დიდ დიღომში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ორი პირი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს დაზიანებები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული, თუმცა, მძიმე დაზიანებები არ აქვთ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
როგორც "ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
როგორც შსს-ში აღნიშნავენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით დაკავებული არავინაა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
ხალხო მიხედეთ შვილებს.. გულუბრყვილოთ ნუ გგონიათ, რომ საღამოს უბრალოდ სეირნობენ.. რამდენჯერ უნდა ვნახო რო 15 წლის დოყლაპიები პატარა 11-13 წლის ბავშვებს ჩაგრავენ და აბულინგებენ...
მშობლებო! აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ბავშვებს! განსალუთრებით მოზარდებს. ნუ გგონიათ გულუბრყვილოთ, რომ ისინი უბრალოდ სეირნობენ... რამდენ შემთხვევას შევესწარი სადაც 15-16 წლის ბიჭები პატარებს, 11-14 წლის ბიჭებს აბულინგებენ... თან რამოდენიმე ჯგუფურად გამოიწერენ ერთს ან ორს და დასცინიან და ამცირებენ... ეს არ არი ადრე რო ღარიბი და დაქცეული ოჯახის ბავშვები "შოულობდნენ" ყველა ესენი საკმაოდ ნორმალურ ოჯახის შვილებს გვანან ( სამწუხაროდ მხოლოდ გვანან)...მიაქციეთ ყურადღება რომ მერე არ თქვათ უიმე ეს ამას ჩემი შვილი არ იზამდაო... აიღეთ და თქვენც გაისეირნეთ კორპუსებს შორის და ნახავთ რომ სიმართლეს ვამბობ.