პოლიტიკა
საზოგადოება

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ სრული განუკითხაობაა, სურსათის მაღაზიებშიც არავის უკეთია პირბადე, მათ შორის გამყიდველებსაც!" - რას წერს ბათუმში მყოფი ეკო ფანგანი?
"აქ სრული განუკითხაობაა, სურსათის მაღაზიებშიც არავის უკეთია პირბადე, მათ შორის გამყიდველებსაც!" - რას წერს ბათუმში მყოფი ეკო ფანგანი?

რა ხდე­ბა ბა­თუმ­ში? - ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დამ­სვე­ნებ­ლე­ბის არა­ერ­თი სტა­ტუ­სი იწე­რე­ბა. შა­ვი­ზღვის­პი­რეთ­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ტუ­რის­ტე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის დიდი ნა­წი­ლი პან­დე­მი­ის დროს და­წე­სე­ბულ ნორ­მებს არ იცა­ვენ.

დღეს Ambebi.ge-ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟი, სა­დაც ჩანს, პლაჟ­ზე ხალ­ხი რო­გორ მჭიდ­რო­დაა გან­ლა­გე­ბუ­ლი. ამ დროს ყო­ველ­დღე იზ­რდე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბულ­თა და გარ­დაც­ვლილ­თა სტა­ტის­ტი­კა. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი მოგ­ვი­წო­დე­ბენ წე­სებს და­ვე­მორ­ჩი­ლოთ, რომ მე­ო­თხე ტალ­ღა­ში შევ­დი­ვართ, ხდე­ბა ბავ­შვთა სა­წოლ­ფონ­დის მო­ბი­ლი­ზე­ბა, თუმ­ცა, ამ დროს წე­სე­ბი მა­სი­უ­რად ჩვენს თვალ­წინ ირ­ღვე­ვა და კა­ნონ­დამ­რღვე­ვებს ხშირ შემ­თხვე­ვა­ში არა­ვინ აჯა­რი­მებს.

ბა­თუმ­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა ეკა­ტე­რი­ნე ფან­გან­მაც. ტე­ლე­წამ­ყვა­ნი შრო­მით ინ­სპექ­ცი­ას მო­უ­წო­დებს, რომ ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოს იქ არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას.

"შრო­მის ინ­სპექ­ცია / Labour Inspection Office ბა­თუმ­ში ნამ­ყო­ფე­ბი ხართ?! სურ­სა­თის მა­ღა­ზი­ებ­შიც კი არა­ვის უკე­თია პირ­ბა­დე, მათ შო­რის გამ­ყიდ­ვე­ლებ­საც! სრუ­ლი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბაა და პატ­რო­ნი არ ყავს აქა­უ­რო­ბას! შარ­შან ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის გამო ჩა­ვი­კე­ტეთ და წელ­საც მათ გამო რა­ტომ უნდა ჩა­ვი­კე­ტოთ ჩვენ, ვინც ყვე­ლა­ნა­ირ რე­გუ­ლა­ცი­ას ვი­ცავთ და ვინც აც­რი­ლე­ბი ვართ? ყვე­ლა ჯი­ხურ­ში, ყვე­ლა მა­ღა­ზი­ა­ში, ყვე­ლა სას­ტუმ­რო­ში და ყვე­ლა რეს­ტო­რან­ში უნდა შეხ­ვი­დეთ. 99,9 % ეს სი­ტუ­ა­ცი­აა და, იქ­ნებ, მი­ი­ღოთ რამე ზო­მე­ბი, რომ ვინ­მემ ცო­ტა­ო­დე­ნი სიფრ­თხი­ლე თქვე­ნი ში­შით მა­ინც გა­მო­ი­ჩი­ნოს!" - წერს ფან­გა­ნი.

Ambebige.ge ტე­ლე­წამ­ყვანს და­უ­კავ­შირ­და. ეკომ გვი­თხრა, რომ მის­მა სტა­ტუს­მა ერ­თგვა­რი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბაც კი გა­მო­იწ­ვია და იმე­დოვ­ნებს შრო­მი­თი ინ­სპექ­ცია მი­აქ­ცევს ბა­თუმ­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას ყუ­რა­დღე­ბას.

"მე თა­ვად სი­ნო­ფარ­მის ორი­ვე დო­ზით ვარ აც­რი­ლი, რო­გორც კი შე­მო­ვი­და ვაქ­ცი­ნა, რაც მე­კუთ­ვნო­და, ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად ავი­ცე­რი. მე­ო­რე დო­ზი­დან უკვე თვე­ნა­ხე­ვა­რი გა­ვი­და.

კო­ვი­დით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არ ვყო­ფილ­ვარ, წე­სებს ვი­ცავ­დი ყო­ველ­თვის. წე­ლი­წად­ზე მე­ტია ეს ვირუ­სი გრძელ­დე­ბა და უკვე ყვე­ლა ოჯახ­სა და ახ­ლო­ბელს შე­ე­ხო, ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ადა­მი­ანს მისი არ­სე­ბო­ბის არ სჯე­რო­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემ სტა­ტუსს, ზო­გი­ერ­თი ად­გი­ლობ­რი­ვის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ის აღვწე­რე, რაც ხდე­ბო­და...“ - ამ­ბობს ეკო AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

მკითხველის კომენტარები / 62 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სულია
37

მართალი ხართ

ucnobi
26

შენ რატომ არ გიკეთია ქუჩაში პირბადე.რატოოოოოომ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"აქ სრული განუკითხაობაა, სურსათის მაღაზიებშიც არავის უკეთია პირბადე, მათ შორის გამყიდველებსაც!" - რას წერს ბათუმში მყოფი ეკო ფანგანი?

"აქ სრული განუკითხაობაა, სურსათის მაღაზიებშიც არავის უკეთია პირბადე, მათ შორის გამყიდველებსაც!" - რას წერს ბათუმში მყოფი ეკო ფანგანი?

რა ხდება ბათუმში? - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დღის განმავლობაში დამსვენებლების არაერთი სტატუსი იწერება. შავიზღვისპირეთში, სამწუხაროდ, ტურისტებისა და ადგილობრივების დიდი ნაწილი პანდემიის დროს დაწესებულ ნორმებს არ იცავენ.

დღეს Ambebi.ge-ზე გამოქვეყნდა ფოტორეპორტაჟი, სადაც ჩანს, პლაჟზე ხალხი როგორ მჭიდროდაა განლაგებული. ამ დროს ყოველდღე იზრდება კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკა. ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელები მოგვიწოდებენ წესებს დავემორჩილოთ, რომ მეოთხე ტალღაში შევდივართ, ხდება ბავშვთა საწოლფონდის მობილიზება, თუმცა, ამ დროს წესები მასიურად ჩვენს თვალწინ ირღვევა და კანონდამრღვევებს ხშირ შემთხვევაში არავინ აჯარიმებს.

ბათუმში არსებული მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა ეკატერინე ფანგანმაც. ტელეწამყვანი შრომით ინსპექციას მოუწოდებს, რომ ყურადღება მიაქციოს იქ არსებულ მდგომარეობას.

"შრომის ინსპექცია / Labour Inspection Office ბათუმში ნამყოფები ხართ?! სურსათის მაღაზიებშიც კი არავის უკეთია პირბადე, მათ შორის გამყიდველებსაც! სრული განუკითხაობაა და პატრონი არ ყავს აქაურობას! შარშან ასეთი ადამიანების გამო ჩავიკეტეთ და წელსაც მათ გამო რატომ უნდა ჩავიკეტოთ ჩვენ, ვინც ყველანაირ რეგულაციას ვიცავთ და ვინც აცრილები ვართ? ყველა ჯიხურში, ყველა მაღაზიაში, ყველა სასტუმროში და ყველა რესტორანში უნდა შეხვიდეთ. 99,9 % ეს სიტუაციაა და, იქნებ, მიიღოთ რამე ზომები, რომ ვინმემ ცოტაოდენი სიფრთხილე თქვენი შიშით მაინც გამოიჩინოს!" - წერს ფანგანი.

Ambebige.ge ტელეწამყვანს დაუკავშირდა. ეკომ გვითხრა, რომ მისმა სტატუსმა ერთგვარი გაღიზიანებაც კი გამოიწვია და იმედოვნებს შრომითი ინსპექცია მიაქცევს ბათუმში არსებულ მდგომარეობას ყურადღებას.

"მე თავად სინოფარმის ორივე დოზით ვარ აცრილი, როგორც კი შემოვიდა ვაქცინა, რაც მეკუთვნოდა, ასაკის შესაბამისად ავიცერი. მეორე დოზიდან უკვე თვენახევარი გავიდა.

კოვიდით ინფიცირებული არ ვყოფილვარ, წესებს ვიცავდი ყოველთვის. წელიწადზე მეტია ეს ვირუსი გრძელდება და უკვე ყველა ოჯახსა და ახლობელს შეეხო, ვერც წარმომიდგენია ადამიანს მისი არსებობის არ სჯეროდეს. რაც შეეხება ჩემ სტატუსს, ზოგიერთი ადგილობრივის გაღიზიანება გამოიწვია, მაგრამ რეალურად ის აღვწერე, რაც ხდებოდა...“ - ამბობს ეკო AMBEBI.GE-სთან საუბრისას.