ერთადერთი განცხადება, რომელიც საზოგადოებას უნდა, რომ მოისმინოს თქვენგან ბატონო ვახტანგ, არის ის, რომ თქვენ გადადექით და გადადგა ირაკლი ღარიბაშვილი, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს.
მისივე თქმით, ვერავინ გააჩუმებს მედიას, ჟურნალისტებს და ზოგადად საქართველოს, რომელთაც ამ ქვეყანაში ძალადობა არ სურთ.
აღსანიშნავია, რომ თინა ბოკუჩავას აღნიშნულ განცხადებას უმრავლესობის წევრების ნაწილის მხრიდან ხმაური მოჰყვა.
„ერთადერთი პასუხი, რომელიც საზოგადოებას სურს, რომ მოისმინოს გომელაურისგან და ერთადერთი განცხადება, რომელიც საზოგადოებას უნდა, რომ მოისმინოს თქვენგან ბატონო ვახტანგ, არის ის, რომ თქვენ გადადექით და გადადგა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც წაახალისა ძალადობა. რაც არ უნდა „აბრაგუნოთ“ და როგორ ველურებივით არ უნდა იქცეოდეთ, ახლა თქვენ ამხელთ თქვენს სახეს, რომ სწორედ იმ ველურების თანაგუნდელები ხართ, რომლებმაც მოკლეს ლექსო ლაშქარავა. მაინც ვერ გაგვაჩუმებთ. ვერ გააჩუმებთ მედიას, ვერ გააჩუმებთ ჟურნალისტებს და ვერ გააჩუმებთ საქართველოს, რომელსაც არ სურს ძალადობა ამ ქვეყანაში, რომელსაც არ სურს, რომ პროპუტინისტური ჯგუფები წახალისებულები იყვნენ ხელისუფლების მიერ. ასე რომ, დიახ, გვინდა განხილვაში მონაწილეობის უფლება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ვინ მოგცა უფლება მთელი საზოგადოების სახელით რომ ლაპარაკობ, პრაიდის ხალხს რატომ არ მოეთხოვება პასუხისმგებლობა, მაგათი პროვოკაცია იყო ამ ყველაფრის დასაწყისი.
სექტა უკვე საზოგადოება გახდა?!....