სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკავებულია 20 ნარკორეალიზატორი - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს ფონიჭალასა და სხვა უბნებში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე
დაკავებულია 20 ნარკორეალიზატორი - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს ფონიჭალასა და სხვა უბნებში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის და გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად, ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სხვა­დას­ხვა დროს, ფო­ნი­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­სა და თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა რა­ი­ონ­ში, 20 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რი და­ა­კა­ვეს, ხოლო 8 პირი და­კა­ვე­ბუ­ლია გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის­თვის. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან: 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ს., 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ე.შ., 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა. ჯ., 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.კ., 2002 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ფ.მ., 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.კ., 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პ.მ., 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.ჯ., 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.გ., 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.კ., 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ე.მ., 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ს., 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.გ., 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.მ., 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ბ., 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.მ., 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ. ს., ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე - 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პ. მ., 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.ჯ., 1976 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.კ., 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ფ.ი., 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.რ. და 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.ვ., 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ფ.ა., 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ე.პ., 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი შ.ა., 1967 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჰ.ა. და 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.ა.

„და­ნა­შა­უ­ლი 8-დან 20 წლამ­დე ან უვა­დოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბი სის­ტე­მა­ტუ­რად ახ­დენ­დნენ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო რე­ა­ლი­ზა­ცი­ას.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის - „ჰე­რო­ი­ნი­სა“ და „ალფა-პვპ“-ს სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვა და აღ­ნიშ­ნუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დეო ჩა­წე­რა.

პო­ლი­ცი­ამ, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კი­სას, ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ფული და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო. ასე­ვე, ამო­ღე­ბუ­ლია 1 კი­ლოგ­რა­მამ­დე ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „ჰე­რო­ი­ნი“. ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის - დ.კ.-ის პი­რა­დი ჩხრე­კი­სას კი ამო­ღე­ბუ­ლია გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით „ბუპ­რე­ნორ­ფი­ნის“ შემ­ცვე­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „სუ­ბუ­ტექ­სის” 129 აბი და აბის 2 ნა­ტე­ხი.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის - ბ.რ.-ის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კი­სას, ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღეს პის­ტო­ლე­ტის ტი­პის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, მა­ყუ­ჩი და 5 საბ­რძო­ლო ვაზ­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-გა­სა­ღე­ბის და ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-გა­სა­ღე­ბის, ასე­ვე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის 1-ლი, მე-4 და მე-6 ნა­წი­ლე­ბით და 236-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
6

უკვე საკმაოდ ასაკოვანი ვარ, რაც თავი მახსოვს, ფონიჭალა იყო ნარკოტიკის გავრცელების ადგილი

ტუა
9

მაგ ფონიჭალაში ფაიზერს ვერ ვიშოვი ნეტა? დავრჩი აუცრელი.სახელმწიფოს შემოტანილი მე არ მომიწევს კორონა მძვინვარებს იქნებ გაქ ვინმეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

დაკავებულია 20 ნარკორეალიზატორი - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს ფონიჭალასა და სხვა უბნებში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე

დაკავებულია 20 ნარკორეალიზატორი - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს ფონიჭალასა და სხვა უბნებში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ორი თვის განმავლობაში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, ფონიჭალის დასახლებასა და თბილისის სხვადასხვა რაიონში, 20 ნარკორეალიზატორი დააკავეს, ხოლო 8 პირი დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული არიან: 1986 წელს დაბადებული ი.ს., 1991 წელს დაბადებული ე.შ., 1987 წელს დაბადებული ა. ჯ., 1985 წელს დაბადებული ს.კ., 2002 წელს დაბადებული ფ.მ., 1999 წელს დაბადებული ა.კ., 1983 წელს დაბადებული პ.მ., 1999 წელს დაბადებული ვ.ჯ., 1991 წელს დაბადებული კ.გ., 1998 წელს დაბადებული ი.კ., 1998 წელს დაბადებული ე.მ., 1979 წელს დაბადებული გ.ს., 1988 წელს დაბადებული ლ.გ., 1995 წელს დაბადებული გ.მ., 1994 წელს დაბადებული გ.ბ., 1993 წელს დაბადებული ი.მ., 1983 წელს დაბადებული დ. ს., ინდოეთის მოქალაქე - 1997 წელს დაბადებული პ. მ., 1979 წელს დაბადებული რ.ჯ., 1976 წელს დაბადებული დ.კ., 1995 წელს დაბადებული ფ.ი., 1974 წელს დაბადებული ბ.რ. და 1996 წელს დაბადებული კ.ვ., 1987 წელს დაბადებული ფ.ა., 1980 წელს დაბადებული ე.პ., 1998 წელს დაბადებული შ.ა., 1967 წელს დაბადებული ჰ.ა. და 1983 წელს დაბადებული რ.ა.

„დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ნარკორეალიზატორები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების - „ჰეროინისა“ და „ალფა-პვპ“-ს საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნარკორეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, ამოღებულია 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. ერთ-ერთი ბრალდებულის - დ.კ.-ის პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის” 129 აბი და აბის 2 ნატეხი.

სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი დაკავებულის - ბ.რ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს პისტოლეტის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩი და 5 საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების და ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-4 და მე-6 ნაწილებით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაკავებულია "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 3 თანამშრომელი - რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი?

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის ფარგლებში, ნარკოტიკების უკანონო გასაღების და შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა - პროკურატურის განცხადება

"ლექსო ლაშქარავასა და მის თანმხლებ პირებზე, ჰეროინის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს