სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამბობენ, რომ საშიშია... ინდურზე არანაკლებ საშიში" - თენგიზ ცერცვაძე "ლამბდა" შტამზე
"ამბობენ, რომ საშიშია... ინდურზე არანაკლებ საშიში" - თენგიზ ცერცვაძე "ლამბდა" შტამზე

ამ­ბო­ბენ, რომ მას აქვს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი თვი­სე­ბე­ბი და რიგ შემ­თხვე­ვებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს უფრო მძი­მედ, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ კო­რო­ნა­ვირუ­სის ახალ, „ლამბდა“ შტამ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, „ლამბდა“ შტა­მი ჯერ მხო­ლოდ პე­რუ­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და მას­ზე კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ არის.

"ლამბდა შტა­მი სულ ახა­ლია, პე­რუ­შია ჯერ მხო­ლოდ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ინ­დუ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სხვა­გან ჯერ არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა. სა­დღაც გავ­რცელ­და, მაგ­რამ არა ჩვენს სი­ახ­ლო­ვეს. ამი­ტომ ჯერ მას­ზე ცნო­ბე­ბი არ არის. რომ ნა­ხონ, რო­მე­ლი ვაქ­ცი­ნაა ეფექ­ტუ­რი ლამბდა­ზე ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ახალ შტამ­ზე, მი­ნი­მუმ ორი კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვა უნდა ჩა­ტარ­დეს... ამ­ბო­ბენ, რომ სა­ში­შია, ამ­ბო­ბენ, რომ ინ­დურ­ზე არა­ნაკ­ლებ სა­ში­შია“, - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მალე „ინ­დუ­რი“, „დელ­ტა“ შტა­მი დო­მი­ნან­ტუ­რი გახ­დე­ბა.

"ინ­დუ­რი შტა­მი რამ­დე­ნად სა­ში­შია ვხე­დავთ, ძა­ლი­ან სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა. 2000 შემ­თხვე­ვას გა­და­ვა­ჭარ­ბეთ. ბავ­შვე­ბი ავად­დე­ბი­ან. ჩვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ბავ­შვთა სა­წო­ლე­ბი ამ­დე­ნი არა­სო­დეს არ ყო­ფი­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი. ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ლა­მის ორ­ჯერ გა­ი­ზარ­და. სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ არა პრო­პორ­ცი­უ­ლად. სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა რჩე­ბა შე­და­რე­ბით და­ბა­ლი. ინ­დუ­რი შტა­მი ცუდი გა­მოდ­გა, აგ­რე­სი­უ­ლი, ბავ­შვე­ბის­თვის სა­ხი­ფა­თო, მაგ­რამ ჯერ მას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის ზრდა არ გა­მო­უწ­ვე­ვია. ინ­დუ­რი შტა­მი დო­მი­ნან­ტუ­რი გახ­დე­ბა, რა თქმა უნდა, გარ­და­უ­ვა­ლია. სა­დაც ფეხი შედ­გა ყველ­გან გახ­და დო­მი­ნან­ტუ­რი და სა­ქარ­თვე­ლო ვერ იქ­ნე­ბა გა­მო­ნაკ­ლი­სი“, - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკა
7

ყოველ დღე ამბობენ COVID-მა ამდენი მოკლა. აბა ის თქავნ შიმშილით რამდენი იხოცება. 

(((
2

ზღაპრები არ მოგწყინდათ? აღარ ვფეთდებით! თქვენთვის აწაროეთ სტატისტიკა.მაგრად ყელში ხართ უკვე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ამბობენ, რომ საშიშია... ინდურზე არანაკლებ საშიში" - თენგიზ ცერცვაძე "ლამბდა" შტამზე

"ამბობენ, რომ საშიშია... ინდურზე არანაკლებ საშიში" - თენგიზ ცერცვაძე "ლამბდა" შტამზე

ამბობენ, რომ მას აქვს განსხვავებული თვისებები და რიგ შემთხვევებში მიმდინარეობს უფრო მძიმედ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის ახალ, „ლამბდა“ შტამზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ლამბდა“ შტამი ჯერ მხოლოდ პერუშია გავრცელებული და მასზე კლინიკური კვლევები ჩატარებული არ არის.

"ლამბდა შტამი სულ ახალია, პერუშია ჯერ მხოლოდ. საბედნიეროდ, ინდურისგან განსხვავებით, სხვაგან ჯერ არ გავრცელებულა. სადღაც გავრცელდა, მაგრამ არა ჩვენს სიახლოვეს. ამიტომ ჯერ მასზე ცნობები არ არის. რომ ნახონ, რომელი ვაქცინაა ეფექტური ლამბდაზე ან ნებისმიერი სხვა ახალ შტამზე, მინიმუმ ორი კლინიკური კვლევა უნდა ჩატარდეს... ამბობენ, რომ საშიშია, ამბობენ, რომ ინდურზე არანაკლებ საშიშია“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში მალე „ინდური“, „დელტა“ შტამი დომინანტური გახდება.

"ინდური შტამი რამდენად საშიშია ვხედავთ, ძალიან სწრაფად ვრცელდება. 2000 შემთხვევას გადავაჭარბეთ. ბავშვები ავადდებიან. ჩვილი გარდაიცვალა. ბავშვთა საწოლები ამდენი არასოდეს არ ყოფილა დაკავებული. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ლამის ორჯერ გაიზარდა. სიკვდილიანობა გაიზარდა, მაგრამ არა პროპორციულად. სიკვდილიანობა რჩება შედარებით დაბალი. ინდური შტამი ცუდი გამოდგა, აგრესიული, ბავშვებისთვის სახიფათო, მაგრამ ჯერ მას გარდაცვალების შემთხვევების ზრდა არ გამოუწვევია. ინდური შტამი დომინანტური გახდება, რა თქმა უნდა, გარდაუვალია. სადაც ფეხი შედგა ყველგან გახდა დომინანტური და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი საზოგადოებას პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღეს ულოცავს

"თუ ეს სიმპტომები გამოჩნდება, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ" - რა გართულებებს იწვევს დელტა შტამი ბავშვებში და როგორია პედიატრის რეკომენდაციები