სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის ფარგლებში, ნარკოტიკების უკანონო გასაღების და შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა - პროკურატურის განცხადება
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის ფარგლებში, ნარკოტიკების უკანონო გასაღების და შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა - პროკურატურის განცხადება

ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო გა­სა­ღე­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

„ა.ლ.-ს გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო გა­სა­ღე­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე ფ.ა.-ს ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნა. ფ.ა. ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა და გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტზე 17 ივ­ლისს და­ა­კა­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ფ.ა.-მ უკა­ნო­ნოდ შე­ი­ძი­ნა და შე­ი­ნა­ხა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „ჰე­რო­ი­ნი“. აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის ნა­წი­ლი 10 ივ­ლისს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, ფო­ნი­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ია­კობ ცურ­ტა­ვე­ლის ქუჩა №48-ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ფ.ა.-მ უკა­ნო­ნოდ გა­ა­სა­ღა. კერ­ძოდ, 500 ლა­რის სა­ნაც­ვლოდ მან ად­გილ­ზე შეკ­რე­ბილ პი­რებს: ნ.ნ.-ს, ა.ლ.-ს, ი.ნ.-ს, ლ.ე.-ს, ტ.კ.-ს, ე.მ.-ს, ლ.ჯ.-ს გა­დას­ცა ერთი შეკ­ვრა ნივ­თი­ე­რე­ბა „ჰე­რო­ი­ნი“, (კუს­ტა­რუ­ლი ჰე­რო­ი­ნი) ე.წ. „სი­რე­ცი“, 2 გრა­მის ოდე­ნო­ბით, ხოლო დარ­ჩე­ნილ ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბას ფ.ა. უკა­ნო­ნოდ ინა­ხავ­და რო­გორც პი­რა­დად, ასე­ვე, ამა­ვე მი­სა­მარ­თზე მდე­ბა­რე მის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში. ფ.ა.-ს პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა, ქი­მი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, შე­ი­ცავს 9,4984 გრ. ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბა „ჰე­რო­ინს“.

ფ.ა-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლის „ა“ და მე-6 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო გა­სა­ღე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 8-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ბრალ­დე­ბის მხა­რემ ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თა.

ასე­ვე, 17 ივ­ლისს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­ძე­ნის, შე­ნახ­ვი­სა და გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტზე, კი­დევ 4 პირი და­ა­კა­ვეს, რომ­ლებ­თა­ნაც კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ტარ­დე­ბა. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

უცნობი
0

კი მაგრამ, ლაშქარავა რა შუაშია? ამათმა მოკლეს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის ფარგლებში, ნარკოტიკების უკანონო გასაღების და შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა - პროკურატურის განცხადება

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის ფარგლებში, ნარკოტიკების უკანონო გასაღების და შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა - პროკურატურის განცხადება

ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ა.ლ.-ს გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე ფ.ა.-ს ბრალდება წარედგინა. ფ.ა. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტზე 17 ივლისს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ფ.ა.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. აღნიშნული ნივთიერების ნაწილი 10 ივლისს, საღამოს საათებში, ფონიჭალის დასახლებაში, იაკობ ცურტაველის ქუჩა №48-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფ.ა.-მ უკანონოდ გაასაღა. კერძოდ, 500 ლარის სანაცვლოდ მან ადგილზე შეკრებილ პირებს: ნ.ნ.-ს, ა.ლ.-ს, ი.ნ.-ს, ლ.ე.-ს, ტ.კ.-ს, ე.მ.-ს, ლ.ჯ.-ს გადასცა ერთი შეკვრა ნივთიერება „ჰეროინი“, (კუსტარული ჰეროინი) ე.წ. „სირეცი“, 2 გრამის ოდენობით, ხოლო დარჩენილ ნარკოტიკულ საშუალებას ფ.ა. უკანონოდ ინახავდა როგორც პირადად, ასევე, ამავე მისამართზე მდებარე მის საცხოვრებელ სახლში. ფ.ა.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერება, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეიცავს 9,4984 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“.

ფ.ა-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარემ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

ასევე, 17 ივლისს სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, კიდევ 4 პირი დააკავეს, რომლებთანაც კანონით დადგენილი ღონისძიებები ტარდება. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-მ "ტვ პირველის“ ოპერატორზე ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა

"მუხო", "ჯამა", "ლაპუხა" და... - შსს-ს ინფორმაციით, "ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს

დაკავებულია "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 3 თანამშრომელი - რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი?