიცდის. ლაშასაც ძალიან სწამს ღმერთი და სულ ამბობს, ჩემი გამარჯვება მისი ნებააო. ჩვენს ოჯახშიც ასე გვწამს, ვისაც როგორი რწმენა არ უნდა ჰქონდეს უფლის. ჩვენ გვჯერა ღმერთის.

- ლაშას პატარა დაიკოსთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. რა რეაქცია ჰქონდა ძმის გამარჯვებაზე თქვენს უმცროს ქალიშვილს?

- რა თქმა უნდა, უყურა, თურმე ეკრანისთვის უკოცნია, რომ გაიმარჯვა.