საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვე მართლა უსინდისოებო! ასეთი გაბრაზებული არც წინა აქციაზე არ ვყოფილვარ" - ინგა გრიგოლია
"თქვე მართლა უსინდისოებო! ასეთი გაბრაზებული არც წინა აქციაზე არ ვყოფილვარ" - ინგა გრიგოლია

ამ ქვე­ყა­ნა­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ცხოვ­რე­ბა სა­ში­ში გახ­და, ხომ ხე­დავთ რა დღე­ში ჩაგ­ვაგ­დეს, მაგ­რამ ხომ ხე­დავთ რა დღე­ში ჩა­ვაგ­დეთ იქით, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტმა ინგა გრი­გო­ლი­ამ პარ­ლა­მენ­ტის წინ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჟურ­ნა­ლის­ტებს კი­დევ ერთი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა მა­შინ, როცა გარ­დაც­ვლი­ლი კო­ლე­გით სპე­კუ­ლა­ცია და­აბ­რა­ლა.

"ჩვენ ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მოგ­ვა­ყე­ნეს რაც შე­იძ­ლე­ბო­და, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. გული რომ გა­გის­კდე­ბა, ტი­რილს რომ და­ი­წყებ, რომ და­იხ­რჩო­ბი, არის ის ბრალ­დე­ბა, თით­ქოს, ჩვენ ჩვე­ნი გარ­დაც­ვლი­ლი კო­ლე­გით სპე­კუ­ლა­ცი­ას ვე­წე­ვით. თქვენ მარ­თლა სპე­კუ­ლან­ტე­ბო. თქვენ მარ­თლა უსინ­დი­სო­ე­ბო. ამა­ზე მეტი შე­უ­რა­ცხყო­ფა არ შე­იძ­ლე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტთა ოჯახს მი­ა­ყე­ნო. როცა გა­მო­დი­ან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ტი­რი­ან, აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, მო­ი­თხო­ვენ გარ­დაც­ვლი­ლი მე­გობ­რის, კო­ლე­გის გამო აი­ღოთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ვის აბ­რა­ლე­ბენ ესე­ნი, პო­ლი­ტი­კუ­რად სპე­კუ­ლი­რებთ გარ­დაც­ვლი­ლი კო­ლე­გი­თო?! რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მით მო­სუ­ლი „ოც­ნე­ბა“ რო­გორ გვი­ბე­დავს ჩვენ. მკვლე­ლებს რომ ეძახ­დნენ ოპო­ნენ­ტებს, გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილ­ზე გან­ცხა­დე­ბებს რომ აკე­თებ­დნენ და ბევ­რი წელი გი­ორ­გი ამ პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი იყო, კა­ციშ­ვილს არ მო­უ­თხო­ვია პა­სუ­ხი, იმი­ტომ, რომ იტყუ­ე­ბოდ­ნენ, ცილს სწა­მებ­დნენ. არ­სად არა­ვინ გაქ­ცე­უ­ლა, ვი­საც პა­ტა­რა ბავ­შვის მკვლე­ლო­ბას აბ­რა­ლებ­დნენ. რა­ტომ არ მოს­თხო­ვეთ პა­სუ­ხი თქვენ მარ­თლა სპე­კუ­ლან­ტე­ბო თქვენ?!

ასე­თი გაბ­რა­ზე­ბუ­ლი არც იმ წინა აქ­ცი­ა­ზე ვყო­ფილ­ვარ, რო­გორც ვარ ახლა. რო­გორ გვი­ბე­დავთ?! ვი­საც არ გა­მო­გიც­დი­ათ რას ნიშ­ნავს კო­ლე­გის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, ნა­ცე­მი, ნატ­კე­ნი, უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი კო­ლე­გის გარ­და­ცა­ლე­ბა, ის ვერ გა­ი­გებს რა­ტომ ვდგა­ვართ აქ. ვი­საც არ გა­მო­გიც­დი­ათ თქვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, პა­ტა­რა, ახალ­გაზ­რდა ბავ­შვე­ბის დარ­დი და ტკი­ვი­ლი, ის ვერ გა­ი­გებს რა­ტომ ვდგა­ვარ აქ. ამ ბავ­შვებს რომ ვუ­ყუ­რებ­დი იმ დღეს, ის ნა­ძირ­ლე­ბი რომ დას­დევ­დნენ, მა­შინ ვთქვი, რომ მე მეტი გზა არ აქვს. იმი­ტომ, რომ ჩემს ახალ­გაზ­რდა თა­ნამ­შრომ­ლებს თვა­ლებ­ში ვერ ჩავ­ხე­დავ­დი აქ რომ არ ვიყო დღეს. ამ ქვე­ყა­ნა­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ცხოვ­რე­ბა სა­ში­ში გახ­და, ხომ ხე­დავთ რა დღე­ში ჩაგ­ვაგ­დეს, მაგ­რამ ხომ ხე­დავთ რა დღე­ში ჩა­ვაგ­დეთ იქით.

ყვე­ლა გზას გვი­კე­ტა­ვენ ოღონდ არ მი­ვე­კა­როთ, ოღონდ კი­თხვა არ და­ვუს­ვათ, ის კი­თხვა, რაც და­სას­მე­ლია. აღარ გვიშ­ვე­ბენ არ­ცერთ შეხ­ვედ­რა­ზე, ასე შე­ვა­ში­ნეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ასე შე­შინ­დნენ, სა­შინ­ლად, ყვე­ლა გარ­ბის, სა­დაც ჩვენს მიკრო­ფონს ხე­და­ვენ, სა­დაც 4 კრი­ტი­კუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის ჟურ­ნა­ლისტს ხე­და­ვენ. ეს თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რით მო­ვი­პო­ვეთ ის მხარ­და­ჭე­რა, რა­საც ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის­გან ვხე­დავთ,“- გა­ნა­ცხა­და გრი­გო­ლი­ამ.

მან ყვე­ლა ელჩს, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­შია და ვინც ჟურ­ნა­ლის­ტებს მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და, მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"მად­ლო­ბა ჩვენს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს, თო­რემ ამა­თი იმე­დი ჩვენ არ გვაქვს. იზო­ლა­ცი­ა­ში მოგ­ვაქ­ცე­ვენ, უკან მიგ­ვათ­რე­ვენ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, მოს­კო­ვი უნ­დათ, თო­რემ იმ გან­ცხა­დე­ბებს ყუ­რად რო­გორ არ იღებ­დნენ რაც ამ დღე­ებ­ში კეთ­დე­ბა?! ამათ იმე­დი აქვთ მოგ­ვბეზ­რდე­ბა, და­ვიღ­ლე­ბით, და­ვიშ­ლე­ბით. არ და­ვიშ­ლე­ბით, ყო­ველ­დღე გა­მო­ვალთ, ვი­ო­მებთ, ვიბ­რძო­ლებთ. და­სა­ჯეთ დამ­ნა­შა­ვე­ბი! აი­ღეთ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა! გა­დად­გეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი! სა­ნამ ეს არ მოხ­დე­ბა, არ და­ვიშ­ლე­ბით! გა­მო­ვალთ ყო­ველ­დღე, პა­ტარ-პა­ტა­რა თუ დიდი აქ­ცი­ე­ბით. დაგ­ხვდე­ბით ყველ­გან!

გუ­შინ მოგ­ვი­წყეს სა­ნა­ხა­ო­ბა, ვი­თომ და­ი­წყეს მო­ძა­ლა­დე­ე­ბის სახ­ლე­ბის ჩხრე­კა, და­კი­თხვა­ზე რომ გა­და­იყ­ვა­ნეს და გა­მო­უშ­ვეს, იმი­ტომ გა­მო­უშ­ვეს, რომ ეს მო­ძა­ლა­დე ჯგუ­ფე­ბი „ოც­ნე­ბის“ ია­ტაქ­ვე­შა „ოც­ნე­ბაა“. თა­ვის ხალ­ხს ხომ არ და­ი­ჭე­რენ ხალ­ხო?! მინ­და მად­ლო­ბა გი­თხრათ. ჩვენ არ უნდა და­ვი­ღა­ლოთ, არ და­ვიღ­ლე­ბით! შემ­დე­გი რო­მე­ლი მი­ნის­ტრი მო­იჭ­რით თავს და ღო­ნის­ძი­ე­ბას ჩუ­მად ჩა­ა­ტა­რებთ ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს? თუ რამე მას­წავ­ლა ჩემ­მა მრა­ვალ­წლი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტურ­მა ცხოვ­რე­ბამ, თქვე­ნი და­სას­რუ­ლი სა­ხე­ზეა. როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კრი­ტი­კულ მე­დი­ას ემა­ლე­ბა, იმ დღე­ე­ბი­დან იწყე­ბა და­სას­რუ­ლი. ეს მი­ნა­ხავს ბევ­რჯერ და ამას ახ­ლაც ვხე­დავ“,- გა­ნა­ცხა­და ინგა გრი­გო­ლი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 60 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერი
0

ინგა არა ხარ ობიეკტური და იმიტომ

ზურაბ
58

ამას ყოველდღიურად ემეტება ბრაზი, ბოლოს ალბათ გასკდება ბრაზისაგან

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"თქვე მართლა უსინდისოებო! ასეთი გაბრაზებული არც წინა აქციაზე არ ვყოფილვარ" - ინგა გრიგოლია

"თქვე მართლა უსინდისოებო! ასეთი გაბრაზებული არც წინა აქციაზე არ ვყოფილვარ" - ინგა გრიგოლია

ამ ქვეყანაში ჟურნალისტების ცხოვრება საშიში გახდა, ხომ ხედავთ რა დღეში ჩაგვაგდეს, მაგრამ ხომ ხედავთ რა დღეში ჩავაგდეთ იქით, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ჟურნალისტებს კიდევ ერთი შეურაცხყოფა მიაყენა მაშინ, როცა გარდაცვლილი კოლეგით სპეკულაცია დააბრალა.

"ჩვენ ყველანაირი შეურაცხყოფა მოგვაყენეს რაც შეიძლებოდა, რომ ჟურნალისტებისთვის მოეყენებინათ. გული რომ გაგისკდება, ტირილს რომ დაიწყებ, რომ დაიხრჩობი, არის ის ბრალდება, თითქოს, ჩვენ ჩვენი გარდაცვლილი კოლეგით სპეკულაციას ვეწევით. თქვენ მართლა სპეკულანტებო. თქვენ მართლა უსინდისოებო. ამაზე მეტი შეურაცხყოფა არ შეიძლება ჟურნალისტთა ოჯახს მიაყენო. როცა გამოდიან ჟურნალისტები, ტირიან, აპროტესტებენ, მოითხოვენ გარდაცვლილი მეგობრის, კოლეგის გამო აიღოთ პასუხისმგებლობა, ვის აბრალებენ ესენი, პოლიტიკურად სპეკულირებთ გარდაცვლილი კოლეგითო?! რაფალიანცის საქმით მოსული „ოცნება“ როგორ გვიბედავს ჩვენ. მკვლელებს რომ ეძახდნენ ოპონენტებს, გიორგი ღვინიაშვილზე განცხადებებს რომ აკეთებდნენ და ბევრი წელი გიორგი ამ პარლამენტის დეპუტატი იყო, კაციშვილს არ მოუთხოვია პასუხი, იმიტომ, რომ იტყუებოდნენ, ცილს სწამებდნენ. არსად არავინ გაქცეულა, ვისაც პატარა ბავშვის მკვლელობას აბრალებდნენ. რატომ არ მოსთხოვეთ პასუხი თქვენ მართლა სპეკულანტებო თქვენ?!

ასეთი გაბრაზებული არც იმ წინა აქციაზე ვყოფილვარ, როგორც ვარ ახლა. როგორ გვიბედავთ?! ვისაც არ გამოგიცდიათ რას ნიშნავს კოლეგის გარდაცვალება, ნაცემი, ნატკენი, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი კოლეგის გარდაცალება, ის ვერ გაიგებს რატომ ვდგავართ აქ. ვისაც არ გამოგიცდიათ თქვენი თანამშრომლების, პატარა, ახალგაზრდა ბავშვების დარდი და ტკივილი, ის ვერ გაიგებს რატომ ვდგავარ აქ. ამ ბავშვებს რომ ვუყურებდი იმ დღეს, ის ნაძირლები რომ დასდევდნენ, მაშინ ვთქვი, რომ მე მეტი გზა არ აქვს. იმიტომ, რომ ჩემს ახალგაზრდა თანამშრომლებს თვალებში ვერ ჩავხედავდი აქ რომ არ ვიყო დღეს. ამ ქვეყანაში ჟურნალისტების ცხოვრება საშიში გახდა, ხომ ხედავთ რა დღეში ჩაგვაგდეს, მაგრამ ხომ ხედავთ რა დღეში ჩავაგდეთ იქით.

ყველა გზას გვიკეტავენ ოღონდ არ მივეკაროთ, ოღონდ კითხვა არ დავუსვათ, ის კითხვა, რაც დასასმელია. აღარ გვიშვებენ არცერთ შეხვედრაზე, ასე შევაშინეთ ხელისუფლება. ასე შეშინდნენ, საშინლად, ყველა გარბის, სადაც ჩვენს მიკროფონს ხედავენ, სადაც 4 კრიტიკული ტელევიზიის ჟურნალისტს ხედავენ. ეს თქვენი მხარდაჭერით მოვიპოვეთ ის მხარდაჭერა, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან ვხედავთ,“- განაცხადა გრიგოლიამ.

მან ყველა ელჩს, ვინც საქართველოშია და ვინც ჟურნალისტებს მხარდაჭერა გამოუცხადა, მადლობა გადაუხადა.

"მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, თორემ ამათი იმედი ჩვენ არ გვაქვს. იზოლაციაში მოგვაქცევენ, უკან მიგვათრევენ საბჭოთა კავშირში, მოსკოვი უნდათ, თორემ იმ განცხადებებს ყურად როგორ არ იღებდნენ რაც ამ დღეებში კეთდება?! ამათ იმედი აქვთ მოგვბეზრდება, დავიღლებით, დავიშლებით. არ დავიშლებით, ყოველდღე გამოვალთ, ვიომებთ, ვიბრძოლებთ. დასაჯეთ დამნაშავები! აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა! გადადგეს პრემიერ-მინისტრი! სანამ ეს არ მოხდება, არ დავიშლებით! გამოვალთ ყოველდღე, პატარ-პატარა თუ დიდი აქციებით. დაგხვდებით ყველგან!

გუშინ მოგვიწყეს სანახაობა, ვითომ დაიწყეს მოძალადეების სახლების ჩხრეკა, დაკითხვაზე რომ გადაიყვანეს და გამოუშვეს, იმიტომ გამოუშვეს, რომ ეს მოძალადე ჯგუფები „ოცნების“ იატაქვეშა „ოცნებაა“. თავის ხალხს ხომ არ დაიჭერენ ხალხო?! მინდა მადლობა გითხრათ. ჩვენ არ უნდა დავიღალოთ, არ დავიღლებით! შემდეგი რომელი მინისტრი მოიჭრით თავს და ღონისძიებას ჩუმად ჩაატარებთ ძალიან მაინტერესებს? თუ რამე მასწავლა ჩემმა მრავალწლიანმა ჟურნალისტურმა ცხოვრებამ, თქვენი დასასრული სახეზეა. როცა ხელისუფლება კრიტიკულ მედიას ემალება, იმ დღეებიდან იწყება დასასრული. ეს მინახავს ბევრჯერ და ამას ახლაც ვხედავ“,- განაცხადა ინგა გრიგოლიამ.