საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კახა კალაძემ ცოტა ცინიკური სლოგანი გამოდო, მათ მიერ დაგეშილი ორკების მიერ ლექსოს მოკვლის შემდეგ, რა სიცოცხლეზე ლაპარაკობენ?" - გიორგი ბარამიძე
"კახა კალაძემ ცოტა ცინიკური სლოგანი გამოდო, მათ მიერ დაგეშილი ორკების მიერ ლექსოს მოკვლის შემდეგ, რა სიცოცხლეზე ლაპარაკობენ?" - გიორგი ბარამიძე

კა­ლა­ძე არის ერთ-ერთი შე­მოქ­მე­დი გა­ხა­რი­ას­თან და ახლა უკვე ღა­რი­ბაშ­ვილ­თან ერ­თად იმ სის­ტე­მი­სა, რა­მაც მოკ­ლა ლექ­სო და უნდა სცხვე­ნო­დეთ! რა მეტ სი­ცო­ცხლე­ზე ელა­პა­რა­კე­ბი­ან ადა­მი­ა­ნებს, სხვა რა­ღაც მა­ინც მო­ე­ფიქ­რე­ბი­ნათ, - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, კა­ლა­ძე არის „ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი“ და ის არის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი „და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფის, რო­მელ­მაც გა­ძარ­ცვა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც კლავს ადა­მი­ა­ნებს“.

„კახა კა­ლა­ძემ ცოტა ცი­ნი­კუ­რი სლო­გა­ნი გა­მო­დო დღეს, „მეტი სი­ცო­ცხლე ყვე­ლა უბან­ში“. მე მგო­ნია სულ მთლად სირ­ცხვილ-ნა­მუ­სი აქვთ და­კარ­გუ­ლი - მათ მიერ და­გე­ში­ლი ორ­კე­ბის მიერ ლექ­სოს მოკ­ვლის შემ­დეგ, სხვა რა­ღაც მა­ინც ეთ­ქვათ და რა სი­ცო­ცხლე­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, ალ­ბათ, სი­ცო­ცხლის ნაც­ვლად, იქ ბევ­რი შპ­რი­ცი და ნარ­კო­ტი­კე­ბი და რა­ღაც უნდა იყოს და­წე­რი­ლი თუ და­ხა­ტუ­ლი, ამას თუ ჰპირ­დე­ბა ქუ­ჩის ყა­ჩა­ღებს და ძველ­ბი­ჭებს და იმათ, რომ­ლებ­საც არა­ნა­ი­რი იდეა არ გა­აჩ­ნი­ათ და არაფ­რის და­ნახ­ვა არ შე­უძ­ლი­ათ, რა ხდე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და საით მი­ე­ქა­ნე­ბა ის და სა­ერ­თოდ რას გვპირ­დე­ბო­და ივა­ნიშ­ვი­ლი და რე­ა­ლუ­რად რა მი­ვი­ღეთ, რომ იტყვი­ან რა შე­ვუკ­ვე­თეთ და რა ჩა­მო­მი­ვი­დაო. კა­ლა­ძე არის ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, მას აქვს ეს ფუნ­ქცია და ის არ არის მხო­ლოდ მე­ურ­ნე, ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ხელ­მძღვა­ნე­ლია ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფის, რო­მელ­მაც გა­ძარ­ცვა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც მარ­თლა კლავს ადა­მი­ა­ნებს, მარ­ტო ლექ­სოს კი არა,“- გა­ნა­ცხა­და ბა­რა­მი­ძემ.

მან ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მიმ­დი­ნა­რე კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ზეც გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა და გა­ნა­ცხა­და, რომ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს ყვე­ლას­თან გარ­და „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელ­თან“ და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ას­თან.

„ეს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი დიდი ხა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ის მიმ­დი­ნა­რე­ობს რე­ა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია ვინც არის, პრო­და­სავ­ლუ­რი ოპო­ზი­ცია, იმ პარ­ტი­ა­თა აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას­თან. გა­მო­ნაკ­ლი­სი არის გო­გი­ტა ვა­შა­ძის პარ­ტია, რო­მელ­საც თვი­თონ აქვს და­ჩე­მე­ბუ­ლი, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი უნდა იყოს და რა­ღაც უც­ნა­ურ ფორ­მუ­ლად გვთა­ვა­ზობს, სწო­რედ „და­მარ­ცხე­ბის ფორ­მუ­ლას“, რომ თურ­მე „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ კან­დი­და­ტუ­რა არ უნდა იყოს. სა­სა­ცი­ლოდ აიგ­დო თავი, კაცი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბა­ზე იქა­ჩე­ბო­და და 3%-ც ვერ აიღო, თა­ვის სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­ვი­და. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც რე­ა­ლო­ბას თვალს ვერ უს­წო­რებს და გან­დი­დე­ბის მა­ნი­ით არის შე­პყრო­ბი­ლი, არაა ადეკ­ვა­ტუ­რი. რაც შე­ე­ხე­ბა გა­ხა­რი­ას, მას­თან არც გვქო­ნია მცდე­ლო­ბა რომ კონ­სულ­ტა­ცია გვქო­ნო­და, იმი­ტომ, რომ ჩვენ მას არ გან­ვი­ხი­ლავთ არც პრო­და­სავ­ლურ პარ­ტი­ად და არც პარ­ტი­ად, რო­მე­ლიც გან­სხვავ­დე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან““, - გა­ნა­ცხა­და ბა­რა­მი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aleksandre
56

ეს მკვლელი კიდევ ხმას რომ იღებს და სხვას მოძალადეს უწოდებს

დ.ჯ.
0

ეს სუბიექტი , ბარამიძე. რა რეტროგრადად ჩამოყალიბდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"კახა კალაძემ ცოტა ცინიკური სლოგანი გამოდო, მათ მიერ დაგეშილი ორკების მიერ ლექსოს მოკვლის შემდეგ, რა სიცოცხლეზე ლაპარაკობენ?" - გიორგი ბარამიძე

"კახა კალაძემ ცოტა ცინიკური სლოგანი გამოდო, მათ მიერ დაგეშილი ორკების მიერ ლექსოს მოკვლის შემდეგ, რა სიცოცხლეზე ლაპარაკობენ?" - გიორგი ბარამიძე

კალაძე არის ერთ-ერთი შემოქმედი გახარიასთან და ახლა უკვე ღარიბაშვილთან ერთად იმ სისტემისა, რამაც მოკლა ლექსო და უნდა სცხვენოდეთ! რა მეტ სიცოცხლეზე ელაპარაკებიან ადამიანებს, სხვა რაღაც მაინც მოეფიქრებინათ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, კალაძე არის „ივანიშვილის რეჟიმის გენერალური მდივანი“ და ის არის ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი „დანაშაულებრივი კრიმინალური ჯგუფის, რომელმაც გაძარცვა ჩვენი ქვეყანა, რომელიც კლავს ადამიანებს“.

„კახა კალაძემ ცოტა ცინიკური სლოგანი გამოდო დღეს, „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“. მე მგონია სულ მთლად სირცხვილ-ნამუსი აქვთ დაკარგული - მათ მიერ დაგეშილი ორკების მიერ ლექსოს მოკვლის შემდეგ, სხვა რაღაც მაინც ეთქვათ და რა სიცოცხლეზე ლაპარაკობენ, ალბათ, სიცოცხლის ნაცვლად, იქ ბევრი შპრიცი და ნარკოტიკები და რაღაც უნდა იყოს დაწერილი თუ დახატული, ამას თუ ჰპირდება ქუჩის ყაჩაღებს და ძველბიჭებს და იმათ, რომლებსაც არანაირი იდეა არ გააჩნიათ და არაფრის დანახვა არ შეუძლიათ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და საით მიექანება ის და საერთოდ რას გვპირდებოდა ივანიშვილი და რეალურად რა მივიღეთ, რომ იტყვიან რა შევუკვეთეთ და რა ჩამომივიდაო. კალაძე არის ივანიშვილის რეჟიმის გენერალური მდივანი, მას აქვს ეს ფუნქცია და ის არ არის მხოლოდ მეურნე, ის ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელია ამ დანაშაულებრივი კრიმინალური ჯგუფის, რომელმაც გაძარცვა ჩვენი ქვეყანა, რომელიც მართლა კლავს ადამიანებს, მარტო ლექსოს კი არა,“- განაცხადა ბარამიძემ.

მან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მიმდინარე კონსულტაციებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს ყველასთან გარდა „სტრატეგია აღმაშენებელთან“ და გიორგი გახარიას პარტიასთან.

„ეს კონსულტაციები დიდი ხანია მიმდინარეობს. ის მიმდინარეობს რეალური ოპოზიცია ვინც არის, პროდასავლური ოპოზიცია, იმ პარტიათა აბსოლუტურ უმრავლესობასთან. გამონაკლისი არის გოგიტა ვაშაძის პარტია, რომელსაც თვითონ აქვს დაჩემებული, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს და რაღაც უცნაურ ფორმულად გვთავაზობს, სწორედ „დამარცხების ფორმულას“, რომ თურმე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატურა არ უნდა იყოს. სასაცილოდ აიგდო თავი, კაცი პრემიერ-მინისტრობაზე იქაჩებოდა და 3%-ც ვერ აიღო, თავის საარჩევნო ოლქში მესამე ადგილზე გავიდა. ადამიანი, რომელიც რეალობას თვალს ვერ უსწორებს და განდიდების მანიით არის შეპყრობილი, არაა ადეკვატური. რაც შეეხება გახარიას, მასთან არც გვქონია მცდელობა რომ კონსულტაცია გვქონოდა, იმიტომ, რომ ჩვენ მას არ განვიხილავთ არც პროდასავლურ პარტიად და არც პარტიად, რომელიც განსხვავდება „ქართული ოცნებისგან““, - განაცხადა ბარამიძემ.