ძალიან მძიმე გზას გადის როგორც ქვეყანა, ასევე ეკლესია, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ბოლო პერიოდში თბილისში განვითარებულ მოვლენებს.
მეუფე იმედს გამოთქვამს, რომ ქართველი ერი სინანულის გზით დაძლევს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც აღმოჩნდა.
"მე მინდა ვიფიქრო, რომ ყველაზე დიდი პრობლემა, ალბათ, ამ შემთხვევაში, რაც ჩვენ ვიხილეთ, ის არის უკონტროლობა, რომლითაც ადამიანებმა თავისი თავი და ემოციები ვერ გააკონტროლეს. ასე მგონია, რომ ალბათ ბევრი მათგანი ამას ნანობს. ქრისტიან კაცსაც ეშლება, მაგრამ ამას მერე სინანული მოსდევს, ეს არის მნიშვნელოვანი. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მაინც სინანულის გზით დავძლევთ იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც ვიმყოფებით და რომლის წინაშეც აღმოვჩნდით. საერთოდ უნდა გითხრათ, რომ ძალიან მძიმე გზას გადის, როგორც ქვეყანა, ასევე ეკლესია. შეუდარებლად დაპირისპირებულია საზოგადოება შიგნით პოლარიზებულია და სამწუხაროდ ეს პოლარიზება იჭრება ეკლესიაშიც. ეს საშიში იმდენად არის და ეკლესია იმდენად არის მოსაფრთხილებელი, რომ როგორც არაერთხელ მითქვამს, ეკლესია არის ჩვენი, საქართველოს სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, და თუ ჩვენ ერთეული ადამიანების შეცდომები თუ თუნდაც დანაშაულებრივი ქმედებების განზოგადოება მოვახდინეთ ეკლესიაზე და ეკლესიის მიმართ წაიშალა ნდობა და ეს ინსტიტუცია წმინდა ნდობის თვალსაზრისით ჩამოგვეშალა, ჩათვალეთ რომ ჩვენ ჩამოგვეშლება სახელმწიფოებრიობა და ამას მოფრთხილება სჭირდება“, - განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.
ფოთისა და ხობის ეპარქიის მმართველი, მეუფეების ნაწილის ძალადობის წამხალისებელი მოწოდებების შეფასებისგან თავს იკავებს. მისი თქმით",ჩვენ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ“.
"ჩემი თხოვნაა ამაზე კომენტარებს ნუ გამაკეთებინებთ, თითოეული სიტყვა ჩემი იქნება, თქვენი, სხვისი იქნება, თითოეული სიტყვა თავისთავად კომენტარია იმ ადამიანის შესახებ ვინც ამას ამბობს, ეშლება, განგებ ამბობს, თუ შეცდომას უშვებს. მიუხედავად ამ მძიმე მდგომარეობისა, მაინც გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ჩვენ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ, პირდაპირ გაფრთხილებთ“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
სასწაულია პირდაპირ,ქვეყანა გაღატაკდა ამ მეუფეების და ხელისუფლების ხელში და თავად ესენი გამდიდრდნენ,მილიონერებად იქცნენ და ისევ აგრძელებენ მოქალაქეების ძარცვას და ტერორს.ამის დამალვა რომ უნდათ იმიტომ უპირისპირდებიან დამოუკიდებელ მედიებს და საღ აზრს. იმიტომ სჭირდებათ რუსული დიქტატურა და იდეოლოგიური პროპაგანდის აგიტაცია. არ სჭირდება ეკლესიას მოქალაქეების კისრიდან ამოღებული 25 მილიონი,ეგ ფული უნდა მოხმარდეს უპოვართა სასადილოებს. უნდა ჩამოერთვას ხალხის საკუთრება საძოვრები და სახნავი მიწები და დაუბრუნდეს ქართველ ხალხს.უნდა გამომჟღავნდეს ამ მეუფეების ქონება რამდენადაა პატიოსნად ნაშოვნი. მათი კავშირები რუსეთთან.აუცილებელია ყველაფერი გაირკვეს რათა ხალხი კიდევ უფრო არ გაუბედურდეს ამათ ხელში.
საჭიროა აგენტ-პროვოკატორების და უღირსების მხილება და განკვეთა, უმეტესობა მათგანს წარმოადგენენ საპატრიარქოში ჯერ კიდევ საბჭოთა დროს ჩანერგილი აგენტები, რომლებიც წარმატებით გადაიბარა შევარდნაძის, ნაციონალების და დღევანდელმა ხელისუფლებამ, რადგან ეკლესია მუდამ იყო ამ ქვეყნის ერთ-ერთი დამცველი და საძირკველი, ამიტომ საჭირო გახდა მისი მარგინალიზება და ზნეობრივად გახრწნა. ენა წაბილწულია სხვადასხვა ბარბარიზმებით და მისი დაფასება უნდა ვისწავლოთ, სულ მცირე #წერექართულად და ა.შ. მამული შელახული და ნაწილობრივ დაპყრობილი, აუცილებელია მისი დაფასება და შესაბამისად ათვისება. ეკლესიას კი ყველა ებრძვის, ჩრდილოეთი, სამხრეთი თუ დასავლეთი, რაშიც ზემოთ ჩამოთვლილ ადამიანებს წარმატებით იყენებენ. ფრთხილად უნდა ვიყოთ, გონივრულად შევაფასოთ ყველა ადამიანი და მათი სიტყვა და საქმე. ომში ვართ (ჰიბრიდულ ომს ვგულისხმობ, რომელიც მარტო შეიარაღებულ დაპირისპირებას არ მოიცავს).