სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არჩევნებზე თავის მშობლიურ აჭარაში 3% მიიღო და ახლა ალბათ ამასაც ვერ მიიღებს... ასეთი კაცი საზოგადოებას წამლავს" - ცერცვაძე კალოიანზე
"არჩევნებზე თავის მშობლიურ აჭარაში 3% მიიღო და ახლა ალბათ ამასაც ვერ მიიღებს... ასეთი კაცი საზოგადოებას წამლავს" - ცერცვაძე კალოიანზე

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლი­თაც "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს წევ­რს, ვახ­ტანგ კა­ლო­ი­ანს მი­მარ­თავს.

რო­გორც ცერ­ცვა­ძე ამ­ბობს, კა­ლო­ი­ა­ნი ამ­ტკი­ცებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID აპო­კა­ლიფ­სია და ამას ნიშ­ნის მო­გე­ბით აკე­თებს.

მისი თქმით, ეს ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი გან­ცხა­დე­ბე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას წამ­ლავს.

ბა­ტონ ვახო კა­ლო­ი­ანს ჰგო­ნია, რომ თუ იტყვის დიდ ტყუ­ილს და ხში­რად გა­ი­მე­ო­რებს, ბო­ლოს და ბო­ლოს ხალ­ხი მას და­ი­ჯე­რებს. ბა­ტო­ნი ვახო კა­ლო­ი­ა­ნი სა­ო­ცა­რი სი­ჯი­უ­ტით აგ­რძე­ლებს მტკი­ცე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID აპო­კა­ლიფ­სია და თან ამას აკე­თებს არა გუ­ლის­ტკი­ვი­ლით, არა­მედ სი­ხა­რუ­ლით და ნიშ­ნის მო­გე­ბით. მოკ­ლედ, კოშ­მა­რია.

ბ-ნი კა­ლო­ი­ა­ნის მარ­გა­ლი­ტე­ბი:

"სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იშოვ­ნე­ბა ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი, მისი შოვ­ნის ყვე­ლა მცდე­ლო­ბა იკარ­გე­ბა ბი­უ­როკ­რა­ტი­ულ ლა­ბი­რინ­თებ­ში, გა­ხა­დეთ ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მი, სირ­ცხვი­ლია“???!!!

ტყუ­ი­ლია, დიდი ტყუ­ი­ლი, უსინ­დი­სო ტყუ­ი­ლი. ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი უპ­რობ­ლე­მოდ იშოვ­ნე­ბა. ასე მა­გა­ლი­თად ის შე­უ­ზღუ­და­ვად მო­ი­პო­ვე­ბა „პსპ“-ს აფ­თი­აქ­ში - ალ. ყაზ­ბე­გის N14, ასე­ვე „ავერ­სის“ აფ­თი­აქ­ში - აღ­მა­შე­ნებ­ლის N148. ამას­თან, დღე­ი­დან ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვით ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის ფასი პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ნა­ხევ­რდა. ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი დიდი ხა­ნია ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­ტა­ნი­ლია COVID-19-ის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის ნა­ცი­ო­ნა­ლურ გა­იდ­ლა­ინ­ში და მი­უ­ხე­და­ვად ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­სა, მთლი­ა­ნად ნა­ზღა­ურ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და ყვე­ლა COVID კლი­ნი­კას შე­უძ­ლია ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს. ასე­თი ფუ­ფუ­ნე­ბა მსოფ­ლი­ოს და ევ­რო­პის ბევრ ქვე­ყა­ნას არა აქვს. მა­გა­ლი­თად, ჩვე­ნი კლი­ნი­კა ერთ წელ­ზე მე­ტია სის­ტე­მა­ტუ­რად იყე­ნებს ტო­ცი­ლი­ზუ­მაბს და არა­ერ­თი ავად­მყო­ფი გა­და­არ­ჩი­ნა. „ჩა­ფი­ძის გუ­ლის ცენ­ტრმა“ ბოლო ორი თვის მან­ძილ­ზე ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბით უმ­კურ­ნა­ლო 9 მძი­მე და კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე COVID ავად­მყოფს, მათ­გან 8 პა­ცი­ენ­ტი გა­დარ­ჩა. ნიუ ვი­ჟე­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ჰოს­პი­ტალ­მა უმ­კურ­ნა­ლო 5 მძი­მე და კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე COVID ავად­მყოფს და მათ­გან ორი პა­ცი­ენ­ტი გა­დარ­ჩა, ხო­ლოდ ორის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და ა.შ.

ბა­ტო­ნი კა­ლო­ი­ა­ნი ამ ტყუ­ი­ლით 2 კურ­დღელს იჭერს. ერთი - ქმნის იმი­ტა­ცი­ას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ფე­რი ცუ­და­დაა, ხოლო მე­ო­რე - ცდი­ლობს ალი­ბი გა­უ­კე­თოს იმ ექი­მებს, რომ­ლე­ბიც სწო­რედ ბ-ნი კა­ლო­ი­ა­ნის და მისი თა­ნა­მო­აზ­რე ექი­მე­ბის გავ­ლე­ნით დღემ­დე არ იყე­ნე­ბენ ტო­ცი­ლი­ზუ­მაბს.

ისე, ბა­ტო­ნო ვახო, თქვენ რო­გორ იღებთ ხმას ტო­ცი­ლი­ზუ­მაბ­ზე, თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა სულ და­კარ­გეთ? როცა მთე­ლი გა­სუ­ლი წლის მან­ძილ­ზე თქვენ და თქვე­ნი თა­ნა­მო­აზ­რე ჰე­ი­თე­რე­ბი სა­შინ­ლად გვა­ბუ­ლინ­გებ­დით ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გამო, ბრალს გვდებ­დით, რომ ექ­სპერ­ტი­მენ­ტებს ვა­ტა­რებთ ავად­მყო­ფებ­ზე და ა.შ. ახლა სხვა­ნა­ი­რად აჭი­კ­ჭიკ­დით?

ასე, რომ სირ­ცხვი­ლი სწო­რედ თქვენ ბრძან­დე­ბით ბა­ტო­ნო ვახო ამ­დე­ნი ტყუ­ი­ლის და სი­ძულ­ვი­ლის ენის გამო და რამ­დე­ნად ჰუ­მა­ნუ­რია ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო, რომ თქვენ­ნა­ირ ადა­მი­ა­ნებს მა­ინც მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტულ პი­რო­ბებ­ში ამ­ყო­ფებს, ბევ­რად უფრო კომ­ფორ­ტულ­ში, ვიდ­რე იმ ექი­მებს, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სი­ცო­ცხლის ფა­სად თავს წი­რა­ვენ COVID ავად­მყო­ფე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად.

ბ-ნი კა­ლო­ი­ა­ნი - "მა­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბა ვერ გვაქვს".

კი­დევ ერთი დიდი ტყუ­ი­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­დღე­ი­სოდ კუ­მუ­ლა­ცი­უ­რად შეს­რუ­ლე­ბუ­ლია 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე 1,651,817 COVID ტეს­ტი და ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით ევ­რო­პის 49 ქვე­ყა­ნას შო­რის მე-9 ად­გილ­ზე ვართ, ჯუჯა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის (ფარ­ე­რე­ბი, სან მა­რი­ნო და სხვ.) გა­მოკ­ლე­ბით, ხოლო მათი ჩათ­ვლი­თაც კი მე-14 ად­გილ­ზე - ევ­რო­პის ყვე­ლა წამ­ყვან ქვე­ყა­ნა­ზე წინ. ასე, რომ კი­დევ ერთი სირ­ცხვი­ლი თქვენ.

ბ-ნი კა­ლო­ი­ა­ნი ამ­ბობს, რომ „ჰოს­პი­ტა­ლურ სექ­ტორ­ში პრო­ცე­სი სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი არ გვაქვს. გვყავს ათო­ბით გარ­დაც­ვლი­ლი პა­ცი­ენ­ტი“.

ვინ მო­გახ­სე­ნათ ბ-ნო ვახო. მა­შინ რო­გორ, რის ხარ­ჯზე გვაქვს ევ­რო­პის 32 ქვე­ყა­ნა­ზე და­ბა­ლი სიკ­ვდი­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი (CFR- 1.41%, ბოლო 7 დღე­ში CFR სუ­ლაც - 0,83%) და ეს ვაქ­ცი­ნა­ცი­ით და­ბა­ლი მოც­ვის მი­უ­ხე­და­ვად (რო­მე­ლიც თა­ვის­თა­ვად სიკ­ვდი­ლო­ბას მკვეთ­რად ამ­ცი­რებს). ჩვენ COVID კლი­ნი­კებ­ში და­ნერ­გი­ლი გვაქვს უმაღ­ლე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა და მოვ­ლა ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბის ჩათ­ვლით, რო­მელ­საც თქვენ და თქვე­ნი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი მთე­ლი გა­სუ­ლი წლი­ნა­ხევ­რის მან­ძილ­ზე ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დით.

თქვენ თვი­თონ რა­ტომ არა­ფე­რი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რი არ გა­ა­კე­თეთ COVID სი­ტუ­ა­ცი­ის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად? პი­რი­ქით - თქვე­ნი­ვე კლი­ნი­კა­შიც კი არა­ფე­რი ან ვე­რა­ფე­რი გა­ა­კე­თეთ (ამას ვინ­ღა გიშ­ლი­დათ?) და ამი­ტომ გაქვთ სიკ­ვდი­ლო­ბის ქვე­ყა­ნა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი - 11%. მა­გა­ლი­თის­თვის ჩვენს კლი­ნი­კა­ში ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი COVID პა­ცი­ენ­ტე­ბის, ვი­მე­ო­რებ - ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი და არა ყვე­ლა COVID პა­ცი­ენ­ტის, სიკ­ვდი­ლო­ბა მხო­ლოდ 1.2%-ია, რაც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია არა­მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მსოფ­ლი­ო­შიც. ასე, რომ კი­დევ ერთი სირ­ცხვი­ლი თქვენ. ისე, სა­ინ­ტე­რე­სოა, რა პა­სუ­ხი გაქვთ იმა­ზე, რომ თქვენს კლი­ნი­კა­ში COVID სიკ­ვდი­ლო­ბა ასეთ მა­ღა­ლია?

ბ-ნი კა­ლო­ი­ა­ნი - „მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა ვერ გვაქვს“.

რო­მელ მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე ვერ გვაქვს ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა ბა­ტო­ნო ვახო? სა­ქარ­თვე­ლო, ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, შე­ზღუ­დუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­სურ­სე­ბის და სუს­ტი ჯან­დაც­ვის მი­უ­ხე­და­ვად ახერ­ხებს წარ­მა­ტე­ბით მარ­თოს აქ­ტი­უ­რი COVID პა­ცი­ენ­ტე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბა ისე, რომ არა­ვი­თა­რი დე­ფი­ცი­ტი არც სა­წო­ლე­ბის, არც მე­დი­კა­მენ­ტე­ბის, არც სუნ­თქვის აპა­რა­ტე­ბის და არც ჟანგბა­დის მხრივ არ შექ­მნი­ლა. გა­იხ­სე­ნეთ, რომ შვე­დე­თი - მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი სა­მა­გა­ლი­თო ქვე­ყა­ნა იძუ­ლე­ბუ­ლი იყო მო­ეხ­დი­ნა პა­ცი­ენ­ტე­ბის პრი­ო­რი­ტი­ზე­ბა (რაც ყვე­ლა­ზე მძი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა) და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ა­ზე უარს ეუბ­ნე­ბო­და პა­ცი­ენ­ტებს, რო­მელ­თა ასა­კი 65 წელს აღე­მა­ტე­ბო­და, ხოლო ლოს ან­ჯე­ლეს­ში, ლონ­დონ­სა და სხვა დიდ ქა­ლა­ქებ­ში პი­კის პე­რი­ოდ­ში COVID ავად­მყო­ფე­ბი სას­წრა­ფო­ებ­ში ატა­რებ­დნენ 8-12 სა­ათს (სა­წო­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტის გამო), ჟანგბა­დის არა­საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის გამო კი იძუ­ლე­ბუ­ლი იყ­ვნენ ჟანგბა­დი მი­ე­ცათ მხო­ლოდ იმ COVID ავად­მყო­ფე­ბი­სათ­ვის, რო­მელ­თა ჟანგბა­დის სა­ტუ­რა­ცია 90%-ზე ნაკ­ლე­ბი იყო. და კი­დევ ენა გიბ­რუნ­დე­ბათ, რომ ჩვენ­ზე აუგი თქვათ?

ბ-ნი კა­ლო­ი­ა­ნი - „COVID ვაქ­ცი­ნა­ცია მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სურ­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად ვერ გვაქვს“.

სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ ნამ­დვი­ლად და­იგ­ვი­ა­ნა, მაგ­რამ როცა აწ­მყო დრო­ში ლა­პა­რა­კობთ, ეს ტყუ­ი­ლია, დიდი ტყუ­ი­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­დღე­ი­სოდ შე­უ­ზღუ­და­ვი რა­ო­დე­ნო­ბით გვაქვს ოთხი სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­უ­კე­თე­სო ვაქ­ცი­ნა, მათ შო­რის მო­სახ­ლე­ო­ბის ერთი ნა­წი­ლის მიერ და­ჟი­ნე­ბით მო­თხოვ­ნი­ლი ფა­ი­ზე­რი, ხოლო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სერ­ვი­სის მი­წო­დე­ბის ქსე­ლი თა­ვი­სუფ­ლად უზ­რუნ­ველ­ყოფს დღე­ში 20-25 ათა­სი ადა­მი­ა­ნის ვაქ­ცი­ნა­ცი­ას. ისიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ დღე­ის­თვის ჩა­ტა­რე­ბუ­ლია 400 ათას­ზე მეტი ვაქ­ცი­ნა­ცია და გარ­და პირ­ვე­ლი დღის ფა­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვი­სა, ყვე­ლა და­ნარ­ჩენ შემ­თხვე­ვა­ში სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი წარ­მა­ტე­ბით მარ­თავ­და ყვე­ლა გარ­თუ­ლე­ბას და გვერ­დით მოვ­ლე­ნას, რა­საც ბევ­რი ქვე­ყა­ნა ვერ და­იტ­რა­ბა­ხებს.

აი ეს არის ბ-ნი ვახო კა­ლო­ი­ა­ნის ნამ­დვი­ლი სახე. რო­გორც ჩანს, ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა ეს მა­ინც კარ­გად იცის და სწო­რედ ამი­ტომ, რო­დე­საც მან თა­ვის მშობ­ლი­ურ მხა­რე­ში, აჭა­რა­ში კენ­ჭი იყა­რა მა­ჟო­რი­ტა­რად, მი­ი­ღო ხმე­ბის მხო­ლოდ 3%. ახლა, ალ­ბათ ამა­საც ვერ მი­ი­ღებს და ასე­თი კაცი ქვეყ­ნის მო­ძუ­ლე ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის ეკ­რა­ნე­ბი­დან არ ჩა­მო­დის და სა­ზო­გა­დო­ე­ბას წამ­ლავს" - წერს ცერ­ცვა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბრ
0

ჰო, აგინეთ კალოიანს და მოიწონეთ ეს მარაზმატკი ცერცვაძე! კარკი სამკალი აქვს შეყენებული ქვეყნეისტვის ამ ყეყეჩს და ითვალეთ მასთან ერთად მიცვალებულები! თავისთვსი და ამნანირი გვამებისთვის ხომ აქვთ მოტეხილი წამლები და თქვემ თუ რამე მოგივათ, სულ ფეხზე ჰკიდია ამ ბრიყვა გრეწდს! თქვენ კი ითვალეთ, რამდენი თქვენიანი გაისტუმრა ამ სამეულმა იმ ქვეყნად!

კოპერნიკი
0

გეყო რა ცერცვაძე, დედამიწის ღერძი ნუ გგონია თავი!!! უკვე დიდიხანია ,,სტარჩესკი მარაზმიდან" ,,პოლიტიკურ მარაზმში" ხარ გადავარდნილი!!! თითოეულ გარდაცვლილი თქვენთვის უბრალო სტატისტიკაა, ოჯახებისთვის უდიდესი ტრაგედია!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"არჩევნებზე თავის მშობლიურ აჭარაში 3% მიიღო და ახლა ალბათ ამასაც ვერ მიიღებს... ასეთი კაცი საზოგადოებას წამლავს" - ცერცვაძე კალოიანზე

"არჩევნებზე თავის მშობლიურ აჭარაში 3% მიიღო და ახლა ალბათ ამასაც ვერ მიიღებს... ასეთი კაცი საზოგადოებას წამლავს" - ცერცვაძე კალოიანზე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც "ევროპული საქართველოს წევრს, ვახტანგ კალოიანს მიმართავს.

როგორც ცერცვაძე ამბობს, კალოიანი ამტკიცებს, რომ საქართველოში COVID აპოკალიფსია და ამას ნიშნის მოგებით აკეთებს.

მისი თქმით, ეს ადამიანი თავისი განცხადებებით საზოგადოებას წამლავს.

ბატონ ვახო კალოიანს ჰგონია, რომ თუ იტყვის დიდ ტყუილს და ხშირად გაიმეორებს, ბოლოს და ბოლოს ხალხი მას დაიჯერებს. ბატონი ვახო კალოიანი საოცარი სიჯიუტით აგრძელებს მტკიცებას, რომ საქართველოში COVID აპოკალიფსია და თან ამას აკეთებს არა გულისტკივილით, არამედ სიხარულით და ნიშნის მოგებით. მოკლედ, კოშმარია.

ბ-ნი კალოიანის მარგალიტები:

"საქართველოში არ იშოვნება ტოცილიზუმაბი, მისი შოვნის ყველა მცდელობა იკარგება ბიუროკრატიულ ლაბირინთებში, გახადეთ ტოცილიზუმაბი ხელმისაწვდომი, სირცხვილია“???!!!

ტყუილია, დიდი ტყუილი, უსინდისო ტყუილი. ტოცილიზუმაბი უპრობლემოდ იშოვნება. ასე მაგალითად ის შეუზღუდავად მოიპოვება „პსპ“-ს აფთიაქში - ალ. ყაზბეგის N14, ასევე „ავერსის“ აფთიაქში - აღმაშენებლის N148. ამასთან, დღეიდან ჯანდაცვის სამინისტროს და ჩვენი ძალისხმევით ტოცილიზუმაბის ფასი პრაქტიკულად განახევრდა. ტოცილიზუმაბი დიდი ხანია ოფიციალურად შეტანილია COVID-19-ის კლინიკური მართვის ნაციონალურ გაიდლაინში და მიუხედავად ძალიან მაღალი ღირებულებისა, მთლიანად ნაზღაურდება სახელმწიფოს მიერ და ყველა COVID კლინიკას შეუძლია ეს შესაძლებლობა გამოიყენოს. ასეთი ფუფუნება მსოფლიოს და ევროპის ბევრ ქვეყანას არა აქვს. მაგალითად, ჩვენი კლინიკა ერთ წელზე მეტია სისტემატურად იყენებს ტოცილიზუმაბს და არაერთი ავადმყოფი გადაარჩინა. „ჩაფიძის გულის ცენტრმა“ ბოლო ორი თვის მანძილზე ტოცილიზუმაბით უმკურნალო 9 მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID ავადმყოფს, მათგან 8 პაციენტი გადარჩა. ნიუ ვიჟენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა უმკურნალო 5 მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID ავადმყოფს და მათგან ორი პაციენტი გადარჩა, ხოლოდ ორის მდგომარეობა სტაბილურია და ა.შ.

ბატონი კალოიანი ამ ტყუილით 2 კურდღელს იჭერს. ერთი - ქმნის იმიტაციას, რომ საქართველოში ყველაფერი ცუდადაა, ხოლო მეორე - ცდილობს ალიბი გაუკეთოს იმ ექიმებს, რომლებიც სწორედ ბ-ნი კალოიანის და მისი თანამოაზრე ექიმების გავლენით დღემდე არ იყენებენ ტოცილიზუმაბს.

ისე, ბატონო ვახო, თქვენ როგორ იღებთ ხმას ტოცილიზუმაბზე, თავმოყვარეობა სულ დაკარგეთ? როცა მთელი გასული წლის მანძილზე თქვენ და თქვენი თანამოაზრე ჰეითერები საშინლად გვაბულინგებდით ტოცილიზუმაბის გამოყენების გამო, ბრალს გვდებდით, რომ ექსპერტიმენტებს ვატარებთ ავადმყოფებზე და ა.შ. ახლა სხვანაირად აჭიკჭიკდით?

ასე, რომ სირცხვილი სწორედ თქვენ ბრძანდებით ბატონო ვახო ამდენი ტყუილის და სიძულვილის ენის გამო და რამდენად ჰუმანურია ჩვენი სახელმწიფო, რომ თქვენნაირ ადამიანებს მაინც მაქსიმალურად კომფორტულ პირობებში ამყოფებს, ბევრად უფრო კომფორტულში, ვიდრე იმ ექიმებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად თავს წირავენ COVID ავადმყოფების გადასარჩენად.

ბ-ნი კალოიანი - "მასიური ტესტირება ვერ გვაქვს".

კიდევ ერთი დიდი ტყუილი. საქართველოში სადღეისოდ კუმულაციურად შესრულებულია 1 მილიონ მოსახლეზე 1,651,817 COVID ტესტი და ამ მაჩვენებლით ევროპის 49 ქვეყანას შორის მე-9 ადგილზე ვართ, ჯუჯა სახელმწიფოების (ფარერები, სან მარინო და სხვ.) გამოკლებით, ხოლო მათი ჩათვლითაც კი მე-14 ადგილზე - ევროპის ყველა წამყვან ქვეყანაზე წინ. ასე, რომ კიდევ ერთი სირცხვილი თქვენ.

ბ-ნი კალოიანი ამბობს, რომ „ჰოსპიტალურ სექტორში პროცესი სტანდარტიზებული არ გვაქვს. გვყავს ათობით გარდაცვლილი პაციენტი“.

ვინ მოგახსენათ ბ-ნო ვახო. მაშინ როგორ, რის ხარჯზე გვაქვს ევროპის 32 ქვეყანაზე დაბალი სიკვდილობის მაჩვენებელი (CFR- 1.41%, ბოლო 7 დღეში CFR სულაც - 0,83%) და ეს ვაქცინაციით დაბალი მოცვის მიუხედავად (რომელიც თავისთავად სიკვდილობას მკვეთრად ამცირებს). ჩვენ COVID კლინიკებში დანერგილი გვაქვს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მკურნალობა და მოვლა ინოვაციური მიდგომების ჩათვლით, რომელსაც თქვენ და თქვენი თანამოაზრეები მთელი გასული წლინახევრის მანძილზე ეწინააღმდეგებოდით.

თქვენ თვითონ რატომ არაფერი, აბსოლუტურად არაფერი არ გააკეთეთ COVID სიტუაციის გასაუმჯობესებლად? პირიქით - თქვენივე კლინიკაშიც კი არაფერი ან ვერაფერი გააკეთეთ (ამას ვინღა გიშლიდათ?) და ამიტომ გაქვთ სიკვდილობის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, ძალიან მაღალი მაჩვენებელი - 11%. მაგალითისთვის ჩვენს კლინიკაში ჰოსპიტალიზებული COVID პაციენტების, ვიმეორებ - ჰოსპიტალიზებული და არა ყველა COVID პაციენტის, სიკვდილობა მხოლოდ 1.2%-ია, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც. ასე, რომ კიდევ ერთი სირცხვილი თქვენ. ისე, საინტერესოა, რა პასუხი გაქვთ იმაზე, რომ თქვენს კლინიკაში COVID სიკვდილობა ასეთ მაღალია?

ბ-ნი კალოიანი - „მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ვერ გვაქვს“.

რომელ მედიკამენტებზე ვერ გვაქვს ხელმისაწვდომობა ბატონო ვახო? საქართველო, ევროპისა და ამერიკის ქვეყნებთან შედარებით, შეზღუდული ეკონომიკური რესურსების და სუსტი ჯანდაცვის მიუხედავად ახერხებს წარმატებით მართოს აქტიური COVID პაციენტების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა ისე, რომ არავითარი დეფიციტი არც საწოლების, არც მედიკამენტების, არც სუნთქვის აპარატების და არც ჟანგბადის მხრივ არ შექმნილა. გაიხსენეთ, რომ შვედეთი - მსოფლიოს ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანა იძულებული იყო მოეხდინა პაციენტების პრიორიტიზება (რაც ყველაზე მძიმე გადაწყვეტილებაა) და ჰოსპიტალიზაციაზე უარს ეუბნებოდა პაციენტებს, რომელთა ასაკი 65 წელს აღემატებოდა, ხოლო ლოს ანჯელესში, ლონდონსა და სხვა დიდ ქალაქებში პიკის პერიოდში COVID ავადმყოფები სასწრაფოებში ატარებდნენ 8-12 საათს (საწოლების დეფიციტის გამო), ჟანგბადის არასაკმარისი რაოდენობის გამო კი იძულებული იყვნენ ჟანგბადი მიეცათ მხოლოდ იმ COVID ავადმყოფებისათვის, რომელთა ჟანგბადის სატურაცია 90%-ზე ნაკლები იყო. და კიდევ ენა გიბრუნდებათ, რომ ჩვენზე აუგი თქვათ?

ბ-ნი კალოიანი - „COVID ვაქცინაცია მოქალაქეების სურვილის მიუხედავად ვერ გვაქვს“.

საქართველოში COVID ვაქცინაციამ ნამდვილად დაიგვიანა, მაგრამ როცა აწმყო დროში ლაპარაკობთ, ეს ტყუილია, დიდი ტყუილი. საქართველოში სადღეისოდ შეუზღუდავი რაოდენობით გვაქვს ოთხი სხვადასხვა საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო ვაქცინა, მათ შორის მოსახლეობის ერთი ნაწილის მიერ დაჟინებით მოთხოვნილი ფაიზერი, ხოლო ვაქცინაციის სერვისის მიწოდების ქსელი თავისუფლად უზრუნველყოფს დღეში 20-25 ათასი ადამიანის ვაქცინაციას. ისიც გასათვალისწინებელია, რომ დღეისთვის ჩატარებულია 400 ათასზე მეტი ვაქცინაცია და გარდა პირველი დღის ფატალური შემთხვევისა, ყველა დანარჩენ შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი წარმატებით მართავდა ყველა გართულებას და გვერდით მოვლენას, რასაც ბევრი ქვეყანა ვერ დაიტრაბახებს.

აი ეს არის ბ-ნი ვახო კალოიანის ნამდვილი სახე. როგორც ჩანს, ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ეს მაინც კარგად იცის და სწორედ ამიტომ, როდესაც მან თავის მშობლიურ მხარეში, აჭარაში კენჭი იყარა მაჟორიტარად, მიიღო ხმების მხოლოდ 3%. ახლა, ალბათ ამასაც ვერ მიიღებს და ასეთი კაცი ქვეყნის მოძულე ტელევიზიების ეკრანებიდან არ ჩამოდის და საზოგადოებას წამლავს" - წერს ცერცვაძე.