მსოფლიო
პოლიტიკა

20

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუ აჰყვებით ცილისწამებას" - კულტურის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ამირანაშვილის სახელობის მუზეუმის შენობის დანგრევა სურთ
"ნუ აჰყვებით ცილისწამებას" - კულტურის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ამირანაშვილის სახელობის მუზეუმის შენობის დანგრევა სურთ

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო ეხ­მი­ა­ნე­ბა ერთ-ერთი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, თით­ქოს სა­მი­ნის­ტროს სურს შალ­ვა ამი­რა­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის შე­ნო­ბის დან­გრე­ვა და აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სიც­რუ­ეს უწო­დებს. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, "სიც­რუ­ის ავ­ტო­რე­ბი და მათ ზურგს ამო­ფა­რე­ბუ­ლი სხვა პი­რე­ბი ამ გზით სა­კუ­თა­რი უმოქ­მე­დო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბის გა­და­ფარ­ვას ცდი­ლო­ბენ".

"კერ­ძოდ, სწო­რედ ამ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი არ­ხის მეს­ვე­უ­რებს და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­მოთ­ქმუ­ლი ყალ­ბი აღ­შფო­თე­ბის ავ­ტო­რებს, რო­დე­საც იყ­ვნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და ება­რათ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა, არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბი­ათ იმი­სათ­ვის, რომ მუ­ზე­უ­მის შე­ნო­ბა (ისე­ვე, რო­გორც კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ბევ­რი სხვა ძეგლი) გა­და­ერ­ჩი­ნათ.

სიც­რუ­ი­სა და ყალ­ბი აღ­შფო­თე­ბის ავ­ტო­რებს შე­უძ­ლი­ათ იხი­ლონ ამ გან­ცხა­დე­ბა­ზე დარ­თუ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა, რო­მე­ლიც მათი და მათ ზურგს ამო­ფა­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის უმოქ­მე­დო­ბის შე­დე­გად შალ­ვა ამი­რა­ნაშ­ვი­ლის მუ­ზე­უმ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას ასა­ხავს. ნა­თე­ლია, რომ სა­მი­ნის­ტრო მუ­ზე­უმს კი არ ან­გრევს, მუ­ზე­უ­მი ინ­გრე­ვა სიც­რუ­ის ავ­ტო­რე­ბის უმოქ­მე­დო­ბი­სა და მათ მიერ პუშ­კი­ნის ქუ­ჩის მხრი­დან ეს­ტა­კა­დის ისე მო­წყო­ბის შე­დე­გად, რომ მუ­ზე­უ­მის შე­ნო­ბის ერთი ნა­წი­ლი გა­და­იქ­ცა. ასე­ვე, მუ­ზე­უ­მის შე­ნო­ბა სამ­წუ­ხა­როდ ვე­ღარ აკ­მა­ყო­ფი­ლებს ელე­მენ­ტა­რულ სე­ის­მუ­რი მე­დე­გო­ბის სტან­დარ­ტებს.

კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო კი­დევ ერთხელ შე­ახ­სე­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლის­ში კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს დაკ­ვე­თით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, მუ­ზე­უ­მის შე­ნო­ბა არის უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. კერ­ძოდ:

ლადო გუ­დი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩის გას­წვრივ მდე­ბა­რე შე­ნო­ბის ფლი­გე­ლის გა­მაგ­რე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან დიდ ტექ­ნი­კურ სირ­თუ­ლე­ებ­თან და და­ნა­ხარ­ჯებ­თან და მისი გაძ­ლი­ე­რე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ არ იქ­ნე­ბა რენ­ტა­ბე­ლუ­რი; ალ. პუშ­კი­ნის ქუ­ჩის გას­წვრივ მდე­ბა­რე ფლი­გელ­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია მზი­დი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის დიდი გა­დახ­რე­ბი, დე­ფორ­მა­ცი­ე­ბი და რღვე­ვე­ბი, რის გა­მოც შე­უძ­ლე­ბე­ლია შე­ნო­ბის ამ ნა­წი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და გაძ­ლი­ე­რე­ბა; შე­ნო­ბის მხო­ლოდ ცენ­ტრა­ლუ­რი შე­სას­ვლე­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა არის შე­საძ­ლე­ბე­ლი; შე­ნო­ბის ქვეშ მიმ­დი­ნა­რე­ობს ფუძე-გრუნ­ტე­ბის გა­წყლო­ვა­ნე­ბა ტექ­ნო­გე­ნუ­რი და ატ­მოს­ფე­რუ­ლი წყლე­ბის ჩა­მო­დი­ნე­ბი­სა­გან; შე­ნო­ბას არც სარ­თულ­შუა გა­და­ხურ­ვის და არც სა­ხუ­რა­ვის დო­ნე­ებ­ზე არ გა­აჩ­ნია ან­ტი­სე­ის­მუ­რი სარ­ტყლე­ბი, რის გა­მოც ის არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს სე­ის­მუ­რო­ბის ელე­მენ­ტა­რულ სტან­დარ­ტებს.

სწო­რედ ამ უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის უსაფრ­თხო სა­მუ­შაო გა­რე­მოს შექ­მნი­სა და მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი უნი­კა­ლუ­რი ფონ­დე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრმა მიმ­დი­ნა­რე წლის 15 ივ­ლისს და­ამ­ტკი­ცა შალ­ვა ამი­რა­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში მარ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­ჟი­მი, მუ­ზე­უმ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის უსაფრ­თხო ად­გი­ლას გა­დაყ­ვა­ნი­სა და ფონ­დე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რო­მე­ლიც სა­მი­ნის­ტრომ მა­შინ­ვე გა­ხა­და სა­ჯა­რო. სწო­რედ ამ გეგ­მის თა­ნახ­მად აპი­რებს სა­მი­ნის­ტრო მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი უნი­კა­ლუ­რი ექ­სპო­ნა­ტე­ბის გა­დარ­ჩე­ნას და არა მუ­ზე­უ­მის დე­მონ­ტაჟს, რო­გორც ეს ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მავ­რცე­ლე­ბელ სი­უ­ჟეტ­ში იყო ნათ­ქვა­მი.

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს ყვე­ლას, თავი შე­ი­კა­ვონ მსგავ­სი ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­გან, ხოლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თავს, ნუ აჰ­ყვე­ბა ცი­ლის­წა­მე­ბას იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მხრი­დან, ვისი დამ­სა­ხუ­რე­ბი­თაც არის მუ­ზე­უ­მის შე­ნო­ბა ასეთ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

"ნუ აჰყვებით ცილისწამებას" - კულტურის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ამირანაშვილის სახელობის მუზეუმის შენობის დანგრევა სურთ

"ნუ აჰყვებით ცილისწამებას" - კულტურის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ამირანაშვილის სახელობის მუზეუმის შენობის დანგრევა სურთ

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს სამინისტროს სურს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის დანგრევა და აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, "სიცრუის ავტორები და მათ ზურგს ამოფარებული სხვა პირები ამ გზით საკუთარი უმოქმედობით გამოწვეული სავალალო შედეგების გადაფარვას ცდილობენ".

"კერძოდ, სწორედ ამ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი არხის მესვეურებს და სოციალურ ქსელებში გამოთქმული ყალბი აღშფოთების ავტორებს, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და ებარათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლა-პატრონობა, არაფერი გაუკეთებიათ იმისათვის, რომ მუზეუმის შენობა (ისევე, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ბევრი სხვა ძეგლი) გადაერჩინათ.

სიცრუისა და ყალბი აღშფოთების ავტორებს შეუძლიათ იხილონ ამ განცხადებაზე დართული ფოტომასალა, რომელიც მათი და მათ ზურგს ამოფარებული პირების უმოქმედობის შედეგად შალვა ამირანაშვილის მუზეუმში არსებულ ვითარებას ასახავს. ნათელია, რომ სამინისტრო მუზეუმს კი არ ანგრევს, მუზეუმი ინგრევა სიცრუის ავტორების უმოქმედობისა და მათ მიერ პუშკინის ქუჩის მხრიდან ესტაკადის ისე მოწყობის შედეგად, რომ მუზეუმის შენობის ერთი ნაწილი გადაიქცა. ასევე, მუზეუმის შენობა სამწუხაროდ ვეღარ აკმაყოფილებს ელემენტარულ სეისმური მედეგობის სტანდარტებს.

კულტურის სამინისტრო კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ მიმდინარე წლის ივლისში კულტურის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მუზეუმის შენობა არის უმძიმეს მდგომარეობაში. კერძოდ:

ლადო გუდიაშვილის ქუჩის გასწვრივ მდებარე შენობის ფლიგელის გამაგრება დაკავშირებული იქნება ძალიან დიდ ტექნიკურ სირთულეებთან და დანახარჯებთან და მისი გაძლიერება სავარაუდოდ არ იქნება რენტაბელური; ალ. პუშკინის ქუჩის გასწვრივ მდებარე ფლიგელზე განვითარებულია მზიდი კონსტრუქციების დიდი გადახრები, დეფორმაციები და რღვევები, რის გამოც შეუძლებელია შენობის ამ ნაწილის შენარჩუნება და გაძლიერება; შენობის მხოლოდ ცენტრალური შესასვლელის გაძლიერება არის შესაძლებელი; შენობის ქვეშ მიმდინარეობს ფუძე-გრუნტების გაწყლოვანება ტექნოგენური და ატმოსფერული წყლების ჩამოდინებისაგან; შენობას არც სართულშუა გადახურვის და არც სახურავის დონეებზე არ გააჩნია ანტისეისმური სარტყლები, რის გამოც ის არ აკმაყოფილებს სეისმურობის ელემენტარულ სტანდარტებს.

სწორედ ამ უმძიმესი მდგომარეობიდან გამომდინარე, მუზეუმის თანამშრომლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნისა და მუზეუმში დაცული უნიკალური ფონდების გადასარჩენად საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მიმდინარე წლის 15 ივლისს დაამტკიცა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში მართვის განსაკუთრებული რეჟიმი, მუზეუმში დასაქმებული თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანისა და ფონდების ევაკუაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც სამინისტრომ მაშინვე გახადა საჯარო. სწორედ ამ გეგმის თანახმად აპირებს სამინისტრო მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების გადარჩენას და არა მუზეუმის დემონტაჟს, როგორც ეს ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელ სიუჟეტში იყო ნათქვამი.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან, ხოლო საზოგადოებას მიმართავს, ნუ აჰყვება ცილისწამებას იმ ადამიანების მხრიდან, ვისი დამსახურებითაც არის მუზეუმის შენობა ასეთ მძიმე მდგომარეობაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

"ფაიზერის" 250 000 დოზა იქნება გამოტანილი სლოტად - გავხსნით 20-დღიანი ჯავშნების შესაძლებლობას - ტიკარაძის თქმით, საიტი გამართულად მუშაობს და შეფერხებას არ ელიან

"გთხოვთ, "ფაიზერის" მეორე დოზაზე რეგისტრაცია განახორციელოთ 24 ივლისის 12:00 საათამდე, სხვა შემთხვევაში, რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად" - ჯანდაცვის მინისტრის მიმართვა

საქართველოში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი