პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფოტოს გადაღებისას ხელზე რამდენიმე ასეული ფუტკარი მყავდა შესეული" - "ფუტკრების მომთვინიერებელი" გოგონას ამბავი და რჩევები საფუტკრეში მუშაობისთვის
"ფოტოს გადაღებისას ხელზე რამდენიმე ასეული ფუტკარი მყავდა შესეული" - "ფუტკრების მომთვინიერებელი" გოგონას ამბავი და რჩევები საფუტკრეში მუშაობისთვის

მა­რი­ამ კი­ლა­ძე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იმა­ზე ფიქ­რობ­და, რა საქ­მე წა­მო­ე­წყო, რომ მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ა­მოვ­ნო ყო­ფი­ლი­ყო. მი­აგ­ნო კი­დეც და დღეს ის მე­ფუტკრეა. სა­ფუტკრე ორ ად­გი­ლას აქვს - სარ­თი­ჭა­ლა­ში და სა­გუ­რა­მოს­თან ახ­ლოს.

მა­რი­ამ კი­ლა­ძე:

- აგ­რო­ტუ­რიზ­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ინ­ცდა­მა­ინც გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი არ არის, მით უფრო - მე­ფუტკრე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა­საც აპი­ტუ­რიზ­მი ჰქვია და ჩვენ­თან ეს დარ­გი ახლა იდ­გამს ფეხს. ყო­ველ­დღი­უ­რად სხვა­დას­ხვა უცხო­ურ სტა­ტი­ას ვეც­ნო­ბი, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ლი­ტე­რა­ტუ­რის დე­ფი­ცი­ტია და რაც გვაქვს, უკვე მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია. ერთხე­ლაც, ამ გაც­ნო­ბი­სას, სლო­ვე­ნი­ის მა­გა­ლი­თი აღ­მო­ვა­ჩი­ნე, სა­დაც ძა­ლი­ან მა­ღალ დო­ნე­ზეა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი აპი­ტუ­რიზ­მი. ისე­თი სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ნა­ხა­ვი იყო, იმა­ვეს გა­კე­თე­ბა მეც მო­მინ­და.

ფუტ­კა­რი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მწე­რია, გარ­და თაფ­ლი­სა, მისი სა­შუ­ა­ლე­ბით არა­ერ­თი სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტი მზად­დე­ბა. ასე­ვე სა­სარ­გებ­ლოა ფუტკრის ჰა­ე­რის სუნ­თქვა, რაც ჯერ აქ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი არ არის.

აპი­ტუ­რიზ­მში ვი­ზი­ტო­რი პირ­და­პირ ერ­თვე­ბა: მო­ნა­წი­ლე­ობს სა­ფუტკრის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, თაფლს წუ­რავს და ა.შ. გვაქვს მაყ­ვლის პლან­ტა­ცი­აც. თა­ვი­დან რო­გორც და­მამ­ტვე­რი­ა­ნე­ბე­ლი, ისე მქონ­და, ახლა კი სტუმ­რებს მაყ­ვლი­სა და მარ­წყვის პლან­ტა­ცი­ებ­სა თუ ბოს­ტან­ში საქ­მი­ა­ნო­ბაც შე­უძ­ლი­ათ.

- მარ­ტო საქ­მი­ა­ნობთ?

- აქ, ყვე­ლა­ფე­რი, ჩემი და ჩემი მე­უღ­ლის ხე­ლით არის გა­კე­თე­ბუ­ლი. აპი­სახ­ლი კი ავ­სტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ფონდმა და­მი­ფი­ნან­სა. შარ­შან და­ვი­წყეთ სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბაც.

- მგო­ნი, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი ხართ, ვინც აპი­ტუ­რიზმს მის­დევს...

- პირ­ვე­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ახლა უკვე სხვებ­მაც მომ­ბა­ძეს.

- მე­ფუტკრე­ო­ბი­სად­მი ასე­თი ინ­ტე­რე­სი სა­ი­დან გა­გიჩ­ნდათ?

- დიდი ხანი არ არის, რაც მე­ფუტკრე­ო­ბა­ში ვარ ჩარ­თუ­ლი. ზო­გა­დად, ბუ­ნე­ბა - ცხო­ვე­ლე­ბი, მცე­ნა­რე­ე­ბი მიყ­ვარს, ვე­ტე­რი­ნა­რო­ბაც მინ­დო­და, არა­და, თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას­თან კავ­ში­რი არას­დროს მქო­ნია.

2015 წელს სა­პატ­რი­არ­ქო­ში მე­ფუტკრე­ო­ბის უფა­სო კურ­სებ­ზე მი­ღე­ბა გა­მო­ცხად­და. ვინც წარ­მა­ტე­ბით და­ამ­თავ­რებ­და, ფუტკრის ოჯახს ჩუქ­ნიდ­ნენ. ეს რომ გა­ვი­გე, და­ვინ­ტე­რეს­დი. სო­ფელ­ში ად­გი­ლი მქონ­და და რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა ყო­ველ­თვის მინ­დო­და, მაგ­რამ სა­ქო­ნელს, ქა­თამს ყო­ველ­დღი­უ­რი მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა სჭირ­დე­ბა. ფუტ­კარ­საც სჭირ­დე­ბა მოვ­ლა, თუმ­ცა ეს შრო­მა შე­იძ­ლე­ბა სხვა სა­მუ­შა­ოს შე­უ­თავ­სო.

მოკ­ლედ, კურ­სე­ბი წარ­მა­ტე­ბით და­ვამ­თავ­რე და ფუტკრის ოჯა­ხი მა­ჩუ­ქეს, სა­ი­და­ნაც ჩემი მე­ფუტკრე­ო­ბა და­ი­წყო. იქვე დამ­ტო­ვეს. ჯერ პრაქ­ტი­კულ ტრე­ნინ­გებს ვა­ტა­რებ­დი, მერე - თე­ო­რი­ულ­საც. სამი წელი ვას­წავ­ლი­დი, თან ჩემს ფუტ­კარ­საც ვა­ვი­თა­რებ­დი, ვამ­რავ­ლებ­დი. ვცდი­ლობ­დი, მეტი ინ­ფორ­მა­ცია მო­მე­პო­ვე­ბი­ნა.

შემ­დეგ ის კურ­სე­ბი და­ი­ხუ­რა და ჩემი სა­კუ­თა­რი გავ­ხსე­ნი. პან­დე­მი­ის დროს ონ­ლა­ინ­ლექ­ცი­ე­ბი მქონ­და, პრაქ­ტი­კულ ტრე­ნინ­გებს კი სარ­თი­ჭა­ლა­ში ვა­ტა­რებ­დი.

- ფუტკრებ­თან მუ­შა­ო­ბა რთუ­ლია, ეს ყვე­ლას არ შე­უძ­ლია...

- რო­დე­საც ფუტკრის ოჯახ­თან მუ­შა­ობ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ძა­ლი­ან ახ­ლოს იყო მათ­თან. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა და­ი­ნა­ხო მხო­ლოდ ჩარ­ჩო­ზე მოძ­რა­ვი ფუტკრე­ბი და ვერ გა­ი­გო, რა ხდე­ბა მათ ოჯახ­ში.სტა­ტი­ე­ბის კი­თხვა ბევრ რა­მე­ში მეხ­მა­რე­ბა, მე­ქა­ნი­კუ­რად აღარ ვმუ­შა­ობ და კარ­გად ვხვდე­ბი ფუტკრე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას. ამას ჩემ­თვის და­დე­ბი­თი ენერ­გია მო­აქვს და დიდ სტი­მულს მაძ­ლევს. თუ ცუდ ხა­სი­ათ­ზე ხარ და ფუტკრის ოჯახ­თან მუ­შა­ობ, გან­წყო­ბა გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა და სხვა ყვე­ლა­ფე­რი გა­ვი­წყდე­ბა. გინ­და, მეტი იშ­რო­მო. მოკ­ლედ, სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სია. სარ­თი­ჭა­ლა­ში 15 ოჯა­ხი მყავს, სა­გუ­რა­მო­ში - 40. მიყ­ვარს სა­ფუტკრე­ში მუ­შა­ო­ბა.

- "მო­ვათ­ვი­ნი­ე­რებ ფუტკრებს" - და­წე­რეთ ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და ატ­ვირ­თეთ თქვე­ნი ფოტო, რო­მელ­ზეც ჩან­და, ხელ­ზე რო­გორ გე­სე­ო­დათ უამ­რა­ვი ფუტ­კა­რი... მარ­თლა არ გნესტრა­ვენ?

- ბევრ მე­ფუტკრეს აგ­რე­სი­უ­ლი ფუტკრე­ბი ჰყავს და რო­დე­საც ასეთ ფო­ტოს ვდებ, მა­თაც უკ­ვირთ. მე ეს ხუმ­რო­ბით დავ­წე­რე... როცა ფო­ტოს ვი­ღებ­დი, ხელ­ზე რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ფუტ­კა­რი მყავ­და შე­სე­უ­ლი, მაგ­რამ სა­ნამ გა­და­ვი­ღე, გაფ­რინ­დნენ.

მე­ფუტკრემ უნდა შე­არ­ჩი­ოს ხა­რის­ხი­ა­ნი გე­ნე­ტი­კა და მშვი­დი ოჯა­ხე­ბი...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

კორონიკო!
0

ღმერთმა ხელი მოგიმართოს! შინაგანად სუფთა და დადებითი ხარ თორემ ფუტკარი არ მიგიკარებდა!

ავტორი:

"ფოტოს გადაღებისას ხელზე რამდენიმე ასეული ფუტკარი მყავდა შესეული" - "ფუტკრების მომთვინიერებელი" გოგონას ამბავი და რჩევები საფუტკრეში მუშაობისთვის

"ფოტოს გადაღებისას ხელზე რამდენიმე ასეული ფუტკარი მყავდა შესეული" - "ფუტკრების მომთვინიერებელი" გოგონას ამბავი და რჩევები საფუტკრეში მუშაობისთვის

მარიამ კილაძე წლების განმავლობაში იმაზე ფიქრობდა, რა საქმე წამოეწყო, რომ მისთვის საინტერესო და სასიამოვნო ყოფილიყო. მიაგნო კიდეც და დღეს ის მეფუტკრეა. საფუტკრე ორ ადგილას აქვს - სართიჭალაში და საგურამოსთან ახლოს.

მარიამ კილაძე:

- აგროტურიზმი საქართველოში მაინცდამაინც განვითარებული არ არის, მით უფრო - მეფუტკრეობის მიმართულებით, რასაც აპიტურიზმი ჰქვია და ჩვენთან ეს დარგი ახლა იდგამს ფეხს. ყოველდღიურად სხვადასხვა უცხოურ სტატიას ვეცნობი, რადგან საქართველოში ამ ლიტერატურის დეფიციტია და რაც გვაქვს, უკვე მოძველებულია. ერთხელაც, ამ გაცნობისას, სლოვენიის მაგალითი აღმოვაჩინე, სადაც ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული აპიტურიზმი. ისეთი სასიამოვნო სანახავი იყო, იმავეს გაკეთება მეც მომინდა.

ფუტკარი ძალიან საინტერესო მწერია, გარდა თაფლისა, მისი საშუალებით არაერთი სასარგებლო პროდუქტი მზადდება. ასევე სასარგებლოა ფუტკრის ჰაერის სუნთქვა, რაც ჯერ აქ გავრცელებული არ არის.

აპიტურიზმში ვიზიტორი პირდაპირ ერთვება: მონაწილეობს საფუტკრის საქმიანობაში, თაფლს წურავს და ა.შ. გვაქვს მაყვლის პლანტაციაც. თავიდან როგორც დამამტვერიანებელი, ისე მქონდა, ახლა კი სტუმრებს მაყვლისა და მარწყვის პლანტაციებსა თუ ბოსტანში საქმიანობაც შეუძლიათ.

- მარტო საქმიანობთ?

- აქ, ყველაფერი, ჩემი და ჩემი მეუღლის ხელით არის გაკეთებული. აპისახლი კი ავსტრიის განვითარების ფონდმა დამიფინანსა. შარშან დავიწყეთ სტუმრების მიღებაც.

- მგონი, საქართველოში პირველი ხართ, ვინც აპიტურიზმს მისდევს...

- პირველი ვიყავი, მაგრამ ახლა უკვე სხვებმაც მომბაძეს.

- მეფუტკრეობისადმი ასეთი ინტერესი საიდან გაგიჩნდათ?

- დიდი ხანი არ არის, რაც მეფუტკრეობაში ვარ ჩართული. ზოგადად, ბუნება - ცხოველები, მცენარეები მიყვარს, ვეტერინარობაც მინდოდა, არადა, თბილისში ვცხოვრობ და სოფლის მეურნეობასთან კავშირი არასდროს მქონია.

2015 წელს საპატრიარქოში მეფუტკრეობის უფასო კურსებზე მიღება გამოცხადდა. ვინც წარმატებით დაამთავრებდა, ფუტკრის ოჯახს ჩუქნიდნენ. ეს რომ გავიგე, დავინტერესდი. სოფელში ადგილი მქონდა და რაღაცის გაკეთება ყოველთვის მინდოდა, მაგრამ საქონელს, ქათამს ყოველდღიური მოვლა-პატრონობა სჭირდება. ფუტკარსაც სჭირდება მოვლა, თუმცა ეს შრომა შეიძლება სხვა სამუშაოს შეუთავსო.

მოკლედ, კურსები წარმატებით დავამთავრე და ფუტკრის ოჯახი მაჩუქეს, საიდანაც ჩემი მეფუტკრეობა დაიწყო. იქვე დამტოვეს. ჯერ პრაქტიკულ ტრენინგებს ვატარებდი, მერე - თეორიულსაც. სამი წელი ვასწავლიდი, თან ჩემს ფუტკარსაც ვავითარებდი, ვამრავლებდი. ვცდილობდი, მეტი ინფორმაცია მომეპოვებინა.

შემდეგ ის კურსები დაიხურა და ჩემი საკუთარი გავხსენი. პანდემიის დროს ონლაინლექციები მქონდა, პრაქტიკულ ტრენინგებს კი სართიჭალაში ვატარებდი.

- ფუტკრებთან მუშაობა რთულია, ეს ყველას არ შეუძლია...

- როდესაც ფუტკრის ოჯახთან მუშაობ, მნიშვნელოვანია, ძალიან ახლოს იყო მათთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დაინახო მხოლოდ ჩარჩოზე მოძრავი ფუტკრები და ვერ გაიგო, რა ხდება მათ ოჯახში.სტატიების კითხვა ბევრ რამეში მეხმარება, მექანიკურად აღარ ვმუშაობ და კარგად ვხვდები ფუტკრების მდგომარეობას. ამას ჩემთვის დადებითი ენერგია მოაქვს და დიდ სტიმულს მაძლევს. თუ ცუდ ხასიათზე ხარ და ფუტკრის ოჯახთან მუშაობ, განწყობა გიუმჯობესდება და სხვა ყველაფერი გავიწყდება. გინდა, მეტი იშრომო. მოკლედ, სასიამოვნო პროცესია. სართიჭალაში 15 ოჯახი მყავს, საგურამოში - 40. მიყვარს საფუტკრეში მუშაობა.

- "მოვათვინიერებ ფუტკრებს" - დაწერეთ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში და ატვირთეთ თქვენი ფოტო, რომელზეც ჩანდა, ხელზე როგორ გესეოდათ უამრავი ფუტკარი... მართლა არ გნესტრავენ?

- ბევრ მეფუტკრეს აგრესიული ფუტკრები ჰყავს და როდესაც ასეთ ფოტოს ვდებ, მათაც უკვირთ. მე ეს ხუმრობით დავწერე... როცა ფოტოს ვიღებდი, ხელზე რამდენიმე ასეული ფუტკარი მყავდა შესეული, მაგრამ სანამ გადავიღე, გაფრინდნენ.

მეფუტკრემ უნდა შეარჩიოს ხარისხიანი გენეტიკა და მშვიდი ოჯახები...განაგრძეთ კითხვა

საქართველომ ტოკიოს ოლიმპიადაზე პირველი მედალი მოიპოვა - ვაჟა მარგველაშვილი ვერცხლის პრიზიორია

"აი, რა საოცრება გამოჩნდა ყოფილი სასტუმრო "ლონდონის" შესასვლელში, კომუნისტების მიერ გადალესილი ფენის ქვეშ!" - რა აღმოაჩინეს რესტავრატორებმა

"ნინო სალუქვაძე ოლიმპიადის ისტორიას წერს" - CNN-ი ლეგენდარული ქართველი მიზანში მსროლელის შესახებ