მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეიძლება თუ არა აცრა ორსულებისთვის და მეძუძური ქალებისთვის - რას წერს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი
შეიძლება თუ არა აცრა ორსულებისთვის და მეძუძური ქალებისთვის - რას წერს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი

კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერთ-ერთი აქ­ტუ­ა­ლუ­რი კი­თხვაა - შე­იძ­ლე­ბა თუ არა მისი მი­ღე­ბა ორ­სუ­ლო­ბის დროს, ან რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია თუ არა აცრა მე­ძუ­ძუ­რი დე­დე­ბის­თვის. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ექი­მი, რე­ვაზ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი ვრცელ პოსტსა და რე­კო­მენ­და­ცი­ებს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"ვი­ნა­ი­დან კე­თი­ლის­მსურ­ვე­ლე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად, ბოლო დღე­ებ­ში კი გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რად მახ­სე­ნე­ბენ ჩემს საქ­მეს მივ­ხე­დო, აგერ ბა­ტო­ნო, გა­დავ­წყვი­ტე ორ­სუ­ლე­ბის კო­ვიდ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აც­რე­ბის სა­კითხს შე­ვე­ხო, მი­თუ­მე­ტეს ბევ­რი კი­თხვა მომ­დის ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით და თა­ნაც საფ­რან­გეთ­ში, ზუს­ტად წინა კვი­რა­ში, ბევ­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და ორ­სუ­ლე­ბის აც­რებ­ზე.

ჯან­დაც­ვის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ინ­სტან­ცი­ე­ბის მიერ გა­მო­ცხად­და, რომ ორ­სუ­ლო­ბის ვა­დას მნიშ­ვნე­ლო­ბა აღარ აქვს, აცრა დაშ­ვე­ბუ­ლია ორ­სუ­ლო­ბის პირ­ვე­ლი­დან ბოლო ტრი­მესტრის ჩათ­ვლით და მე­ძუ­ძუ­რი დე­დე­ბი­სათ­ვი­საც. აქამ­დე მხო­ლოდ მე­ო­რე და მე­სა­მე ტრი­მესტრში იყო დაშ­ვე­ბუ­ლი აცრა.ერთ ერთი მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტი ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად გახ­და საფ­რან­გე­თის პრე­პა­რა­ტე­ბის ტე­რა­ტო­გე­ნუ­ლი (ანუ ორ­სუ­ლო­ბი­სას სი­მა­ხინ­ჯის თუ და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი ) ეფექ­ტის შემ­სწავ­ლე­ლი ცენ­ტრის დას­კვნა ამ ვაქ­ცი­ნე­ბის შე­სა­ხებ.https://lecrat.fr/spip.php?page=article&id_article=1123

დას­კვნის ტექ­სტი უახ­ლე­სია, ბოლო ვერ­სია 22 ივ­ლი­სით თა­რიღ­დე­ბა. ეს ძალ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა და მათი დას­კვნე­ბი ყო­ველ­თვის გამ­ყა­რე­ბუ­ლია სან­დო სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბით. ეს ტექ­სტი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ნა­ი­დან ერთ ერთი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შიში კო­ვიდ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბის ნა­ყოფ­ზე (ახალ­შო­ბილ­ზე) რა­ი­მე უარ­ყო­ფი­თი მოქ­მე­დე­ბის ში­შია.

ამ დას­კვნა­ში ჩა­მოთ­ვლი­ლია რა ვაქ­ცი­ნე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა საფ­რან­გეთ­ში ყვე­ლა­ზე ფარ­თოდ,

ესე­ნია - რნმ ვაქ­ცი­ნე­ბი - COMIRNATY® (Pfizer&BioNTech) - SPIKEVAX® (Moderna) და ვექ­ტო­რუ­ლი ვირუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნა -VAXZEVRIA® (AstraZeneca Oxford). აღ­წე­რი­ლია მათი შე­მად­გენ­ლო­ბა. ამას დე­ტა­ლუ­რად არ მო­ვიყ­ვან.

გან­სა­კუთ­რე­ბი­თაა აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ არც რნმ და არც ვექ­ტო­რულ ვაქ­ცი­ნებს არ გა­აჩ­ნია ორ­გა­ნიზ­მში არც გამ­რავ­ლე­ბის (რეპ­ლი­კა­ცი­ის) და არც ინ­ფი­ცი­რე­ბის (და­ა­ვა­დე­ბის გა­მოწ­ვე­ვის) უნა­რი, შე­სა­ბა­მი­სად არ არ­სე­ბობს სა­შიშ­რო­ე­ბა, დე­დის აც­რის შე­დე­გად ნა­ყო­ფის SARS Cov 2 ით და­ა­ვა­დე­ბი­სა. შემ­დეგ შე­ჯა­მე­ბუ­ლია დღე­ვან­დე­ლი დღი­სათ­ვის არ­სე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო მო­ნა­ცე­მე­ბი და მო­ცე­მუ­ლია რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

  • რნმ ვაქ­ცი­ნე­ბი

ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, რნმ ვაქ­ცი­ნებს არ გა­აჩ­ნია არც ტე­რა­ტო­გე­ნუ­ლი არც ფე­ტო­ტოქ­სი­უ­რი (ნა­ყოფ­ზე ტოქ­სი­უ­რი) მოქ­მე­დე­ბა. აშშ ში ნე­ბა­დარ­თუ­ლია ორ­სუ­ლე­ბის აცრა ამ ვაქ­ცი­ნე­ბით ნე­ბის­მი­ერ ვა­და­ზე. დღე­ის­თვის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია მო­ნა­ცე­მე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 4000 აც­რი­ლი ორ­სუ­ლის შე­სა­ხებ. ამათ­გან 25% აც­რი­ლია პირ­ველ ტრი­მესტრში, 50% მე­ო­რე­ში და 25% მე­სა­მე­ში. უკვე და­ი­ბა­და 700 ბავ­შვი, ჯან­მრთე­ლო­ბის რა­ი­მე პრობ­ლე­მის გა­რე­შე.

პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ტრი­მესტრის დროს აც­რილ დე­დებს ჯერ არ უმ­შო­ბი­ა­რი­ათ, ამი­ტომ მათ შე­სა­ხებ ყვე­ლა მო­ნა­ცე­მი არაა ჯერ ცნო­ბი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა რნმ ვაქ­ცი­ნე­ბით აც­რილ დე­დებს: სულ აც­რი­ლია 30 000 ორ­სუ­ლი ქალი. ვაქ­ცი­ნე­ბის ტო­ლე­რან­ტო­ბა ისე­თი­ვეა, რო­გორც არა­ორ­სულ ქა­ლებ­ში. 100 მდე ორ­სულ­ში შეს­წავ­ლი­ლია იმუ­ნუ­რი პა­სუ­ხი აც­რის შემ­დგომ, რო­მე­ლიც არ გან­სხვავ­დე­ბა არა ორ­სუ­ლებ­ში იმუ­ნუ­რი პა­სუ­ხის­გან.

  • ვექ­ტო­რუ­ლი ვირუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნა (ას­ტრა ზე­ნე­კა)

ტოქ­სი­უ­რო­ბის კვლე­ვა ცხო­ვე­ლებ­ში გრძელ­დე­ბა. წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, რა­ი­მე უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა ნა­ყოფ­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლი არაა. რაც შე­ე­ხე­ბა ორ­სულ ქა­ლებს, მათ შე­სა­ხებ კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი ჯერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი არაა. პრაქ­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით: ორ­სუ­ლო­ბის სურ­ვი­ლი: არა­ნა­ი­რი მოც­და გა­მარ­თლე­ბუ­ლი არაა ორ­სუ­ლო­ბამ­დე რნმ, ან ვექ­ტო­რუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბით აც­რის შემ­დეგ (ანუ აც­რი­დან მა­შინ­ვე შე­იძ­ლე­ბა და­ორ­სუ­ლე­ბა). ორ­სუ­ლო­ბის დად­გე­ნა პირ­ვე­ლი დო­ზით აც­რის შემ­დგომ: უნდა მოხ­დეს პა­ცი­ენ­ტის დამ­შვი­დე­ბა და ახ­სნა გან­მარ­ტე­ბის მი­ცე­მა ტე­რა­ტო­გე­ნუ­რი და ფეტო ტოქ­სი­უ­რი რის­კე­ბის შე­სა­ხებ. არა­ფე­რი არ უშ­ლის ხელს მე­ო­რე დო­ზის გა­კე­თე­ბას და­გეგ­მი­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით.

ორ­სუ­ლი ქა­ლის აცრა:

ორ­სუ­ლის აცრა შე­საძ­ლე­ბე­ლია და გა­მარ­თლე­ბუ­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით რისკ ფაქ­ტო­რე­ბის არ­სე­ბო­ბის დროს (დი­ა­ბე­ტი, ჭარ­ბი წონა, არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია, სა­რის­კო პრო­ფე­სია). არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრინ­ცი­პის თვალ­საზ­რი­სით, უმ­ჯო­ბე­სია რნმ ვაქ­ცი­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, აც­რის სქე­მა უნდა და­ი­წყოს ამე­ნო­რე­ის მე-10 მე-20 კვი­რას შო­რის და რაც შე­იძ­ლე­ბა ადრე, რათა ორ­სუ­ლი სრუ­ლად იქ­ნეს და­ცუ­ლი მე­სა­მე ტრი­მესტრში.

ძუ­ძუ­თი კვე­ბა და აც­რე­ბი:

დღეს დღე­ო­ბით, ძუ­ძუ­თი კვე­ბის პე­რი­ოდ­ში 4000 აც­რი­ლი ქა­ლის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, აც­რას რა­ი­მე უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა არ აქვს ახალ­შო­ბილ­ზე. რნმ ვაქ­ცი­ნე­ბი­სა და ვექ­ტო­რუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის გა­დას­ვლა რძე­ში არ იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი და არც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. არც რნმ და არც ვექ­ტო­რულ ვაქ­ცი­ნებს არ გა­აჩ­ნია ინ­ფექ­ცი­ის გა­მოწ­ვე­ვის პო­ტენ­ცი­ა­ლი და ძუ­ძუ­თი კვე­ბის დროს აც­რი­ლი დე­დის მიერ ახალ­შო­ბი­ლის და­ა­ვა­დე­ბის რის­კი დე­დის რძის გზით არ არ­სე­ბობს. ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მე­ძუ­ძუ­რი ქა­ლის აცრა რნმ ან ვექ­ტო­რუ­ლი ვაქ­ცი­ნით შე­საძ­ლე­ბე­ლია.

ეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­ცე­მუ­ლია საფ­რან­გე­თის­თვის, ემ­ყა­რე­ბა მსოფ­ლიო გა­მოც­დი­ლე­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს რე­ა­ლო­ბა­შიც შე­იძ­ლე­ბა იქ­ნეს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ამას­თან, სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ყვე­ლა ქალ­მა უნდა მი­ი­ღოს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად კომ­პე­ტენ­ტურ მეან-გი­ნე­კო­ლოგ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შემ­დეგ" - წერს რე­ვაზ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგა
1

ვაახ კომისაარი..წელიწადში ორჯერ სტატიას გითმობენ ჩვენები

!!!
3

რუსეთში არ უკეთებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ორსულებს და მეძუძურ დედებს !!!

ავტორი:

შეიძლება თუ არა აცრა ორსულებისთვის და მეძუძური ქალებისთვის - რას წერს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი

შეიძლება თუ არა აცრა ორსულებისთვის და მეძუძური ქალებისთვის - რას წერს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი

კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებული ერთ-ერთი აქტუალური კითხვაა - შეიძლება თუ არა მისი მიღება ორსულობის დროს, ან რეკომენდებულია თუ არა აცრა მეძუძური დედებისთვის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი ვრცელ პოსტსა და რეკომენდაციებს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"ვინაიდან კეთილისმსურველები პერიოდულად, ბოლო დღეებში კი განსაკუთრებით აქტიურად მახსენებენ ჩემს საქმეს მივხედო, აგერ ბატონო, გადავწყვიტე ორსულების კოვიდ საწინააღმდეგო აცრების საკითხს შევეხო, მითუმეტეს ბევრი კითხვა მომდის ამასთან დაკავშირებით და თანაც საფრანგეთში, ზუსტად წინა კვირაში, ბევრი ოფიციალური განცხადება გაკეთდა ორსულების აცრებზე.

ჯანდაცვის მარეგულირებელი ინსტანციების მიერ გამოცხადდა, რომ ორსულობის ვადას მნიშვნელობა აღარ აქვს, აცრა დაშვებულია ორსულობის პირველიდან ბოლო ტრიმესტრის ჩათვლით და მეძუძური დედებისათვისაც. აქამდე მხოლოდ მეორე და მესამე ტრიმესტრში იყო დაშვებული აცრა.ერთ ერთი მთავარი არგუმენტი ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად გახდა საფრანგეთის პრეპარატების ტერატოგენული (ანუ ორსულობისას სიმახინჯის თუ დაავადების გამომწვევი ) ეფექტის შემსწავლელი ცენტრის დასკვნა ამ ვაქცინების შესახებ.https://lecrat.fr/spip.php?page=article&id_article=1123

დასკვნის ტექსტი უახლესია, ბოლო ვერსია 22 ივლისით თარიღდება. ეს ძალზე სერიოზული ორგანიზაციაა და მათი დასკვნები ყოველთვის გამყარებულია სანდო სამეცნიერო კვლევებით. ეს ტექსტი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ერთ ერთი გავრცელებული შიში კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინების ნაყოფზე (ახალშობილზე) რაიმე უარყოფითი მოქმედების შიშია.

ამ დასკვნაში ჩამოთვლილია რა ვაქცინები გამოიყენება საფრანგეთში ყველაზე ფართოდ,

ესენია - რნმ ვაქცინები - COMIRNATY® (Pfizer&BioNTech) - SPIKEVAX® (Moderna) და ვექტორული ვირუსული ვაქცინა -VAXZEVRIA® (AstraZeneca Oxford). აღწერილია მათი შემადგენლობა. ამას დეტალურად არ მოვიყვან.

განსაკუთრებითაა აღნიშნული, რომ არც რნმ და არც ვექტორულ ვაქცინებს არ გააჩნია ორგანიზმში არც გამრავლების (რეპლიკაციის) და არც ინფიცირების (დაავადების გამოწვევის) უნარი, შესაბამისად არ არსებობს საშიშროება, დედის აცრის შედეგად ნაყოფის SARS Cov 2 ით დაავადებისა. შემდეგ შეჯამებულია დღევანდელი დღისათვის არსებული სამეცნიერო მონაცემები და მოცემულია რეკომენდაციები.

  • რნმ ვაქცინები

ექსპერიმენტული კვლევების შედეგების მიხედვით, რნმ ვაქცინებს არ გააჩნია არც ტერატოგენული არც ფეტოტოქსიური (ნაყოფზე ტოქსიური) მოქმედება. აშშ ში ნებადართულია ორსულების აცრა ამ ვაქცინებით ნებისმიერ ვადაზე. დღეისთვის გამოქვეყნებულია მონაცემები დაახლოებით 4000 აცრილი ორსულის შესახებ. ამათგან 25% აცრილია პირველ ტრიმესტრში, 50% მეორეში და 25% მესამეში. უკვე დაიბადა 700 ბავშვი, ჯანმრთელობის რაიმე პრობლემის გარეშე.

პირველი და მეორე ტრიმესტრის დროს აცრილ დედებს ჯერ არ უმშობიარიათ, ამიტომ მათ შესახებ ყველა მონაცემი არაა ჯერ ცნობილი. რაც შეეხება რნმ ვაქცინებით აცრილ დედებს: სულ აცრილია 30 000 ორსული ქალი. ვაქცინების ტოლერანტობა ისეთივეა, როგორც არაორსულ ქალებში. 100 მდე ორსულში შესწავლილია იმუნური პასუხი აცრის შემდგომ, რომელიც არ განსხვავდება არა ორსულებში იმუნური პასუხისგან.

  • ვექტორული ვირუსული ვაქცინა (ასტრა ზენეკა)

ტოქსიურობის კვლევა ცხოველებში გრძელდება. წინასწარი მონაცემებით, რაიმე უარყოფითი გავლენა ნაყოფზე მოსალოდნელი არაა. რაც შეეხება ორსულ ქალებს, მათ შესახებ კლინიკური კვლევების მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არაა. პრაქტიკული თვალსაზრისით: ორსულობის სურვილი: არანაირი მოცდა გამართლებული არაა ორსულობამდე რნმ, ან ვექტორული ვაქცინებით აცრის შემდეგ (ანუ აცრიდან მაშინვე შეიძლება დაორსულება). ორსულობის დადგენა პირველი დოზით აცრის შემდგომ: უნდა მოხდეს პაციენტის დამშვიდება და ახსნა განმარტების მიცემა ტერატოგენური და ფეტო ტოქსიური რისკების შესახებ. არაფერი არ უშლის ხელს მეორე დოზის გაკეთებას დაგეგმილი სქემის მიხედვით.

ორსული ქალის აცრა:

ორსულის აცრა შესაძლებელია და გამართლებულია, განსაკუთრებით რისკ ფაქტორების არსებობის დროს (დიაბეტი, ჭარბი წონა, არტერიული ჰიპერტენზია, სარისკო პროფესია). არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, პრინციპის თვალსაზრისით, უმჯობესია რნმ ვაქცინების გამოყენება. თუ შესაძლებელია, აცრის სქემა უნდა დაიწყოს ამენორეის მე-10 მე-20 კვირას შორის და რაც შეიძლება ადრე, რათა ორსული სრულად იქნეს დაცული მესამე ტრიმესტრში.

ძუძუთი კვება და აცრები:

დღეს დღეობით, ძუძუთი კვების პერიოდში 4000 აცრილი ქალის მონაცემების მიხედვით, აცრას რაიმე უარყოფითი გავლენა არ აქვს ახალშობილზე. რნმ ვაქცინებისა და ვექტორული ვაქცინების გადასვლა რძეში არ იყო მოსალოდნელი და არც დაფიქსირებულა. არც რნმ და არც ვექტორულ ვაქცინებს არ გააჩნია ინფექციის გამოწვევის პოტენციალი და ძუძუთი კვების დროს აცრილი დედის მიერ ახალშობილის დაავადების რისკი დედის რძის გზით არ არსებობს. ამის გათვალისწინებით, მეძუძური ქალის აცრა რნმ ან ვექტორული ვაქცინით შესაძლებელია.

ეს რეკომენდაციები გაცემულია საფრანგეთისთვის, ემყარება მსოფლიო გამოცდილებას და საქართველოს რეალობაშიც შეიძლება იქნეს გათვალისწინებული. ამასთან, საბოლოო გადაწყვეტილება ყველა ქალმა უნდა მიიღოს ინდივიდუალურად კომპეტენტურ მეან-გინეკოლოგთან კონსულტაციის შემდეგ" - წერს რევაზ ბოჭორიშვილი.