პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადგეს გომელაური, პოლიციელის მუნდირი დაიცვას და გამოუწეროს ჯარიმა, ან ადმინისტრაციული პატიმრობა მოითხოვოს  წულუკიანისთვის" - გიორგი ვაშაძე
"ადგეს გომელაური, პოლიციელის მუნდირი დაიცვას და გამოუწეროს ჯარიმა, ან ადმინისტრაციული პატიმრობა მოითხოვოს  წულუკიანისთვის" - გიორგი ვაშაძე

"ად­გეს ახლა გო­მე­ლა­უ­რი წა­ვი­დეს, პო­ლი­ცი­ე­ლის მუნ­დი­რი და­იც­ვას და გა­მო­უ­წე­როს 4500 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა, ან მო­ი­თხო­ვოს სა­სა­მარ­თლო­ში 15-დღი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის­თვის", - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" ლი­დერ­მა, გი­ორ­გი ვა­შა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბას, სა­დაც ის პო­ლი­ცი­ე­ლებს "ვი­ღა­ცე­ბად" მო­იხ­სე­ნი­ებს.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, პრო­ტეს­ტში მო­ნა­წი­ლე­ებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა 4500 ლა­რით აჯა­რი­მებს, თა­ვად კი ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე ძა­ლა­დობს.

ვა­შა­ძემ ძა­ლა­დო­ბად შე­ა­ფა­სა გუ­შინ­დე­ლი ფაქ­ტი, როცა წუ­ლუ­კი­ან­მა ჟურ­ნა­ლისტს მიკრო­ფო­ნი წა­არ­თვა.

"ფაქ­ტი არის ამაზ­რზე­ნი, ამო­რა­ლუ­რი და ყო­ველ­გვარ ნორ­მას და პრინ­ციპს გა­და­სუ­ლი. კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი რომ არ აქვს, გა­და­დის აგ­რე­სი­ულ ქმე­დე­ბა­ზე, ამას აკე­თებს "ოც­ნე­ბის" ყვე­ლა პარ­ლა­მენ­ტა­რიც. დღეს ჯა­რი­მებ­ზე გვქონ­და სა­უ­ბა­რი, მო­ქა­ლა­ქე­ებს ვი­საც პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვა უნდა 4500 ლა­რამ­დე გა­უ­ზარ­და ჯა­რი­მა „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“, ხოლო თვი­თონ პირ­და­პირ ეთერ­ში ძა­ლა­დო­ბენ ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე და ამ­ბო­ბენ, პო­ლი­ცი­ე­ლის მუნ­დირ­ზე ვზრუ­ნავ­თო, როცა ჯა­რი­მას ზრდი­ან. 4500- ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა პრო­ტეს­ტში მო­ნა­წი­ლე­ებს, თვი­თონ კი ასე სა­ჯა­როდ პირ­და­პირ ძა­ლა­დო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე", - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა, ვიცე-პრე­მი­ერ­მა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა, რო­მე­ლიც სე­ნაკ­ში თე­ატ­რის გახ­სნას ეს­წრე­ბო­და, „მთა­ვა­რი არ­ხის“ ჟურ­ნა­ლისტს, ემა გო­გო­ხი­ას მიკრო­ფო­ნი გა­მო­არ­თვა და გა­ნა­ცხა­და, რომ აღარ და­უბ­რუ­ნებს. ჟურ­ნა­ლის­ტმა ად­გილ­ზე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ნის­ტრმა თე­ატ­რის სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ მიკრო­ფონს და­აბ­რუ­ნებს 3 ოქ­ტომ­ბრს.

„მე ამ მიკრო­ფონს და­ვაბ­რუ­ნებ მა­შინ, ტყუ­ი­ლად ჰყავთ გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი იქ ვი­ღა­ცე­ბი, რო­დე­საც 3 ოქ­ტომ­ბერს დი­ლით, ესე­ნი სა­მუ­დამ ჩა­იყ­რე­ბი­ან იქ, სა­დაც არის მათი ად­გი­ლი. რო­დე­საც და­მარ­ცხდე­ბა ის ძალა, რო­მე­ლიც დღემ­დე ეჭი­და­ვე­ბა სა­კუ­თარ ხალ­ხს“, - გა­ნა­ცხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
6

ჯერ თქვენს დანაშაულებებზე მოახდინოს რეაგირება და მერე გადავიდეს სხვაზე

dato
11

ვაი შენს პატრონს ვაშაძე. მთლად გაარასერიოზულდი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ადგეს გომელაური, პოლიციელის მუნდირი დაიცვას და გამოუწეროს ჯარიმა, ან ადმინისტრაციული პატიმრობა მოითხოვოს  წულუკიანისთვის" - გიორგი ვაშაძე

"ადგეს გომელაური, პოლიციელის მუნდირი დაიცვას და გამოუწეროს ჯარიმა, ან ადმინისტრაციული პატიმრობა მოითხოვოს  წულუკიანისთვის" - გიორგი ვაშაძე

"ადგეს ახლა გომელაური წავიდეს, პოლიციელის მუნდირი დაიცვას და გამოუწეროს 4500 ლარიანი ჯარიმა, ან მოითხოვოს სასამართლოში 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა თეა წულუკიანისთვის", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა წულუკიანის განცხადებას, სადაც ის პოლიციელებს "ვიღაცებად" მოიხსენიებს.

როგორც მან აღნიშნა, პროტესტში მონაწილეებს ხელისუფლება 4500 ლარით აჯარიმებს, თავად კი ჟურნალისტებზე ძალადობს.

ვაშაძემ ძალადობად შეაფასა გუშინდელი ფაქტი, როცა წულუკიანმა ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა.

"ფაქტი არის ამაზრზენი, ამორალური და ყოველგვარ ნორმას და პრინციპს გადასული. კითხვაზე პასუხი რომ არ აქვს, გადადის აგრესიულ ქმედებაზე, ამას აკეთებს "ოცნების" ყველა პარლამენტარიც. დღეს ჯარიმებზე გვქონდა საუბარი, მოქალაქეებს ვისაც პროტესტის გამოხატვა უნდა 4500 ლარამდე გაუზარდა ჯარიმა „ქართულმა ოცნებამ“, ხოლო თვითონ პირდაპირ ეთერში ძალადობენ ჟურნალისტებზე და ამბობენ, პოლიციელის მუნდირზე ვზრუნავთო, როცა ჯარიმას ზრდიან. 4500- ლარიანი ჯარიმა პროტესტში მონაწილეებს, თვითონ კი ასე საჯაროდ პირდაპირ ძალადობენ საქართველოს მოქალაქეებზე", - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა, რომელიც სენაკში თეატრის გახსნას ესწრებოდა, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი გამოართვა და განაცხადა, რომ აღარ დაუბრუნებს. ჟურნალისტმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

მოგვიანებით მინისტრმა თეატრის სცენაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მიკროფონს დააბრუნებს 3 ოქტომბრს.

„მე ამ მიკროფონს დავაბრუნებ მაშინ, ტყუილად ჰყავთ გამოძახებული იქ ვიღაცები, როდესაც 3 ოქტომბერს დილით, ესენი სამუდამ ჩაიყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი. როდესაც დამარცხდება ის ძალა, რომელიც დღემდე ეჭიდავება საკუთარ ხალხს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.