სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიდრე ის პრემიერია, საფრთხის ქვეშაა ყველა მოქალაქის სიცოცხლე და ქვეყნის მომავალი" - ჟურნალისტების მიმართვა შარლ მიშელს და ორი საპროტესტო აქცია თბილისსა და ბათუმში
"ვიდრე ის პრემიერია, საფრთხის ქვეშაა ყველა მოქალაქის სიცოცხლე და ქვეყნის მომავალი" - ჟურნალისტების მიმართვა შარლ მიშელს და ორი საპროტესტო აქცია თბილისსა და ბათუმში

უნდა იცო­დეთ, რომ სა­ნამ ეს კაცი, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრია, საფრ­თხის ქვეშ არის უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტის და მო­ქა­ლა­ქის სი­ცო­ცხლე ისე­ვე, რო­გორც ამ ქვეყ­ნის ღირ­სე­ბა და თა­ვი­სუ­ფა­ლი მო­მა­ვა­ლი. ასეთ კაცს ხვდე­ბით თქვენ დღეს, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის იმ ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­ში, რომ­ლი­თაც ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტად მყოფ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენტს, შარლ მი­შელს მი­მარ­თა­ვენ.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან შეკ­რე­ბილ მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბის ში­ნა­არ­სი ჟურ­ნა­ლის­ტმა ეკა მიშ­ვე­ლა­ძემ გა­აც­ნო.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან, იქ, “სა­დაც ე.წ. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კა­ბი­ნე­ტია”, შე­იკ­რიბ­ნენ იმი­სათ­ვის, რომ დღეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტად მყოფ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენტს შარლ მი­შელს და მთელს მსოფ­ლი­ოს კი­დევ ერთხელ გა­ა­გე­ბი­ნონ, რო­გო­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჰყავს ქვე­ყა­ნას.

„მოგ­მარ­თავთ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რო­მელ­თა 53 კო­ლე­გას 5 ივ­ლისს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ ღიად პრო-რუ­სუ­ლი, აგ­რე­სი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი. მოგ­მარ­თავთ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უკვე წლე­ბია ვართ ქვეყ­ნის არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფი­სა და დის­კრე­დი­ტა­ცი­ის ობი­ექ­ტე­ბი.

დღეს, თქვენ ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე გე­სა­უბ­რე­ბათ ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია 5-6 ივ­ლისს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი­სა და უმ­ცი­რე­სო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­ტა­რე­ბულ სა­დამ­სჯე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე. დღეს, თქვენ დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე გე­სა­უბ­რე­ბათ ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად სი­ძულ­ვი­ლის ენით სა­უბ­რობს, აღ­ვი­ვებს ზი­ზღს და ქა­და­გებს შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბას. დღეს, თქვენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­მოკ­რა­ტი­ულ მიღ­წე­ვებ­ზე გე­სა­უბ­რე­ბათ ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც წლე­ბია მფარ­ვე­ლობს და ასაზ­რდო­ებს მო­ძა­ლა­დე ჯგუ­ფებს, იყე­ნებს მათ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­მო­ქალ­ქო პო­ზი­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ისე, რო­გორც ეს 5 ივ­ლისს მოხ­და, რო­დე­საც მხო­ლოდ მის მიერ წა­ხა­ლი­სე­ბულ­მა და ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ წა­ხა­ლი­სე­ბულ­მა ძა­ლა­დო­ბამ აქამ­დე არა­ნა­ხულ მას­შტა­ბებს მი­აღ­წია და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ნამ­დვილ სა­დამ­სჯე­ლო ღი­ნის­ძი­ე­ბად იქცა. დღეს, თქვენ დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე გე­სა­უბ­რე­ბათ ის, ვინც უმ­ცი­რე­სო­ბა­ზე ძა­ლა­დო­ბას უმ­რავ­ლე­სო­ბის ნე­ბის აღ­სრუ­ლე­ბით ამარ­თლებს. რაც მთა­ვა­რია, თქვენ დღეს, დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე გე­სა­უბ­რე­ბათ კაცი, რო­მე­ლიც ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლია არა ამ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის, არა­მედ ამ ქვეყ­ნის არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­შე. დღეს, თქვენ გე­სა­უბ­რე­ბათ იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მელ­მაც უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი და კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი პრო­და­სავ­ლუ­რი კურ­სი­დან გა­და­უხ­ვია და ბე­ლა­რუ­სის გზას და­ად­გა, ვინც 5-6 ივ­ლისს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა მო­ძა­ლა­დე ჯგუ­ფებს პარ­ლა­მენ­ტის წინ აღ­მარ­თუ­ლი ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შა ორ­ჯერ ჩა­მო­ე­ხი­ათ და და­ეწ­ვათ. დრო­შის დაწ­ვა კი, სა­გა­რეო კურ­სის ცვლი­ლე­ბის სიმ­ბო­ლურ გზავ­ნი­ლად ექ­ცია. დღეს, თქვენ გე­სა­უბ­რე­ბათ ამ ქვეყ­ნის არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გუნ­დის წევ­რი, რო­მელ­მაც არა­ერ­თხელ სცა­და, რო­გორც ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის მო­ტყუ­ე­ბა, ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე უა­რის თქმით, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და­ნიშ­ვით ცი­ნი­კუ­რად და უხე­შად და­არ­ღვია თქვე­ნი მე­დი­ა­ცი­ით შექ­მნი­ლი დო­კუ­მენ­ტიც. უნდა იცო­დეთ, რომ სა­ნამ ეს კაცი, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრია, საფრ­თხის ქვეშ არის უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტი­სა და მო­ქა­ლა­ქის სი­ცო­ცხლე ისე­ვე, რო­გორც ამ ქვეყ­ნის ღირ­სე­ბა და თა­ვი­სუ­ფა­ლი მო­მა­ვა­ლი. ასეთ კაცს ხვდე­ბით თქვენ დღეს და გვინ­და, რომ სი­მარ­თლე იცო­დეთ", - ნათ­ქვა­მია მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­ში.

კან­ცე­ლა­რი­ას­თან გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად ბა­თუმ­ში, სას­ტუმ­რო „შე­რა­ტონ­თან“, სა­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია უნდა გა­იხ­სნას, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წევ­რე­ბი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ.

ისი­ნი 5 ივ­ლისს თბი­ლის­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო დრო­ულ გა­მო­ძი­ე­ბას ითხო­ვენ და აცხა­დე­ბენ, რომ „აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ი­სა­ჯონ მკვლე­ლე­ბი“. მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ჟურ­ნა­ლის­ტებს უნდა მი­ე­ცეთ უსაფრ­თხო გა­რე­მო­ში მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ამას­თან, აქ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან სხვა­დას­ხვა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის აჭა­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მათი გან­ცხა­დე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა აი­ღოს პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. რო­გორც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მო­ძა­რა­ო­ბის“ წევ­რი მირ­დატ ქა­მა­და­ძე აცხა­დებს, შეკ­რე­ბის მი­ზა­ნია, რომ პარტნი­ო­რებს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დონ. მისი თქმით, ქვე­ყა­ნა­ში 5 ივ­ლისს სა­მარ­ცხვი­ნო ფაქ­ტი მოხ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს დევ­ნი­ან.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნონიკო
16

ესენი ვინ არიან!!!!!!!!!! როგორ გავიდნენ თავს!!!!!!!! ვინ გონიათ თავი, საიდან მოვიდნენ? ვისი სახელით ითხოვენ? ესენი არიან საქართველოს მტრები!!!!!!!!!

მიშა
16

როგორ ეშინიათ ღარიბაშვილის. ბრავო ირაკლი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ვიდრე ის პრემიერია, საფრთხის ქვეშაა ყველა მოქალაქის სიცოცხლე და ქვეყნის მომავალი" - ჟურნალისტების მიმართვა შარლ მიშელს და ორი საპროტესტო აქცია თბილისსა და ბათუმში

"ვიდრე ის პრემიერია, საფრთხის ქვეშაა ყველა მოქალაქის სიცოცხლე და ქვეყნის მომავალი" - ჟურნალისტების მიმართვა შარლ მიშელს და ორი საპროტესტო აქცია თბილისსა და ბათუმში

უნდა იცოდეთ, რომ სანამ ეს კაცი, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრია, საფრთხის ქვეშ არის უკლებლივ ყველა ჟურნალისტის და მოქალაქის სიცოცხლე ისევე, როგორც ამ ქვეყნის ღირსება და თავისუფალი მომავალი. ასეთ კაცს ხვდებით თქვენ დღეს, - ამის შესახებ ნათქვამია სხვადასხვა მედიასაშუალების იმ ერთობლივ განცხადებაში, რომლითაც ისინი საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მიმართავენ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილ მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს ერთობლივი განცხადების შინაარსი ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ გააცნო.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობის ადმინისტრაციასთან, იქ, “სადაც ე.წ. პრემიერ-მინისტრის კაბინეტია”, შეიკრიბნენ იმისათვის, რომ დღეს, საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და მთელს მსოფლიოს კიდევ ერთხელ გააგებინონ, როგორი ხელისუფლება ჰყავს ქვეყანას.

„მოგმართავთ ჟურნალისტები, რომელთა 53 კოლეგას 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ ღიად პრო-რუსული, აგრესიული ჯგუფები. მოგმართავთ ჟურნალისტები, რომლებიც უკვე წლებია ვართ ქვეყნის არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების მაღალჩინოსნების შეურაცხყოფისა და დისკრედიტაციის ობიექტები.

დღეს, თქვენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე გესაუბრებათ ის პრემიერ-მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია 5-6 ივლისს ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და უმცირესობის წინააღმდეგ ჩატარებულ სადამსჯელო ღონისძიებაზე. დღეს, თქვენ დემოკრატიაზე გესაუბრებათ ის პრემიერ-მინისტრი, რომელიც მუდმივად სიძულვილის ენით საუბრობს, აღვივებს ზიზღს და ქადაგებს შეუწყნარებლობას. დღეს, თქვენ "ქართული ოცნების" დემოკრატიულ მიღწევებზე გესაუბრებათ ის პრემიერ-მინისტრი, რომელიც წლებია მფარველობს და ასაზრდოებს მოძალადე ჯგუფებს, იყენებს მათ განსხვავებული პოლიტიკური და სამოქალქო პოზიციის მქონე ადამიანების წინააღმდეგ ისე, როგორც ეს 5 ივლისს მოხდა, როდესაც მხოლოდ მის მიერ წახალისებულმა და ამ ხელისუფლების მიერ წახალისებულმა ძალადობამ აქამდე არანახულ მასშტაბებს მიაღწია და ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ ნამდვილ სადამსჯელო ღინისძიებად იქცა. დღეს, თქვენ დემოკრატიაზე გესაუბრებათ ის, ვინც უმცირესობაზე ძალადობას უმრავლესობის ნების აღსრულებით ამართლებს. რაც მთავარია, თქვენ დღეს, დემოკრატიაზე გესაუბრებათ კაცი, რომელიც ანგარიშვალდებულია არა ამ ქვეყნის მოსახლეობის, არამედ ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის წინაშე. დღეს, თქვენ გესაუბრებათ იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელმაც უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი და კონსტიტუციით გარანტირებული პროდასავლური კურსიდან გადაუხვია და ბელარუსის გზას დაადგა, ვინც 5-6 ივლისს საშუალება მისცა მოძალადე ჯგუფებს პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ორჯერ ჩამოეხიათ და დაეწვათ. დროშის დაწვა კი, საგარეო კურსის ცვლილების სიმბოლურ გზავნილად ექცია. დღეს, თქვენ გესაუბრებათ ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრი, რომელმაც არაერთხელ სცადა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების, ისე საერთაშორისო პარტნიორების მოტყუება, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმით, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვით ცინიკურად და უხეშად დაარღვია თქვენი მედიაციით შექმნილი დოკუმენტიც. უნდა იცოდეთ, რომ სანამ ეს კაცი, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრია, საფრთხის ქვეშ არის უკლებლივ ყველა ჟურნალისტისა და მოქალაქის სიცოცხლე ისევე, როგორც ამ ქვეყნის ღირსება და თავისუფალი მომავალი. ასეთ კაცს ხვდებით თქვენ დღეს და გვინდა, რომ სიმართლე იცოდეთ", - ნათქვამია მედიის წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებაში.

კანცელარიასთან გამართული აქციის პარალელურად ბათუმში, სასტუმრო „შერატონთან“, სადაც საერთაშორისო კონფერენცია უნდა გაიხსნას, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.

ისინი 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების გამო დროულ გამოძიებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ „აუცილებლად უნდა დაისაჯონ მკვლელები“. მათივე განცხადებით, ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ უსაფრთხო გარემოში მუშაობის შესაძლებლობა.

ამასთან, აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. როგორც „ნაციონალური მოძარაობის“ წევრი მირდატ ქამადაძე აცხადებს, შეკრების მიზანია, რომ პარტნიორებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ. მისი თქმით, ქვეყანაში 5 ივლისს სამარცხვინო ფაქტი მოხდა და საქართველოში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს დევნიან.

"სელფის ჯოხით პრანჭვის გარდა არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პრანჭვა მოსწონს ხალხს" - ალეკო ელისაშვილი კალაძის შესახებ

"მარტივი არ არის გასცდე კახა კალაძეს და გოლი გაიტანო" - იაგო ხვიჩია

"შეიძლება დესტრუქციულ ძალებს ძალიან სურთ, რომ გადადგეს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ვერ ეღირსებიან" - ნათია თურნავა