პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამიდგინდა მძიმე დაავადება, არსებობს თუ არა სამხედრო ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია ამ დაავადების გამოწვევა, ვერ გავარკვევ" - ლევან ვასაძე მიმართვას ავრცელებს
"დამიდგინდა მძიმე დაავადება, არსებობს თუ არა სამხედრო ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია ამ დაავადების გამოწვევა, ვერ გავარკვევ" - ლევან ვასაძე მიმართვას ავრცელებს

პარ­ტია "ერის" ლი­დე­რი ლე­ვან ვა­სა­ძე ვი­დე­ო­მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს, სა­დაც მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს. ვა­სა­ძის თქმით, მძი­მე ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა და­უდ­გინ­და, რა­საც სა­ეჭ­ვოდ მი­იჩ­ნევს.

"და­მიდ­გინ­და მძი­მე ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე იშ­ვი­ა­თი მსოფ­ლი­ო­ში. მე მას გან­ზრახ არ და­ვა­სა­ხე­ლებ, რათა ამ კერ­ძო სივ­რცე­ში არ შე­ვიჭ­რა. ეგ და­ა­ვა­დე­ბა არის რამ­დე­ნი­მე სა­ხის - არის სის­ტე­მუ­რი, რო­მე­ლიც ემარ­თე­ბა ადა­მი­ანს სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­ზე, მე ეგ არ და­მიდ­გი­ნა, მე მაქვს ის მარ­ტო გულ­ზე, ასე­ვე ეს და­ა­ვა­დე­ბა არის გე­ნე­ტი­კუ­რი. მე არც ეგ და­მიდ­გინ­და, მე მაქვს შე­ძე­ნი­ლი ფორ­მით...

უც­ნა­უ­რია, რო­გორ შე­ვი­ძი­ნე მე ის, იმი­ტომ, რომ 50 წლის კაცი ვარ, სპორ­ტსმე­ნი, არ ვე­წე­ვი, არ ვსვამ, ვვარ­ჯი­შობ და თით­ქმის არ ვა­ვად­მყო­ფობ. სა­ნამ პო­ლი­ტი­კა­ში შე­მო­ვი­დო­დი, აპ­რი­ლის ბო­ლოს ხვე­ლა მა­წუ­ხებ­და გრი­პის შემ­დეგ და მოს­კო­ვის აკა­დე­მი­კოს ლა­დო­ვის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კლი­ნი­კა­ში გა­ვი­ა­რე კომ­პლექ­სუ­რი შე­მოწ­მე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი მქონ­და წეს­რიგ­ში, გუ­ლის ჩათ­ვლით. 6 მა­ისს, გი­ორ­გო­ბა დღეს, შე­მო­ვე­დი პო­ლი­ტი­კა­ში და აი, თვე-ნა­ხე­ვარ­ში და­მე­ტა­კა ეს უიშ­ვი­ა­თე­სი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც ამ სა­ხით, ანუ მარ­ტო გულ­ზე და არა გე­ნე­ტი­კუ­რი, არა­მედ შე­ძე­ნი­ლი, ემარ­თე­ბა მი­ლი­ონ ადა­მი­ან­ში 2 კაცს. არ­სე­ბობს თუ არა რა­ღაც სამ­ხედ­რო ან გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ დას­ხი­ვე­ბის ან ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­დე­გად ამ და­ა­ვა­დე­ბის გა­მოწ­ვე­ვა, მე ვერ გა­ვარ­კვევ, ალ­ბათ, ვერც ვე­რა­ვინ ვერ გა­არ­კვევს. ექი­მე­ბი ამას ვერც მი­დას­ტუ­რე­ბენ და ვერც უარ­ყო­ფენ. ხაზი მინ­და გა­ვუს­ვა, რომ 50 წელი ჯან­მრთე­ლად ვი­ცხოვ­რე, შე­მო­ვე­დი პო­ლი­ტი­კა­ში და მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე იშ­ვი­ა­თი და მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა და­მიდ­გინ­და. ვი­საც რო­გორ უნდა, ისე გა­ი­გოს.

უც­ნა­უ­რია, რომ რაც სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­მო­ვე­დი, ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა მკვეთ­რად გა­უმ­ჯო­ბეს­და, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, და­ა­ვა­დე­ბა და­მიდ­გინ­და. ჩემი თვით­შეგ­რძნე­ბა არის შე­უ­და­რებ­ლად უკე­თე­სი, რაც მე მანდ აღარ ვარ. გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, სა­ი­დან იცოდ­ნენ ან რო­გორ გა­ი­გო სამ­მა ულტრა­ლი­ბე­რას­ტულ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ამ - "ფორ­მუ­ლამ", "მთა­ვარ­მა არ­ხმა" და "TV პირ­ველ­მა" ამის შე­სა­ხებ და სა­მი­ვემ რა­ტომ გა­უს­ვა ხაზი, რომ მე ვარ მო­წამ­ლუ­ლი", - აცხა­დებს ლე­ვან ვა­სა­ძე.

მისი თქმით, მას წინ მძი­მე მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა ელო­დე­ბა და არც ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბაა გა­მო­რი­ცხუ­ლი.

ლე­ვან ვა­სა­ძის თქმით, ის თა­ვის გეგ­მე­ბის ცვლი­ლე­ბას არ აპი­რებს.

"არ ვა­პი­რებ უკან და­ხე­ვას, მათ შო­რის რამ­დე­ნა­დაც ჯან­მრთე­ლო­ბა გა­მიშ­ვებს, არც იმ გზა­ზე, რო­მელ­ზეც შევ­დე­ქი გუ­ლით, აი რი­თიც შევ­დე­ქი, იმა­ში და­მე­ტა­კა სწო­რედ უხ­სე­ნე­ბე­ლი", - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან ვა­სა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 77 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
muamar kadafi
52

ბევრი რამე საეჭვოა, ჯამრთელობას გისრვებთ, დაანებე თავი პოლიტიკას, ეს ალბათ გაფთხილება იყო.

eka
120

მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"დამიდგინდა მძიმე დაავადება, არსებობს თუ არა სამხედრო ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია ამ დაავადების გამოწვევა, ვერ გავარკვევ" - ლევან ვასაძე მიმართვას ავრცელებს

"დამიდგინდა მძიმე დაავადება, არსებობს თუ არა სამხედრო ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია ამ დაავადების გამოწვევა, ვერ გავარკვევ" - ლევან ვასაძე მიმართვას ავრცელებს

პარტია "ერის" ლიდერი ლევან ვასაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს. ვასაძის თქმით, მძიმე ქრონიკული დაავადება დაუდგინდა, რასაც საეჭვოდ მიიჩნევს.

"დამიდგინდა მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მსოფლიოში. მე მას განზრახ არ დავასახელებ, რათა ამ კერძო სივრცეში არ შევიჭრა. ეგ დაავადება არის რამდენიმე სახის - არის სისტემური, რომელიც ემართება ადამიანს სხვადასხვა ორგანოზე, მე ეგ არ დამიდგინა, მე მაქვს ის მარტო გულზე, ასევე ეს დაავადება არის გენეტიკური. მე არც ეგ დამიდგინდა, მე მაქვს შეძენილი ფორმით...

უცნაურია, როგორ შევიძინე მე ის, იმიტომ, რომ 50 წლის კაცი ვარ, სპორტსმენი, არ ვეწევი, არ ვსვამ, ვვარჯიშობ და თითქმის არ ვავადმყოფობ. სანამ პოლიტიკაში შემოვიდოდი, აპრილის ბოლოს ხველა მაწუხებდა გრიპის შემდეგ და მოსკოვის აკადემიკოს ლადოვის სარეაბილიტაციო კლინიკაში გავიარე კომპლექსური შემოწმება, ყველაფერი მქონდა წესრიგში, გულის ჩათვლით. 6 მაისს, გიორგობა დღეს, შემოვედი პოლიტიკაში და აი, თვე-ნახევარში დამეტაკა ეს უიშვიათესი დაავადება, რომელიც ამ სახით, ანუ მარტო გულზე და არა გენეტიკური, არამედ შეძენილი, ემართება მილიონ ადამიანში 2 კაცს. არსებობს თუ არა რაღაც სამხედრო ან გასაიდუმლოებული ტექნოლოგიები, რომლებსაც შეუძლიათ დასხივების ან ინტოქსიკაციის შედეგად ამ დაავადების გამოწვევა, მე ვერ გავარკვევ, ალბათ, ვერც ვერავინ ვერ გაარკვევს. ექიმები ამას ვერც მიდასტურებენ და ვერც უარყოფენ. ხაზი მინდა გავუსვა, რომ 50 წელი ჯანმრთელად ვიცხოვრე, შემოვედი პოლიტიკაში და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი და მძიმე დაავადება დამიდგინდა. ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს.

უცნაურია, რომ რაც საქართველოდან წამოვედი, ჩემი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, თუმცა, სამწუხაროდ, დაავადება დამიდგინდა. ჩემი თვითშეგრძნება არის შეუდარებლად უკეთესი, რაც მე მანდ აღარ ვარ. გარდა ამისა, ძალიან მაინტერესებს, საიდან იცოდნენ ან როგორ გაიგო სამმა ულტრალიბერასტულმა ტელევიზიამ - "ფორმულამ", "მთავარმა არხმა" და "TV პირველმა" ამის შესახებ და სამივემ რატომ გაუსვა ხაზი, რომ მე ვარ მოწამლული", - აცხადებს ლევან ვასაძე.

მისი თქმით, მას წინ მძიმე მედიკამენტოზური მკურნალობა ელოდება და არც ოპერაციული მკურნალობაა გამორიცხული.

ლევან ვასაძის თქმით, ის თავის გეგმების ცვლილებას არ აპირებს.

"არ ვაპირებ უკან დახევას, მათ შორის რამდენადაც ჯანმრთელობა გამიშვებს, არც იმ გზაზე, რომელზეც შევდექი გულით, აი რითიც შევდექი, იმაში დამეტაკა სწორედ უხსენებელი", - აღნიშნა ლევან ვასაძემ.

რას პასუხობს გიორგი გახარია კითხვას, უნდა გადადგეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი?

"ოცნებამ", თავისი უსუსურობით, მიაღწია იმას, რომ 20 ივნისის ყველაზე ნეგატიური გმირი მერობის კანდიდატად არის წარდგენილი" - გახარია

"სხვადასხვა ქუჩაზე მოქალაქეთა ჯგუფმა დაამახინჯეს ქალაქის იერსახე" - თბილისის მერია "ნაცმოძრაობის" საწინააღმდეგო შინაარსის პლაკატებზე