პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასამართლოში დანიშვნები უნდა შეჩერდეს - ნებისმიერმა იურისტმა იცის, როცა შეთანხმებას ხელს აწერ, ეთანხმები იმ პირობებს, რაც მასში მოცემულია" - დეგნანი
"სასამართლოში დანიშვნები უნდა შეჩერდეს - ნებისმიერმა იურისტმა იცის, როცა შეთანხმებას ხელს აწერ, ეთანხმები იმ პირობებს, რაც მასში მოცემულია" - დეგნანი

"ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ჰქონ­და ბევ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ შე­თან­ხმე­ბი­დან ამო­ე­ღო ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბო­და მო­სა­მარ­თლე­თა და­ნიშ­ვნას, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, თუმ­ცა მან ეს არ გა­ა­კე­თა. ნე­ბის­მი­ერ­მა კარ­გმა იუ­რის­ტმა იცის, რომ რო­დე­საც შე­თან­ხმე­ბას ხელს აწერ, ეთან­ხმე­ბი იმ პი­რო­ბებს, რომ­ლე­ბიც მას­ში მო­ცე­მუ­ლია,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩმა კელი დეგ­ნან­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­სა­მარ­თლო­ში მო­სა­მარ­თლე­თა და­ნიშ­ვნე­ბი უნდა შე­ჩერ­დეს იქამ­დე, სა­ნამ არ იქ­ნე­ბა ფარ­თო, ინ­კლუ­ზი­უ­რი, მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი გან­ხილ­ვე­ბი.

"19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბა­ში ცხა­დად და აშ­კა­რად არის მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ სა­სა­მარ­თლო­ში მო­სა­მარ­თლე­თა და­ნიშ­ვნე­ბი უნდა შე­ჩერ­დეს იქამ­დე, სა­ნამ არ იქ­ნე­ბა ფარ­თო, ინ­კლუ­ზი­უ­რი, მულ­ტი­პარ­ტი­უ­ლი გან­ხილ­ვე­ბი, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ტანს სა­სა­მარ­თლოს სის­ტე­მის ამ­ბი­ცი­ურ რე­ფორ­მას. იმის გამო, რომ არ ყო­ფი­ლა ინ­კლუ­ზი­უ­რი, მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი პრო­ცე­სი, არ მიგ­ვი­ღია სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის ამ­ბი­ცი­უ­რი რე­ფორ­მა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­სა­მარ­თლო­ში და­ნიშ­ვნე­ბი უნდა შე­ჩერ­დეს. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბა ძა­ლი­ან ცხა­დია. მე არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია არა­ნა­ირ გვერ­დით შე­თან­ხმე­ბებ­სა თუ ვერ­ბა­ლურ შე­თან­ხმე­ბა­ზე, მხო­ლოდ ის ვიცი, რაც წე­რია დო­კუ­მენ­ტში, რო­მელ­საც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რებ­მა და სხვა პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ებ­მა ხელი მო­ა­წე­რეს 19 აპ­რილს. ნე­ბის­მი­ერ­მა კარ­გმა იუ­რის­ტმა იცის, რომ რო­დე­საც შე­თან­ხმე­ბას ხელს აწერ, ეთან­ხმე­ბი იმ პი­რო­ბებს, რომ­ლე­ბიც მას­ში მო­ცე­მუ­ლია.

"ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ჰქონ­და ბევ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ შე­თან­ხმე­ბი­დან ამო­ე­ღო ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბო­და მო­სა­მარ­თლე­თა და­ნიშ­ვნას, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, თუმ­ცა მან ეს არ გა­ა­კე­თა. მსურს ასე­ვე ვთქვა, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მუ­შა­ობს ათა­სო­ბით ქარ­თველ პარტნი­ორ­თან 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და­ეხ­მა­როს შექ­მნას დე­მოკ­რა­ტია, გა­აძ­ლი­ე­როს თავ­დაც­ვა და უსაფრ­თხო­ე­ბა, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს გა­ნათ­ლე­ბა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბა და მო­ახ­დი­ნოს მისი ეკო­ნო­მი­კის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბა. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი გა­აგ­რძე­ლებს ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბას, ვი­საც სურს და­ეხ­მა­როს სა­ქარ­თვე­ლოს შექ­მნას და გახ­დეს სტა­ბი­ლუ­რი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის მქო­ნე ქვე­ყა­ნა“, - გა­ნა­ცხა­და დეგ­ნან­მა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
1

კანტმა , თუ მაინცდამაინც ქალიო, მაშინ, პატარაო !

ტუა
1

ბარე პრემიერად შენ აგირჩევთ და მორჩა საქმე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"სასამართლოში დანიშვნები უნდა შეჩერდეს - ნებისმიერმა იურისტმა იცის, როცა შეთანხმებას ხელს აწერ, ეთანხმები იმ პირობებს, რაც მასში მოცემულია" - დეგნანი

"სასამართლოში დანიშვნები უნდა შეჩერდეს - ნებისმიერმა იურისტმა იცის, როცა შეთანხმებას ხელს აწერ, ეთანხმები იმ პირობებს, რაც მასში მოცემულია" - დეგნანი

"ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ბევრი შესაძლებლობა, რომ შეთანხმებიდან ამოეღო ჩანაწერი, რომელიც უკავშირდებოდა მოსამართლეთა დანიშვნას, მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, თუმცა მან ეს არ გააკეთა. ნებისმიერმა კარგმა იურისტმა იცის, რომ როდესაც შეთანხმებას ხელს აწერ, ეთანხმები იმ პირობებს, რომლებიც მასში მოცემულია,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნები უნდა შეჩერდეს იქამდე, სანამ არ იქნება ფართო, ინკლუზიური, მრავალპარტიული განხილვები.

"19 აპრილის შეთანხმებაში ცხადად და აშკარად არის მითითებული, რომ სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნები უნდა შეჩერდეს იქამდე, სანამ არ იქნება ფართო, ინკლუზიური, მულტიპარტიული განხილვები, რომელიც მოგვიტანს სასამართლოს სისტემის ამბიციურ რეფორმას. იმის გამო, რომ არ ყოფილა ინკლუზიური, მრავალპარტიული პროცესი, არ მიგვიღია სასამართლო სისტემის ამბიციური რეფორმა, აქედან გამომდინარე, სასამართლოში დანიშვნები უნდა შეჩერდეს. ამ მიმართულებით, 19 აპრილის შეთანხმება ძალიან ცხადია. მე არ მაქვს ინფორმაცია არანაირ გვერდით შეთანხმებებსა თუ ვერბალურ შეთანხმებაზე, მხოლოდ ის ვიცი, რაც წერია დოკუმენტში, რომელსაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა და სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს 19 აპრილს. ნებისმიერმა კარგმა იურისტმა იცის, რომ როდესაც შეთანხმებას ხელს აწერ, ეთანხმები იმ პირობებს, რომლებიც მასში მოცემულია.

"ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ბევრი შესაძლებლობა, რომ შეთანხმებიდან ამოეღო ჩანაწერი, რომელიც უკავშირდებოდა მოსამართლეთა დანიშვნას, მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, თუმცა მან ეს არ გააკეთა. მსურს ასევე ვთქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს ათასობით ქართველ პარტნიორთან 30 წლის განმავლობაში იმისთვის, რომ საქართველოს დაეხმაროს შექმნას დემოკრატია, გააძლიეროს თავდაცვა და უსაფრთხოება, გააუმჯობესოს განათლება და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და მოახდინოს მისი ეკონომიკის დივერსიფიცირება. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველებთან ერთად მუშაობას, ვისაც სურს დაეხმაროს საქართველოს შექმნას და გახდეს სტაბილური, წარმატებული დემოკრატიის მქონე ქვეყანა“, - განაცხადა დეგნანმა.

"გამაბრუნეს საზღვრიდან უკან... გაბრაზებული ვარ..." - რატომ არ შემოუშვეს "ნოვაია გაზეტას" რუსი  ჟურნალისტი საქართველოში

"არ მეშვება ეს ადამიანი - ბატონო გახარია, ხომ არ სჯობს, თავად იყაროთ კენჭი და საზოგადოებამ გადაწყვიტოს, ვინ იყო 20 ივნისის ნეგატიური გმირი?!" - მელია

რას პასუხობს გიორგი გახარია კითხვას, უნდა გადადგეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი?