სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძმა და 82 წლის ინსტრუქტორი ქალი - კიდევ ვინ მიჰყავს ჯეფ ბეზოსს კოსმოსში: მილიარდერის ამბიციური მოგზაურობის დეტალები
ძმა და 82 წლის ინსტრუქტორი ქალი - კიდევ ვინ მიჰყავს ჯეფ ბეზოსს კოსმოსში: მილიარდერის ამბიციური მოგზაურობის დეტალები
  • კოს­მოს­ში სა­კუ­თა­რი ხო­მალ­დით

დღეს ხო­მალდ "ნიუ შე­პარ­დის“ ოთხკა­ცი­ა­ნი ეკი­პა­ჟი დე­და­მი­წის ორ­ბი­ტი­დან ჩვე­ნი პლა­ნე­ტის ხე­დით დატ­კბე­ბა

მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნი, კომ­პა­ნია Amazon-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ჯეფ ბე­ზო­სი დღეს თა­ვის პირ­ველ სუ­ბორ­ბი­ტა­ლურ ფრე­ნას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, ხო­მალდ "ნიუ შე­პარ­დით“, რო­მე­ლიც კომ­პა­ნია Blue Origin-მა ააგო.

ჯეფ ბე­ზო­სის გარ­და, ხო­მალ­დის ბორტზე იქ­ნე­ბა მისი ძმა - მარ­კი, რო­მე­ლიც ავი­ა­კოს­მო­სუ­რი ინ­დუსტრი­ის ვე­ტე­რა­ნია, აგ­რეთ­ვე კოს­მო­სუ­რი ფრე­ნე­ბის პირ­ვე­ლი ქალი - ინ­სტრუქ­ტო­რი, 82 წლის უოლი ფან­კი და 18 წლის ჰო­ლან­დი­ე­ლი სტუ­დენ­ტი ოლი­ვიე დე­ი­მე­ნი.

ჯეფ ბე­ზო­სი და უოლი ფან­კი

ჯეფ ბე­ზო­სი ამ ფრე­ნას დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გეგ­მავ­და. თუ ყვე­ლა­ფე­რი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა, მა­შინ იგი მე­ო­რე "კოს­მო­სუ­რი მი­ლი­არ­დე­რი“ გახ­დე­ბა, რო­მელ­მაც დე­და­მი­წის სტრა­ტოს­ფე­როს სა­ზღვა­რი მო­ი­ნა­ხუ­ლა მი­სი­ვე კომ­პა­ნი­ის მიერ აგე­ბუ­ლი კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დით. პირ­ვე­ლი იყო ბრი­ტა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, 70 წლის მი­ლი­არ­დე­რი რი­ჩარდ ბრენ­სო­ნი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ, 11 ივ­ლისს, სა­კუ­თა­რი ფირ­მის Virgin Galactic-ის რა­კე­ტოპ­ლან Unity-ს მეშ­ვე­ო­ბით (აშშ-ის ნიუ-მექ­სი­კოს შტა­ტის ტე­რი­ტო­რი­ი­დან) ჩვე­ნი პლა­ნე­ტის ატ­მოს­ფე­რო­ში 90 კი­ლო­მეტ­რის სი­მაღ­ლეს მი­აღ­წია, სა­დაც ცა უკვე შა­ვია, ხოლო დე­და­მი­წის ჰო­რი­ზონ­ტი - გამ­რუ­დე­ბუ­ლი. იგი ასეთ სი­მაღ­ლე­ზე რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო, რათა ხო­მალ­დის ხუთ­კა­ცი­ა­ნი ეკი­პა­ჟი დე­და­მი­წის ნახ­ვით დამ­ტკბა­რი­ყო, შემ­დეგ კი მი­წა­ზე და­ეშ­ვა. რა­კე­ტოპ­ლა­ნის ფრე­ნა ერთი სა­ა­თი გაგ­რძელ­და.

ჯეფ ბე­ზო­სი ძმას­თან ერ­თად

რაც შე­ე­ხე­ბა ჯეფ ბე­ზოსს, მისი დე­და­მი­წის ორ­ბი­ტა­ზე ყოფ­ნა მხო­ლოდ 11 წუთი გაგ­რძელ­დე­ბა. 40 კმ-ის სი­მაღ­ლე­ზე რა­კე­ტა-მა­ტა­რებლს ეკი­პა­ჟის კაფ­სუ­ლა გა­მო­ე­ყო­ფა, რო­მე­ლიც კი­დევ უფრო მაღ­ლა 105 კი­ლო­მეტ­რის სი­მაღ­ლეს მი­აღ­წევს, უწო­ნა­დო­ბის პი­რო­ბებ­ში რამ­დე­ნი­მე წუთს დაჰ­ყოფს და მი­წა­ზე პა­რა­შუ­ტით და­ეშ­ვე­ბა.

თვი­თონ ჯეფ ბე­ზო­სი იმ­დე­ნად მტკი­ცედ არის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი თა­ვი­სი რა­კე­ტი­სა და სა­ერ­თოდ, მთლი­ა­ნო­ბა­ში, ხო­მალ­დი­სა და სა­ა­ვა­რიო-სა­მაშ­ვე­ლო სის­ტე­მის სა­ი­მე­დო­ო­ბა­ში, რომ ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბი კოს­მოს­ში სკა­ფან­დრე­ბის გა­რე­შე გაფ­რინ­დე­ბი­ან, ისი­ნი მხო­ლოდ კომ­პა­ნია Blue Origin-ის სა­ფირ­მო კოს­ტი­უ­მებ­ში იქ­ნე­ბი­ან გა­მო­წყო­ბილ­ნი.

რა­კე­ტის სტარ­ტი და­გეგ­მი­ლია აშშ-ის აღ­მო­სავ­ლე­თი სა­ნა­პი­როს დრო­ით 9 სა­ათ­ზე, ხოლო თბი­ლი­სის დრო­ით - 17 სა­ათ­ზე. კოს­მოს­ში გაფ­რე­ნის პირ­და­პი­რი ტრანსლა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა Blue Origin-ის სა­იტ­ზე . წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სფეის
3

ნელ ნელა დაიწყებენ მილიარდერები კოსმოსში გადასახლებას. ჩვენ კი აქ დაგვყრიან

Vasilii
26

ემანდ არაფერი მოიწიო ფულიც გვერძე დარჩება და კოსმოსიცა...არ დაეშვე ძალიან სწრაფადა..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ძმა და 82 წლის ინსტრუქტორი ქალი - კიდევ ვინ მიჰყავს ჯეფ ბეზოსს კოსმოსში: მილიარდერის ამბიციური მოგზაურობის დეტალები

ძმა და 82 წლის ინსტრუქტორი ქალი - კიდევ ვინ მიჰყავს ჯეფ ბეზოსს კოსმოსში: მილიარდერის ამბიციური მოგზაურობის დეტალები
  • კოსმოსში საკუთარი ხომალდით

დღეს ხომალდ "ნიუ შეპარდის“ ოთხკაციანი ეკიპაჟი დედამიწის ორბიტიდან ჩვენი პლანეტის ხედით დატკბება

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი დღეს თავის პირველ სუბორბიტალურ ფრენას განახორციელებს, ხომალდ "ნიუ შეპარდით“, რომელიც კომპანია Blue Origin-მა ააგო.

ჯეფ ბეზოსის გარდა, ხომალდის ბორტზე იქნება მისი ძმა - მარკი, რომელიც ავიაკოსმოსური ინდუსტრიის ვეტერანია, აგრეთვე კოსმოსური ფრენების პირველი ქალი - ინსტრუქტორი, 82 წლის უოლი ფანკი და 18 წლის ჰოლანდიელი სტუდენტი ოლივიე დეიმენი.

ჯეფ ბეზოსი და უოლი ფანკი

ჯეფ ბეზოსი ამ ფრენას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა. თუ ყველაფერი წარმატებით დასრულდება, მაშინ იგი მეორე "კოსმოსური მილიარდერი“ გახდება, რომელმაც დედამიწის სტრატოსფეროს საზღვარი მოინახულა მისივე კომპანიის მიერ აგებული კოსმოსური ხომალდით. პირველი იყო ბრიტანელი ბიზნესმენი, 70 წლის მილიარდერი რიჩარდ ბრენსონი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, 11 ივლისს, საკუთარი ფირმის Virgin Galactic-ის რაკეტოპლან Unity-ს მეშვეობით (აშშ-ის ნიუ-მექსიკოს შტატის ტერიტორიიდან) ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში 90 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია, სადაც ცა უკვე შავია, ხოლო დედამიწის ჰორიზონტი - გამრუდებული. იგი ასეთ სიმაღლეზე რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო, რათა ხომალდის ხუთკაციანი ეკიპაჟი დედამიწის ნახვით დამტკბარიყო, შემდეგ კი მიწაზე დაეშვა. რაკეტოპლანის ფრენა ერთი საათი გაგრძელდა.

ჯეფ ბეზოსი ძმასთან ერთად

რაც შეეხება ჯეფ ბეზოსს, მისი დედამიწის ორბიტაზე ყოფნა მხოლოდ 11 წუთი გაგრძელდება. 40 კმ-ის სიმაღლეზე რაკეტა-მატარებლს ეკიპაჟის კაფსულა გამოეყოფა, რომელიც კიდევ უფრო მაღლა 105 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწევს, უწონადობის პირობებში რამდენიმე წუთს დაჰყოფს და მიწაზე პარაშუტით დაეშვება.

თვითონ ჯეფ ბეზოსი იმდენად მტკიცედ არის დარწმუნებული თავისი რაკეტისა და საერთოდ, მთლიანობაში, ხომალდისა და საავარიო-სამაშველო სისტემის საიმედოობაში, რომ ეკიპაჟის წევრები კოსმოსში სკაფანდრების გარეშე გაფრინდებიან, ისინი მხოლოდ კომპანია Blue Origin-ის საფირმო კოსტიუმებში იქნებიან გამოწყობილნი.

რაკეტის სტარტი დაგეგმილია აშშ-ის აღმოსავლეთი სანაპიროს დროით 9 საათზე, ხოლო თბილისის დროით - 17 საათზე. კოსმოსში გაფრენის პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდება Blue Origin-ის საიტზე . წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

"რაც მეტი შტამია, მით მეტია ალბათობა, რომ ერთ-ერთი მათგანი არ დაემორჩილება ვაქცინას" - რას ამბობს ჯანმოს ხელმძღვანელი ვაქცინების "უსამართლო გადანაწილებაზე"

ათასობით ევაკუირებული ადამიანი, გარდაცვლილები და დაკარგულები - ჩინეთში წყალდიდობის უმძიმესი შედეგი (ფოტოები, ვიდეო)

როგორ ჩაიარა ჯეფ ბეზოსის ისტორიულმა მოგზაურობამ კოსმოსში - პირველი ტურისტები ორბიტაზე და მოგზაურობის ამსახველი ფოტოები