საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“16-დან 18 წლამდე პირების “ფაიზერით“ ვაქცინაციისას მშობლის, ან მეურვის თანხმობა იქნება საჭირო” - თამარ გაბუნია
“16-დან 18 წლამდე პირების “ფაიზერით“ ვაქცინაციისას მშობლის, ან მეურვის თანხმობა იქნება საჭირო” - თამარ გაბუნია

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, იმის­თვის, რომ 16-დან 18 წლამ­დე პი­რებ­მა „ფა­ი­ზე­რით“ ვაქ­ცი­ნა­ცია შეძ­ლონ, მშობ­ლის, ან მე­ურ­ვის თან­ხმო­ბა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

„მო­ქა­ლა­ქეს ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი თან­ხმო­ბა სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვის­თვის 16-დან 18 წლამ­დე პე­რი­ოდ­ში დას­ჭირ­დე­ბა. ინ­ფორ­მი­რე­ბულ თან­ხმო­ბას ჩვენ სხვა მო­ქა­ლა­ქე­ბის­გა­ნაც ვი­ღებთ, სა­ნამ ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­ტარ­დე­ბა, ესეც სტან­დარ­ტუ­ლი პრო­ცე­დუ­რის ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა. აუ­ცი­ლებ­ლად დას­ჭრი­დე­ბა მშობ­ლის, ან უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი, მე­ურ­ვის თან­ხმო­ბა მის ვაქ­ცი­ნა­ცი­ას“,-აღ­ნიშ­ნავს გა­ბუ­ნია.

ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ზე სა­უბ­რი­სას მან აღ­ნიშ­ნა, რომ თუ მო­ქა­ლა­ქე რა­ი­მე მი­ზე­ზის გამო, ვერ და­რე­გის­ტრირ­დე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის, 37 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა მომ­დევ­ნო კვი­რის ბო­ლო­დან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმის­თვის, რომ ად­გილ­ზე მი­ი­ღონ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

„მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში მო­ქა­ლა­ქეს არ ჰქონ­დეს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ბა­რი­ე­რი. თუ ვინ­მემ, რა­ი­მე მი­ზე­ზის გამო, ვერ მო­ა­ხერ­ხა რე­გის­ტრა­ცია პორ­ტალ­ზე, ან ტე­ლე­ფო­ნით, ამ შემ­თხვე­ვა­ში, 37 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა უკვე მომ­დევ­ნო კვი­რის ბო­ლო­დან, რო­დე­საც რე­გის­ტრა­ცი­ის პირ­ვე­ლი ტალ­ღა გა­ივ­ლის, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმის­თვის, რომ ად­გილ­ზე მი­ი­ღონ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ვინც და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ცხელ ხაზ­ზე და­რე­კავს და ჩა­ე­წე­რე­ბა ვი­ზი­ტის­თვის, ან შე­იძ­ლე­ბა პირ­და­პირ მი­ვი­დეს და ჩა­ი­ტა­როს ვაქ­ცი­ნა­ცია. ეს ყვე­ლა ვაქ­ცი­ნას შე­ე­ხე­ბა. ეს რე­ჟი­მი მოქ­მე­დებს „სი­ნო­ფარ­მის“ და „სი­ნო­ვა­კის“ ვაქ­ცი­ნებ­ზე. „ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დო­ზე­ბის მო­წო­დე­ბა რო­გორც იცით, გაგ­რძელ­დე­ბა“,- აღ­ნიშ­ნავს გა­ბუ­ნია.

ავტორი:

“16-დან 18 წლამდე პირების “ფაიზერით“ ვაქცინაციისას მშობლის, ან მეურვის თანხმობა იქნება საჭირო” - თამარ გაბუნია

“16-დან 18 წლამდე პირების “ფაიზერით“ ვაქცინაციისას მშობლის, ან მეურვის თანხმობა იქნება საჭირო” - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმისთვის, რომ 16-დან 18 წლამდე პირებმა „ფაიზერით“ ვაქცინაცია შეძლონ, მშობლის, ან მეურვის თანხმობა იქნება საჭირო.

აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მოქალაქეს ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო ჩარევისთვის 16-დან 18 წლამდე პერიოდში დასჭირდება. ინფორმირებულ თანხმობას ჩვენ სხვა მოქალაქებისგანაც ვიღებთ, სანამ ვაქცინაცია ჩატარდება, ესეც სტანდარტული პროცედურის ნაწილი იქნება. აუცილებლად დასჭრიდება მშობლის, ან უფლებამოსილი, მეურვის თანხმობა მის ვაქცინაციას“,-აღნიშნავს გაბუნია.

ვაქცინაციის პროცესზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ თუ მოქალაქე რაიმე მიზეზის გამო, ვერ დარეგისტრირდება ვაქცინაციისთვის, 37 დაწესებულება მომდევნო კვირის ბოლოდან მობილიზებული იქნება იმისთვის, რომ ადგილზე მიიღონ მოქალაქეები.

„მნიშვნელოვანია ის, რომ ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეს არ ჰქონდეს ადმინისტრაციული ბარიერი. თუ ვინმემ, რაიმე მიზეზის გამო, ვერ მოახერხა რეგისტრაცია პორტალზე, ან ტელეფონით, ამ შემთხვევაში, 37 დაწესებულება უკვე მომდევნო კვირის ბოლოდან, როდესაც რეგისტრაციის პირველი ტალღა გაივლის, მობილიზებული იქნება იმისთვის, რომ ადგილზე მიიღონ მოქალაქეები, ვინც დაწესებულების ცხელ ხაზზე დარეკავს და ჩაეწერება ვიზიტისთვის, ან შეიძლება პირდაპირ მივიდეს და ჩაიტაროს ვაქცინაცია. ეს ყველა ვაქცინას შეეხება. ეს რეჟიმი მოქმედებს „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინებზე. „ფაიზერის“ ვაქცინების შემთხვევაში დოზების მოწოდება როგორც იცით, გაგრძელდება“,- აღნიშნავს გაბუნია.

2 საათში "ფაიზერზე" 108 000-მდე ადამიანი დარეგისტრირდა

კოვიდით ინფიცირებული ჩვილი მართვითი სუნთქვიდან მოხსნილია - რას ამბობენ ციციშვილის კლინიკაში?

ცნობილი ბიზნესლედი მაკა ასათიანის ეტლში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს - რა დაემართა დიზაინერს?