Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 ივლისი არის ჩვენი, ყველას ერთად გამოსაძიებელი... თუ მოძალადეები არ დაისჯებიან, მაშინ ერთად მოვთხოვოთ პასუხი იმ ადამიანებს, რომელთა ვალდებულებაცაა საქმის გამოძიება - მამუკა მდინარაძე
5 ივლისი არის ჩვენი, ყველას ერთად გამოსაძიებელი... თუ მოძალადეები არ დაისჯებიან, მაშინ ერთად მოვთხოვოთ პასუხი იმ ადამიანებს, რომელთა ვალდებულებაცაა საქმის გამოძიება - მამუკა მდინარაძე

5 ივ­ლი­სი არის ჩვე­ნი, ყვე­ლას ერ­თად გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლი. ეს არის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და პრო­კუ­რა­ტუ­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი, სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბის, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუკი ის პი­რე­ბი, ვინც 5 ივ­ლისს ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე იძა­ლა­დეს, არ და­ის­ჯე­ბი­ან, ყვე­ლა ერ­თად მოს­თხოვს პა­სუხს იმ ორ­გა­ნოს, ვისი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ცაა საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა.

„თუ ჩვენ და თქვენ კი­თხვე­ბი დაგ­რჩე­ბათ, რო­მე­ლი­მე მო­ძა­ლა­დეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუკი იქ­ნე­ბა ელე­მენ­ტა­რუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მა­ინც, რომ კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებს შო­რის იყო კავ­ში­რი, რაც მათ ორ­გა­ნი­ზე­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არ და­ის­ჯე­ბი­ან, მა­შინ თქვენ და მე, ერ­თად მოვ­თხო­ვოთ პა­სუ­ხი იმ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ცაა და არ გა­ა­კე­თე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტის წარ­დგე­ნის შემ­დეგ კახა კა­ლა­ძის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

რო­გორც მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მმარ­თველ­მა გუნ­დმა იმ უალ­ტერ­ნა­ტი­ვო კან­დი­დატ­ზე გა­ა­კე­თა აქ­ცენ­ტი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა და არის უკონ­კუ­რენ­ტო.

მი­სი­ვე თქმით, რო­გო­რი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­საც არ უნდა ვი­ყოთ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი, თი­თო­ე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ დარ­წმუ­ნე­ბით იცის, რომ კახა კა­ლა­ძე არის ამ ქა­ლა­ქის, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო მერი.

„ის ხელ­შე­სა­ხე­ბი პროგ­რე­სი, რო­მე­ლიც ბოლო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­ში ასე ნათ­ლად ჩანს, არ უნდა დავ­კარ­გოთ, ამი­ტომ, მმარ­თველ­მა გუნ­დმა იმ უალ­ტერ­ნა­ტი­ვო კან­დი­დატ­ზე გა­ა­კე­თა აქ­ცენ­ტი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა და არის უკონ­კუ­რენ­ტო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პი­რა­დად მე და მთე­ლი ჩვე­ნი გუნ­დი, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ძა­ლი­ან დიდი ოჯა­ხი მის ღირ­სე­ულ წარ­მო­მად­გე­ნელს, უკვე მე­რო­ბის კან­დი­დატს კახი კა­ლა­ძეს უსურ­ვებს გა­მარ­ჯვე­ბას, რა­შიც ასე­ვე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
all that jazz
10

ეს ძაან ხუმარაა. მაშინ მოგვეცი შენი ჯიპები, ხელფასები, ვილები, კაი ცხოვრება და დაგეხმარებით. 

gg
0

რათ გინდა ეს მწითური ბაზარი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

5 ივლისი არის ჩვენი, ყველას ერთად გამოსაძიებელი... თუ მოძალადეები არ დაისჯებიან, მაშინ ერთად მოვთხოვოთ პასუხი იმ ადამიანებს, რომელთა ვალდებულებაცაა საქმის გამოძიება - მამუკა მდინარაძე

5 ივლისი არის ჩვენი, ყველას ერთად გამოსაძიებელი... თუ მოძალადეები არ დაისჯებიან, მაშინ ერთად მოვთხოვოთ პასუხი იმ ადამიანებს, რომელთა ვალდებულებაცაა საქმის გამოძიება - მამუკა მდინარაძე

5 ივლისი არის ჩვენი, ყველას ერთად გამოსაძიებელი. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის ვალდებულება, ყველა შესაბამისი, სახელმწიფო უწყების, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი ის პირები, ვინც 5 ივლისს ჟურნალისტებზე იძალადეს, არ დაისჯებიან, ყველა ერთად მოსთხოვს პასუხს იმ ორგანოს, ვისი ვალდებულებაცაა საქმის გამოძიება.

„თუ ჩვენ და თქვენ კითხვები დაგრჩებათ, რომელიმე მოძალადესთან დაკავშირებით, თუკი იქნება ელემენტარული მტკიცებულება მაინც, რომ კონკრეტულ ადამიანებს შორის იყო კავშირი, რაც მათ ორგანიზებაზე მეტყველებს და ეს ადამიანები არ დაისჯებიან, მაშინ თქვენ და მე, ერთად მოვთხოვოთ პასუხი იმ ადამიანებს, რომელთა ვალდებულებაცაა და არ გააკეთებენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის შემდეგ კახა კალაძის შესახებ ისაუბრა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მმართველმა გუნდმა იმ უალტერნატივო კანდიდატზე გააკეთა აქცენტი, რომელიც იქნება და არის უკონკურენტო.

მისივე თქმით, როგორი პოლიტიკური შეხედულებებისაც არ უნდა ვიყოთ თითოეული ჩვენგანი, თითოეულმა მოქალაქემ დარწმუნებით იცის, რომ კახა კალაძე არის ამ ქალაქის, ჩვენი ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო მერი.

„ის ხელშესახები პროგრესი, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისში ასე ნათლად ჩანს, არ უნდა დავკარგოთ, ამიტომ, მმართველმა გუნდმა იმ უალტერნატივო კანდიდატზე გააკეთა აქცენტი, რომელიც იქნება და არის უკონკურენტო. აქედან გამომდინარე, პირადად მე და მთელი ჩვენი გუნდი, „ქართული ოცნების“ ძალიან დიდი ოჯახი მის ღირსეულ წარმომადგენელს, უკვე მერობის კანდიდატს კახი კალაძეს უსურვებს გამარჯვებას, რაშიც ასევე დარწმუნებულები ვართ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

"ოპოზიციის მიერ მერობის კანდიდატად ნიკა მელია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის - ელენე ხოშტარია... საბოლოო გადაწყვეტილებას ორ დღეში გაიგებთ" - ბოკერია

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

ვინ არის ნინო ლაცაბიძე, რომელიც "ქართული ოცნების" სახელით, სავარაუდოდ, რუსთავის მერობისთვის იბრძოლებს