საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც ქართულ ფეხბურთში დავტოვე რაღაც კვალი, ასევე მინდა ქართულ პოლიტიკაშიც შევიტანო ჩემი წვლილი" - მთავარი მესიჯები კახა კალაძის გამოსვლიდან
"როგორც ქართულ ფეხბურთში დავტოვე რაღაც კვალი, ასევე მინდა ქართულ პოლიტიკაშიც შევიტანო ჩემი წვლილი" - მთავარი მესიჯები კახა კალაძის გამოსვლიდან

არა­სა­მარ­თლი­ან­მა კრი­ტი­კა­მაც ბევ­რი რამ მას­წავ­ლა, რო­გორც პო­ლი­ტი­კოსს, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა კახა კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის მე­რის არ­ჩევ­ნებ­ზე პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ მიერ მისი კან­დი­და­ტუ­რის და­სა­ხე­ლე­ბი­სას გა­ა­კე­თა.

თბი­ლი­სის მე­რის თქმით, მისი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში წვლი­ლი მის ოპო­ნენ­ტებ­საც მი­უ­ძღვით.

„აქვე მინ­და მივ­მარ­თო ჩემს პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებს - თქვენც მი­გი­ძღვით წვლი­ლი ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის ფორ­მი­რე­ბა­ში. არა­მარ­ტო ჯან­საღ­მა, არა­მედ არა­სა­მარ­თლი­ან­მა კრი­ტი­კა­მაც ბევ­რი რამ მას­წავ­ლა, რო­გორც პო­ლი­ტი­კოსს“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მისი თქმით, მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ზურგს უმაგ­რებ­და თი­თო­ე­ულ მის წა­მო­წყე­ბას.

„ეს არის ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დი, რო­მე­ლიც მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ზურგს უმაგ­რებ­და თი­თო­ე­ულ ჩემს წა­მო­წყე­ბას. ეს არის ასე­ვე თბი­ლი­სის მე­რი­ის გუნ­დი - ჩემი მო­ად­გი­ლე­ე­ბი, სამ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი, გამ­გებ­ლე­ბი, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბი, ათა­სო­ბით გუ­ლან­თე­ბუ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად არ ჩა­ნან, მაგ­რამ ჩანს მათი გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი. დღეს ჩვენ­თან ერ­თად არი­ან მეტ­როს მე­მან­ქა­ნე, ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლი, მე­ე­ზო­ვე, მე­ბა­ღე, მე­რი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღი­უ­რად ზრუ­ნა­ვენ თბი­ლის­ზე და თბი­ლი­სე­ლებ­ზე. მად­ლო­ბა მათ თბი­ლი­სის სიყ­ვა­რუ­ლის­თვის და თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა.

მისი თქმით, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სვლას არ შე­წყვეტს.

„რამ­დე­ნი­მე წლის წინ, თვი­სობ­რი­ვად ახა­ლი ეტა­პი და­ი­წყო ჩემს პო­ლი­ტი­კურ კა­რი­ე­რა­ში, როცა გუნ­დმა ქა­ლა­ქის მე­რად კენ­ჭისყრა შე­მომ­თა­ვა­ზა. მქონ­და დიდი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გრძნო­ბა თბი­ლი­სე­ლე­ბი­სა და მთე­ლი ქვეყ­ნის წი­ნა­შე. ჩემი სა­ნუკ­ვა­რი ოც­ნე­ბა ალ­ბათ ბევ­რმა იცის - არა­ერ­თხელ მით­ქვამს და მი­სა­უბ­რია ამა­ზე, რო­გორც ქარ­თულ ფეხ­ბურთში დავ­ტო­ვე რა­ღაც ჩემი კვა­ლი, ასე­ვე მინ­და ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში შე­ვი­ტა­ნო ჩემი წვლი­ლი, ქვეყ­ნის, ჩვე­ნი შვი­ლე­ბის და მათი შვი­ლე­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ.

არ­ცერ­თი წუ­თით არ შევ­ჩერ­დე­ბი, მუ­შა­ო­ბით და თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მით გან­ვაგ­რძობ ამ მიზ­ნის­კენ სწრაფ­ვას“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მისი თქმით, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის ამო­ცა­ნა პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან, თბი­ლის­ში ახა­ლი სი­ცო­ცხლის შე­მო­ტა­ნა და ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბაა.

„ქა­ლა­ქის სა­თა­ვე­ში დიდი ამ­ბი­ცი­ით მო­ვე­დით. გა­და­წყვე­ტი­ლი გვქონ­და, ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მოგ­ვეგ­ვა­რე­ბი­ნა და ქა­ლა­ქი გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე დაგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა. გვინ­დო­და, თბი­ლის­ში ახა­ლი სი­ცო­ცხლე შე­მოგ­ვე­ტა­ნა. დავ­გეგ­მეთ და და­ვი­წყეთ დიდი რე­ფორ­მე­ბი - მტკივ­ნე­უ­ლი, არა­პო­პუ­ლის­ტუ­რი, მაგ­რამ შორ­სმი­მა­ვა­ლი და პერ­სპექ­ტი­უ­ლი, მო­მავ­ლის თბი­ლის­ზე გათ­ვლი­ლი. იმის შეგ­რძნე­ბა, რომ თით­ქმის 30-წლი­ა­ნი ქა­ო­სის შემ­დეგ ცდი­ლობ, დე­და­ქა­ლაქ­ში, გარ­კვე­ულ სის­ტე­მა­ში სხვა­დას­ხვა სექ­ტო­რი მო­აქ­ციო, შე­უ­თავ­სო ერ­თმა­ნეთს, გა­ნა­ვი­თა­რო და სწორ გზა­ზე და­ა­ყე­ნო, ყვე­ლა­ზე დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა და და­დე­ბი­თი მუხ­ტია ჩემ­თვის. როცა პო­ლი­ტი­კის კე­თე­ბას­თან ერ­თად, ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მის კე­თე­ბა გი­წევს, რო­მე­ლიც ხე­დავ, რო­გორ წა­ად­გე­ბათ ადა­მი­ა­ნებს, რო­გორ მო­იხ­მა­რენ შენი შრო­მის შე­დე­გებს, რო­გორ ვი­თარ­დე­ბა და ხორცს ის­ხამს შენი ჩა­ნა­ფიქ­რი - ეს სა­ოც­რე­ბაა. ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა, რაც კი შე­იძ­ლე­ბა ინატ­როს დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ასე შე­იქ­მნა „სი­ცო­ცხლით სავ­სე ქა­ლა­ქის“ კონ­ცეფ­ცი­აც, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბას მო­ი­ცავ­და.

"თბი­ლი­სის თი­თო­ე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ უნდა იგ­რძნოს, ერთი მხრივ, ჩარ­თუ­ლო­ბა პრო­ცეს­ში, მე­ო­რე მხრივ, ზრუნ­ვა მას­ზე, ყო­ველ­დღი­უ­რი და თვალ­სა­ჩი­ნო. ჩვენ შე­ვი­ტანთ სი­ცო­ცხლეს ყვე­ლა რა­ი­ონ­ში, გავ­შლით მთლი­ან ფრონ­ტის ხაზს თბი­ლი­სე­ლე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის.

მა­შინ, როცა გა­ნახ­ლე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია, ამ­ჯე­რად ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გი ბევ­რად უფრო მო­ცუ­ლო­ბი­თი, ბევ­რად უფრო ხელ­შე­სა­ხე­ბი გახ­დე­ბა თი­თო­ე­უ­ლი თბი­ლი­სე­ლის­თვის. ამი­ტომ, ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, ყვე­ლა ის სი­კე­თე, რო­მე­ლიც ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე შე­იქ­მნა ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით, მი­ვი­ტა­ნოთ თი­თო­ე­ულ უბან­ში, თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს­თან და თბი­ლი­სის ყვე­ლა უბა­ნი გავ­ხა­დოთ კი­დევ უფრო მწვა­ნე, კი­დევ უფრო ლა­მა­ზი და სი­ცო­ცხლით სავ­სე", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბრრრრრრრრრრ
55

რა კვალი დატოვე საკუთარ კარში გოლების გატანა?

თამარი
47

ჩვენ ფეხბურთს ეტყობა შენი კვალი მაგრამ მაინტერესებს რამდენჯერ ასახელე საქართველო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"როგორც ქართულ ფეხბურთში დავტოვე რაღაც კვალი, ასევე მინდა ქართულ პოლიტიკაშიც შევიტანო ჩემი წვლილი" - მთავარი მესიჯები კახა კალაძის გამოსვლიდან

"როგორც ქართულ ფეხბურთში დავტოვე რაღაც კვალი, ასევე მინდა ქართულ პოლიტიკაშიც შევიტანო ჩემი წვლილი" - მთავარი მესიჯები კახა კალაძის გამოსვლიდან

არასამართლიანმა კრიტიკამაც ბევრი რამ მასწავლა, როგორც პოლიტიკოსს, - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ თბილისის მერის არჩევნებზე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მისი კანდიდატურის დასახელებისას გააკეთა.

თბილისის მერის თქმით, მისი პოლიტიკური კარიერის ჩამოყალიბებაში წვლილი მის ოპონენტებსაც მიუძღვით.

„აქვე მინდა მივმართო ჩემს პოლიტიკურ ოპონენტებს - თქვენც მიგიძღვით წვლილი ჩემი პოლიტიკური კარიერის ფორმირებაში. არამარტო ჯანსაღმა, არამედ არასამართლიანმა კრიტიკამაც ბევრი რამ მასწავლა, როგორც პოლიტიკოსს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მმართველი პოლიტიკური გუნდი წლების განმავლობაში ზურგს უმაგრებდა თითოეულ მის წამოწყებას.

„ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ზურგს უმაგრებდა თითოეულ ჩემს წამოწყებას. ეს არის ასევე თბილისის მერიის გუნდი - ჩემი მოადგილეები, სამსახურების ხელმძღვანელები, გამგებლები, საკრებულოს წევრები, ათასობით გულანთებული თანამშრომელი. ეს ადამიანები ხშირად არ ჩანან, მაგრამ ჩანს მათი გაკეთებული საქმეები. დღეს ჩვენთან ერთად არიან მეტროს მემანქანე, ავტობუსის მძღოლი, მეეზოვე, მებაღე, მერიის თანამშრომლები, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ თბილისზე და თბილისელებზე. მადლობა მათ თბილისის სიყვარულისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით სვლას არ შეწყვეტს.

„რამდენიმე წლის წინ, თვისობრივად ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს პოლიტიკურ კარიერაში, როცა გუნდმა ქალაქის მერად კენჭისყრა შემომთავაზა. მქონდა დიდი ვალდებულების გრძნობა თბილისელებისა და მთელი ქვეყნის წინაშე. ჩემი სანუკვარი ოცნება ალბათ ბევრმა იცის - არაერთხელ მითქვამს და მისაუბრია ამაზე, როგორც ქართულ ფეხბურთში დავტოვე რაღაც ჩემი კვალი, ასევე მინდა ქართულ პოლიტიკაში შევიტანო ჩემი წვლილი, ქვეყნის, ჩვენი შვილების და მათი შვილების საკეთილდღეოდ.

არცერთი წუთით არ შევჩერდები, მუშაობით და თავდაუზოგავი შრომით განვაგრძობ ამ მიზნისკენ სწრაფვას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტის მთავრობის ამოცანა პირველივე დღიდან, თბილისში ახალი სიცოცხლის შემოტანა და ქალაქის განვითარებაა.

„ქალაქის სათავეში დიდი ამბიციით მოვედით. გადაწყვეტილი გვქონდა, ათწლეულების განმავლობაში დაგროვებული პრობლემები მოგვეგვარებინა და ქალაქი განვითარების გზაზე დაგვეყენებინა. გვინდოდა, თბილისში ახალი სიცოცხლე შემოგვეტანა. დავგეგმეთ და დავიწყეთ დიდი რეფორმები - მტკივნეული, არაპოპულისტური, მაგრამ შორსმიმავალი და პერსპექტიული, მომავლის თბილისზე გათვლილი. იმის შეგრძნება, რომ თითქმის 30-წლიანი ქაოსის შემდეგ ცდილობ, დედაქალაქში, გარკვეულ სისტემაში სხვადასხვა სექტორი მოაქციო, შეუთავსო ერთმანეთს, განავითარო და სწორ გზაზე დააყენო, ყველაზე დიდი სიამოვნება და დადებითი მუხტია ჩემთვის. როცა პოლიტიკის კეთებასთან ერთად, ყოველდღიური საქმის კეთება გიწევს, რომელიც ხედავ, როგორ წაადგებათ ადამიანებს, როგორ მოიხმარენ შენი შრომის შედეგებს, როგორ ვითარდება და ხორცს ისხამს შენი ჩანაფიქრი - ეს საოცრებაა. ეს არის ყველაზე დიდი სიამოვნება, რაც კი შეიძლება ინატროს დედაქალაქის მერმა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ასე შეიქმნა „სიცოცხლით სავსე ქალაქის“ კონცეფციაც, რომელიც თბილისისთვის მნიშვნელოვან ყველა მიმართულებას მოიცავდა.

"თბილისის თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს, ერთი მხრივ, ჩართულობა პროცესში, მეორე მხრივ, ზრუნვა მასზე, ყოველდღიური და თვალსაჩინო. ჩვენ შევიტანთ სიცოცხლეს ყველა რაიონში, გავშლით მთლიან ფრონტის ხაზს თბილისელების კეთილდღეობისთვის.

მაშინ, როცა განახლება უკვე დაწყებულია, ამჯერად ჩვენი ყოველდღიური მუშაობის შედეგი ბევრად უფრო მოცულობითი, ბევრად უფრო ხელშესახები გახდება თითოეული თბილისელისთვის. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, ყველა ის სიკეთე, რომელიც ამ წლების მანძილზე შეიქმნა ქალაქის მასშტაბით, მივიტანოთ თითოეულ უბანში, თითოეულ მოქალაქესთან და თბილისის ყველა უბანი გავხადოთ კიდევ უფრო მწვანე, კიდევ უფრო ლამაზი და სიცოცხლით სავსე", - განაცხადა კახა კალაძემ.

ზურაბ ჯაფარიძე მზადაა, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან ერთჯერადად ითანამშრომლოს

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა ”რეზიუმე"