საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტორი:

ვინ არის ნინო ლაცაბიძე, რომელიც "ქართული ოცნების" სახელით რუსთავის მერობისთვის იბრძოლებს

ვინ არის ნინო ლაცაბიძე, რომელიც "ქართული ოცნების" სახელით რუსთავის მერობისთვის იბრძოლებს

რუსთავში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე იქნება. ნინო ლაცაბიძე ამჟამად პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამართულ მეორე ტურში ლაცაბიძემ ამომრჩევლების საერთო რაოდენობის ხმათა 89.79%-ზე მეტის მხარდაჭერა მოიპოვა.

ნინო ლაცაბიძე 36 წლისაა, ჰყავს მეუღლე - ვაჟა ბრაგვაძე და ოთხი შვილი.

ლაცაბიძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი დაამთავრა.

2008-2013 წლებში იყო თბილისის მერიის ადმინისტრაციის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის მთავარი სპეციალისტი; 2013 წელს საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგ ცენტრში, საარჩევნო ბლოკის "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება", საპრეზიდენტო არჩევნების პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობდა. იყო ასევე თბილისის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის უფროსი;

2016-2017 წლებში თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის უფოსის თანამდებობას იკავებდა. 2017-2020 წლებში კი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ისნის რაიონის მაჟორიტარი გახლდათ; იყო ასევე საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" (2020 წელი).

როგორც AMBEBI.GE-ს წყარო ეუბნება, "ქართულ ოცნებას" ნინო ლაცაბიძის გარდა, მერობის რამდენიმე სავარაუდო კანდიდატი ჰყავს. რაც შეეხება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", მათ კანდიდატი ჯერ არ წარუდგენიათ და კვირის ბოლოს გადაწყდება, ვინ იბრძოლებს რუსთავის მერობისთვის ამ ოპოზიციური პარტიიდან.