სპორტი
პოლიტიკა

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კოვიდის მსხვერპლთა კვალდაკვალ რუსეთში ნარკოტიკებით გარდაცვლილთა რაოდენობა უპრეცედენტოდ იზრდება" - რას წერს ადგილობრივი მედია?
"კოვიდის მსხვერპლთა კვალდაკვალ რუსეთში ნარკოტიკებით გარდაცვლილთა რაოდენობა უპრეცედენტოდ იზრდება" - რას წერს ადგილობრივი მედია?

რუ­სუ­ლი მე­დია, პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, რუ­სეთ­ში ნარ­კო­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სა და ნარ­კო­ტი­კე­ბით სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო ზრდა­ზე ლა­პა­რა­კობს. ინ­ტე­რეტ­გა­მო­ცე­მა rbc.ru-ს ცნო­ბით, წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, 2020 წელს რუ­სეთ­ში ნარ­კო­ტი­კით სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბამ 60%-ით მო­ი­მა­ტა, რაც და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას ასა­ხავს.

"შარ­შან, რუ­სეთ­ში ზე­დო­ზი­რე­ბით 7 316 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. შარ­შან­წინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მით, ამ მი­ზე­ზით გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 4 569-ს შე­ად­გენ­და. რო­გორც ჩანს, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ორ­ჯერ გა­ი­ზარ­და. ამ მო­ნა­ცე­მებს გვაწ­ვდის რუ­სე­თის სტა­ტის­ტი­კის სამ­სა­ხუ­რი" - წერს გა­მო­ცე­მის ჟურ­ნა­ლის­ტი ივან ტკა­ჩე­ვი.

მი­სი­ვე ცნო­ბით, უფრო ად­რინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ბევ­რად ცოტა იყო. კერ­ძოდ 2016-დან 2018 წლამ­დე რუ­სეთ­ში ყო­ველ­წლი­უ­რად, ნარ­კო­ტი­კე­ბით, სა­შუ­ა­ლოდ 4 400-დან 4 800-მდე ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბო­და. არა­ნაკ­ლებ მძი­მე ვი­თა­რე­ბაა, ალ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლებ­ში. 2020 წელს, ალ­კოჰოლ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბით 50 400 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, რაც წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 6,3 %-ით მე­ტია.

"გა­ე­როს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ა­გენ­ტომ, რო­მე­ლიც ნარ­კო­ტი­კე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ობს, ივ­ნის­ში გა­ნა­ცხა­და, რომ პან­დე­მი­ამ მთელ მსოფ­ლი­ო­ში გა­ზარ­და ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ნა­წი­ლობ­რივ ეკო­ნო­მი­კუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის და ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო, რომ­ლის ერთ-ერთ მთა­ვარ მი­ზე­ზად კო­ვიდ-19 სა­ხელ­დე­ბა, რო­მელ­საც ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, მხო­ლოდ მიმ­დი­ნა­რე წელს, 144 691 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ად­გი­ლობ­რი­ვი ექ­სპრე­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ კო­ვი­დის მსხვერ­პლთა კვალ­დაკ­ვალ, რუ­სე­თი ნარ­კო­ტი­კე­ბით გარ­დაც­ვა­ლე­ბით მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნე­ბის სი­ა­ში შე­დის..." - წერს გა­მო­ცე­მა.

ამე­რი­კუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, პრობ­ლე­მა მო­ი­ცავს, რო­გორც ვე­ნურ ნარ­კო­ტი­კებს, ზე­დო­ზი­რე­ბას, ასე­ვე სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ის შე­დე­გებს, ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ას, ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ებს, სუ­ი­ციდს... ამას­თან, ნარ­კო­მომ­ხმა­რე­ბელ­თა და ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბულ­თა ასაკ­მა მკვეთ­რად და­ი­წია.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, რე­გის­ტრი­რე­ბულ ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 600 ათა­სი იყო. პრო­ექტ Трезвая Россия -ს კვლე­ლე­ბის თა­ნახ­მად, რე­ა­ლუ­რად, ქვე­ყა­ნა­ში 5 მი­ლი­ო­ნამ­დე ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლია.

გა­მო­ცე­მის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი პუბ­ლი­კა­ცია, რუ­სე­თის სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მწვა­ვე გან­ხილ­ვის სა­გა­ნი გახ­და:

"ბევ­რი მათ­გა­ნი, თუნ­დაც, პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნი­დან იმი­ტომ ჩა­მო­დის რუ­სეთ­ში, რომ აქ ნარ­კო­ტი­კი ხელ­მის­წავ­დო­მია. რამ­დე­ნი გი­ნა­ხავთ, თუნ­დაც კავ­კა­სი­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის, რო­მე­ლიც ნარ­კო­მომ­ხმა­რე­ბე­ლია? სა­გან­გა­შოა, თუ ასე იზ­რდე­ბა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, მარ­თლა სა­კი­თხის ასე და­ნახ­ვა, რომ მხო­ლოდ რუ­სე­ბი არი­ან ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი, არას­წო­რია. ალ­კოჰო­ლის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე არა­ფერს ვამ­ბობ, ეს ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ტკი­ვი­ლია, წლე­ბია და ვე­რა­ფერს ვუ­ხერ­ხებთ." - წერს სერ­გეი მა­ჩა­ლენ­კო.

"კა­ტას­ტრო­ფაა... აქ სა­უ­ბა­რია მხო­ლოდ ოფი­ცი­ა­ლუ­რად რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლებ­ზე, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ რა ხდე­ბა ამის მიღ­მა? კოშ­მარ­ში ვცხოვ­რობთ. ამი­ტო­მაც გარ­ბი­ან აფხა­ზეთ­სა და სხვა ასეთ უკონ­ტრო­ლო ად­გი­ლებ­ში ჩვე­ნი გოგო-ბი­ჭე­ბი და­სას­ვე­ნებ­ლად, იქ მძი­მე თუ მსუ­ბუ­ქი ნარ­კო­ტი­კი ად­ვი­ლად მო­ი­პო­ვე­ბა. მხო­ლოდ ერთ წელს, ჩემს გარ­შე­მო 4 ახალ­გაზ­რდა ჩა­მო­ას­ვე­ნეს იქი­დან ზე­დო­ზი­რე­ბით." - წერს კი­დევ ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ოლგა სმირ­ნო­ვა.

"და­ვი­ჯე­რო, რომ პან­დე­მი­აა ამა­ში დამ­ნა­შა­ვე?.. უბ­რა­ლოდ, პრო­ვი­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა, მეტი დრო გა­მო­უჩ­ნდათ, უსაქ­მუ­რო­ბის­თვის, ქუ­ჩა­ში უქ­მად ყოფ­ნის­თვის. ეს ცუდი ტენ­დენ­ცი­აა. თან სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კა წლე­ბია არ იც­ვლე­ბა და ასე, ცალ­კე­ულ დო­ნე­ზე, ვე­რა­ფერს შევ­ცვლით. ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის შეც­ვლა კი არა, გუ­ბერ­ნა­ტო­რი არ იც­ვლე­ბა ჩვენ­თან წლე­ბია..."- მი­აჩ­ნია ად­გი­ლობ­რივ ვლად ტარ­კოვ­სკის.

მთა­ვა­რი ფოტო: სა­ა­გენ­ტო ТАСС

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
12

იმედია მუდამ გაიზრდება ეს ციფრები, იქამდე ვიდრე სხვისი ტერიტორიების ოკუპაციას ვეღარ შეძლებენ.

sl
137

ზედოზირებები ჩვენთანაც ხდება, მაგრამ პოლიტიკურ სარჩულს აკრავენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"კოვიდის მსხვერპლთა კვალდაკვალ რუსეთში ნარკოტიკებით გარდაცვლილთა რაოდენობა უპრეცედენტოდ იზრდება" - რას წერს ადგილობრივი მედია?

"კოვიდის მსხვერპლთა კვალდაკვალ რუსეთში ნარკოტიკებით გარდაცვლილთა რაოდენობა უპრეცედენტოდ იზრდება" - რას წერს ადგილობრივი მედია?

რუსული მედია, პანდემიის პირობებში, რუსეთში ნარკომომხმარებლებისა და ნარკოტიკებით სიკვდილიანობის უპრეცედენტო ზრდაზე ლაპარაკობს. ინტერეტგამოცემა rbc.ru-ს ცნობით, წინა წელთან შედარებით, 2020 წელს რუსეთში ნარკოტიკით სიკვდილიანობამ 60%-ით მოიმატა, რაც დანარჩენ მსოფლიოში არსებულ ვითარებას ასახავს.

"შარშან, რუსეთში ზედოზირებით 7 316 ადამიანი დაიღუპა. შარშანწინდელი მონაცემით, ამ მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობა 4 569-ს შეადგენდა. როგორც ჩანს, ეს მაჩვენებელი ორჯერ გაიზარდა. ამ მონაცემებს გვაწვდის რუსეთის სტატისტიკის სამსახური" - წერს გამოცემის ჟურნალისტი ივან ტკაჩევი.

მისივე ცნობით, უფრო ადრინდელი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი ბევრად ცოტა იყო. კერძოდ 2016-დან 2018 წლამდე რუსეთში ყოველწლიურად, ნარკოტიკებით, საშუალოდ 4 400-დან 4 800-მდე ადამიანი იღუპებოდა. არანაკლებ მძიმე ვითარებაა, ალკოდამოკიდებულებში. 2020 წელს, ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემებით 50 400 ადამიანი დაიღუპა, რაც წინა წლებთან შედარებით, დაახლოებით 6,3 %-ით მეტია.

"გაეროს ორგანიზაციის სააგენტომ, რომელიც ნარკოტიკებისა და დანაშაულის საკითხებზე მუშაობს, ივნისში განაცხადა, რომ პანდემიამ მთელ მსოფლიოში გაზარდა ნარკოტიკების გამოყენების მაჩვენებელი, ნაწილობრივ ეკონომიკური სირთულეების და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კოვიდ-19 სახელდება, რომელსაც ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ მიმდინარე წელს, 144 691 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი ექსპრეტები აცხადებენ, რომ კოვიდის მსხვერპლთა კვალდაკვალ, რუსეთი ნარკოტიკებით გარდაცვალებით მოწინავე ქვეყნების სიაში შედის..." - წერს გამოცემა.

ამერიკული ინსტიტუტის მონაცემებით, პრობლემა მოიცავს, როგორც ვენურ ნარკოტიკებს, ზედოზირებას, ასევე სააფთიაქო ნარკომანიის შედეგებს, ინტოქსიკაციას, ჰალუცინაციებს, სუიციდს... ამასთან, ნარკომომხმარებელთა და ნარკოდამოკიდებულთა ასაკმა მკვეთრად დაიწია.

ოფიციალური მონაცემებით, რეგისტრირებულ ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობა 600 ათასი იყო. პროექტ Трезвая Россия -ს კვლელების თანახმად, რეალურად, ქვეყანაში 5 მილიონამდე ნარკოდამოკიდებულია.

გამოცემის მიერ მომზადებული პუბლიკაცია, რუსეთის სოციალურ ქსელებში მწვავე განხილვის საგანი გახდა:

"ბევრი მათგანი, თუნდაც, პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან იმიტომ ჩამოდის რუსეთში, რომ აქ ნარკოტიკი ხელმისწავდომია. რამდენი გინახავთ, თუნდაც კავკასიური შეხედულების, რომელიც ნარკომომხმარებელია? საგანგაშოა, თუ ასე იზრდება მაჩვენებელი, მართლა საკითხის ასე დანახვა, რომ მხოლოდ რუსები არიან ნარკოდამოკიდებული, არასწორია. ალკოჰოლის მიმართ დამოკიდებულებაზე არაფერს ვამბობ, ეს ჩვენი ეროვნული ტკივილია, წლებია და ვერაფერს ვუხერხებთ." - წერს სერგეი მაჩალენკო.

"კატასტროფაა... აქ საუბარია მხოლოდ ოფიციალურად რეგისტრირებულებზე, წარმოგიდგენიათ რა ხდება ამის მიღმა? კოშმარში ვცხოვრობთ. ამიტომაც გარბიან აფხაზეთსა და სხვა ასეთ უკონტროლო ადგილებში ჩვენი გოგო-ბიჭები დასასვენებლად, იქ მძიმე თუ მსუბუქი ნარკოტიკი ადვილად მოიპოვება. მხოლოდ ერთ წელს, ჩემს გარშემო 4 ახალგაზრდა ჩამოასვენეს იქიდან ზედოზირებით." - წერს კიდევ ერთი ინტერნეტმომხმარებელი ოლგა სმირნოვა.

"დავიჯერო, რომ პანდემიაა ამაში დამნაშავე?.. უბრალოდ, პროვიცირება მოახდინა, მეტი დრო გამოუჩნდათ, უსაქმურობისთვის, ქუჩაში უქმად ყოფნისთვის. ეს ცუდი ტენდენციაა. თან სახელმწიფო პოლიტიკა წლებია არ იცვლება და ასე, ცალკეულ დონეზე, ვერაფერს შევცვლით. ნარკოპოლიტიკის შეცვლა კი არა, გუბერნატორი არ იცვლება ჩვენთან წლებია..."- მიაჩნია ადგილობრივ ვლად ტარკოვსკის.

მთავარი ფოტო: სააგენტო ТАСС