მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკავებულია "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 3 თანამშრომელი - რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი?
დაკავებულია "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 3 თანამშრომელი - რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი?

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე შპს "სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის“ მშე­ნებ­ლო­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი და ამა­ვე კომ­პა­ნი­ის ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ შპს "სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის“ მშე­ნებ­ლო­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა, ორ თა­ნამ­შრო­მელ­თან ერ­თად, შექ­მნა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფი და რო­გორც თა­ვად, ასე­ვე, ხსე­ნე­ბუ­ლი პი­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, სის­ტე­მა­ტუ­რად შე­დი­ო­და კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბა­ში შპს "სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის“ მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერებ­ში მო­ნა­წი­ლე და გა­მარ­ჯვე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­თან.

„შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი წი­ნას­წარ აც­ნობ­დნენ სა­ტენ­დერო პი­რო­ბებს მათ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ პი­რებს, რი­თაც უზ­რუნ­ველ­ყოფ­დნენ შე­სა­ბა­მი­სი კომ­პა­ნი­ე­ბის ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბას.

მიმ­დი­ნა­რე სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს არ აფიქ­სი­რებ­დნენ კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ დაშ­ვე­ბულ დარ­ღვე­ვებს და უზ­რუნ­ველ­ყოფ­დნენ ფირ­მე­ბის­თვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი თან­ხე­ბის სრუ­ლად ჩა­რი­ცხვას, სა­ნაც­ვლოდ მათ­გან იღებ­დნენ თან­ხას პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლის 2%-ის ოდე­ნო­ბით.

გარ­და ამი­სა, ხსე­ნე­ბუ­ლი პი­რე­ბი ახ­ლობ­ლებს მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად პო­ზი­ცი­ებ­ზე ასაქ­მებ­დნენ მათ მი­ერ­ვე ლო­ბი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­ში, სა­ი­და­ნაც თვი­თო­ნაც იღებ­დნენ მა­ტე­რი­ა­ლურ სარ­გე­ბელს.

შპს "სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის“ მშე­ნებ­ლო­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბით წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში უხა­რის­ხოდ ას­რუ­ლებ­დნენ სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებს, რის გა­მოც არა­მიზ­ნობ­რი­ვად იხარ­ჯე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ფუ­ლა­დი თან­ხე­ბი.

სა­ბო­ლოო ზა­რა­ლის დად­გე­ნის მიზ­ნით, გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­დე­ბა ყვე­ლა იმ სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ოს სა­ინ­ჟინ­რო-ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა, რო­მელ­საც შპს "სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის“ თა­ნამ­შრომ­ლებ­თან უკა­ნო­ნოდ გა­რი­გე­ბუ­ლი ფირ­მე­ბი ას­რუ­ლებ­დნენ.

და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის სახ­ლე­ბის ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბუ­ლია 25 650 ლარი, 30 000 აშშ დო­ლა­რი, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და სა­ვა­რა­უ­დო ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 338-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით და 339-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ ქრთა­მის აღე­ბა­სა და უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბის ჩა­სა­დე­ნად ქრთა­მის მი­ცე­მას გუ­ლის­ხმობს.

გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო.“, - ნათ­ქვა­მია სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
2

როცა წყალგაყვანილობა გაჰყავთ და წინასწარ იციან რომ წყალი მაინც არ იქნება, მაშინ არ არიან დასაჭერები ?!!

სიმართლე
1

 

სამშენებლო კომპანიებიც არიან განებივრებულები ტენდერებით. და ალბათ მაგათაც მოეღებათ მალე ბოლო.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

დაკავებულია "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 3 თანამშრომელი - რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი?

დაკავებულია "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 3 თანამშრომელი - რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი და ამავე კომპანიის ორი თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ორ თანამშრომელთან ერთად, შექმნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და როგორც თავად, ასევე, ხსენებული პირების მეშვეობით, სისტემატურად შედიოდა კორუფციულ გარიგებაში შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე და გამარჯვებულ კომპანიებთან.

„შემუშავებული გეგმის შესაბამისად, აღნიშნული პირები წინასწარ აცნობდნენ სატენდერო პირობებს მათთან დაახლოებულ პირებს, რითაც უზრუნველყოფდნენ შესაბამისი კომპანიების ტენდერში გამარჯვებას.

მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს არ აფიქსირებდნენ კომპანიების მიერ დაშვებულ დარღვევებს და უზრუნველყოფდნენ ფირმებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების სრულად ჩარიცხვას, სანაცვლოდ მათგან იღებდნენ თანხას პროექტის ღირებულის 2%-ის ოდენობით.

გარდა ამისა, ხსენებული პირები ახლობლებს მაღალანაზღაურებად პოზიციებზე ასაქმებდნენ მათ მიერვე ლობირებულ კომპანიებში, საიდანაც თვითონაც იღებდნენ მატერიალურ სარგებელს.

შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების უკანონო ქმედებით წახალისებული კომპანიები უმეტეს შემთხვევაში უხარისხოდ ასრულებდნენ სამშენებლო სამუშაოებს, რის გამოც არამიზნობრივად იხარჯებოდა სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხები.

საბოლოო ზარალის დადგენის მიზნით, გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა იმ სამშენებლო სამუშაოს საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომელსაც შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ თანამშრომლებთან უკანონოდ გარიგებული ფირმები ასრულებდნენ.

დაკავებული პირების სახლების ჩხრეკისას ამოღებულია 25 650 ლარი, 30 000 აშშ დოლარი, ცეცხლსასროლი იარაღი და სავარაუდო ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქრთამის აღებასა და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემას გულისხმობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და სიმამრი მოკლა, ცოლის ძმა და სიდედრი კი მძიმედ დაჭრა - მარნეულში მომხდარი მკვლელობის დეტალები

მარნეულში ორი ადამიანი მოკლეს, ორი კი დაჭრეს

შსს-მ "ტვ პირველის“ ოპერატორზე ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა