პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შენი სულელი ნათესავი იქნება, მეზობელი, თუ შვილი წინ წააგდე, მორჩა, ქვეყანა ვერაფერს მიაღწევს" - რას ამბობს გახარია "ქართულ ოცნებასა" და ნეპოტიზმზე
"შენი სულელი ნათესავი იქნება, მეზობელი, თუ შვილი წინ წააგდე, მორჩა, ქვეყანა ვერაფერს მიაღწევს" - რას ამბობს გახარია "ქართულ ოცნებასა" და ნეპოტიზმზე

პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ლი­დე­რი, გი­ორ­გი გა­ხა­რია ჩხო­რო­წყუს მა­ცხოვ­რებ­ლებს შეხ­ვდა. სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას კი ის ტყუ­ი­ლე­ბი ჩა­მოთ­ვა­ლა, რომ­ლე­ბიც გა­ხა­რი­ას თქმით, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" მის შე­სა­ხებ თქვა.

  • "პირ­ვე­ლი ტყუ­ი­ლი - რომ გა­დავ­დე­ქი, თქვეს, გა­ხა­რი­ამ "ნა­მახ­ვანს" ხელი მო­ა­წე­რაო და ქარ­თუ­ლი მიწა გა­ყი­დაო, ეს იყო სუფ­თა ტყუ­ი­ლი, ეს იყო პირ­ვე­ლი ტყუ­ი­ლი, მერე იყო მე­ო­რე ტყუ­ი­ლი - გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ას კე­ზე­რაშ­ვი­ლი აფი­ნან­სებ­სო. მერე იყო მე­სა­მე ტყუ­ი­ლი - გა­ხა­რი­აო სა­ა­კაშ­ვილ­სო ამე­რი­კა­ში შეხ­ვდაო, ესეც ტყუ­ი­ლი იყო.

ასე­თი ტყუ­ი­ლე­ბი კი­დევ ბევ­რი იქ­ნე­ბა იმი­ტომ, რომ ეში­ნი­ათ, იმი­ტომ რომ ხე­და­ვენ ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რას, ხე­და­ვენ, რომ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი, ახალ­გაზ­რდა პა­ტი­ო­სა­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი გვყავს გვერ­დით. იცი­ან, რომ მო­მა­ვა­ლი ამ ხალ­ხის არის", - აღ­ნიშ­ნა "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ლი­დერ­მა.

  • გა­ხა­რი­ამ ასე­ვე ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა ის, რომ ნა­თე­სა­ვე­ბის­თვის, ნა­თე­სა­ო­ბის გამო, "ხელი არას­დროს წა­უკ­რავს."

"ჩემი ბევ­რი ნა­თე­სა­ვია ახლა აქ, აბა ჰკი­თხეთ თუ ვინ­მეს­თვის ნა­თე­სა­ო­ბის გამო ხელი წა­მიკ­რავს, არც ერთი ადა­მი­ა­ნის­თვის. არც აქ არა­ვინ არ იქ­ნე­ბა, ვი­საც მე გა­ვუ­წევ რე­კო­მენ­და­ცი­ას. აქა­უ­რებ­მა უნდა აარ­ჩი­ონ, ვინ უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს ჩხო­რო­წყუს.

თუ გგო­ნი­ათ ახლა ჩხო­რო­წყუ­ში, ან მუ­ხურ­ში ცოტა ნა­თე­სა­ვი მყავს, ან ცოტა მთხოვ­ნე­ლი იყო... არას­დროს ეს არ გა­მი­კე­თე­ბია და არ გა­ვა­კე­თებ, იმი­ტომ, რომ სხვა­ნა­ი­რად ქვე­ყა­ნა არ აშენ­დე­ბა. შენ თუ პრო­ფე­სი­ო­ნალს, უფრო ძლი­ერ ადა­მი­ანს გზა არ და­უთ­მე და შენი სუ­ლე­ლი ნა­თე­სა­ვი იქ­ნე­ბა, მე­ზო­ბე­ლი, ბი­ძაშ­ვი­ლი, თუ შვი­ლი წინ წა­აგ­დე, მორ­ჩა, ქვე­ყა­ნა ვე­რა­ფერს ვერ მი­აღ­წევს.

ჩემ­თვის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თვის, ძლი­ერ სა­ხელ­მწი­ფო­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­ფე­რია. თუ ჩვენ ძლი­ერ სა­ხელ­მწი­ფოს არ ავა­შე­ნებთ, ვერც გლეხს ვე­რა­ვინ ვერ და­ი­ცავს, ვერც ქარ­თულ კულ­ტუ­რას, ვერც ჩვენს იდენ­ტო­ბას, ვერც ჩვენს ტრა­დი­ცი­ებს და ვე­რა­ფერს. სა­ხელ­მწი­ფომ უნდა და­იც­ვას ეს. ახლა რაც მოხ­და, ქუ­ჩა­ში ცემა-ტყე­პა რომ იყო, სა­ხელ­მწი­ფო რომ გა­იქ­ცა და ეკ­ლე­სი­ის ზურგს რომ ამო­ე­ფა­რა, კარ­გი იყო ეს?!

შენ, სა­ხელ­მწი­ფო, ეკ­ლე­სი­ა­საც უნდა იცავ­დე, კულ­ტუ­რა­საც უნდა იცავ­დე. ეს ხდე­ბა იმი­ტომ, რომ სა­ხელ­მწი­ფო სუს­ტია და სუს­ტი სა­ხელ­მწი­ფო, ვერც ოკუ­პა­ცი­ას უშ­ვე­ლის, ვერც მტრე­ბის­გან დაგ­ვი­ცავს და ვერც ჩვე­ნი დევ­ნი­ლე­ბის უკან დაბ­რუ­ნე­ბას ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს, იმი­ტომ რომ კო­რუფ­ცია, ნე­პო­ტიზ­მი, ბი­ძაშ­ვი­ლი, მა­მი­დაშ­ვი­ლი უკვე სის­ტე­მუ­რი ხდე­ბა და და­სამ­თავ­რე­ბე­ლია ეს", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 53 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოე
0

ადამიანს ასეთი ცვლილება განეცადოს იშვიათია შე დალოცვილო ისე უბრახუნებ ამ ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს თითქოს მე ვიყავი ქვეყნის სათავეში და მე ვნერგავდი კორუფციასა და ნეპოტიზმს

გახარიას-ს
1

ნეპოტიზმიო, ბრძანებთ ბ-ნო გიორგი და მეზვრიშვილს-კეზერას მოწაფეს კი დაათრევთ ყველგან. შსს მინისტრობიდან პრემიერობამდე, თუ რამე ნაკლი იყო უნდა გამოგესწორებინათ და ახლა ნუღარ ტლიკინებთ რაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"შენი სულელი ნათესავი იქნება, მეზობელი, თუ შვილი წინ წააგდე, მორჩა, ქვეყანა ვერაფერს მიაღწევს" - რას ამბობს გახარია "ქართულ ოცნებასა" და ნეპოტიზმზე

"შენი სულელი ნათესავი იქნება, მეზობელი, თუ შვილი წინ წააგდე, მორჩა, ქვეყანა ვერაფერს მიაღწევს" - რას ამბობს გახარია "ქართულ ოცნებასა" და ნეპოტიზმზე

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია ჩხოროწყუს მაცხოვრებლებს შეხვდა. სიტყვით გამოსვლისას კი ის ტყუილები ჩამოთვალა, რომლებიც გახარიას თქმით, "ქართულმა ოცნებამ" მის შესახებ თქვა.

  • "პირველი ტყუილი - რომ გადავდექი, თქვეს, გახარიამ "ნამახვანს" ხელი მოაწერაო და ქართული მიწა გაყიდაო, ეს იყო სუფთა ტყუილი, ეს იყო პირველი ტყუილი, მერე იყო მეორე ტყუილი - გახარიას პარტიას კეზერაშვილი აფინანსებსო. მერე იყო მესამე ტყუილი - გახარიაო სააკაშვილსო ამერიკაში შეხვდაო, ესეც ტყუილი იყო.

ასეთი ტყუილები კიდევ ბევრი იქნება იმიტომ, რომ ეშინიათ, იმიტომ რომ ხედავენ ხალხის მხარდაჭერას, ხედავენ, რომ კეთილსინდისიერი, ახალგაზრდა პატიოსანი პროფესიონალები გვყავს გვერდით. იციან, რომ მომავალი ამ ხალხის არის", - აღნიშნა "საქართველოსთვის" ლიდერმა.

  • გახარიამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა ის, რომ ნათესავებისთვის, ნათესაობის გამო, "ხელი არასდროს წაუკრავს."

"ჩემი ბევრი ნათესავია ახლა აქ, აბა ჰკითხეთ თუ ვინმესთვის ნათესაობის გამო ხელი წამიკრავს, არც ერთი ადამიანისთვის. არც აქ არავინ არ იქნება, ვისაც მე გავუწევ რეკომენდაციას. აქაურებმა უნდა აარჩიონ, ვინ უნდა წარმოადგენდეს ჩხოროწყუს.

თუ გგონიათ ახლა ჩხოროწყუში, ან მუხურში ცოტა ნათესავი მყავს, ან ცოტა მთხოვნელი იყო... არასდროს ეს არ გამიკეთებია და არ გავაკეთებ, იმიტომ, რომ სხვანაირად ქვეყანა არ აშენდება. შენ თუ პროფესიონალს, უფრო ძლიერ ადამიანს გზა არ დაუთმე და შენი სულელი ნათესავი იქნება, მეზობელი, ბიძაშვილი, თუ შვილი წინ წააგდე, მორჩა, ქვეყანა ვერაფერს ვერ მიაღწევს.

ჩემთვის, გიორგი გახარიასთვის, ძლიერ სახელმწიფოზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერია. თუ ჩვენ ძლიერ სახელმწიფოს არ ავაშენებთ, ვერც გლეხს ვერავინ ვერ დაიცავს, ვერც ქართულ კულტურას, ვერც ჩვენს იდენტობას, ვერც ჩვენს ტრადიციებს და ვერაფერს. სახელმწიფომ უნდა დაიცვას ეს. ახლა რაც მოხდა, ქუჩაში ცემა-ტყეპა რომ იყო, სახელმწიფო რომ გაიქცა და ეკლესიის ზურგს რომ ამოეფარა, კარგი იყო ეს?!

შენ, სახელმწიფო, ეკლესიასაც უნდა იცავდე, კულტურასაც უნდა იცავდე. ეს ხდება იმიტომ, რომ სახელმწიფო სუსტია და სუსტი სახელმწიფო, ვერც ოკუპაციას უშველის, ვერც მტრებისგან დაგვიცავს და ვერც ჩვენი დევნილების უკან დაბრუნებას ვერ უზრუნველყოფს, იმიტომ რომ კორუფცია, ნეპოტიზმი, ბიძაშვილი, მამიდაშვილი უკვე სისტემური ხდება და დასამთავრებელია ეს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.