ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც თბილისში, დიდუბის მახლობლად მატარებელი დაეჯახა, სტაბილურია.
ალადაშვილის სახელობის კლინიკის გადაუდებელი დეპარტამენტის მორიგე ექიმის, ნანა ჩხიკვაძის განცხადებით, მას ამ ეტაპზე ოპერაციული ჩარევა არ სჭირდება.
"კლინიკაში შემოყვანილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ 21 წლის მამაკაცი, რომელსაც დაეჯახა მატარებელი. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. აღენიშნება მარჯვენა მტევნის არეში სისხლმდენი ჭრილობა.
პირველადი სამედიცინო კვლევების შედეგად ამ ეტაპზე ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს, თუმცა იმყოფება ჩვენი დაკვირვების ქვეშ", - განაცხადა ექიმმა.
მგონია კითხვა სხვანაირად უნდა დასმულიყო...
როგორია მატარებლის მდგომარეობა 21 წლის მამკაცთან დაჯახების შემდეგ ?
მალე გამოჯანმრთელება ახალგაზრდას...
იქნებ მამაკაცი მატარებელს დაეჯახა? ლიანდაგიან ტრანსპორტს აქეთ-იქით სირბილი არ შეუძლია და დიდი ინერციის გამო უეცრად ვერ აჩერებს.