მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ შვედეთის მოქალაქისთვის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა
პროკურატურამ შვედეთის მოქალაქისთვის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ, შვე­დე­თის სა­მე­ფოს მო­ქა­ლა­ქის დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სამი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვა.

რო­გორც გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ არა­რე­ზი­დენ­ტი ფი­ზი­კუ­რი პი­რის ფუ­ლა­დი თან­ხის მო­ტყუ­ე­ბით და­უფ­ლე­ბის მიზ­ნით, ა.ჩ.-მ ბრი­ტა­ნე­თის ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლებ­ზე და­ა­ფუძნა არა­რე­ზი­დენ­ტი სა­წარ­მო, რომ­ლის სა­ხელ­ზეც სა­ბან­კო ან­გა­რი­ში გახ­სნა ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში მოქ­მედ სა­ბან­კო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

"ა.ჩ.-მ, ზ.დ.-მ და თ.წ.-მ, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცია და­ამ­ყა­რეს შვე­დე­თის სა­მე­ფოს მო­ქა­ლა­ქეს­თან, რო­მელ­საც წარ­სულ­ში და­კარ­გუ­ლი აქ­ცი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა­ში თით­ქოს­და დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის პრო­ცეს­ში, ჯამ­ში 73 000 ევრო (226 947.5 ლარი) მო­ტყუ­ე­ბით გა­და­ა­რი­ცხი­ნეს ჩე­ხეთ­ში, ა.ჩ.-ს მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი არა­რე­ზი­დენ­ტი სა­წარ­მოს სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე, რა­საც ა.ჩ., ზ.დ. და თ.წ. მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­ე­უფლნენ.

შემ­დგომ­ში, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გზით მო­პო­ვე­ბუ­ლი თან­ხის ნა­წი­ლი, კა­ნო­ნი­ე­რი სა­ხის მი­ცე­მის, ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა და­ა­ნა­წევ­რეს და არა­რე­ზი­დენ­ტი სა­წარ­მოს სა­ბან­კო ან­გა­რი­ში­დან გად­მო­რი­ცხეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ა.ჩ.-ს, თ.წ.-ს და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რის სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბე­ბით, ა.ჩ.-მ, ზ.დ.-მ და თ.წ.-მ ჯამ­ში 48 900 ევ­როს (151 416.9 ლარი) უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცია მო­ახ­დი­ნეს.

ა.ჩ.-ს, ზ.დ.-ს და თ.წ.-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ა“ და მე­სა­მე ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტით და 194-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ა“ და მე­სა­მე ნა­წი­ლის "გ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 9-დან 12 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის მო­თხოვ­ნით, სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თა.

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის, ასე­ვე ანა­ლო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი სხვა ფი­ზი­კუ­რი თუ იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და მხი­ლე­ბის მიზ­ნით“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

პროკურატურამ შვედეთის მოქალაქისთვის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა

პროკურატურამ შვედეთის მოქალაქისთვის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, შვედეთის სამეფოს მოქალაქის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა.

როგორც გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ არარეზიდენტი ფიზიკური პირის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ა.ჩ.-მ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დააფუძნა არარეზიდენტი საწარმო, რომლის სახელზეც საბანკო ანგარიში გახსნა ჩეხეთის რესპუბლიკაში მოქმედ საბანკო დაწესებულებაში.

"ა.ჩ.-მ, ზ.დ.-მ და თ.წ.-მ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მეშვეობით, სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარეს შვედეთის სამეფოს მოქალაქესთან, რომელსაც წარსულში დაკარგული აქციების დაბრუნებაში თითქოსდა დახმარების აღმოჩენის პროცესში, ჯამში 73 000 ევრო (226 947.5 ლარი) მოტყუებით გადაარიცხინეს ჩეხეთში, ა.ჩ.-ს მიერ დაფუძნებული არარეზიდენტი საწარმოს საბანკო ანგარიშზე, რასაც ა.ჩ., ზ.დ. და თ.წ. მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

შემდგომში, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი, კანონიერი სახის მიცემის, ლეგალიზაციის მიზნით, ბრალდებულებმა დაანაწევრეს და არარეზიდენტი საწარმოს საბანკო ანგარიშიდან გადმორიცხეს საქართველოში, ა.ჩ.-ს, თ.წ.-ს და მათთან დაკავშირებული პირის საბანკო ანგარიშზე.

აღნიშნული ქმედებებით, ა.ჩ.-მ, ზ.დ.-მ და თ.წ.-მ ჯამში 48 900 ევროს (151 416.9 ლარი) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.

ა.ჩ.-ს, ზ.დ.-ს და თ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა“ და მესამე ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა“ და მესამე ნაწილის "გ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს უკვე მიმართა.

საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ზუგდიდში შუახნის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

სისხლიანი გარჩევა ზუგდიდში - მოკლულია შუახნის მამაკაცი, მისი შვილი კი - დაჭრილი

საზარელი დანაშაული სამეგრელოში - დაკავებულია 60 წლის მამაკაცი, რომელიც 19 წლის შშმ პირს 2 თვე აუპატიურებდა