სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვლადიმირ პუტინს რეალური პრობლემები აქვს... ეს, მას კიდევ უფრო სახიფათო ადამიანად აქცევს“ - რა უთხრა ჯო ბაიდენმა ამერიკელ მზვერავებს?
"ვლადიმირ პუტინს რეალური პრობლემები აქვს... ეს, მას კიდევ უფრო სახიფათო ადამიანად აქცევს“ - რა უთხრა ჯო ბაიდენმა ამერიკელ მზვერავებს?

და­სავ­ლურ მა­ს­მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა რუ­სე­თის პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ჯო ბა­ი­დენ­მა გუ­შინ, 27 ივ­ლისს, ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრში (ვირ­ჯი­ნი­ის შტა­ტი), დაზ­ვერ­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან შეხ­ვედ­რის დროს გა­ა­კე­თა.

აშშ-ის მე­თა­ურ­მა ცენ­ტრის შე­ნო­ბა­ში მყოფ სა­დაზ­ვერ­ვო უწყე­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს თა­ვი­სი თვალ­საზ­რი­სი გა­უ­ზი­ა­რა იმ საფრ­თხე­ე­ბი­სა და მუ­ქა­რე­ბის შე­სა­ხებ, რაც ამე­რი­კის წი­ნა­შე დგას. "მად­ლო­ბას გიხ­დით იმ დიდი სა­მუ­შა­ოს გამო, რო­მელ­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბი­სათ­ვის ეწე­ვით. თქვენ აქ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ხართ შეკ­რე­ბი­ლი, რო­მელ­თა თა­ო­ბა­ზეც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვე­რას­დროს გა­ი­გებს, ვე­რას­დროს ექ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნა თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე. აქ ხართ ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი, მკვლე­ვა­რე­ბი, ლინგვის­ტე­ბი, სხვა დამ­ხმა­რე პერ­სო­ნა­ლი, რომ­ლე­ბიც ნამ­დვი­ლი ექ­სპერ­ტე­ბი არი­ან, რო­მელ­თა კა­რი­ე­რა ჩემი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შექ­მნამ­დე ბევ­რად ადრე და­ი­წყო და რო­მელ­თა სამ­სა­ხუ­რი მხო­ლოდ ჩემი პრე­ზი­დენ­ტო­ბის ჩარ­ჩო­ე­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. თქვენ ამე­რი­კელ ხალ­ხს ემ­სა­ხუ­რე­ბით და არა რო­მე­ლი­მე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას. ამი­ტო­მაც სა­სი­ცო­ცხლოდ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ თქვენ რა­ი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნი­სა თუ ზე­წო­ლი­სა­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი იყოთ“, - გა­ნა­ცხა­და ჯო ბა­ი­დენ­მა.

პრე­ზი­დენ­ტმა, ბუ­ნებ­რი­ვია, თა­ვი­სი გა­მოს­ვლი­სას უყუ­რა­დღე­ბოდ არ და­ტო­ვა რუ­სე­თი და თა­ვი­სი კო­ლე­გა ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი, რო­მელ­საც, რო­გორც ბრი­ტა­ნუ­ლი "რო­ი­ტე­რი“ წერს, აშ­კა­რა სარ­კაზ­მით, "ჩემი ძა­ლი­ან ახლო მე­გო­ბა­რი“ უწო­და.

"რო­გორც ყვე­ლამ იცით, მე ამას წი­ნათ სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რა მქონ­და "ჩემს ძა­ლი­ან ახლო მე­გო­ბარ" ვლა­დი­მირ პუ­ტინ­თან. ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია მსოფ­ლიო ლი­დე­რებს ვხვდე­ბი და მეც, ისე­ვე რო­გორც თქვენ, გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ თავს სხვა ადა­მი­ა­ნად ვგრძნობ. მან, ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა კარ­გად იცის, რომ თქვენ უფრო ძლი­ე­რე­ბი და კარ­გე­ბი ხართ, ვიდ­რე მისი გუნ­დი და ეს ფაქ­ტი მას ძა­ლი­ან აღელ­ვებს. მე არ ვხუმ­რობ“.

"ვლა­დი­მირ პუ­ტინს... რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. იგი ისეთ ეკო­ნო­მი­კა­ზე ზის, რო­მელ­შიც მხო­ლოდ ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი და ნავ­თო­ბის ჭა­ბურ­ღი­ლე­ბი ჩანს. მეტი არა­ფე­რი. რას წარ­მო­ად­გენს რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კა? ის ყვე­ლა­ზე მცი­რეა მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კებს შო­რის. მან იცის, რომ საქ­მე ცუ­დად აქვს და ეს, ჩემი აზ­რით, მას კი­დევ უფრო სა­ხი­ფა­თო ადა­მი­ა­ნად აქ­ცევს“, - აღ­ნიშ­ნა ჯო ბა­ი­დენ­მა.

სხვა­თა შო­რის, 17 ივ­ლისს, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, როცა ჯო ბა­ი­დენ­თან შეხ­ვედ­რა­ზე პი­რა­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა გა­მო­ხა­ტა, თა­ვის მხრივ აღ­ნიშ­ნა:

"ბა­ი­დე­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, მას­თან ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბით მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო, რომ არა­ფე­რი გა­მოგრჩეს. გარ­წმუ­ნებთ, რომ იგი თვი­თონ არ­ცერთ სი­ტყვას უყუ­რა­დღე­ბოდ არ ტო­ვებს“.

ჯო ბა­ი­დენ­მა კი, მზვე­რა­ვე­ბის წი­ნა­შე გა­მოს­ვლი­სას, ის სა­ი­დუმ­ლო მოხ­სე­ნე­ბა და­ი­მოწ­მა, რო­მელ­საც მას ყო­ველ­დღი­უ­რად უმ­ზა­დე­ბენ და გა­ნა­ცხა­და, რომ 27 ივ­ლი­სის მო­ნა­ცე­მე­ბით, რუ­სე­თი კვლავ ცდი­ლობს გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს აშშ-ის შუ­ა­ლე­დურ არ­ჩევ­ნებ­ზე, რო­მე­ლიც 2022 წლის ნო­ემ­ბერ­ში უნდა გა­ი­მარ­თოს. ამ მიზ­ნის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად მოს­კო­ვი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას გეგ­მავს. "ეს არის ჩვე­ნი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის სუფ­თა დარ­ღვე­ვა“, - ბრძა­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

ჯო ბა­ი­დენ­მა არც ჩი­ნე­თი არ და­ი­ვი­წყა.

"შე­ხე­დეთ ჩი­ნეთს. მე სი ძინ­პინ­თან მსოფ­ლიო ყვე­ლა ლი­დერ­თან შე­და­რე­ბით, ყვე­ლა­ზე მეტი დრო მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. მე მას 25 სა­ა­თი პი­რის­პირ ვე­სა­უბ­რე, როცა აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ვი­ყა­ვი. ბა­რაკ ობა­მას ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებ­და, თუ ვი­ნაა, რას წარ­მო­ად­გენ­და ჩი­ნე­თის ლი­დე­რი. მე სი ძინ­პინ­თან ერ­თად ჩი­ნეთ­ში 17 ათა­სი მილი გა­ვი­ა­რე. მას­თან ერ­თად მხო­ლოდ თარ­ჯიმ­ნე­ბის თან­ხლე­ბით ვი­ჯე­ქი. შე­ვა­ტყვე, რომ იგი გან­წყო­ბი­ლია იმის­თვის, რომ ჩი­ნე­თი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი სამ­ხედ­რო ძა­ლის მქო­ნე ქვე­ყა­ნად იქ­ცეს, ასე­ვე იმი­თაც, რომ ჩი­ნეთს ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ეკო­ნო­მი­კა ჰქონ­დეს... ეს რე­ა­ლუ­რია“, - გა­ნაგ­რძო თა­ვი­სი კო­ლე­გე­ბის და­ხა­სი­ა­თე­ბა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა.

ჯო ბა­ი­დენ­მა ასე­ვე შე­ნიშ­ნა, რომ კი­ბერ­თავ­დას­ხმებს სე­რი­ო­ზუ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია - თვით ცხე­ლი ომის გა­მოწ­ვე­ვაც კი ზე­სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის.

დღეს, ოთხშა­ბათს, ჟე­ნე­ვა­ში რუ­სეთ-აშშ-ის და­ხუ­რუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბა უნდა გა­ი­მარ­თოს ბირ­თვუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის შემ­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­ზე­დაც ორი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტე­ბი თვე­ნა­ხევ­რის წინ შე­თან­ხმდნენ. რუ­სე­თის მხრი­დან მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე სერ­გეი რა­ი­ბკო­ვი, ამე­რი­კის მხრი­დან კი - სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლე ვენ­დი შერ­მა­ნი.

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ,

ბრი­ტა­ნუ­ლი ბი-ბი-სის, გერ­მა­ნუ­ლი "დო­ი­ჩე ვე­ლე­სა“ და აშშ-ის თეთ­რი სახ­ლის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
5555
3

ღმერთო შენ უშველე ამერიკას ......

მახო
0

ამდენს ვერ ილაპარაკებდა ტყუილია მაგი ისე ერთი ოხრები ხართ შენც და ვოვკაიაც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"ვლადიმირ პუტინს რეალური პრობლემები აქვს... ეს, მას კიდევ უფრო სახიფათო ადამიანად აქცევს“ - რა უთხრა ჯო ბაიდენმა ამერიკელ მზვერავებს?

"ვლადიმირ პუტინს რეალური პრობლემები აქვს... ეს, მას კიდევ უფრო სახიფათო ადამიანად აქცევს“ - რა უთხრა ჯო ბაიდენმა ამერიკელ მზვერავებს?

დასავლურ მასმედიაში გავრცელდა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება რუსეთის პრობლემების შესახებ, რომელიც ჯო ბაიდენმა გუშინ, 27 ივლისს, ტერორიზმთან ბრძოლის ეროვნულ ცენტრში (ვირჯინიის შტატი), დაზვერვის თანამშრომლებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

აშშ-ის მეთაურმა ცენტრის შენობაში მყოფ სადაზვერვო უწყებების ხელმძღვანელებს თავისი თვალსაზრისი გაუზიარა იმ საფრთხეებისა და მუქარების შესახებ, რაც ამერიკის წინაშე დგას. "მადლობას გიხდით იმ დიდი სამუშაოს გამო, რომელსაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის ეწევით. თქვენ აქ ისეთი ადამიანები ხართ შეკრებილი, რომელთა თაობაზეც საზოგადოება ვერასდროს გაიგებს, ვერასდროს ექნება წარმოდგენა თქვენს საქმიანობაზე. აქ ხართ ანალიტიკოსები, მკვლევარები, ლინგვისტები, სხვა დამხმარე პერსონალი, რომლებიც ნამდვილი ექსპერტები არიან, რომელთა კარიერა ჩემი ადმინისტრაციის შექმნამდე ბევრად ადრე დაიწყო და რომელთა სამსახური მხოლოდ ჩემი პრეზიდენტობის ჩარჩოებით არ შემოიფარგლება. თქვენ ამერიკელ ხალხს ემსახურებით და არა რომელიმე ხელისუფლებას და რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. ამიტომაც სასიცოცხლოდ არის აუცილებელი, რომ თქვენ რაიმე პოლიტიკური გავლენისა თუ ზეწოლისაგან თავისუფალი იყოთ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

პრეზიდენტმა, ბუნებრივია, თავისი გამოსვლისას უყურადღებოდ არ დატოვა რუსეთი და თავისი კოლეგა ვლადიმირ პუტინი, რომელსაც, როგორც ბრიტანული "როიტერი“ წერს, აშკარა სარკაზმით, "ჩემი ძალიან ახლო მეგობარი“ უწოდა.

"როგორც ყველამ იცით, მე ამას წინათ საინტერესო შეხვედრა მქონდა "ჩემს ძალიან ახლო მეგობარ" ვლადიმირ პუტინთან. ძალიან დიდი ხანია მსოფლიო ლიდერებს ვხვდები და მეც, ისევე როგორც თქვენ, გარკვეული დროის შემდეგ თავს სხვა ადამიანად ვგრძნობ. მან, ვლადიმირ პუტინმა კარგად იცის, რომ თქვენ უფრო ძლიერები და კარგები ხართ, ვიდრე მისი გუნდი და ეს ფაქტი მას ძალიან აღელვებს. მე არ ვხუმრობ“.

"ვლადიმირ პუტინს... რეალური პრობლემები აქვს. იგი ისეთ ეკონომიკაზე ზის, რომელშიც მხოლოდ ბირთვული იარაღი და ნავთობის ჭაბურღილები ჩანს. მეტი არაფერი. რას წარმოადგენს რუსეთის ეკონომიკა? ის ყველაზე მცირეა მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებს შორის. მან იცის, რომ საქმე ცუდად აქვს და ეს, ჩემი აზრით, მას კიდევ უფრო სახიფათო ადამიანად აქცევს“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

სხვათა შორის, 17 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტმა, როცა ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე პირადი შთაბეჭდილება გამოხატა, თავის მხრივ აღნიშნა:

"ბაიდენი პროფესიონალია, მასთან ძალიან ყურადღებით მუშაობაა საჭირო, რომ არაფერი გამოგრჩეს. გარწმუნებთ, რომ იგი თვითონ არცერთ სიტყვას უყურადღებოდ არ ტოვებს“.

ჯო ბაიდენმა კი, მზვერავების წინაშე გამოსვლისას, ის საიდუმლო მოხსენება დაიმოწმა, რომელსაც მას ყოველდღიურად უმზადებენ და განაცხადა, რომ 27 ივლისის მონაცემებით, რუსეთი კვლავ ცდილობს გავლენა მოახდინოს აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე, რომელიც 2022 წლის ნოემბერში უნდა გაიმართოს. ამ მიზნის განსახორციელებლად მოსკოვი დეზინფორმაციის გავრცელებას გეგმავს. "ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის სუფთა დარღვევა“, - ბრძანა პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენმა არც ჩინეთი არ დაივიწყა.

"შეხედეთ ჩინეთს. მე სი ძინპინთან მსოფლიო ყველა ლიდერთან შედარებით, ყველაზე მეტი დრო მაქვს გატარებული. მე მას 25 საათი პირისპირ ვესაუბრე, როცა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი. ბარაკ ობამას ძალიან აინტერესებდა, თუ ვინაა, რას წარმოადგენდა ჩინეთის ლიდერი. მე სი ძინპინთან ერთად ჩინეთში 17 ათასი მილი გავიარე. მასთან ერთად მხოლოდ თარჯიმნების თანხლებით ვიჯექი. შევატყვე, რომ იგი განწყობილია იმისთვის, რომ ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალის მქონე ქვეყანად იქცეს, ასევე იმითაც, რომ ჩინეთს ყველაზე ძლიერი ეკონომიკა ჰქონდეს... ეს რეალურია“, - განაგრძო თავისი კოლეგების დახასიათება აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენმა ასევე შენიშნა, რომ კიბერთავდასხმებს სერიოზული ნეგატიური შედეგების მოტანა შეუძლია - თვით ცხელი ომის გამოწვევაც კი ზესახელმწიფოებს შორის.

დღეს, ოთხშაბათს, ჟენევაში რუსეთ-აშშ-ის დახურული მოლაპარაკება უნდა გაიმართოს ბირთვული შეიარაღების შემცირების შესახებ, რომელზედაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები თვენახევრის წინ შეთანხმდნენ. რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებაში მონაწილეობას მიიღებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რაიბკოვი, ამერიკის მხრიდან კი - სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანი.

მოამზადა სიმონ კილაძემ,

ბრიტანული ბი-ბი-სის, გერმანული "დოიჩე ველესა“ და აშშ-ის თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით