სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა გამოაცხადეს, ორი გრან-პრი იქნებაო, იმედი მომეცა, რომ ერთ-ერთი მე ვიქნებოდი" - ზუგდიდური "ART-კოლხის“ ამბები
"როცა გამოაცხადეს, ორი გრან-პრი იქნებაო, იმედი მომეცა, რომ ერთ-ერთი მე ვიქნებოდი" - ზუგდიდური "ART-კოლხის“ ამბები
  • ფო­ტო­კოლ­ჟი: ფეს­ტი­ვა­ლის გრან-პრის მფლო­ბე­ლე­ბი - ბარ­ბა­რე ლო­ლუა და ანა­ნო ჯა­ბუა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ზუგ­დიდ­მა ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურს-ფეს­ტი­ვალ "ART-კოლხს“ უმას­პინ­ძლა. ფეს­ტი­ვა­ლი 10 წლის წინ და­არ­სდა, მაგ­რამ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტა­ტუ­სი მან რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დია, რაც მი­ი­ღო. ამი­ტო­მა­ცაა, რომ წლე­ვან­დე­ლი ფეს­ტი­ვა­ლი ამ სტა­ტუ­სით მე­ხუ­თედ ჩა­ტარ­და, თუმ­ცა პან­დე­მი­ამ, სამ­წუ­ხა­როდ, უცხო­ე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის სტუმ­რო­ბა ნამ­დვი­ლად და­აბ­რკო­ლა და კი­დევ, ერთი კვი­რის ნაც­ვლად, იგი მხო­ლოდ 2 დღეს გაგ­რძელ­და. წელს ზუგ­დიდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა კუ­თხი­დან მო­ი­ყა­რეს თავი საკ­მა­ოდ ძლი­ერ­მა შემ­სრუ­ლებ­ლებ­მა.

ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი არი­ან: ზუგ­დი­დის ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრი "ოდი­ში“, რომ­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი გახ­ლავთ მუ­სი­კო­სი, ზუგ­დი­დის მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლის მუ­სი­კა­ლურ-თე­ატ­რა­ლურ სტუ­დია "რი­ბი­რა­ბო­სა“ და ან­სამ­ბლ "გინ­ცის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი, ზუგ­დი­დის ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ნინო მამ­ფო­რია; ამა­ვე ცენ­ტრთან არ­სე­ბუ­ლი სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის ან­სამ­ბლ "ჩე­ლა­სა“ და ბავ­შვთა და მო­ზარ­დთა სა­ხალ­ხო ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ ან­სამ­ბლ "ცის­კრის“ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი, სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის რე­გი­ო­ნის ქო­რე­ოგ­რაფ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე რო­მეო ბუ­ლია, ხოლო ფეს­ტი­ვა­ლის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუ­ფის მე­ნე­ჯე­რი არის დი­ა­ნა მეს­ხია და კი­დევ ცენ­ტრის მთე­ლი გუნ­დი - ხმის რე­ჟი­სო­რის ამ­პლუ­ა­ში პულტთან მო­მუ­შა­ვე მუ­სი­კო­სი ლაშა თო­დუა, წამ­ყვა­ნი მი­ხე­ილ ბუ­ა­ძე და სხვე­ბი.

ნინო მამ­ფო­რი­ია

ორი­ვე დღეს "ART-კოლხს“ მის­მა ერ­თგულ­მა მხარ­დამ­ჭერ­მა - ზუგ­დი­დის ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრმა და მის­მა დი­რექ­ტორ­მა ბა­ტონ­მა მა­ნუ­ჩარ სა­მუ­ში­ამ უმას­პინ­ძლა, რო­მე­ლიც, იმავდრო­უ­ლად, კონ­კურ­სის ჟი­უ­რის წევ­რიც გახ­ლდათ. წელს ერთი სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე შე­ე­მა­ტა ფეს­ტი­ვალს - ჩა­ტარ­და პრაქ­ტი­კუ­ლი და თე­ო­რი­უ­ლი მას­ტერკლა­სე­ბი ქარ­თულ ქო­რე­ოგ­რა­ფი­ა­ში, რო­მელ­საც ქო­რე­ოგ­რა­ფებ­თან ერ­თად მეც და­ვეს­წა­რი. გა­მო­გი­ტყდე­ბით - უდი­დე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბა და ზღვა ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღე...

ფეს­ტი­ვალ­ზე ორი გრან-პრი გა­ი­ცა - თა­ნაბ­რად ჟი­უ­რის უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა ხო­ბელ­მა ბარ­ბა­რე ლო­ლუ­ამ და ზუგ­დი­დელ­მა ანა­ნო ჯა­ბუ­ამ და­იმ­სა­ხუ­რეს. საპ­რი­ზო ად­გი­ლე­ბი მი­ი­ღეს ჩხო­რო­წყუს, სე­ნა­კის, ბა­თუ­მის, ზუგ­დი­დის ფოლკ­ლო­რულ­მა ან­სამ­ბლებ­მა, ხალ­ხურ-საკ­რავ­თა ჯგუ­ფებ­მა, სა­ესტრა­დო ან­სამ­ბლებ­მა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ­მა შემ­სრუ­ლებ­ლებ­მა, ინ­სტრუ­მენ­ტა­ლის­ტებ­მა.

თა­ვი­სი გან­ცდა და სი­ხა­რუ­ლი გაგ­ვი­ზი­ა­რა ერთ-ერთი გრან-პრის მფლო­ბელ­მა, ხო­ბელ­მა ბარ­ბა­რე ლო­ლუ­ამ:

"სიმ­ღე­რა ჩემი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ფეს­ტი­ვალ " ART-კოლხზე” სამი წე­ლია, ვმო­ნა­წი­ლე­ობ ჩვენს ბენდთან ერ­თად და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რა­დაც. წინა წელს აქ პირ­ვე­ლი ად­გი­ლი მო­ვი­პო­ვე. მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბი არ შე­მი­წყვე­ტია და, რო­გორც კი გა­მო­ცხად­და ფეს­ტი­ვა­ლის შე­სა­ხებ, მე და ჩემ­მა პე­და­გოგ­მა - ლაშა კვიკ­ვი­ნი­ამ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. რე­პერ­ტუ­არ­ში ერთი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა - ინო­ლა გურ­გუ­ლი­ას "ადა­მი­ა­ნი” და მე­ო­რე უცხო­უ­რი შე­ვარ­ჩი­ეთ, ორი­ვე­გან თა­ვად ვა­კე­თებ­დი გი­ტა­რის აკომ­პა­ნი­მენტს და - საკ­მა­ოდ რთუ­ლი აკორ­დე­ბით. ვი­ცო­დი, ჟი­უ­რი­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მუ­სი­კო­სე­ბი იყ­ვნენ და მათი აზრი ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მათ და­ი­ნა­ხეს ჩემი შრო­მა და და­ა­ფა­სეს. და­ჯილ­დო­ე­ბა რომ და­ი­წყო, ჩემს თავს პირ­ვე­ლი ად­გი­ლის მფლო­ბე­ლებს შო­რის ვე­ძებ­დი. ჩა­მოთ­ვლა რომ დამ­თავ­რდა, ცოტა ავ­ღელ­დი. როცა ქალ­ბა­ტონ­მა ნი­ნომ გა­მო­ა­ცხა­და, ორი გრან-პრი იქ­ნე­ბაო, იმე­დიც მა­შინ მო­მე­ცა, რომ ერთ-ერთი მე ვიქ­ნე­ბო­დი. ჩემი გვა­რის გა­მო­ცხა­დე­ბი­სას ჩემს სი­ხა­რულს სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და. ეს იყო ამა­ღელ­ვე­ბე­ლი და ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტი".

წელს ფეს­ტი­ვალ­ზე და­წეს­და და გა­ი­ცა ზუგ­დი­დის მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლის შე­სა­ნიშ­ნა­ვი დი­რექ­ტო­რის, ბავ­შვე­ბი­სა დიდი მე­გობ­რის, აწ გარ­დაც­ვლი­ლი ნი­ნე­ლი ჭი­თა­ნა­ვას სა­ხე­ლო­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზი და ის გა­და­ე­ცა ამა­ვე სა­სახ­ლის მუ­სი­კა­ლურ-თე­ატ­რა­ლურ სტუ­დია "რი­ბი­რა­ბოს", რო­მელ­საც ხელ­მძღვა­ნე­ლობს ნინო მამ­ფო­რია და რომ­ლის პე­და­გო­გე­ბი არი­ან ნა­თია ზა­რან­დია და ეკა კე­რე­სე­ლი­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თუ­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის მას­ტერკლა­სებს, მის ჩა­სა­ტა­რებ­ლად ბა­თუ­მი­დან და თბი­ლი­სი­დან სა­გან­გე­ბოდ მო­იწ­ვი­ეს ღვაწლ­მო­სი­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბი - ენ­ვერ ხა­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ან­სამ­ბლის - "ბა­თუ­მის“ მთა­ვა­რი ქო­რე­ოგ­რა­ფი ბა­ტო­ნი შალ­ვა გო­გუ­ა­ძე და ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ცეკ­ვის მკვლე­ვა­რი და პე­და­გო­გი ბა­ტო­ნი უჩა დვა­ლიშ­ვი­ლი. ბა­ტონ­მა მა­ნუ­ჩარ სა­მუ­ში­ამ აღ­ნიშ­ნა კი­დეც, - ვი­სურ­ვებ­დი, რომ მათ­ნა­ი­რი ღირ­სე­უ­ლი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად სტუმ­რობ­დნენ ჩვენს ქა­ლაქს და ჩვენს ცენ­ტრსო.

რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბის­თვის ეს მას­ტერკლა­სი და რას შეს­ძენს იგი ფეს­ტი­ვალ "ARTკოლხს“? - ჩავ­კი­თხე ბა­ტონ უჩა დვა­ლიშ­ვილს:

- პირ­ველ რიგ­ში, მინ­და, მად­ლო­ბა ვუ­თხრა ამ ფეს­ტი­ვა­ლის შე­მოქ­მე­დებს. მი­უ­ხე­და­ვად პან­დე­მი­უ­რი ცხოვ­რე­ბი­სა, ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ­მა ან­სამ­ბლებ­მა ძა­ლი­ან კარ­გი დონე გვაჩ­ვე­ნეს, ცალ­კე­ულ ნი­უ­ან­სებ­ზე არ გა­ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რა­დღე­ბას. ამი­ტო­მაც არ­სე­ბობს მას­ტერკლა­სე­ბი, რომ ჩვე­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის, ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბით ზრდას შე­ვუ­წყოთ ხელი და და­ვეხ­მა­როთ მათ. ფეს­ტი­ვა­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას პრაქ­ტი­კუ­ლი მას­ტერკლა­სის ჩა­სა­ტა­რებ­ლად ბა­ტო­ნი შალ­ვა გო­გუ­ა­ძის კან­დი­და­ტუ­რა მე შევ­თა­ვა­ზე, რად­გან იგი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, მრა­ვალ­მხრი­ვი ქო­რე­ოგ­რა­ფია, სხვა­დას­ხვა პლა­ნის, ჟან­რის მო­ცეკ­ვა­ვეა და ვხე­დავ­დი, ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბის რა დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია.

მას­ტერკლა­სის თე­ო­რი­ულ ნა­წი­ლი კი ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის თე­ო­რი­ას არ გუ­ლის­ხმობს. თა­ვა­დაც ის­მენ­დით, რომ იქ პრაქ­ტი­კულ სა­კი­თხებ­ზე ვსა­უბ­რობ­დით, რათა მივ­სუ­ლი­ყა­ვით იმ გა­და­წყვე­ტამ­დე, რაც, ვთქვათ, ხე­ლოვ­ნე­ბის მხატ­ვრულ კა­ნო­ნებს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთი ფრან­გი ბა­ლეტ­მა­ის­ტე­რი ჟან-ჟორჟ ნო­ვე­რი ამ­ბობს, რომ, რო­დე­საც ხე­ლო­ვა­ნი აფა­სებს სხვა ხე­ლო­ვა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბას, მისი შე­ფა­სე­ბა იმ დო­ნე­ზეა, რა დო­ნე­ზეც არის იმ შემ­ფა­სებ­ლის ხე­ლოვ­ნე­ბა. თუ შემ­მოწ­მებ­ლის დონე ნაკ­ლე­ბია, იგი ბო­ლომ­დე ვერ ჩაწ­ვდე­ბა იმ ხე­ლო­ვანს, ვი­სიც არის ის შე­მოქ­მე­დე­ბა ან კი­დევ - პი­რი­ქით. ამას ზო­გა­დად ვამ­ბობ და არა - ჩემი მი­სა­მარ­თით. მეც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქო­რე­ოგ­რა­ფი ვარ, 35 წე­ლი­წა­დია, ან­სამ­ბლ "როკ­ვას“ ვხელ­მძღვა­ნე­ლობ. გარ­და ამი­სა, პრაქ­ტი­კუ­ლად და თე­ო­რი­უ­ლად ვმუ­შა­ობ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჯგუ­ფებ­თან და მო­მა­ვალ ქო­რე­ოგ­რა­ფებს ვამ­ზა­დებ... წლე­ბია, ვას­წავ­ლი ცეკ­ვის დად­გმის ხე­ლოვ­ნე­ბას. სა­ფეს­ტი­ვა­ლო მას­ტერკლა­სებ­ზე ქო­რე­ოგ­რა­ფებს მეც სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ვე­სა­უბ­რე - მათ შო­რის ბევ­რი ახალ­გაზ­რდაა და, შე­იძ­ლე­ბა, ეს ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბი არც ჩა­უღ­რმავ­დნენ თუნ­დაც იმას, რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო. ტრე­ნინგზეც ვთქვი: ყვე­ლა­ფე­რი ტრი­ა­ლებს ერთ სამ­კუ­თხედ­ში - ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი წყა­რო, ლექ­სი­კა (სა­ცეკ­ვაო ლექ­სი­კა, იგი­ვე მოძ­რა­ო­ბე­ბი) და მუ­სი­კა. ეს არის პრო­ფე­სი­უ­ლი გზა, ამ კუ­თხით უნდა მი­ვი­დეს ქო­რე­ოგ­რა­ფი თა­ვის შე­მოქ­მე­დე­ბამ­დე. არ ვამ­ტკი­ცებ, რომ ყვე­ლა­ფერ­ში მარ­თა­ლი ვარ, მაგ­რამ...

რო­მეო ბუ­ლია:

- მას­ტერკლა­სე­ბის იდეა რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­მიჩ­ნდა, მაგ­რამ მა­შინ ვერ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ, ამი­ტომ წლე­ვან­დელ სა­ფეს­ტი­ვა­ლო პროგ­რა­მა­ში შე­ვი­ტა­ნეთ. თა­ნაც, ტრე­ნე­რე­ბად უდი­დე­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი გვყავ­და მოწ­ვე­უ­ლი, მთა­ვა­რი კი ის იყო, რომ მათი მას­ტერკლა­სე­ბით ყვე­ლა ქო­რე­ოგ­რა­ფი ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა. ბა­ტონ­მა უჩამ, სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­თან ერ­თად, ან­სამ­ბლე­ბის ფორ­მებ­ზე, ფო­ნოგ­რა­მებ­ზე, ნა­ხაზ­სა და სხვა თე­მა­ზე რამ­დე­ნი­მე კო­რექ­ტუ­ლი რჩე­ვაც მოგ­ვცა ქო­რე­ოგ­რა­ფებს. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ამ პრო­ექ­ტმა გა­ა­მარ­თლა. ამი­ტო­მაც დავ­გეგ­მეთ, რომ ამ­გვა­რი მას­ტერკლა­სე­ბი და­ვამ­კვიდ­როთ და მო­მა­ვა­ლი ფეს­ტი­ვა­ლი­დან ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის და ვო­კა­ლის მას­ტერკლა­სე­ბი პე­და­გო­გე­ბის­თვის ამ დღე­სას­წა­უ­ლის ნა­წი­ლი გახ­დეს. სხვა­თა შო­რის, წელს თა­ვად მო­ცეკ­ვა­ვე­ებ­საც შე­ეძ­ლოთ მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მა­გა­ლი­თად, ამ მას­ტერკლასს ეს­წრე­ბო­და ჩემი შვი­ლიც, რო­ბერ­ტი, რო­მე­ლიც თე­ატ­რი­სა და კი­ნოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს და მო­ცეკ­ვა­ვე-ქო­რე­ოგ­რა­ფი­ცაა. ვფიქ­რობ, ადა­მი­ა­ნი თვითკმა­ყო­ფი­ლი არას­დროს უნდა იყოს, მუ­დამ უნდა სწავ­ლობ­დეს და პრო­ფე­სი­უ­ლად იზ­რდე­ბო­დეს. სამ­წუ­ხა­როა, რომ ახალ­ბე­და ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბი არ და­ეს­წრნენ მას­ტერკლა­სებს, არა­და, ამით ძა­ლი­ან დიდ გა­მოც­დი­ლე­ბა­საც მი­ი­ღებ­დნენ და სხვა ქო­რე­ოგ­რა­ფებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც ყო­ველ­მხრივ წა­ად­გე­ბო­დათ...

უჩა დვა­ლიშ­ვი­ლი, რო­მეო და რობი ბუ­ლი­ე­ბი

ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ბა­ტონ­მა უჩამ აღი­ა­რა, სა­მეგ­რე­ლო დღი­თი დღე იზ­რდე­ბა ქო­რე­ოგ­რა­ფი­ა­ში და ამ კუ­თხით სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი მო­წი­ნა­ვე რე­გი­ო­ნი არი­სო. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ბა­ტო­ნი შალ­ვა გო­გუ­ა­ძეც აღ­ფრთო­ვან­და ჩვე­ნი პე­და­გო­გე­ბით, აღ­ნიშ­ნა, რომ საკ­მა­ოდ ძლი­ერ ჯგუფ­თან მო­უხ­და მუ­შა­ო­ბა, ქო­რე­ოგ­რა­ფებ­თან, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ სერ­თი­ფი­კა­ტის ასა­ღე­ბად კი არ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ამ პრო­ექ­ტში, არა­მედ - ძა­ლი­ან ინ­ტე­რეს­დე­ბოდ­ნენ ტრე­ნე­რის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ილე­თე­ბით, მოძ­რა­ო­ბე­ბით და ად­ვი­ლა­დაც ით­ვი­სებ­დნენ ყვე­ლა­ფერს.

რო­ბერტ ბუ­ლია, მო­ცეკ­ვა­ვე-ქო­რე­ოგ­რა­ფი:

- ბავ­შვო­ბი­დან ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ ან­სამ­ბლ "ცის­კრის“ სო­ლის­ტი ვარ, ასე­ვე, თა­ვად ვმუ­შა­ობ ქო­რე­ოგ­რა­ფად ბავ­შვებ­თან და ან­სამ­ბლში ცეკ­ვა "აფხა­ზუ­რიც“ დავ­დგი, მაგ­რამ... ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი საქ­მეა და კარ­გი შე­დე­გის­თვის მუდ­მი­ვად სწავ­ლაა სა­ჭი­რო. ისეთ მას­ტერკლასს, რაც ბა­ტონ­მა შალ­ვამ ჩაგ­ვი­ტა­რა, პირ­ვე­ლად და­ვეს­წა­რი. ტრე­ნერ­მა გვიჩ­ვე­ნა ძვე­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბი, რო­მელ­საც პირ­ვე­ლად ვხე­დავ­დი, რად­გან მას დღეს­დღე­ო­ბით, ძი­რი­თა­დად, აკა­დე­მი­ურ ან­სამ­ბლებ­ში იყე­ნე­ბენ და ნაკ­ლე­ბად - სა­ბავ­შვო ან­სამ­ბლებ­ში. რა­ტომ არ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ის ძვე­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბი, რაც მან შე­მოგ­ვთა­ვა­ზა?! იყო მოძ­რა­ო­ბე­ბი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად ვნა­ხე და ვცა­დე, გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ მის სრულ­ყო­ფას დიდი შრო­მა სჭირ­დე­ბა. გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, აქ ნას­წავ­ლი თა­ვა­დაც გა­მო­ვი­ყე­ნო ცეკ­ვებ­ში. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო ბა­ტო­ნი უჩას თე­ო­რი­უ­ლი მას­ტერკლა­სი, ამ დი­დოს­ტა­ტე­ბის ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ. თქვენ მკი­თხეთ, რამ შე­იძ­ლე­ბა შთა­გა­გო­ნოს კონ­კრე­ტუ­ლი ცეკ­ვის დად­გმაო და გე­ტყვით: მუ­სი­კამ - რო­დე­საც რამე მე­ლო­დი­ას ვუს­მენ, თით­ქოს ტა­ნიც მიმყვე­ბა და წარ­მო­სახ­ვით - მოძ­რა­ო­ბე­ბიც ჩნდე­ბა. ჩემ­თვის სწო­რედ მა­შინ "იბა­დე­ბა“ ცეკ­ვა...

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ავტორი:

"როცა გამოაცხადეს, ორი გრან-პრი იქნებაო, იმედი მომეცა, რომ ერთ-ერთი მე ვიქნებოდი" - ზუგდიდური "ART-კოლხის“ ამბები

"როცა გამოაცხადეს, ორი გრან-პრი იქნებაო, იმედი მომეცა, რომ ერთ-ერთი მე ვიქნებოდი" - ზუგდიდური "ART-კოლხის“ ამბები
  • ფოტოკოლჟი: ფესტივალის გრან-პრის მფლობელები - ბარბარე ლოლუა და ანანო ჯაბუა

რამდენიმე დღის წინ ზუგდიდმა ხელოვნების საერთაშორისო კონკურს-ფესტივალ "ART-კოლხს“ უმასპინძლა. ფესტივალი 10 წლის წინ დაარსდა, მაგრამ საერთაშორისო სტატუსი მან რამდენიმე წელიწადია, რაც მიიღო. ამიტომაცაა, რომ წლევანდელი ფესტივალი ამ სტატუსით მეხუთედ ჩატარდა, თუმცა პანდემიამ, სამწუხაროდ, უცხოელი შემსრულებლების სტუმრობა ნამდვილად დააბრკოლა და კიდევ, ერთი კვირის ნაცვლად, იგი მხოლოდ 2 დღეს გაგრძელდა. წელს ზუგდიდში საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან მოიყარეს თავი საკმაოდ ძლიერმა შემსრულებლებმა.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან: ზუგდიდის ხელოვნებისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი "ოდიში“, რომლის დამფუძნებელი და დირექტორი გახლავთ მუსიკოსი, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მუსიკალურ-თეატრალურ სტუდია "რიბირაბოსა“ და ანსამბლ "გინცის“ ხელმძღვანელი, ზუგდიდის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო მამფორია; ამავე ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ "ჩელასა“ და ბავშვთა და მოზარდთა სახალხო ქორეოგრაფიულ ანსამბლ "ცისკრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე რომეო ბულია, ხოლო ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის მენეჯერი არის დიანა მესხია და კიდევ ცენტრის მთელი გუნდი - ხმის რეჟისორის ამპლუაში პულტთან მომუშავე მუსიკოსი ლაშა თოდუა, წამყვანი მიხეილ ბუაძე და სხვები.

ნინო მამფორიია

ორივე დღეს "ART-კოლხს“ მისმა ერთგულმა მხარდამჭერმა - ზუგდიდის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრმა და მისმა დირექტორმა ბატონმა მანუჩარ სამუშიამ უმასპინძლა, რომელიც, იმავდროულად, კონკურსის ჟიურის წევრიც გახლდათ. წელს ერთი სასიამოვნო სიახლე შეემატა ფესტივალს - ჩატარდა პრაქტიკული და თეორიული მასტერკლასები ქართულ ქორეოგრაფიაში, რომელსაც ქორეოგრაფებთან ერთად მეც დავესწარი. გამოგიტყდებით - უდიდესი სიამოვნება და ზღვა ინფორმაცია მივიღე...

ფესტივალზე ორი გრან-პრი გაიცა - თანაბრად ჟიურის უმაღლესი შეფასება ხობელმა ბარბარე ლოლუამ და ზუგდიდელმა ანანო ჯაბუამ დაიმსახურეს. საპრიზო ადგილები მიიღეს ჩხოროწყუს, სენაკის, ბათუმის, ზუგდიდის ფოლკლორულმა ანსამბლებმა, ხალხურ-საკრავთა ჯგუფებმა, საესტრადო ანსამბლებმა, ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა, ინსტრუმენტალისტებმა.

თავისი განცდა და სიხარული გაგვიზიარა ერთ-ერთი გრან-პრის მფლობელმა, ხობელმა ბარბარე ლოლუამ:

"სიმღერა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ფესტივალ " ART-კოლხზე” სამი წელია, ვმონაწილეობ ჩვენს ბენდთან ერთად და ინდივიდუალურადაც. წინა წელს აქ პირველი ადგილი მოვიპოვე. მეცადინეობები არ შემიწყვეტია და, როგორც კი გამოცხადდა ფესტივალის შესახებ, მე და ჩემმა პედაგოგმა - ლაშა კვიკვინიამ მონაწილეობის მიღება გადავწყვიტეთ. რეპერტუარში ერთი ქართული სიმღერა - ინოლა გურგულიას "ადამიანი” და მეორე უცხოური შევარჩიეთ, ორივეგან თავად ვაკეთებდი გიტარის აკომპანიმენტს და - საკმაოდ რთული აკორდებით. ვიცოდი, ჟიურიში პროფესიონალი მუსიკოსები იყვნენ და მათი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მათ დაინახეს ჩემი შრომა და დააფასეს. დაჯილდოება რომ დაიწყო, ჩემს თავს პირველი ადგილის მფლობელებს შორის ვეძებდი. ჩამოთვლა რომ დამთავრდა, ცოტა ავღელდი. როცა ქალბატონმა ნინომ გამოაცხადა, ორი გრან-პრი იქნებაო, იმედიც მაშინ მომეცა, რომ ერთ-ერთი მე ვიქნებოდი. ჩემი გვარის გამოცხადებისას ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ეს იყო ამაღელვებელი და ძალიან სასიამოვნო მომენტი".

წელს ფესტივალზე დაწესდა და გაიცა ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შესანიშნავი დირექტორის, ბავშვებისა დიდი მეგობრის, აწ გარდაცვლილი ნინელი ჭითანავას სახელობის სპეციალური პრიზი და ის გადაეცა ამავე სასახლის მუსიკალურ-თეატრალურ სტუდია "რიბირაბოს", რომელსაც ხელმძღვანელობს ნინო მამფორია და რომლის პედაგოგები არიან ნათია ზარანდია და ეკა კერესელიძე.

რაც შეეხება ქართული ქორეოგრაფიის მასტერკლასებს, მის ჩასატარებლად ბათუმიდან და თბილისიდან საგანგებოდ მოიწვიეს ღვაწლმოსილი ქორეოგრაფები - ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის - "ბათუმის“ მთავარი ქორეოგრაფი ბატონი შალვა გოგუაძე და ქართული ხალხური ცეკვის მკვლევარი და პედაგოგი ბატონი უჩა დვალიშვილი. ბატონმა მანუჩარ სამუშიამ აღნიშნა კიდეც, - ვისურვებდი, რომ მათნაირი ღირსეული და პროფესიონალი ადამიანები ხშირად სტუმრობდნენ ჩვენს ქალაქს და ჩვენს ცენტრსო.

რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიონალი ქორეოგრაფებისთვის ეს მასტერკლასი და რას შესძენს იგი ფესტივალ "ARTკოლხს“? - ჩავკითხე ბატონ უჩა დვალიშვილს:

- პირველ რიგში, მინდა, მადლობა ვუთხრა ამ ფესტივალის შემოქმედებს. მიუხედავად პანდემიური ცხოვრებისა, ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა ძალიან კარგი დონე გვაჩვენეს, ცალკეულ ნიუანსებზე არ გავამახვილებ ყურადღებას. ამიტომაც არსებობს მასტერკლასები, რომ ჩვენი სპეციალისტების, ქორეოგრაფების შემოქმედებით ზრდას შევუწყოთ ხელი და დავეხმაროთ მათ. ფესტივალის ხელმძღვანელობას პრაქტიკული მასტერკლასის ჩასატარებლად ბატონი შალვა გოგუაძის კანდიდატურა მე შევთავაზე, რადგან იგი მრავალფეროვანი, მრავალმხრივი ქორეოგრაფია, სხვადასხვა პლანის, ჟანრის მოცეკვავეა და ვხედავდი, ქორეოგრაფების რა დიდი ინტერესი გამოიწვია.

მასტერკლასის თეორიულ ნაწილი კი ქორეოგრაფიის თეორიას არ გულისხმობს. თავადაც ისმენდით, რომ იქ პრაქტიკულ საკითხებზე ვსაუბრობდით, რათა მივსულიყავით იმ გადაწყვეტამდე, რაც, ვთქვათ, ხელოვნების მხატვრულ კანონებს ექვემდებარება. მაგალითად, ერთ-ერთი ფრანგი ბალეტმაისტერი ჟან-ჟორჟ ნოვერი ამბობს, რომ, როდესაც ხელოვანი აფასებს სხვა ხელოვანის შემოქმედებას, მისი შეფასება იმ დონეზეა, რა დონეზეც არის იმ შემფასებლის ხელოვნება. თუ შემმოწმებლის დონე ნაკლებია, იგი ბოლომდე ვერ ჩაწვდება იმ ხელოვანს, ვისიც არის ის შემოქმედება ან კიდევ - პირიქით. ამას ზოგადად ვამბობ და არა - ჩემი მისამართით. მეც ჩვეულებრივი ქორეოგრაფი ვარ, 35 წელიწადია, ანსამბლ "როკვას“ ვხელმძღვანელობ. გარდა ამისა, პრაქტიკულად და თეორიულად ვმუშაობ უნივერსიტეტის ჯგუფებთან და მომავალ ქორეოგრაფებს ვამზადებ... წლებია, ვასწავლი ცეკვის დადგმის ხელოვნებას. საფესტივალო მასტერკლასებზე ქორეოგრაფებს მეც საკუთარ გამოცდილებაზე ვესაუბრე - მათ შორის ბევრი ახალგაზრდაა და, შეიძლება, ეს ქორეოგრაფები არც ჩაუღრმავდნენ თუნდაც იმას, რა შეიძლება იყოს ქორეოგრაფიული ნაწარმოების შთაგონების წყარო. ტრენინგზეც ვთქვი: ყველაფერი ტრიალებს ერთ სამკუთხედში - ლიტერატურული წყარო, ლექსიკა (საცეკვაო ლექსიკა, იგივე მოძრაობები) და მუსიკა. ეს არის პროფესიული გზა, ამ კუთხით უნდა მივიდეს ქორეოგრაფი თავის შემოქმედებამდე. არ ვამტკიცებ, რომ ყველაფერში მართალი ვარ, მაგრამ...

რომეო ბულია:

- მასტერკლასების იდეა რამდენიმე წლის წინ გამიჩნდა, მაგრამ მაშინ ვერ განვახორციელეთ, ამიტომ წლევანდელ საფესტივალო პროგრამაში შევიტანეთ. თანაც, ტრენერებად უდიდესი პროფესიონალები გვყავდა მოწვეული, მთავარი კი ის იყო, რომ მათი მასტერკლასებით ყველა ქორეოგრაფი ძალიან კმაყოფილი დარჩა. ბატონმა უჩამ, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ანსამბლების ფორმებზე, ფონოგრამებზე, ნახაზსა და სხვა თემაზე რამდენიმე კორექტული რჩევაც მოგვცა ქორეოგრაფებს. ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტმა გაამართლა. ამიტომაც დავგეგმეთ, რომ ამგვარი მასტერკლასები დავამკვიდროთ და მომავალი ფესტივალიდან ქორეოგრაფიის და ვოკალის მასტერკლასები პედაგოგებისთვის ამ დღესასწაულის ნაწილი გახდეს. სხვათა შორის, წელს თავად მოცეკვავეებსაც შეეძლოთ მასში მონაწილეობა. მაგალითად, ამ მასტერკლასს ესწრებოდა ჩემი შვილიც, რობერტი, რომელიც თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ქორეოგრაფიის ფაკულტეტზე სწავლობს და მოცეკვავე-ქორეოგრაფიცაა. ვფიქრობ, ადამიანი თვითკმაყოფილი არასდროს უნდა იყოს, მუდამ უნდა სწავლობდეს და პროფესიულად იზრდებოდეს. სამწუხაროა, რომ ახალბედა ქორეოგრაფები არ დაესწრნენ მასტერკლასებს, არადა, ამით ძალიან დიდ გამოცდილებასაც მიიღებდნენ და სხვა ქორეოგრაფებთან ურთიერთობაც ყოველმხრივ წაადგებოდათ...

უჩა დვალიშვილი, რომეო და რობი ბულიები

ბედნიერი ვარ, რომ ბატონმა უჩამ აღიარა, სამეგრელო დღითი დღე იზრდება ქორეოგრაფიაში და ამ კუთხით საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე რეგიონი არისო. ძალიან მიხარია, რომ ბატონი შალვა გოგუაძეც აღფრთოვანდა ჩვენი პედაგოგებით, აღნიშნა, რომ საკმაოდ ძლიერ ჯგუფთან მოუხდა მუშაობა, ქორეოგრაფებთან, რომლებიც მხოლოდ სერთიფიკატის ასაღებად კი არ მონაწილეობდნენ ამ პროექტში, არამედ - ძალიან ინტერესდებოდნენ ტრენერის შეთავაზებული ილეთებით, მოძრაობებით და ადვილადაც ითვისებდნენ ყველაფერს.

რობერტ ბულია, მოცეკვავე-ქორეოგრაფი:

- ბავშვობიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიულ ანსამბლ "ცისკრის“ სოლისტი ვარ, ასევე, თავად ვმუშაობ ქორეოგრაფად ბავშვებთან და ანსამბლში ცეკვა "აფხაზურიც“ დავდგი, მაგრამ... ეს საკმაოდ რთული საქმეა და კარგი შედეგისთვის მუდმივად სწავლაა საჭირო. ისეთ მასტერკლასს, რაც ბატონმა შალვამ ჩაგვიტარა, პირველად დავესწარი. ტრენერმა გვიჩვენა ძველი მოძრაობები, რომელსაც პირველად ვხედავდი, რადგან მას დღესდღეობით, ძირითადად, აკადემიურ ანსამბლებში იყენებენ და ნაკლებად - საბავშვო ანსამბლებში. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ის ძველი, ტრადიციული მოძრაობები, რაც მან შემოგვთავაზა?! იყო მოძრაობები, რომელიც პირველად ვნახე და ვცადე, გამეკეთებინა, მაგრამ მის სრულყოფას დიდი შრომა სჭირდება. გამორიცხული არ არის, აქ ნასწავლი თავადაც გამოვიყენო ცეკვებში. ძალიან საინტერესო იყო ბატონი უჩას თეორიული მასტერკლასი, ამ დიდოსტატების ძალიან მადლიერი ვარ. თქვენ მკითხეთ, რამ შეიძლება შთაგაგონოს კონკრეტული ცეკვის დადგმაო და გეტყვით: მუსიკამ - როდესაც რამე მელოდიას ვუსმენ, თითქოს ტანიც მიმყვება და წარმოსახვით - მოძრაობებიც ჩნდება. ჩემთვის სწორედ მაშინ "იბადება“ ცეკვა...

ავტორი: ირმა ხარშილაძე

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსის "დელტა“ შტამით ჩვილი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება რეგიონების მიხედვით

"თავის ტკივილი და თავბრუსხვევა აწუხებდა" - როგორია საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის მდგომარეობა, რომელსაც 5 ივლისს თავს დაესხნენ