პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საკოორდინაციო შტაბს დაევალა, რომ გადაწყვეტილება მოამზადოს" - რა რეგულაციის დაწესებაზე საუბრობს ამირან გამყრელიძე
"საკოორდინაციო შტაბს დაევალა, რომ გადაწყვეტილება მოამზადოს" - რა რეგულაციის დაწესებაზე საუბრობს ამირან გამყრელიძე

"ეპიდსი­ტუ­ა­ცია საკ­მა­ოდ გარ­თუ­ლე­ბუ­ლია - დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან ჰგავს ნო­ემ­ბერს", - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

გამ­ყრე­ლი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვა და მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცია.

"ყვე­ლა ინ­დი­კა­ტორ­ში, სამ­წუ­ხა­როდ, გა­უ­ა­რე­სე­ბა გვაქვს - ინ­ცინ­დენ­ტო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. თუ არ გა­ვი­თა­ვი­სეთ, რომ ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ას შე­ა­კა­ვებს მხო­ლოდ მა­სობ­რი­ვი აც­რე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვა, ისე არა­ფე­რი არ გა­მო­ვა. უნდა და­ვიც­ვათ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, ვა­ტა­როთ პირ­ბა­დე ყველ­გან, და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ში ყველ­გან და ღია სივ­რცე­ში იქ, სა­დაც იკ­რი­ბე­ბა 5-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი, ასე­ვე ყვე­ლა­ნა­ირ დიდ შეკ­რე­ბებს თავი უნდა ავა­რი­დოთ, იქ­ნე­ბა ეს ქორ­წი­ლი, ქელე­ხი, კონ­ცერ­ტი თუ სხვა - ამა­ზე უარი უნდა ვთქვათ დრო­ე­ბით, ან სა­დაც იქ­ნე­ბა ეს შეკ­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ ეს არის სე­მი­ნა­რე­ბი, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი და ა.შ. ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა იყ­ვნენ ორ­ჯე­რა­დად აც­რი­ლი და ისე არ უნდა და­იშ­ვან, ან უნდა იყ­ვნენ PCR ტეს­ტით უარ­ყო­ფი­თი, ან სწრა­ფი ტეს­ტით 24 სა­ათ­ში უარ­ყო­ფი­თი. რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი უნდა და­ვიც­ვათ თუ გვინ­და, რომ ეპიდსი­ტუ­ა­ცია უფრო არ გა­უ­ა­რეს­დეს იმი­ტომ, რომ დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან ჰგავს ნო­ემ­ბერს.

ამ ეტაპ­ზე საბ­ჭოს რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ გა­აქ­ტი­ურ­დეს მაქ­სი­მა­ლუ­რად აც­რე­ბი. ახლა ქვე­ყა­ნა­ში 4 ვაქ­ცი­ნაა ხელ­მი­საწ­ვდო­მი და ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა იაქ­ტი­უ­რონ - ჩა­ე­წე­რონ და აიც­რან და მე­ო­რე მხრივ, უნდა და­ვიც­ვათ ის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს.

იქ, სა­დაც იკ­რი­ბე­ბა 5 ადა­მი­ან­ზე მეტი აუ­ცი­ლე­ბე­ლია პირ­ბა­დის ტა­რე­ბა და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ე­ვა­ლა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო შტაბს, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­ამ­ზა­დოს", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამას­თან, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, "ფა­ი­ზერ­ზე" რე­გის­ტრა­ცია 153 ათას­მა ადა­მი­ან­მა გა­ი­ა­რა და ამ დრო­ის­თვის, 10 000 თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლია დარ­ჩე­ნი­ლი, თუმ­ცა ყვე­ლა რე­გი­ონ­ში.

"გუ­შინ სულ გა­მო­ტა­ნი­ლი იყო "ფა­ი­ზე­რის" 163 ათა­სი ჯავ­შნის ად­გი­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით. და­რე­გის­ტრირ­და 153 ათა­სი, ანუ ჯერ კი­დევ არის 10 000 ად­გი­ლი ძი­რი­თა­დად რე­გი­ო­ნებ­ში, თბი­ლის­ში არ არის. ამ 153 ათა­სი­დან 141 ათა­სი და­რე­გის­ტრირ­და პირ­ველ აც­რა­ზე, ხოლო 12 ათა­სი და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია მე­ო­რე აც­რა­ზე", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 68 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
122

ამ კაცის სინდისზეა ამდენი დაავადებული და კოვიდით გარდაცვლილი, ეხლა იძლევი რეკომენდაციებს რომ წესები გამკაცრდეს არაა??? ამდენი ხალხი რომ შეეწირა და ეწირება მერე?? და წესები რომ სულ მოხსნეს როგორც ექიმმა ხომ იცოდი რაც მოყვებოდა მაგას მაშინ რატო არ გამოდი და პროტესტი არ გამოხატე?? მშვენივრად იცოდი ყველაფერი მაგრამ უგუნური ღარიბაშვილის უგუნური გადაწყვეტილების წინაააღმდეგ ვერ წახვედი სკამის და თანამდებობის დაკარგვის შეგეშინდა. თან რა ფული ტრიალებს ეხლა, მილიონები, ეს პისიარ ტესტებიო, ეს ვაქცინებიო... მართალი ხარ პროტესტის და გადადგომის დროა ახლა თუ ფულის შოვნის. არ დაბლოკო პორტალ

დ გ
41

რატომ მალავთ აცრილთა რა რაოდენობაა გარდაცვლილი ანუ გარდაცვალების ფაქტებს სადაა სტატისტიკა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"საკოორდინაციო შტაბს დაევალა, რომ გადაწყვეტილება მოამზადოს" - რა რეგულაციის დაწესებაზე საუბრობს ამირან გამყრელიძე

"საკოორდინაციო შტაბს დაევალა, რომ გადაწყვეტილება მოამზადოს" - რა რეგულაციის დაწესებაზე საუბრობს ამირან გამყრელიძე

"ეპიდსიტუაცია საკმაოდ გართულებულია - დღევანდელი მდგომარეობა ძალიან ჰგავს ნოემბერს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

გამყრელიძის განმარტებით, ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია რეგულაციების დაცვა და მასობრივი ვაქცინაცია.

"ყველა ინდიკატორში, სამწუხაროდ, გაუარესება გვაქვს - ინცინდენტობის მაჩვენებელი, დადებითობის მაჩვენებელი. თუ არ გავითავისეთ, რომ ეპიდსიტუაციას შეაკავებს მხოლოდ მასობრივი აცრები და რეკომენდაციების და რეგულაციების დაცვა, ისე არაფერი არ გამოვა. უნდა დავიცვათ რეგულაციები, ვატაროთ პირბადე ყველგან, დახურულ სივრცეებში ყველგან და ღია სივრცეში იქ, სადაც იკრიბება 5-ზე მეტი ადამიანი, ასევე ყველანაირ დიდ შეკრებებს თავი უნდა ავარიდოთ, იქნება ეს ქორწილი, ქელეხი, კონცერტი თუ სხვა - ამაზე უარი უნდა ვთქვათ დროებით, ან სადაც იქნება ეს შეკრება, განსაკუთრებით თუ ეს არის სემინარები, კონფერენციები და ა.შ. ადამიანები უნდა იყვნენ ორჯერადად აცრილი და ისე არ უნდა დაიშვან, ან უნდა იყვნენ PCR ტესტით უარყოფითი, ან სწრაფი ტესტით 24 საათში უარყოფითი. რეგულაციები უნდა დავიცვათ თუ გვინდა, რომ ეპიდსიტუაცია უფრო არ გაუარესდეს იმიტომ, რომ დღევანდელი მდგომარეობა ძალიან ჰგავს ნოემბერს.

ამ ეტაპზე საბჭოს რეკომენდაციაა, რომ გააქტიურდეს მაქსიმალურად აცრები. ახლა ქვეყანაში 4 ვაქცინაა ხელმისაწვდომი და ადამიანებმა უნდა იაქტიურონ - ჩაეწერონ და აიცრან და მეორე მხრივ, უნდა დავიცვათ ის რეგულაციები, რომელიც არსებობს.

იქ, სადაც იკრიბება 5 ადამიანზე მეტი აუცილებელია პირბადის ტარება და ამასთან დაკავშირებით დაევალა საკოორდინაციო შტაბს, რომ ეს გადაწყვეტილება მოამზადოს", - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძის განცხადებით, "ფაიზერზე" რეგისტრაცია 153 ათასმა ადამიანმა გაიარა და ამ დროისთვის, 10 000 თავისუფალი ადგილია დარჩენილი, თუმცა ყველა რეგიონში.

"გუშინ სულ გამოტანილი იყო "ფაიზერის" 163 ათასი ჯავშნის ადგილი ქვეყნის მასშტაბით. დარეგისტრირდა 153 ათასი, ანუ ჯერ კიდევ არის 10 000 ადგილი ძირითადად რეგიონებში, თბილისში არ არის. ამ 153 ათასიდან 141 ათასი დარეგისტრირდა პირველ აცრაზე, ხოლო 12 ათასი დარეგისტრირებულია მეორე აცრაზე", - განაცხადა გამყრელიძემ.