მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბადე ვერ შეაკავებს მიწის მასებს, რომელიც შეიძლება იგივე ფერდიდან ოდესმე წამოვიდეს“ - რა გააჩერებს საეჭვოდ გრანდიოზულ მშენებლობებს ვერეს ხეობაში
"ბადე ვერ შეაკავებს მიწის მასებს, რომელიც შეიძლება იგივე ფერდიდან ოდესმე წამოვიდეს“ - რა გააჩერებს საეჭვოდ გრანდიოზულ მშენებლობებს ვერეს ხეობაში

2015 წლის 13 ივ­ნი­სის ტრა­გე­დი­ის მი­უ­ხე­და­ვად, ვე­რეს ხე­ო­ბა­ში მშე­ნებ­ლო­ბე­ბი გაგ­რძელ­და, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ თბი­ლი­სის მე­რი­ის დაკ­ვე­თით, მა­შინ­ვე, სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტებ­მა და­დეს ცალ­სა­ხა დას­კვნა, რომ ქა­ო­სუ­რი პრო­ცე­სის გაგ­რძე­ლე­ბა არაფ­რით შე­იძ­ლე­ბო­და. ის კი არა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში და­წყე­ბუ­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბის დე­მონ­ტა­ჟიც უნდა მომ­ხდა­რი­ყო. ერთხელ გა­ი­ა­რეთ ხე­ო­ბა­ში, მის მო­მიჯ­ნა­ვედ და დარ­წმუნ­დე­ბით, რო­გორ შეს­რულ­და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

ვე­რეს გარ­შე­მო თით­ქმის ნე­ბის­მი­ერ­მა ადა­მი­ან­მა იცის, რომ მარ­ცხე­ნა, ყო­ფი­ლი ხი­ლი­ა­ნის (ჩი­ქო­ვა­ნის ქუჩა) მხა­რე კლდო­ვა­ნია, ხოლო მარ­ჯვე­ნა, ვაკე-ყიფ­ში­ძის ქუ­ჩის მი­და­მო­ე­ბი, პი­რი­ქით რბი­ლი, ფხვი­ე­რია. თან კონ­კრე­ტუ­ლად ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის უკა­ნა, ვე­რას­კენ დაღ­მარ­თი არე­ა­ლი ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­შე­ნებ­ლო ნარ­ჩე­ნე­ბის და­საყ­რე­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და (სპე­ცი­ა­ლის­ტებს ეცო­დი­ნე­ბათ, ეს რის­თვის კე­თე­ბო­და). დღეს ზუს­ტად ამ ად­გილ­ზე უზარ­მა­ზა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბი შენ­დე­ბა და ეშ­მაკ­მა უწყის სა­ეჭ­ვო პრო­ცე­სი სა­დამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

ამ თე­მა­ზე ambebi.ge -ს პრო­ფე­სო­რი, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ცირა ელი­საშ­ვი­ლი ესა­უბ­რე­ბა:

- ვე­რეს ხე­ო­ბა­ში გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის ტემ­პი დღეს სხვა­ნა­ი­რია, ვიდ­რე 2015-ში ტრა­გე­დი­ის დატ­რი­ა­ლე­ბი­სას იყო. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად რა შე­ფა­სე­ბე­ბიც უნდა გა­ვა­კე­თოთ, არ­სე­ბობს სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის მიერ შექ­მნი­ლი დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც წყალ­დი­დო­ბის შემ­დეგ თვი­თონ მე­რი­ის დაკ­ვე­თით გა­კეთ­და. ექ­სპერ­ტე­ბი სამი ტი­პის რე­კო­მენ­და­ცი­ას იძ­ლე­ოდ­ნენ ვე­რეს ხე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით:

პირ­ვე­ლი - შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო ყვე­ლა მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბა;

მე­ო­რე - აღარ გა­ცე­მუ­ლი­ყო ნე­ბარ­თვე­ბი ამ არე­ალ­ში;

მე­სა­მე უკვე გრძელ­ვა­დი­ა­ნი პერ­სპექ­ტი­ვა, რომ ყვე­ლა აშე­ნე­ბუ­ლი ნა­გე­ბო­ბის დე­მონ­ტა­ჟი მომ­ხდა­რი­ყო.

მაგ­რამ იმ­ჟა­მინ­დე­ლი მე­რის, და­ვით ნარ­მა­ნი­ას პი­რო­ბებ­ში (რო­დე­საც დას­კვნა შედ­გა), გა­ი­ცა ნე­ბარ­თვე­ბი, რაც რბი­ლად რომ ვთქვათ არას­წო­რია.

ასე­ვე, ჩვენ წა­მოგ­ვე­წია თბი­ლი­სის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მა, რო­მე­ლიც უკვე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტია. გენ­გეგ­მის სა­ჯა­რო რუ­კებ­ზე სა­ზღვრე­ბი რომ მი­უ­თი­თოთ, აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ ეს არის დატ­ბორ­ვის ტე­რი­ტო­რია; არა რა­ღაც რის­კის მქო­ნე, პირ­და­პი­რი დატ­ბორ­ვის არე­ა­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ი­ცა მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვე­ბი.

თუკი თე­მა­ზე პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით ვსა­უბ­რობთ (სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტუ­ლი დას­კვნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით), ქა­ლა­ქის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სულ სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი უნდა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა, ვიდ­რე ამ კრი­ტი­კულ არე­ალ­ში მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტე­ბის შე­თან­ხმე­ბა და ნე­ბარ­თვე­ბის გა­ცე­მაა.

- იგი­ვე ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის სა­ა­ვად­მყო­ფოს (ყო­ფი­ლი მე­ცხრე) უკა­ნა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ადრე სა­ნაგ­ვე იყო და უკონ­ტრო­ლოდ წყლე­ბი იღ­ვრე­ბო­და, დღეს უზარ­მა­ზა­რი კორ­პუ­სე­ბი შენ­დე­ბა და ჩანს გაგ­რძელ­დე­ბა. რა შეგ­დე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვანს ეს უკონ­ტრო­ლო პრო­ცე­სი?

- ვერე მთის მდი­ნა­რეა, რო­მელ­საც აქვს მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლე­ბი. ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნის­გან მთის მდი­ნა­რე ვე­რა­სო­დეს იქ­ნე­ბა და­ზღვე­უ­ლი. ახლა რომ იქ ნე­ბარ­თვე­ბია გა­ცე­მუ­ლი, მდი­ნა­რის­თვის შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი ვერ იქ­ნე­ბა. შე­საძ­ლოა ათ წე­ლი­წად­ში, შე­იძ­ლე­ბა ასში იგი­ვე გან­მე­ორ­დეს და უა­რეს შე­დე­გამ­დე მი­ვალთ; რად­გან დატ­ბორ­ვის არე­ა­ლი ხე­ვის თვალ­საზ­რი­სით უფრო გა­ნი­ე­რი იყო, ვიდ­რე ახლა არის. მშე­ნებ­ლო­ბე­ბის გარ­და, მი­წით არის ამოვ­სე­ბუ­ლი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც, მა­გა­ლი­თად, ზო­ო­პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ას ეკუთ­ვნო­და.

ღმერ­თმა არ ქნას, მაგ­რამ ვი­ცით, ადრე თუ გვი­ან ეს მოხ­დე­ბა. შე­დე­გის თვალ­საზ­რი­სით უა­რე­სი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე აქამ­დე მომ­ხდა­რა. აღ­ნიშ­ნულ გზა­ზე შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ბადე ვე­რა­ნა­ი­რად ვერ შე­ა­კა­ვებს მი­წის მა­სებს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იგი­ვე ფერ­დი­დან ოდეს­მე წა­მო­ვი­დეს.

ეს არის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­კუ­თარ თავ­ზე უნდა აეღო იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ნე­ბარ­თვე­ბი არ გა­ე­ცა. რად­გან გა­ი­ცა, უკვე პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბის მო­მენ­ტია, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, არ გუ­ლის­ხმობს რა­ი­მე ტი­პის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. ვი­ცით, ამ თვალ­საზ­რი­სით ქა­ლა­ქი მი­ნუს ნიშ­ნით რო­გორ შე­იც­ვა­ლა. ამ დროს ვერ და­მი­სა­ხე­ლებთ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს, რო­მელ­მაც ამ გა­ცე­მუ­ლი ნე­ბარ­თვე­ბის და უსა­ხუ­რი შე­ნო­ბე­ბის ჩად­გმით რა­ი­მე ტიპს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­ნი­ცა­და; ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ან სის­ხლის სა­მარ­თლის, ზო­გა­დად სა­მარ­თლებ­რი­ვი, რა­ი­მე ტი­პის შე­ფა­სე­ბით კუ­თხით. პი­რი­ქით მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი.

ამი­ტომ ეს პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლია, რაც ათწლე­უ­ლე­ბია გრძელ­დე­ბა არამ­ხო­ლოდ თბი­ლის­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ბა­თუმ­შიც იგი­ვე ხდე­ბა. ამ ვი­თა­რე­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნდა იყოს მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე, აქ­ტი­უ­რობ­დეს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მარ­ტო სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­უ­რო­ბის პრო­ცესს არ ვგუ­ლის­ხმობ, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სა­ხით. მჯე­რა, რომ ერთი ადა­მი­ა­ნიც ცვლის სამ­ყა­როს.

თეა გო­დო­ლა­ძე, გე­ო­ლო­გი:

- ვე­რეს ხე­ო­ბას ხელი სა­ერ­თოდ არ უნდა და­ა­კა­რონ. არ­ცერ­თი რე­კო­მენ­და­ცია და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტი ამას არ ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ ჭა­ლას სამ­შე­ნებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბით ხელი ახ­ლოთ. ეს მარ­ტო ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის უკა­ნა დაღ­მართს არ შე­ე­ხე­ბა. ვხე­დავთ, რომ ვე­რეს გას­წვრივ პირ­და­პი­რი დატ­ბორ­ვის არე­ალ­ში არის გა­ცე­მუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვე­ბი.

ყო­ველ­გვა­რი შე­ლა­მა­ზე­ბის გა­რე­შე, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბაა. შემ­დგო­მი დატ­ბორ­ვის პი­რო­ბებ­ში ამ ხალ­ხს რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­ექ­მნას. ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხია. რა­ტომ იღებს ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ან სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია, ან მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის გამ­ცე­მი, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ამ­ბა­ვია. უცო­დინ­რო­ბა ერ­თია, მაგ­რამ როცა რე­კო­მენ­და­ცი­ას გაძ­ლევს ყვე­ლა გე­ო­ლო­გი, ჰიდ­რო­ლო­გი და ა.შ. შენი ქვეყ­ნის და ასე­ვე უცხო­ე­ლი, მა­ინც ამას სჩა­დი­ხარ! მოდი და გა­ი­გე, რას­თან გვაქვს საქ­მე.

"იუ­ე­სა­ი­დის“ ამე­რი­კის სა­ტყეო დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან ჰყავ­და გე­ო­ლო­გე­ბი ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი. იქ სა­ტყეო გე­ო­ლო­გიც გე­ო­ლო­გია და თა­ვი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს. პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, მთავ­რო­ბე­ბი მი­დი­ან და მო­დი­ან, ხოლო ჩვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა რჩე­ბა. ჰოდა, აღ­ნიშ­ნულ დას­კვნა­შიც შა­ვით თეთრზე წე­რია, რომ ხე­ო­ბა­ში არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა და არც ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რად­გან ეს მდი­ნა­რის ჭა­ლაა! თან ისე­თი მდი­ნა­რის, რო­მელ­საც წყალ­მო­ვარ­დნა ახა­სი­ა­თებს, ღვარ­ცო­ფუ­ლი ჭა­ლაა. ამა­ზე მეტი აღ­ნიშ­ნულ სა­ექ­სპერ­ტო კო­მი­სი­ას რა უნდა და­ე­წე­რა და გა­კე­თე­ბი­ნა?

მარ­თლა შე­უძ­ლე­ბე­ლი გა­რე­მოა უკვე ქა­ლაქ­ში, ბუ­ნებ­რი­ვი საფრ­თხე­ე­ბის კუ­თხით, ისე გა­და­იტ­ვირ­თა არას­წო­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პო­ლი­ტი­კით.

- გა­მო­სა­ვა­ლი სად არის?

- აუ­ცი­ლე­ბე­ლია სამ­შე­ნებ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის, ანუ პო­ლი­ტი­კის შეც­ვლა. მეს­მის, რომ ბე­ტონ­ში ძა­ლი­ან სწრა­ფად კეთ­დე­ბა ფული; ამ კორ­პუ­სე­ბის შე­ნე­ბა-გა­ყიდ­ვა­ში, ერ­თო­თა­ხი­ა­ნე­ბის­გან კარგ მო­გე­ბას ვი­ღებთ, მაგ­რამ ამ ქა­ლაქს სე­რი­ო­ზუ­ლად სჭირს უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მა. ეს არ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქა­ლა­ქი, გე­ო­ლო­გი­უ­რად ერთ-ერთი აქ­ტი­უ­რი სტრუქ­ტუ­რაა. აი, ახ­ლაც ქა­ლაქ­გა­რეთ ვარ, უბ­რა­ლოდ გავ­ხე­დე და კი­დევ ერთხელ გულს შე­მო­მე­ყა­რა. არ შე­იძ­ლე­ბა თბი­ლი­სის­ნა­ი­რი ქა­ლა­ქის ასეთ უთავ­ბო­ლო ვერ­ტი­კალ­ში წას­ვლა; ამ­დენ სარ­თუ­ლი­ა­ნი ნა­გე­ბო­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და გრუნ­ტის დატ­ვირ­თვა. არ გვეს­მის ეს ამ­ბა­ვი და რა გა­ვა­კე­თოთ?

პრობ­ლე­მა­ზე დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ა­ში გვი­პა­სუ­ხეს, რომ maps.tbilisi.gov.ge დევს დატ­ბორ­ვის არე­ა­ლი, რო­მე­ლიც გე­ნე­რა­ლურ­მა გეგ­მამ და­ამ­ტკი­ცა და ეს რე­კო­მენ­და­ცია მე­რი­ის ურ­ბა­ნულ­მა სამ­სა­ხურ­მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მა­გა­ლი­თის­თვის, "ანა­გი დე­ვე­ლოპ­მენ­ტის“ მშე­ნებ­ლო­ბა არ არის მო­ყო­ლი­ლი უშუ­ა­ლო დატ­ბორ­ვის ზო­ნა­ში.

"სხვა ნე­ბარ­თვა, გარ­და "ანა­გი დე­ვე­ლოპ­მენ­ტი­სა" არ გა­ცე­მუ­ლა ვე­რეს მო­ვარ­დნის შემ­დეგ. თქვენც შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ ტას.გე-ზე რუკა, ხვდე­ბა თუ არა კონ­კრე­ტუ­ლი ობი­ექ­ტი დატ­ბორ­ვის ზო­ნა­ში. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ნე­ბარ­თვა არ გა­ი­ცე­მო­და“, - გვი­თხრეს მე­რი­ა­ში.

და­ბო­ლოს, რუ­კით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ, ე.წ. დატ­ბორ­ვის ზო­ნა­ში შე­იძ­ლე­ბა ყიფ­ში­ძე-ვე­რას შო­რის ყო­ფი­ლი სა­ნაგ­ვის არე­ა­ლიც არ შე­დი­ო­დეს, მაგ­რამ ამ გრან­დი­ო­ზუ­ლი ბე­ტო­ნის ხუ­ხუ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბი­სას (თუ ნე­ბარ­თვე­ბის გა­ცე­მი­სას) ნუთუ არა­ვის არ და­ე­ბა­და ელე­მენ­ტა­რუ­ლი კი­თხვა - რა­ტომ არ იყო ეს ტე­რი­ტო­რია ასე მჭიდ­როდ გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბუ­ლი ჯერ კი­დევ კო­მუ­ნის­ტე­ბის დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, როცა ვა­კის რა­ი­ო­ნის ტე­რი­ტო­რია ბა­გე­ბის სტუდ­ქა­ლა­ქამ­დე გა­ი­ზარ­და?

ავ­ტო­რი: მე­რაბ ბე­რი­ძე

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lia
10

ნარმანიას ვინმე ოდესმე მოსთხოვს პასუხს????

მახარე
0

ჯერ იმ ადამიანების ტვინში ჩამახედა მანდ რომ ბინას იყიდის, თუმცა რა უნდა მოკითხო, მთავარია ვაკეში იცხოვროს))) ნარმანიამ კი გაცემულ ნებართვებში ალბათ კარგი ფული იშოვა, ვერ დავიჯერებ, რომ ნებართვები მშენებლობაზე ლამაზი თვალებისათვის გაიცა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ბადე ვერ შეაკავებს მიწის მასებს, რომელიც შეიძლება იგივე ფერდიდან ოდესმე წამოვიდეს“ - რა გააჩერებს საეჭვოდ გრანდიოზულ მშენებლობებს ვერეს ხეობაში

"ბადე ვერ შეაკავებს მიწის მასებს, რომელიც შეიძლება იგივე ფერდიდან ოდესმე წამოვიდეს“ - რა გააჩერებს საეჭვოდ გრანდიოზულ მშენებლობებს ვერეს ხეობაში

2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის მიუხედავად, ვერეს ხეობაში მშენებლობები გაგრძელდა, იმის მიუხედავად, რომ თბილისის მერიის დაკვეთით, მაშინვე, საერთაშორისო ექსპერტებმა დადეს ცალსახა დასკვნა, რომ ქაოსური პროცესის გაგრძელება არაფრით შეიძლებოდა. ის კი არა, დროთა განმავლობაში დაწყებული ნაგებობების დემონტაჟიც უნდა მომხდარიყო. ერთხელ გაიარეთ ხეობაში, მის მომიჯნავედ და დარწმუნდებით, როგორ შესრულდა პროფესიონალების რეკომენდაციები.

ვერეს გარშემო თითქმის ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რომ მარცხენა, ყოფილი ხილიანის (ჩიქოვანის ქუჩა) მხარე კლდოვანია, ხოლო მარჯვენა, ვაკე-ყიფშიძის ქუჩის მიდამოები, პირიქით რბილი, ფხვიერია. თან კონკრეტულად ხეჩინაშვილის კლინიკის უკანა, ვერასკენ დაღმართი არეალი ათწლეულების განმავლობაში სამშენებლო ნარჩენების დასაყრელად გამოიყენებოდა (სპეციალისტებს ეცოდინებათ, ეს რისთვის კეთებოდა). დღეს ზუსტად ამ ადგილზე უზარმაზარი საცხოვრებელი კორპუსები შენდება და ეშმაკმა უწყის საეჭვო პროცესი სადამდე გაგრძელდება.

ამ თემაზე ambebi.ge -ს პროფესორი, კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის ხელმძღვანელი ცირა ელისაშვილი ესაუბრება:

- ვერეს ხეობაში განაშენიანების ტემპი დღეს სხვანაირია, ვიდრე 2015-ში ტრაგედიის დატრიალებისას იყო. ინდივიდუალურად რა შეფასებებიც უნდა გავაკეთოთ, არსებობს საერთაშორისო ექსპერტების მიერ შექმნილი დოკუმენტი, რომელიც წყალდიდობის შემდეგ თვითონ მერიის დაკვეთით გაკეთდა. ექსპერტები სამი ტიპის რეკომენდაციას იძლეოდნენ ვერეს ხეობასთან დაკავშირებით:

პირველი - შეჩერებულიყო ყველა მიმდინარე მშენებლობა;

მეორე - აღარ გაცემულიყო ნებართვები ამ არეალში;

მესამე უკვე გრძელვადიანი პერსპექტივა, რომ ყველა აშენებული ნაგებობის დემონტაჟი მომხდარიყო.

მაგრამ იმჟამინდელი მერის, დავით ნარმანიას პირობებში (როდესაც დასკვნა შედგა), გაიცა ნებართვები, რაც რბილად რომ ვთქვათ არასწორია.

ასევე, ჩვენ წამოგვეწია თბილისის გენერალური გეგმა, რომელიც უკვე დამტკიცებული დოკუმენტია. გენგეგმის საჯარო რუკებზე საზღვრები რომ მიუთითოთ, აღმოჩნდება, რომ ეს არის დატბორვის ტერიტორია; არა რაღაც რისკის მქონე, პირდაპირი დატბორვის არეალია. სამწუხაროდ, აღნიშნულ ტერიტორიაზე გაიცა მშენებლობის ნებართვები.

თუკი თემაზე პროფესიული თვალსაზრისით ვსაუბრობთ (საერთაშორისო ექსპერტული დასკვნის გათვალისწინებით), ქალაქის ხელისუფლებას სულ სხვა გადაწყვეტილებები უნდა განეხორციელებინა, ვიდრე ამ კრიტიკულ არეალში მშენებლობის პროექტების შეთანხმება და ნებართვების გაცემაა.

- იგივე ხეჩინაშვილის საავადმყოფოს (ყოფილი მეცხრე) უკანა ტერიტორიაზე, სადაც ადრე სანაგვე იყო და უკონტროლოდ წყლები იღვრებოდა, დღეს უზარმაზარი კორპუსები შენდება და ჩანს გაგრძელდება. რა შეგდებამდე მიგვიყვანს ეს უკონტროლო პროცესი?

- ვერე მთის მდინარეა, რომელსაც აქვს მახასიათებელები. ბუნებრივი მოვლენისგან მთის მდინარე ვერასოდეს იქნება დაზღვეული. ახლა რომ იქ ნებართვებია გაცემული, მდინარისთვის შემაფერხებელი ფაქტორი ვერ იქნება. შესაძლოა ათ წელიწადში, შეიძლება ასში იგივე განმეორდეს და უარეს შედეგამდე მივალთ; რადგან დატბორვის არეალი ხევის თვალსაზრისით უფრო განიერი იყო, ვიდრე ახლა არის. მშენებლობების გარდა, მიწით არის ამოვსებული ნაწილი, რომელიც, მაგალითად, ზოოპარკის ტერიტორიას ეკუთვნოდა.

ღმერთმა არ ქნას, მაგრამ ვიცით, ადრე თუ გვიან ეს მოხდება. შედეგის თვალსაზრისით უარესი იქნება, ვიდრე აქამდე მომხდარა. აღნიშნულ გზაზე შემაკავებელი ბადე ვერანაირად ვერ შეაკავებს მიწის მასებს, რომელიც შეიძლება იგივე ფერდიდან ოდესმე წამოვიდეს.

ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც ქალაქის ხელისუფლებას საკუთარ თავზე უნდა აეღო იმ თვალსაზრისით, რომ ნებართვები არ გაეცა. რადგან გაიცა, უკვე პოლიტიკური შეფასების მომენტია, რაც, სამწუხაროდ, არ გულისხმობს რაიმე ტიპის პასუხისმგებლობას. ვიცით, ამ თვალსაზრისით ქალაქი მინუს ნიშნით როგორ შეიცვალა. ამ დროს ვერ დამისახელებთ თანამდებობის პირს, რომელმაც ამ გაცემული ნებართვების და უსახური შენობების ჩადგმით რაიმე ტიპს პასუხისმგებლობა განიცადა; ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის, ზოგადად სამართლებრივი, რაიმე ტიპის შეფასებით კუთხით. პირიქით მოხდა ყველაფერი.

ამიტომ ეს პოლიტიკის ნაწილია, რაც ათწლეულებია გრძელდება არამხოლოდ თბილისთან მიმართებაში, ბათუმშიც იგივე ხდება. ამ ვითარებაში საზოგადოება უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე, აქტიურობდეს. საზოგადოებაში მარტო სამოქალაქო აქტიურობის პროცესს არ ვგულისხმობ, არასამთავრობო ორგანიზაციების სახით. მჯერა, რომ ერთი ადამიანიც ცვლის სამყაროს.

თეა გოდოლაძე, გეოლოგი:

- ვერეს ხეობას ხელი საერთოდ არ უნდა დააკარონ. არცერთი რეკომენდაცია და საერთაშორისო სტანდარტი ამას არ ითვალისწინებს, რომ ჭალას სამშენებლო მიმართულებით ხელი ახლოთ. ეს მარტო ხეჩინაშვილის უკანა დაღმართს არ შეეხება. ვხედავთ, რომ ვერეს გასწვრივ პირდაპირი დატბორვის არეალში არის გაცემული სამშენებლო ნებართვები.

ყოველგვარი შელამაზების გარეშე, დანაშაულებრივი ქმედებაა. შემდგომი დატბორვის პირობებში ამ ხალხს რეალური პრობლემები შეიძლება შეექმნას. ძალიან დიდი პასუხისმგებლობის საკითხია. რატომ იღებს ამ პასუხისმგებლობას ან სამშენებლო კომპანია, ან მშენებლობის ნებართვის გამცემი, წარმოუდგენელი ამბავია. უცოდინრობა ერთია, მაგრამ როცა რეკომენდაციას გაძლევს ყველა გეოლოგი, ჰიდროლოგი და ა.შ. შენი ქვეყნის და ასევე უცხოელი, მაინც ამას სჩადიხარ! მოდი და გაიგე, რასთან გვაქვს საქმე.

"იუესაიდის“ ამერიკის სატყეო დეპარტამენტიდან ჰყავდა გეოლოგები ჩამოყვანილი. იქ სატყეო გეოლოგიც გეოლოგია და თავისი პროფესიული პასუხისმგებლობა აქვს. პოლიტიკური თანამდებობის პირები, მთავრობები მიდიან და მოდიან, ხოლო ჩვენი პროფესიული პასუხისმგებლობა რჩება. ჰოდა, აღნიშნულ დასკვნაშიც შავით თეთრზე წერია, რომ ხეობაში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება და არც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რადგან ეს მდინარის ჭალაა! თან ისეთი მდინარის, რომელსაც წყალმოვარდნა ახასიათებს, ღვარცოფული ჭალაა. ამაზე მეტი აღნიშნულ საექსპერტო კომისიას რა უნდა დაეწერა და გაკეთებინა?

მართლა შეუძლებელი გარემოა უკვე ქალაქში, ბუნებრივი საფრთხეების კუთხით, ისე გადაიტვირთა არასწორი ინფრასტრუქტურული პოლიტიკით.

- გამოსავალი სად არის?

- აუცილებელია სამშენებლო რეგულაციების, ანუ პოლიტიკის შეცვლა. მესმის, რომ ბეტონში ძალიან სწრაფად კეთდება ფული; ამ კორპუსების შენება-გაყიდვაში, ერთოთახიანებისგან კარგ მოგებას ვიღებთ, მაგრამ ამ ქალაქს სერიოზულად სჭირს უსაფრთხოების პრობლემა. ეს არ არის ჩვეულებრივი ქალაქი, გეოლოგიურად ერთ-ერთი აქტიური სტრუქტურაა. აი, ახლაც ქალაქგარეთ ვარ, უბრალოდ გავხედე და კიდევ ერთხელ გულს შემომეყარა. არ შეიძლება თბილისისნაირი ქალაქის ასეთ უთავბოლო ვერტიკალში წასვლა; ამდენ სართულიანი ნაგებობების მშენებლობა და გრუნტის დატვირთვა. არ გვესმის ეს ამბავი და რა გავაკეთოთ?

პრობლემაზე დედაქალაქის მერიაში გვიპასუხეს, რომ maps.tbilisi.gov.ge დევს დატბორვის არეალი, რომელიც გენერალურმა გეგმამ დაამტკიცა და ეს რეკომენდაცია მერიის ურბანულმა სამსახურმა გაითვალისწინა. მათივე განმარტებით, მაგალითისთვის, "ანაგი დეველოპმენტის“ მშენებლობა არ არის მოყოლილი უშუალო დატბორვის ზონაში.

"სხვა ნებართვა, გარდა "ანაგი დეველოპმენტისა" არ გაცემულა ვერეს მოვარდნის შემდეგ. თქვენც შეგიძლიათ ნახოთ ტას.გე-ზე რუკა, ხვდება თუ არა კონკრეტული ობიექტი დატბორვის ზონაში. ასეთ შემთხვევაში ნებართვა არ გაიცემოდა“, - გვითხრეს მერიაში.

დაბოლოს, რუკით გათვალისწინებულ, ე.წ. დატბორვის ზონაში შეიძლება ყიფშიძე-ვერას შორის ყოფილი სანაგვის არეალიც არ შედიოდეს, მაგრამ ამ გრანდიოზული ბეტონის ხუხულების მშენებლობისას (თუ ნებართვების გაცემისას) ნუთუ არავის არ დაებადა ელემენტარული კითხვა - რატომ არ იყო ეს ტერიტორია ასე მჭიდროდ განაშენიანებული ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან მოყოლებული, როცა ვაკის რაიონის ტერიტორია ბაგების სტუდქალაქამდე გაიზარდა?

ავტორი: მერაბ ბერიძე

"ფაიზერის" 250 000 დოზა იქნება გამოტანილი სლოტად - გავხსნით 20-დღიანი ჯავშნების შესაძლებლობას - ტიკარაძის თქმით, საიტი გამართულად მუშაობს და შეფერხებას არ ელიან

"გთხოვთ, "ფაიზერის" მეორე დოზაზე რეგისტრაცია განახორციელოთ 24 ივლისის 12:00 საათამდე, სხვა შემთხვევაში, რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად" - ჯანდაცვის მინისტრის მიმართვა

საქართველოში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი